საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი - "წლების წინ მამამისმა თანასოფლელი მოკლა..."
ვინ არის ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი - "წლების წინ მამამისმა თანასოფლელი მოკლა..."

ხა­შურ­ში, მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი მი­მალ­ვა­შია. რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მა­მა­კა­ცი და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის.

შემ­თხვე­ვა ხა­შურ­ში დღეს მოხ­და. ყო­ფი­ლი ქმრის მიერ დაჭ­რი­ლი ქალი ხა­შუ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ბრალ­დე­ბუ­ლი 30 წლამ­დე მა­მა­კა­ცი ირაკ­ლი დე­კა­ნო­ი­ძეა, გარ­დაც­ვლი­ლი ქალი, კი ნა­თია გო­გა­ლა­ძე, ასე­ვე 30 წლამ­დე ასა­კი­საა. ყო­ფილ ცოლ-ქმარს ორი შვი­ლი ჰყავთ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი შვი­ლე­ბის გამო მოხ­და.

რო­გორც AMBEBI.GE-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, დე­კა­ნო­ი­ძის ოჯა­ხი წლე­ბის წინ ახალ­ცი­ხის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ აგა­რა­ში ცხოვ­რობ­და. 16 წლის წინ მა­მა­მის­მა თა­ნა­სოფ­ლე­ლი მოკ­ლა, რის შემ­დე­გაც დე­კა­ნო­ი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი აგა­რი­დან წა­მო­ვი­და და ხა­შურ­ში და­სახ­ლდა. ირაკ­ლი დე­კა­ნო­ი­ძის მა­მამ მკვლე­ლო­ბის­თვის სას­ჯე­ლი 14 წელი მო­ი­ხა­და და ისიც ხა­შურ­ში ჩა­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ 30 წლის მა­მა­კა­ცი ყო­ფილ ცოლ­ზე მუდ­მი­ვად ეჭ­ვი­ა­ნობ­და და ამ­ბობ­და, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შვი­ლებ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბის უფ­ლე­ბას თა­ვად მო­ი­პო­ვებ­და.

"მას შემ­დეგ, რაც დე­კა­ნო­ი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი აგა­რი­დან გად­მო­სახ­ლდა, ირაკ­ლი ცოტა დათ­რგუ­ნუ­ლი იყო. აგ­რე­სი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი არ იყო, მაგ­რამ ყო­ფილ ცოლ­ზე სულ ეჭ­ვი­ა­ნობ­და, კონ­ფლიქ­ტიც ხში­რად ჰქონ­დათ. დღეს უნდა გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ. ნა­თი­ას ეუბ­ნე­ო­და, გან­ქორ­წი­ნე­ბას თუ გა­ვა­კე­თებთ, ყვე­ლა­ფერს ვი­ზამ, რომ ბავ­შვებ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბა მე მო­ვი­პო­ვოო" - ამ­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მა­მა­კაც­მა თავ­და­პირ­ვე­ლად ყო­ფი­ლი ცო­ლის სა­მუ­შაო ად­გი­ლას ხელ­ყუმ­ბა­რა შე­აგ­დო, რის გა­მოც მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან ხალ­ხის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. შემ­დეგ კი ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იჭ­რა და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბლაგ­ვი საგ­ნით.

მომ­ხდარ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 19-108-ე მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მა­მა­კაცს 7-დან-15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

ავტორი:

ვინ არის ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი - "წლების წინ მამამისმა თანასოფლელი მოკლა..."

ვინ არის ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი - "წლების წინ მამამისმა თანასოფლელი მოკლა..."

ხაშურში, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი მიმალვაშია. როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი დაკავებული არ არის.

შემთხვევა ხაშურში დღეს მოხდა. ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბრალდებული 30 წლამდე მამაკაცი ირაკლი დეკანოიძეა, გარდაცვლილი ქალი, კი ნათია გოგალაძე, ასევე 30 წლამდე ასაკისაა. ყოფილ ცოლ-ქმარს ორი შვილი ჰყავთ. არსებული ინფორმაციით, მათ შორის კონფლიქტი შვილების გამო მოხდა.

როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, დეკანოიძის ოჯახი წლების წინ ახალციხის რაიონში, სოფელ აგარაში ცხოვრობდა. 16 წლის წინ მამამისმა თანასოფლელი მოკლა, რის შემდეგაც დეკანოიძეების ოჯახი აგარიდან წამოვიდა და ხაშურში დასახლდა. ირაკლი დეკანოიძის მამამ მკვლელობისთვის სასჯელი 14 წელი მოიხადა და ისიც ხაშურში ჩავიდა საცხოვრებლად.

ჩვენთან საუბარში ბრალდებულის ახლობლები ჰყვებიან, რომ 30 წლის მამაკაცი ყოფილ ცოლზე მუდმივად ეჭვიანობდა და ამბობდა, რომ განქორწინების შემთხვევაში შვილებზე მეურვეობის უფლებას თავად მოიპოვებდა.

"მას შემდეგ, რაც დეკანოიძეების ოჯახი აგარიდან გადმოსახლდა, ირაკლი ცოტა დათრგუნული იყო. აგრესიული ადამიანი არ იყო, მაგრამ ყოფილ ცოლზე სულ ეჭვიანობდა, კონფლიქტიც ხშირად ჰქონდათ. დღეს უნდა განქორწინებულიყვნენ. ნათიას ეუბნეოდა, განქორწინებას თუ გავაკეთებთ, ყველაფერს ვიზამ, რომ ბავშვებზე მეურვეობა მე მოვიპოვოო" - ამბობს ბრალდებულის ახლობელი.

როგორც ცნობილია, მამაკაცმა თავდაპირველად ყოფილი ცოლის სამუშაო ადგილას ხელყუმბარა შეაგდო, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. შემდეგ კი ტერიტორიაზე შეიჭრა და დაზიანებები მიაყენა, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 19-108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 7-დან-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

13 წლის ილია ფილფანის ოჯახმა დაკარგულის ძებნა ენგურჰესში დაიწყო

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

"ილიჩოვა და მელაშვილი განაჩენს გარეთ დაელოდებიან" - პროკურატურა პატიმრების გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს