მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველების საფლავები სოხუმში, რომელსაც აფხაზები უვლიან - ეს ფოტოები რამდენიმე დღის წინ არის გადაღებული
ქართველების საფლავები სოხუმში, რომელსაც აფხაზები უვლიან - ეს ფოტოები რამდენიმე დღის წინ არის გადაღებული

რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, აფხა­ზე­თი­დან დევ­ნილ­მა ჯუ­ლი­ე­ტა ჯან­გი­ძემ, გაგ­რი­დან, 90-იან წლებ­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვი­სას და­ღუ­პუ­ლი ქა­ლიშ­ვი­ლის ცხე­და­რი გად­მო­ას­ვე­ნა. მა­ნამ­დე საფ­ლავს ად­გი­ლობ­რი­ვი აფხა­ზე­ბი უვ­ლიდ­ნენ. მა­შინ შე­ვი­ტყე, რომ ის ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა არ იყო და იქ დარ­ჩე­ნი­ლი აფხა­ზე­ბი, არა­ერ­თი ქარ­თვე­ლის საფ­ლავს უვ­ლიდ­ნენ, ზოგს ახ­ლო­ბე­ლი ქარ­თვე­ლე­ბის თხოვ­ნით, ზოგ­საც - სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით.

“ეს სახ­ლი ვისი იყოო?.. – უკი­თხავს სო­ხუ­მე­ლი მწერ­ლის გუ­რამ ოდი­შა­რი­ას სახლზე ვი­ღაც აფხაზს. – ძა­ლი­ან კარ­გი ხალ­ხის, ქარ­თვე­ლე­ბი­სო“, - უპა­სუ­ხი­ათ ად­გი­ლობ­რი­ვებს... „მა­შინ, გა­და­ე­ცით, რომ მის სახ­ლში დრო­ე­ბით ვცხოვ­რო­ბო..." - უთ­ქვამს “ახალ­მო­სახ­ლე” აფხაზს. მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის საფ­ლა­ვებ­საც უვ­ლი­ან აფხა­ზეთ­ში.

ორი­ვე მხა­რის მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის, უზარ­მა­ზა­რი ადა­მი­ა­ნუ­რი და­ნა­კარ­გი­სა და ტრა­გე­დი­ე­ბის კვალ­დაკ­ვალ, იყო ერ­თმა­ნე­თის გა­დარ­ჩე­ნის, შე­ფა­რე­ბის, მი­ტე­ვე­ბის, პა­ტი­ე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი.

ალ­ბათ, ამი­ტომ უწო­დებ­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტი ქარ­თულ-აფხა­ზურ ომს "ხე­ლოვ­ნურ კონ­ფლიქტს", რო­მელ­საც მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი თით­ქმის არ აქვს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რე­ბელ­მა და­ვით ჟვა­ნი­ამ, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­სა და მის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს აქ­ტი­უ­რად ადევ­ნებს თვალს, სო­ხუ­მის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლე­ჩკოპ­ში, ქარ­თვე­ლე­ბის სა­საფ­ლა­ო­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

რამ­დე­ნი­მე მათ­გან­ზე ყვა­ვი­ლე­ბიც დევს და სან­თლე­ბიც ან­თია... ზოგს ადა­მი­ა­ნის მზრუნ­ვე­ლი ხელი ატყვია, ზოგს – არა. თუმ­ცა, ძნე­ლია იმის თქმა, რომ 26 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უპატ­რო­ნო­ბის კვა­ლი ეტყო­ბა.

ამ ერთი ქარ­თუ­ლი სოფ­ლის სა­საფ­ლა­ოს ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ჯერ კი­დევ იგ­რძნო­ბა თით­ქმის 30 წლის წი­ნან­დე­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რო­მელ­მაც ალ­ბათ ოდეს­მე ყვე­ლა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ცეფ­ცი­ის გვერ­დით ავ­ლით, ყვე­ლა­ფე­რი უნდა ახ­სნას და თა­ვის ად­გი­ლას და­ა­ლა­გოს, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე კარ­გად ჰყვე­ბა ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი ომის ტრა­გე­დი­ას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ქართველების საფლავები სოხუმში, რომელსაც აფხაზები უვლიან - ეს ფოტოები რამდენიმე დღის წინ არის გადაღებული

ქართველების საფლავები სოხუმში, რომელსაც აფხაზები უვლიან - ეს ფოტოები რამდენიმე დღის წინ არის გადაღებული

რამდენიმე ხნის წინ, აფხაზეთიდან დევნილმა ჯულიეტა ჯანგიძემ, გაგრიდან, 90-იან წლებში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული ქალიშვილის ცხედარი გადმოასვენა. მანამდე საფლავს ადგილობრივი აფხაზები უვლიდნენ. მაშინ შევიტყე, რომ ის ერთადერთი შემთხვევა არ იყო და იქ დარჩენილი აფხაზები, არაერთი ქართველის საფლავს უვლიდნენ, ზოგს ახლობელი ქართველების თხოვნით, ზოგსაც - საკუთარი სურვილით.

“ეს სახლი ვისი იყოო?.. – უკითხავს სოხუმელი მწერლის გურამ ოდიშარიას სახლზე ვიღაც აფხაზს. – ძალიან კარგი ხალხის, ქართველებისო“, - უპასუხიათ ადგილობრივებს... „მაშინ, გადაეცით, რომ მის სახლში დროებით ვცხოვრობო..." - უთქვამს “ახალმოსახლე” აფხაზს. მისი ოჯახის წევრების საფლავებსაც უვლიან აფხაზეთში.

ორივე მხარის მიერ დაშვებული შეცდომების, უზარმაზარი ადამიანური დანაკარგისა და ტრაგედიების კვალდაკვალ, იყო ერთმანეთის გადარჩენის, შეფარების, მიტევების, პატიების მაგალითები.

ალბათ, ამიტომ უწოდებდა წლების განმავლობაში არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტი ქართულ-აფხაზურ ომს "ხელოვნურ კონფლიქტს", რომელსაც მსოფლიოში ანალოგი თითქმის არ აქვს.

რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელის მომხმარებელმა დავით ჟვანიამ, რომელიც აფხაზეთსა და მის გარშემო მიმდინარე პროცესებს აქტიურად ადევნებს თვალს, სოხუმის რაიონის სოფელ ლეჩკოპში, ქართველების სასაფლაოზე გადაღებული ფოტომასალა გამოაქვეყნა.

რამდენიმე მათგანზე ყვავილებიც დევს და სანთლებიც ანთია... ზოგს ადამიანის მზრუნველი ხელი ატყვია, ზოგს – არა. თუმცა, ძნელია იმის თქმა, რომ 26 წლის განმავლობაში უპატრონობის კვალი ეტყობა.

ამ ერთი ქართული სოფლის სასაფლაოს ფოტოები, სადაც ჯერ კიდევ იგრძნობა თითქმის 30 წლის წინანდელი ადამიანური ურთიერთობები, რომელმაც ალბათ ოდესმე ყველანაირი პოლიტიკური კონცეფციის გვერდით ავლით, ყველაფერი უნდა ახსნას და თავის ადგილას დაალაგოს, ალბათ, ყველაზე კარგად ჰყვება ქართულ-აფხაზური ომის ტრაგედიას.

რამდენ ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში და როგორია ევროპისა და აშშ-ის მონაცემები

"გელათი თქვენ გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ..." - მეუფე იოანე ჟურნალისტებს

ინფიცირების 585 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით