ავტორი:

თბილისი ენერჯი: სექტემბერში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2918 კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაიხსნა

თბილისი ენერჯი: სექტემბერში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2918 კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაიხსნა

კომპანია „თბილისი ენერჯი“ სექტემბრის თვის დარღვევების შემოწმების სტატისტიკას აქვეყნებს.

2019 წლის სექტემბრის თვეში, კომპანია „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2918 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს.

ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა, განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღია კამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები.

„თბილისი ენერჯი“კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ - კუსტარულად, თვითნებურად მიერთებული და ღია კამერიანი გაზდანადგარები კატეგორიულად დაუშვებელი და საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისევე თქვენი მეზობლებისთვის.

სექტემბერში ყველაზე მეტი კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი სამგორში (784); ისანი-ვაზისუბანში (488 ) და სანზონაში (303) ჩაიხსნა.

რაიონების მიხედვით სექტემბრის თვის სტატისტიკა ასე გამოიყურება:

სამგორი 784

ისანი-ვაზისუბანი 488

სანზონა 303

ჩუღურეთი 292

კრწანისი 269

გლდანი 259

ნაძალადევი 137

დიდუბე 133

ნუცუბიძე 83

დიღომი 79

საბურთალო 35

მთაწმინდა 31

ვაკე 22

წყნეთი 3

სულ 2918

კომპანია "თბილისი ენერჯი" გთხოვთ მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ.

გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე.

NS

ფინკა ბანკის საკრედიტო ლიმიტი - უნიკალური პროდუქტი და ყველაზე მარტივი გზა სურვილების ასასრულებლად

ვარდისფერი პროტესტი ვერაგ დაავადებას!

„ვენდიმ“  „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა