საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კადიროვის მოწამვლის მცდელობა და "ერთგულების ფიცი" მისი მაღალჩინოსნებისგან - ვის სურდა ჩეჩნეთის ლიდერის მოშორება
კადიროვის მოწამვლის მცდელობა და "ერთგულების ფიცი" მისი მაღალჩინოსნებისგან - ვის სურდა ჩეჩნეთის ლიდერის მოშორება

7 ოქ­ტომ­ბერს Telegram-канал–ზე ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის მო­წამ­ვლის მცდე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და. არ­ხის ცნო­ბით, კა­დი­რო­ვის მო­წამ­ვლის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ჩეჩ­ნე­თის ერთ-ერთი ქა­ლა­ქის ორი ყო­ფი­ლი მერი და პო­ლი­ცი­ის მოქ­მე­დი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი არი­ან. ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის პრეს-სპი­კერ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არც და­ა­დას­ტუ­რა და არც უარ­ყო. ალვი ქა­რი­მო­ვის თქმით, "ის ჭო­რებ­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თებს".

ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას, მეტი ცნო­ბის მო­პო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ აქვს, რად­გან ჩეჩ­ნე­თის მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი აკ­რძა­ლა.

kavkaz-uzel.eu–ს ცნო­ბით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩეჩ­ნე­თის შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ აპტი ალა­უ­დი­ნოვ­მა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც კა­დი­როვს ერ­თგუ­ლე­ბა შეჰ­ფი­ცა და დაგ­მო ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ მისი მო­წამ­ვლის საქ­მე­ში პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნია გა­რე­უ­ლი.

დი­ვან­ზე ფეხ­მორ­თხმით მჯდომ­მა და სპორ­ტულ ფორ­მა­ში ჩაც­მულ­მა ალა­უ­დი­ნოვ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ის და ურუს-მარ­ტა­ნოს­კის რა­ი­ო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი ვა­ლიდ აბ­დუ­რე­ში­დო­ვი მისი ერ­თგუ­ლე­ბი არი­ან და კა­დი­რო­ვის ღა­ლა­ტი გულ­ში არ გა­უვ­ლი­ათ. ვი­დე­ო­მი­მარ­თვა 14 ასზე მეტ­მა მომ­ხმა­რე­ბელ­მა ნახა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვი­დეო წა­ი­შა­ლა.

კად­რი აპტი ალა­უ­დი­ნო­ვის ვი­დე­ო­მი­მარ­თვი­დან

ალა­უ­დი­ნო­ვი იმ ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც და­ე­მუქ­რა, ვინც ისი­ნი ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის წი­ნა­აღ­მდეგ შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა... მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, აბ­დუ­რე­ში­დოვს მის გარ­შე­მო გავ­რცე­ლე­ბულ ამ­ბებ­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

ად­გი­ლობ­რივ­მა მმარ­თვე­ლო­ბამ აპტი ალა­უ­დი­ნო­ვი დრეს­კო­დის დარ­ღვე­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რად­გან მან კა­დი­რო­ვის მი­სა­მარ­თით გან­ცხა­დე­ბა სახ­ლის ფორ­მა­ში გა­ავ­რცე­ლა. ჩეჩ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ალა­უ­დი­ნო­ვის პოზა ჩეჩ­ნუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფად ჩათ­ვა­ლა.

"ფე­ხე­ბი რომ ძირს და­ეშ­ვა არ შე­იძ­ლე­ბო­და?! თუ 21–ე სა­უ­კუ­ნე­ში კულ­ტუ­რა მო­დი­დან გა­და­ვი­და"... "ჩეჩ­ნე­ბი რო­დის შემ­დეგ სხდე­ბი­ან ასე? ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ ამ პო­ზა­ში ყვე­ლას და­სა­ნა­ხად არ დას­ხდნენ" – წერს ინ­ტერ­ნეტ კო­მენ­ტა­რებ­ში კა­დი­რო­ვის ერთ-ერთი მომ­ხრე.

სხვე­ბის თქმით, ალა­უ­დო­ნო­ვის ჯდო­მის მა­ნე­რა ჩენ­ჩუ­რი ეტი­კე­ტის ნორ­მებს არ­ღვევს და მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის მხრი­დან ასე­თი საქ­ცი­ე­ლი მით უფრო მი­უ­ღე­ბე­ლია. "ჩე­ჩე­ნი მა­მა­კა­ცი ვალ­დე­ბუ­ლია ნე­ბის­მი­ერ ვი­თა­რე­ბა­ში ღირ­სე­უ­ლად მო­იქ­ცეს..." – აცხა­დებს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი "Кавказский узел"–თან სა­უ­ბარ­ში.

ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ "კა­დი­რო­ვის, რო­გორც ყვე­ლა სხვა დიქ­ტა­ტორს, მა­საც უამ­რა­ვი მო­ღა­ლა­ტე ჰყავს გარ­შე­მო და რაც უნდა ერ­თგუ­ლე­ბას ეფი­ცე­ბოდ­ნენ, ერთ დღეს მას მა­ინც გა­წი­რა­ვენ".

მა­თი­ვე თქმით, "უკვე ცნო­ბი­ლია, რომ ალა­უ­დი­ნოვს კი­დევ ერთი ვი­დე­ო­მი­მარ­თვის გავ­რცე­ლე­ბა მო­უ­წევს, ამ­ჯე­რად კლა­სი­კურ ტან­საც­მელ­ში შე­მო­სილს, თუმ­ცა, ძნე­ლია სათ­ქმე­ლია, უშ­ვე­ლის თუ არა მას ჩაც­მის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტი­ლი".

ავტორი:

კადიროვის მოწამვლის მცდელობა და "ერთგულების ფიცი" მისი მაღალჩინოსნებისგან - ვის სურდა ჩეჩნეთის ლიდერის მოშორება

კადიროვის მოწამვლის მცდელობა და "ერთგულების ფიცი" მისი მაღალჩინოსნებისგან - ვის სურდა ჩეჩნეთის ლიდერის მოშორება

7 ოქტომბერს Telegram-канал–ზე ჩეჩნეთის ლიდერის მოწამვლის მცდელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. არხის ცნობით, კადიროვის მოწამვლის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ჩეჩნეთის ერთ-ერთი ქალაქის ორი ყოფილი მერი და პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსანი არიან. ჩეჩნეთის ლიდერის პრეს-სპიკერმა აღნიშნული ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო. ალვი ქარიმოვის თქმით, "ის ჭორებზე კომენტარს არ აკეთებს".

ადგილობრივ მედიას, მეტი ცნობის მოპოვების შესაძლებლობა რასაკვირველია, არ აქვს, რადგან ჩეჩნეთის მთავრობის ადმინისტრაციამ ამ თემაზე საუბარი აკრძალა.

kavkaz-uzel.eu–ს ცნობით, რამდენიმე დღის წინ, აღნიშნულთან დაკავშირებით ჩეჩნეთის შს მინისტრის მოადგილემ აპტი ალაუდინოვმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც კადიროვს ერთგულება შეჰფიცა და დაგმო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი მოწამვლის საქმეში პოლიციის მაღალჩინოსანია გარეული.

დივანზე ფეხმორთხმით მჯდომმა და სპორტულ ფორმაში ჩაცმულმა ალაუდინოვმა აღნიშნა, რომ ის და ურუს-მარტანოსკის რაიონის ადმინისტრაციის უფროსი ვალიდ აბდურეშიდოვი მისი ერთგულები არიან და კადიროვის ღალატი გულში არ გაუვლიათ. ვიდეომიმართვა 14 ასზე მეტმა მომხმარებელმა ნახა. მოგვიანებით ვიდეო წაიშალა.

კადრი აპტი ალაუდინოვის ვიდეომიმართვიდან

ალაუდინოვი იმ ჟურნალისტებსაც დაემუქრა, ვინც ისინი ჩეჩნეთის ლიდერის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა... მისგან განსხვავებით, აბდურეშიდოვს მის გარშემო გავრცელებულ ამბებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ადგილობრივმა მმართველობამ აპტი ალაუდინოვი დრესკოდის დარღვევაში დაადანაშაულა, რადგან მან კადიროვის მისამართით განცხადება სახლის ფორმაში გაავრცელა. ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ალაუდინოვის პოზა ჩეჩნური ტრადიციების შეურაცხყოფად ჩათვალა.

"ფეხები რომ ძირს დაეშვა არ შეიძლებოდა?! თუ 21–ე საუკუნეში კულტურა მოდიდან გადავიდა"... "ჩეჩნები როდის შემდეგ სხდებიან ასე? ასაკოვანი ადამიანები ცდილობენ ამ პოზაში ყველას დასანახად არ დასხდნენ" – წერს ინტერნეტ კომენტარებში კადიროვის ერთ-ერთი მომხრე.

სხვების თქმით, ალაუდონოვის ჯდომის მანერა ჩენჩური ეტიკეტის ნორმებს არღვევს და მაღალჩინოსნის მხრიდან ასეთი საქციელი მით უფრო მიუღებელია. "ჩეჩენი მამაკაცი ვალდებულია ნებისმიერ ვითარებაში ღირსეულად მოიქცეს..." – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი "Кавказский узел"–თან საუბარში.

ინტერნეტმომხმარებლები მიიჩნევენ, რომ "კადიროვის, როგორც ყველა სხვა დიქტატორს, მასაც უამრავი მოღალატე ჰყავს გარშემო და რაც უნდა ერთგულებას ეფიცებოდნენ, ერთ დღეს მას მაინც გაწირავენ".

მათივე თქმით, "უკვე ცნობილია, რომ ალაუდინოვს კიდევ ერთი ვიდეომიმართვის გავრცელება მოუწევს, ამჯერად კლასიკურ ტანსაცმელში შემოსილს, თუმცა, ძნელია სათქმელია, უშველის თუ არა მას ჩაცმის ოფიციალური სტილი".

"პანდემიის საფრთხე რეალური ხდება" - ჯანმო-ს გენერალური დირექტორი

"ტირანის ქალიშვილი მაღალ მოდაში" - რამზან კადიროვმა ქალთა დღეს საკუთარ ქალიშვილს ღირსების მედალი გადასცა

ირანში, კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით მიღებული ჭარბი ალკოჰოლის გამო, 16 ადამიანი დაიღუპა