პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაქვს მტკიცებულებები, როგორ იქცევა თამთა თოდაძე ნასვამი, ის კიდევ ორ საქმეში ფიგურირებს, რომელიც ალკოჰოლური თრობიდან გამომდინარე მის ქმედებებს უკავშირდება"
"მაქვს მტკიცებულებები, როგორ იქცევა თამთა თოდაძე ნასვამი, ის კიდევ ორ საქმეში ფიგურირებს, რომელიც ალკოჰოლური თრობიდან გამომდინარე მის ქმედებებს უკავშირდება"

საკ­რე­ბუ­ლოს ბრალ­დე­ბუ­ლი მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნის ად­ვო­კა­ტი, მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ შემ­თხვე­ვის დღეს, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი თამ­თა თო­და­ძე ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და.

რო­გორც კუბ­ლაშ­ვი­ლი „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, მან სხვა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბიც მო­ი­პო­ვა, რო­მელ­შიც თამ­თა თო­და­ძე ფი­გუ­რი­რებს. ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ მას სე­რი­ო­ზუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს, რო­მელ­საც სა­სა­მარ­თლო­ში წა­რად­გენს.

„ერთ კი­თხვა­ზე გამ­ცეს გა­მო­ძი­ე­ბამ პა­სუ­ხი - რა­ტომ არ ჩა­უ­ტა­რეს თამ­თა თო­და­ძეს ექ­სპერ­ტი­ზა? ის იყო უკი­დუ­რე­სი ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ქვეშ. მა­ინ­ტე­რე­სებს, ეს ფაქ­ტი რა­ტომ არის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი? გა­მო­ძი­ე­ბას­თან მეც უა­მა­რა­ვი კი­თხვა მაქვს.

რა­ტომ არ არის ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი? ალ­კო­ტეს­ტი სად არის? ხუთი მოწ­მე ადას­ტუ­რებს, რომ იმ დღეს, თამ­თა თო­და­ძე უკი­დუ­რე­სად ნას­ვა­მი იყო. ბოთ­ლი ამო­ღე­ბუ­ლია. ეს არის უმ­თავ­რე­სი. მაქვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, თუ რო­გორ იქ­ცე­ვა ეს ადა­მი­ა­ნი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ამ საქ­მის გარ­და, კი­დევ ორ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს თამ­თა თო­და­ძე. სა­უ­ბა­რია, ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მის ქმე­დე­ბებ­ზე“, - აცხა­დებს კუბ­ლაშ­ვი­ლი.

მისი გან­მარ­ტე­ბით, შემ­თხვე­ვის დღეს თა­ვად ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ ყო­ფი­ლა.

„ჯიშ­კა­რი­ანს იმ დღეს, 2 ჭი­ქა­ზე მეტი არ ჰქონ­და და­ლე­უ­ლი, ფი­ზი­კუ­რად ვერ და­ლევ­და, აკ­რძა­ლუ­ლი აქვს და ყო­ველ­დღე მხო­ლოდ 2 ჭი­ქას სვამ­და, რად­გან სის­ხლძარ­ღვებს აფარ­თო­ვებს“, - აღ­ნიშ­ნავს ად­ვო­კა­ტი.

კუბ­ლაშ­ვი­ლი ასე­ვე აცხა­დებს, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი არა­სა­თა­ნა­დოდ აწარ­მო­ეს.

„გა­მო­ძი­ე­ბამ არა­სა­თა­ნა­დოდ აწარ­მოა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. ოფი­სის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და ჩხრე­კა კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით არის ნა­წარ­მო­ე­ბი. უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის დას­წრე­ბის გა­რე­შეა ყვე­ლა­ფე­რი ამო­ღე­ბუ­ლი“, - აცხა­დებს კუბ­ლაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირაკლი
2

მაგრად უნდა ვიცინო ერთხელაც მთვრალმა ჯიშკარიანმა საკუთარი ადვოკატი რომ გააბახოს ))))))))))))))))))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"მაქვს მტკიცებულებები, როგორ იქცევა თამთა თოდაძე ნასვამი, ის კიდევ ორ საქმეში ფიგურირებს, რომელიც ალკოჰოლური თრობიდან გამომდინარე მის ქმედებებს უკავშირდება"

"მაქვს მტკიცებულებები, როგორ იქცევა თამთა თოდაძე ნასვამი, ის კიდევ ორ საქმეში ფიგურირებს, რომელიც ალკოჰოლური თრობიდან გამომდინარე მის ქმედებებს უკავშირდება"

საკრებულოს ბრალდებული მაჟორიტარი დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ შემთხვევის დღეს, დაზარალებული თამთა თოდაძე ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.

როგორც კუბლაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნავს, მან სხვა სისხლის სამართლის საქმეებიც მოიპოვა, რომელშიც თამთა თოდაძე ფიგურირებს. ადვოკატი აცხადებს, რომ მას სერიოზული მტკიცებულებები აქვს, რომელსაც სასამართლოში წარადგენს.

„ერთ კითხვაზე გამცეს გამოძიებამ პასუხი - რატომ არ ჩაუტარეს თამთა თოდაძეს ექსპერტიზა? ის იყო უკიდურესი ალკოჰოლური თრობის ქვეშ. მაინტერესებს, ეს ფაქტი რატომ არის უგულებელყოფილი? გამოძიებასთან მეც უამარავი კითხვა მაქვს.

რატომ არ არის ექსპერტიზა ჩატარებული? ალკოტესტი სად არის? ხუთი მოწმე ადასტურებს, რომ იმ დღეს, თამთა თოდაძე უკიდურესად ნასვამი იყო. ბოთლი ამოღებულია. ეს არის უმთავრესი. მაქვს მტკიცებულებები, თუ როგორ იქცევა ეს ადამიანი ნასვამ მდგომარეობაში. ამ საქმის გარდა, კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს თამთა თოდაძე. საუბარია, ალკოჰოლური თრობიდან გამომდინარე მის ქმედებებზე“, - აცხადებს კუბლაშვილი.

მისი განმარტებით, შემთხვევის დღეს თავად ილია ჯიშკარიანი ნასვამ მდგომარეობაში არ ყოფილა.

„ჯიშკარიანს იმ დღეს, 2 ჭიქაზე მეტი არ ჰქონდა დალეული, ფიზიკურად ვერ დალევდა, აკრძალული აქვს და ყოველდღე მხოლოდ 2 ჭიქას სვამდა, რადგან სისხლძარღვებს აფართოვებს“, - აღნიშნავს ადვოკატი.

კუბლაშვილი ასევე აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები არასათანადოდ აწარმოეს.

„გამოძიებამ არასათანადოდ აწარმოა საგამოძიებო მოქმედებები. ოფისის დათვალიერება და ჩხრეკა კანონის დარღვევით არის ნაწარმოები. უფლებამოსილი პირის დასწრების გარეშეა ყველაფერი ამოღებული“, - აცხადებს კუბლაშვილი.