Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ქმრის შეყვარებული ჩემი საუკეთესო მეგობარია" - მწერალი პოლიამორული ოჯახის შესახებ გულწრფელად საუბრობს
"ჩემი ქმრის შეყვარებული ჩემი საუკეთესო მეგობარია" - მწერალი პოლიამორული ოჯახის შესახებ გულწრფელად საუბრობს

გა­მო­ცე­მა Huffington Post მოწ­ვე­უ­ლი მწერ­ლის, კეტი ტესტრო­მის ბლოგს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ავ­ტო­რი სა­კუ­თა­რი პო­ლი­ა­მო­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ წერს. ტესტრო­მი სა­მარ­თალმცოდ­ნეა, მწე­რა­ლი. ის ამ­ბობს, რომ მე­ო­რე ქა­ლის გა­მო­ჩე­ნა ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ში პრობ­ლე­მა არ­ცერთ ეტაპ­ზე არ ყო­ფი­ლა.

„ჩემ­მა ქმარ­მა მას­თან შეხ­ვედ­რე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 1 წლის წინ და­ი­წყო და მას შემ­დეგ მე და ელი­ზა­ბე­ტი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი გავ­ხდით. მო­ნო­გა­მი არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ და ყვე­ლა ჩემი ურ­თი­ერ­თო­ბა ღია იყო. ჩემი ქმა­რი არა­ბი­ნა­რუ­ლია (ქოლ­გა ტერ­მი­ნი, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს იმ გენ­დერულ იდენ­ტო­ბებს, რომ­ლე­ბიც არ ჯდე­ბა მა­მა­კა­ცი­სა და ქა­ლის ბი­ნა­რულ სის­ტე­მა­ში), ამას­თან - შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე. ერ­თმა­ნეთს 8 წლის წინ შევ­ხვდით და მა­შინ­ვე მიხ­ვდა, რომ დიდი ხნით მო­ნო­გა­მია ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბი არ იქ­ნე­ბო­და.

შეხ­ვედ­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვის შემ­დეგ დავ­ქორ­წინ­დით. მას სამი შვი­ლი ჰყავ­და. ჩვენ, ხუ­თი­ვე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ვგრძნობ­დით თავს და ვი­ცო­დით, რომ დიდ­ხანს ვიქ­ნე­ბო­დით ერ­თად.

ქორ­წი­ნე­ბის და­სა­წყის­ში, რო­დე­საც ახალ სტა­ტუსს ვე­გუ­ე­ბო­დით, გა­დავ­წყვი­ტეთ, ოჯახ­ზე ვყო­ფი­ლი­ყა­ვით ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლე­ბი. შევ­თან­ხმდით, რომ მო­ნო­გა­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვექ­ნე­ბო­და, თუმ­ცა ორი­ვეს გვეს­მო­და, რომ ვქმნი­დით სა­ფუძ­ველს, ჩვე­ნი კავ­ში­რი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ღია გამ­ხდა­რი­ყო.

პე­რი­ო­დუ­ლად, და­სას­ვე­ნებ­ლად რო­დე­საც მივ­დი­ო­დით, სხვებ­თა­ნაც ვა­ბამ­დით ურ­თი­ერ­თო­ბებს, თუმ­ცა ამა­ზე შორს საქ­მე არ წა­სუ­ლა.

და­ქორ­წი­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ კი­დევ ერთი შვი­ლი შეგ­ვე­ძი­ნა, ამან კი ოჯახს მიღ­მა სხვებ­თან შეხ­ვედ­რე­ბის­თვის დრო და ენერ­გია სრუ­ლე­ბით აღარ დაგ­ვი­ტო­ვა. ოთხი შვი­ლის, ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის და სხვა მი­ზე­ზე­ბის გამო ურ­თი­ერ­თო­ბა მო­ნო­გა­მუ­რად იქცა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბავ­შვე­ბი იზ­რდე­ბი­ან და ნაკ­ლებ დროს ითხო­ვენ ჩვენ­გან, ამი­ტომ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მეტი დრო გვაქვს სხვებ­თან შეხ­ვედ­რე­ბის­თვის.

ძნე­ლია, ჩვე­ნი გა­ი­გონ, რო­დე­საც არ გვიც­ნო­ბენ. მე და ჩემი პარტნი­ო­რი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. ის მო­სიყ­ვა­რუ­ლეა, სულ ცდი­ლობს, სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბი გა­მო­ხა­ტოს. მე კი მარ­ტო­ო­ბა მიყ­ვარს.

