სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხაშურში მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა - ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა
ხაშურში მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა - ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ხა­შურ­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე დაჭ­რა. დაჭ­რი­ლი ქალი ხა­შუ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. კლი­ნი­კა­ში აცხა­დე­ბენ, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შეყ­ვა­ნი­სას პა­ცი­ენტს სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

ბრალ­დე­ბუ­ლი 30 წლამ­დე მა­მა­კა­ცი ირაკ­ლი დე­კა­ნო­ი­ძეა, გარ­დაც­ვლი­ლი ქალი, კი ნა­თია გო­გა­ლა­ძე, ასე­ვე 30 წლამ­დე ასა­კი­საა.

ყო­ფილ ცოლ-ქმარს ორი შვი­ლი ჰყავთ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი შვი­ლე­ბის გამო მოხ­და.

"მთა­ვა­რი არ­ხის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კაც­მა თავ­და­პირ­ვე­ლად ყო­ფი­ლი ცო­ლის სა­მუ­შაო ად­გი­ლას ხელ­ყუმ­ბა­რა შე­აგ­დო, რის გა­მოც მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან ხალ­ხის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. შემ­დეგ კი ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იჭ­რა და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბლაგ­ვი საგ­ნით.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს სა­სა­მარ­თლო­ში წყვი­ლის გან­ქორ­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­ცე­სი უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო და სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამის გამო მი­იჭ­რა ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან მისი მოკ­ვლის მიზ­ნით ირაკ­ლი დე­კა­ნო­ი­ძე.

მომ­ხდარ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 108-ე მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მა­მა­კაცს 7-დან-15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ხაშურში მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა - ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ხაშურში მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა - ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი მეუღლე დაჭრა. დაჭრილი ქალი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ საავადმყოფოში შეყვანისას პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

ბრალდებული 30 წლამდე მამაკაცი ირაკლი დეკანოიძეა, გარდაცვლილი ქალი, კი ნათია გოგალაძე, ასევე 30 წლამდე ასაკისაა.

ყოფილ ცოლ-ქმარს ორი შვილი ჰყავთ. არსებული ინფორმაციით, მათ შორის კონფლიქტი შვილების გამო მოხდა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მამაკაცმა თავდაპირველად ყოფილი ცოლის სამუშაო ადგილას ხელყუმბარა შეაგდო, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. შემდეგ კი ტერიტორიაზე შეიჭრა და დაზიანებები მიაყენა, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დღეს სასამართლოში წყვილის განქორწინებასთან დაკავშირებით პროცესი უნდა გამართულიყო და სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო მიიჭრა ყოფილ მეუღლესთან მისი მოკვლის მიზნით ირაკლი დეკანოიძე.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 7-დან-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მკვლელობა ხაშურში - მოკლულია მამაკაცი, რომელიც მაღაზიაში დანით შეიარაღებული შეიჭრა

"საკალმახის ტერიტორიაზე გატყუებას ადგილი არ ჰქონია" - პროკურორი განმარტავს, სად იყო თამარ ბაჩალიაშვილის დანიშნულების ბოლო პუნქტი

"ეკეთათ პირბადეები, ეხურათ ქუდები... მოგზავნილები არიან" - სამოქალაქო აქტივისტს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა