ავტორი:

მინისტრის მოადგილე - „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ ქართული ღვინის პოპულარიზაციას ხელს უწყობს

მინისტრის მოადგილე - „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ ქართული ღვინის პოპულარიზაციას ხელს უწყობს

„ქართული ღვინის ფესტივალი ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა შარდენზე, „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში განაცხადა.

ის ფესტივალის გახსნის დროს სიტყვით გამოვიდა, რის შემდგომაც მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართული ღვინის ფესტივალი კარგი საკომუნიკაციო საშუალებაა საზოგადოებასთან.

„ეს ფესტივალი ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია მონაწილეობს მსგავს ფესტივალებში. აქ წარმოდგენილები არიან როგორც ღვინის კომპანიები, ისე მცირე მარნების წარმომადგენლები და მათ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ტურისტებს, ქართული ღვინით დაინტერესებულ ადამიანებს თავიანთი წარმოების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია, გაყიდონ საკუთარი პროდუქტი და მიიღონ დამატებითი შემოსავლები. ეს არის კარგი საკომუნიკაციო საშუალება საზოგადოებასთან იმისთვის, რომ მათ წარმოდგენა შეექმნათ, თუ როგორ ვითარდება მეღვინეობის დარგი საქართველოში და ასევე, მიიღონ ინფორმაცია ყველა იმ მნიშვნელოვანი ღონისძიების შესახებ, რომელსაც მთავრობა და კერძო სექტორი ერთობლივად ახორციელებს ღვინის დარგში არსებული წარმატების საერთაშორისო ასპარეზზე სათანადო გაცნობისთვის", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შარდენზე წლის მთავარი ღვინის ფესტივალი - „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ მიმდინარეობს. ფესტივალი, რომელიც „პალიტრა მედიას“, მედიაპორტალი allwine.ge-სა და „მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით უკვე მესამედ იმართება, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე გაგრძელდება.

ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

სახელმწიფოს გადაწყვეტილებით პარაოლიმპიური თამაშების გამარჯვებულები ყოველთვიურად 1000 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ

შატილში ერთადერთი საჯარო სკოლა იწვის