ერთი წლის წინ ჩემ­მა ქმარ­მა „ტინ­დერ­ზე“ ელი­ზა­ბე­ტი გა­იც­ნო და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რომ შე­ეძ­ლო შეხ­ვედ­რო­და ადა­მი­ანს, ვის­თა­ნაც ახლო კავ­შირს იგ­რძნობ­და. პო­ლი­ა­მო­რია მის­თვის შე­და­რე­ბით სი­ახ­ლე იყო. მე და ჩემს ქმარს ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან გვიყ­ვარს და უამ­რა­ვი სა­ერ­თოც გვაქვს, თუმ­ცა რო­გორც ყვე­ლა სხვა წყვილს, არ შეგ­ვიძ­ლია ერ­თმა­ნე­თის ყვე­ლა სა­ჭი­რო­ე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო მო­ე­ძებ­ნა ვინ­მე, ვის­თა­ნაც ის სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი ექ­ნე­ბო­და, რაც ჩემ­თან ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა. თუ მას სხვას­თან ექ­ნე­ბა სექ­სი, ამა­ში პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ, რად­გან ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას­თან და გრძნო­ბებ­თან კავ­ში­რი არ აქვს. ბევ­რი ვერ გა­ი­გებს ამას, თუმ­ცა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბით ორი­ვე ბედ­ნი­ე­რი ვართ.

ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ელი­ზა­ბე­ტი ჩვე­ნი ოჯა­ხის ნა­წი­ლი გახ­და და ის ჩემ­თვის და­სა­ვით არის. ჩვენ მსგავ­სად, ისიც ქვი­ა­რია და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე, ამი­ტომ ჩვე­ნი კარ­გად ეს­მის.

ელი­ზა­ბე­ტი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩვენ­მა შვი­ლებ­მაც გა­იც­ნეს, მათ იცი­ან, რომ პო­ლი­ა­მო­რუ­ლი ოჯა­ხი გვაქვს. ჩემ­სა და ელი­ზა­ბეტს შო­რის რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არ არის. ის ხში­რად რჩე­ბა ჩვენს სახ­ლში.

ჩემი ქმრის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, თუმ­ცა ხან ვეჭ­ვი­ა­ნობ. ხდე­ბა ხოლ­მე, რო­დე­საც ისი­ნი მა­შინ არი­ან ერ­თად, რო­დე­საც მე მინ­და ქმარ­თან ერ­თად ვიყო, თუმ­ცა ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი იშ­ვი­ა­თია.

რო­გორც ყვე­ლა სხვა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, კონ­ფლიქ­ტი ჩვენ შო­რი­საც ხდე­ბა - გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც ელი­ზა­ბე­ტი ჩვენს სახ­ლში დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში რჩე­ბა და მშობ­ლის როლს ირ­გებს ბავ­შვებ­თან, თუმ­ცა ვმუ­შა­ობთ სა­კუ­თარ თავ­ზე და ერ­თმა­ნეთ­თან, რომ და­ძა­ბუ­ლო­ბა იშ­ვი­ა­თად ვიგ­რძნოთ.

სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა და არც ის, თუ რას ფიქ­რო­ბენ ჩვენ­ზე. შე­საძ­ლოა, პო­ლი­ა­მო­რია თქვენ­თვის არ იყოს მი­სა­ღე­ბი, მაგ­რამ ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა,“ - წერს კეტი ტესტრო­მი.

ავტორი:

"ჩემი ქმრის შეყვარებული ჩემი საუკეთესო მეგობარია" - მწერალი პოლიამორული ოჯახის შესახებ გულწრფელად საუბრობს

"ჩემი ქმრის შეყვარებული ჩემი საუკეთესო მეგობარია" - მწერალი პოლიამორული ოჯახის შესახებ გულწრფელად საუბრობს

გამოცემა Huffington Post მოწვეული მწერლის, კეტი ტესტრომის ბლოგს აქვეყნებს, სადაც ავტორი საკუთარი პოლიამორული ცხოვრების შესახებ წერს. ტესტრომი სამართალმცოდნეა, მწერალი. ის ამბობს, რომ მეორე ქალის გამოჩენა ოჯახურ ცხოვრებაში პრობლემა არცერთ ეტაპზე არ ყოფილა.

„ჩემმა ქმარმა მასთან შეხვედრები დაახლოებით 1 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ მე და ელიზაბეტი საუკეთესო მეგობრები გავხდით. მონოგამი არასოდეს ვყოფილვარ და ყველა ჩემი ურთიერთობა ღია იყო. ჩემი ქმარი არაბინარულია (ქოლგა ტერმინი, რომელიც აერთიანებს იმ გენდერულ იდენტობებს, რომლებიც არ ჯდება მამაკაცისა და ქალის ბინარულ სისტემაში), ამასთან - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე. ერთმანეთს 8 წლის წინ შევხვდით და მაშინვე მიხვდა, რომ დიდი ხნით მონოგამია ჩემთვის მისაღები არ იქნებოდა.

შეხვედრიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგ დავქორწინდით. მას სამი შვილი ჰყავდა. ჩვენ, ხუთივე არაჩვეულებრივად ვგრძნობდით თავს და ვიცოდით, რომ დიდხანს ვიქნებოდით ერთად.

