საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდესაც შვილებს ურეკავდა, უცხო მამაკაცი პასუხობდა... ეს იყო უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი" - ირაკლი დეკანოიძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს
"როდესაც შვილებს ურეკავდა, უცხო მამაკაცი პასუხობდა... ეს იყო უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი" - ირაკლი დეკანოიძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს

ხა­შურ­ში, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ ირაკ­ლი დე­კა­ნო­ი­ძეს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად შსს-ს გო­რის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში წა­რუდ­გი­ნეს. ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის, ლა­რი­სა ჩა­დუ­ნე­ლის თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ბრალს ნა­წი­ლობ­რივ აღი­ა­რებს.

"ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი თავს დამ­ნა­შა­ვედ ნა­წი­ლობ­რივ მი­იჩ­ნევს. მას ბრა­ლი წა­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს ორი მუხ­ლით: სსკ-ის 109-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი თავს დამ­ნა­შა­ვედ არ თვლის 109-ე მუხ­ლით წარ­დგე­ნილ ბრალ­ში, რად­გან მას მოკ­ვლა წი­ნას­წარ გან­ზრა­ხუ­ლი არ ჰქო­ნია. მას უნ­დო­და, შე­ლა­პა­რა­კე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა შე­ლა­პა­რა­კე­ბის მი­ზეზს, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ამის მი­ზე­ზად ასა­ხე­ლებს ბავ­შვე­ბის აღ­ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს, რაც დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენ­და არას­რულ­წლო­ვან შვი­ლებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით გო­გო­ნა­ზე და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს იყო ძი­რი­თა­დად მათი უთან­ხმო­ე­ბის სა­გა­ნი. სა­უ­ბა­რია მე­სა­მე პირ­ზეც, რომ­ლის მხრი­და­ნაც ად­გი­ლი ჰქონ­და ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მი­მართ მუ­ქა­რას. ამ მე­სა­მე პირს დე­კა­ნო­ი­ძე ასა­ხე­ლებს და ამ პი­რის შე­სა­ხებ გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის მხრი­დან ად­გი­ლი ჰქონ­და მუ­ქა­რას, რომ მას თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა ყო­ფი­ლი ცო­ლის­თვის, თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა შვი­ლე­ბის­თვის და რო­დე­საც ირაკ­ლი დე­კა­ნო­ი­ძე ტე­ლე­ფო­ნით ურე­კავ­და შვი­ლებს, მას შვი­ლე­ბის ტე­ლე­ფონ­ზე პა­სუ­ხობ­და უცხო მა­მა­კა­ცი და ეს იყო უთან­ხმო­ე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რომ შვი­ლის ტე­ლე­ფონ­ზე რა­ტომ უნდა ეპა­სუ­ხა სხვა უცხო მა­მა­კაცს და რომ ამ ყვე­ლა­ფერს შე­იძ­ლე­ბა სხვა მძი­მე შე­დე­გი მოჰ­ყო­ლო­და", - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა ლა­რი­სა ჩა­დუ­ნელ­მა.

გა­მო­ძი­ე­ბა ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ასე­ვე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ვ“ ქვე­პუნ­ქტით, 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს

ავტორი:

"როდესაც შვილებს ურეკავდა, უცხო მამაკაცი პასუხობდა... ეს იყო უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი" - ირაკლი დეკანოიძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს

"როდესაც შვილებს ურეკავდა, უცხო მამაკაცი პასუხობდა... ეს იყო უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი" - ირაკლი დეკანოიძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს

ხაშურში, ყოფილი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი დეკანოიძეს ბრალი ოფიციალურად შსს-ს გორის პოლიციის სამმართველოში წარუდგინეს. ბრალდებულის ადვოკატის, ლარისა ჩადუნელის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს. მას ბრალი წაყენებული აქვს ორი მუხლით: სსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ თვლის 109-ე მუხლით წარდგენილ ბრალში, რადგან მას მოკვლა წინასწარ განზრახული არ ჰქონია. მას უნდოდა, შელაპარაკებიდან გამომდინარე, სხეულის დაზიანებები მიეყენებინა. რაც შეეხება შელაპარაკების მიზეზს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამის მიზეზად ასახელებს ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც დიდ გავლენას ახდენდა არასრულწლოვან შვილებზე, განსაკუთრებით გოგონაზე და აქედან გამომდინარე, ეს იყო ძირითადად მათი უთანხმოების საგანი. საუბარია მესამე პირზეც, რომლის მხრიდანაც ადგილი ჰქონდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მუქარას. ამ მესამე პირს დეკანოიძე ასახელებს და ამ პირის შესახებ გამოძიებისთვის ცნობილია.

აღნიშნული პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას, რომ მას თავი დაენებებინა ყოფილი ცოლისთვის, თავი დაენებებინა შვილებისთვის და როდესაც ირაკლი დეკანოიძე ტელეფონით ურეკავდა შვილებს, მას შვილების ტელეფონზე პასუხობდა უცხო მამაკაცი და ეს იყო უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი, რომ შვილის ტელეფონზე რატომ უნდა ეპასუხა სხვა უცხო მამაკაცს და რომ ამ ყველაფერს შეიძლება სხვა მძიმე შედეგი მოჰყოლოდა", - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ლარისა ჩადუნელმა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს

მკვლელობა კასპში - ხელოსანმა მანქანის მეპატრონე მოკლა, მისი მეგობარი კი დაჭრა

"ყარაბაღზე და უკანონო იარაღით ვაჭრობაზე გაკეთებული განცხადებისას ბაჩალიაშვილის დედამ დავით ფურცხვანიძის კვლევა დაიხმარა"

"ფულის გულისთვის მოკვდა ადამიანი..." - ახალი დეტალები ხაშურიდან, სადაც 39 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ ყოფილმა უფროსმა დაჭრა