ქორწინების დასაწყისში, როდესაც ახალ სტატუსს ვეგუებოდით, გადავწყვიტეთ, ოჯახზე ვყოფილიყავით ფოკუსირებულები. შევთანხმდით, რომ მონოგამური ურთიერთობა გვექნებოდა, თუმცა ორივეს გვესმოდა, რომ ვქმნიდით საფუძველს, ჩვენი კავშირი მოგვიანებით ღია გამხდარიყო.

პერიოდულად, დასასვენებლად როდესაც მივდიოდით, სხვებთანაც ვაბამდით ურთიერთობებს, თუმცა ამაზე შორს საქმე არ წასულა.

დაქორწინებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ კიდევ ერთი შვილი შეგვეძინა, ამან კი ოჯახს მიღმა სხვებთან შეხვედრებისთვის დრო და ენერგია სრულებით აღარ დაგვიტოვა. ოთხი შვილის, ჩემი ჯანმრთელობის პრობლემების და სხვა მიზეზების გამო ურთიერთობა მონოგამურად იქცა. საბედნიეროდ, ბავშვები იზრდებიან და ნაკლებ დროს ითხოვენ ჩვენგან, ამიტომ ბოლო წლების განმავლობაში მეტი დრო გვაქვს სხვებთან შეხვედრებისთვის.

ძნელია, ჩვენი გაიგონ, როდესაც არ გვიცნობენ. მე და ჩემი პარტნიორი სრულიად განსხვავებული ადამიანები ვართ. ის მოსიყვარულეა, სულ ცდილობს, საკუთარი გრძნობები გამოხატოს. მე კი მარტოობა მიყვარს.

ერთი წლის წინ ჩემმა ქმარმა „ტინდერზე“ ელიზაბეტი გაიცნო და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ შეეძლო შეხვედროდა ადამიანს, ვისთანაც ახლო კავშირს იგრძნობდა. პოლიამორია მისთვის შედარებით სიახლე იყო. მე და ჩემს ქმარს ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და უამრავი საერთოც გვაქვს, თუმცა როგორც ყველა სხვა წყვილს, არ შეგვიძლია ერთმანეთის ყველა საჭიროების დაკმაყოფილება. ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ აუცილებელი იყო მოეძებნა ვინმე, ვისთანაც ის საერთო ინტერესები ექნებოდა, რაც ჩემთან ვერ აღმოაჩინა. თუ მას სხვასთან ექნება სექსი, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ჩვენს ურთიერთობასთან და გრძნობებთან კავშირი არ აქვს. ბევრი ვერ გაიგებს ამას, თუმცა ჩვენი ცხოვრებით ორივე ბედნიერი ვართ.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ელიზაბეტი ჩვენი ოჯახის ნაწილი გახდა და ის ჩემთვის დასავით არის. ჩვენ მსგავსად, ისიც ქვიარია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ამიტომ ჩვენი კარგად ესმის.

ელიზაბეტი მოგვიანებით ჩვენმა შვილებმაც გაიცნეს, მათ იციან, რომ პოლიამორული ოჯახი გვაქვს. ჩემსა და ელიზაბეტს შორის რომანტიკული ურთიერთობა არ არის. ის ხშირად რჩება ჩვენს სახლში.

ჩემი ქმრის შეყვარებული ძალიან მიყვარს, თუმცა ხან ვეჭვიანობ. ხდება ხოლმე, როდესაც ისინი მაშინ არიან ერთად, როდესაც მე მინდა ქმართან ერთად ვიყო, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია.

როგორც ყველა სხვა ურთიერთობაში, კონფლიქტი ჩვენ შორისაც ხდება - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ელიზაბეტი ჩვენს სახლში დიდი ხნის განმავლობაში რჩება და მშობლის როლს ირგებს ბავშვებთან, თუმცა ვმუშაობთ საკუთარ თავზე და ერთმანეთთან, რომ დაძაბულობა იშვიათად ვიგრძნოთ.

საერთოდ არ მაინტერესებს სხვა ადამიანების ცხოვრება და არც ის, თუ რას ფიქრობენ ჩვენზე. შესაძლოა, პოლიამორია თქვენთვის არ იყოს მისაღები, მაგრამ ჩვენი ოჯახისთვის ეს არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა,“ - წერს კეტი ტესტრომი.

შმაგი ბოლქვაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონია

"ზოგჯერ ახალგაზრდასა და მოხუცს შორის აკეთებენ არჩევანს, რომელს დაუდგან ჟანგბადის აპარატი" - რას ყვება ინდოეთში შექმნილ ვითარებაზე იქ მცხოვრები ქართველი

"ეს გამარჯვება ეძღვნება ნიკა მელიას" - რას ამბობს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა