მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მოზაიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარაში ჟორჟ სიმენონის ბათუმში გადაღებული ფოტოების გამოფენა და ბათუმზე დაწერილი ნოველის ქართულად გამოქვეყნება იგეგმება
აჭარაში ჟორჟ სიმენონის ბათუმში გადაღებული ფოტოების გამოფენა და ბათუმზე დაწერილი ნოველის ქართულად გამოქვეყნება იგეგმება

2020 წლის­თვის, ბა­თუმ­ში ცნო­ბი­ლი ბელ­გი­ე­ლი მწერ­ლის ჟორჟ სი­მე­ნო­ნის ბა­თუმ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის გა­მო­ფე­ნა და ბა­თუმ­ზე და­წე­რი­ლი ნო­ვე­ლის „ხალ­ხი მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს“ ქარ­თუ­ლად თარ­გმნა იგეგ­მე­ბა. ამის შე­სა­ხებ, დღეს აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტში ცნო­ბი­ლი მწერ­ლის შვილ ჯონ სი­მე­ნონ­თან გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე ისა­უბ­რეს. სა­მუ­შაო ჯგუ­ფის წევ­რებ­მა შეხ­ვედ­რი­სას, სი­მე­ნო­ნის ბა­თუმ­ში ვი­ზი­ტის შე­დე­გე­ბი შე­ა­ჯა­მა და ბელ­გი­ე­ლი მწერ­ლის ბა­თუმ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და­გეგ­მა. მათ შო­რის სა­უ­ბა­რია ბა­თუმ­ში ჟორჟ სი­მე­ნო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტის შექ­მნა­ზე, მწერ­ლის მიერ სა­უ­კუ­ნის წინ ბა­თუმ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი უც­ნო­ბი ფო­ტო­ე­ბის გად­მო­ცე­მა­სა და ფო­ტო­გა­მო­ფე­ნის მო­წყო­ბა­ზე, მის მიერ ბა­თუმ­ში და­წე­რი­ლი სტა­ტი­ე­ბი­სა და ნო­ვე­ლის ქარ­თუ­ლად თარ­გმნა­სა და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­ზე, ასე­ვე მუ­ზე­უმ­ში ჟორჟ სი­მე­ნო­ნის კუ­თხის შექ­მნა­სა და კონ­ფე­რენ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა­ზე.

ბელ­გი­ე­ლი მწერ­ლის შვი­ლი ჯონ სი­მე­ნო­ნი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მა­მის, ჟორჟ სი­მე­ნო­ნის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლია ბა­თუმ­ში აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის მოწ­ვე­ვით იმ­ყო­ფე­ბა. ერ­თკვი­რი­ა­ნი ვი­ზი­ტი­სას ჯონ სი­მე­ნონ­მა ბა­თუმ­ში ის ად­გი­ლე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ზე და­წე­რილ ნო­ვე­ლა­შია აღ­წე­რი­ლი. ის ასე­ვე, გა­ეც­ნო იმ სა­არ­ქვიო მა­სა­ლებს, სტა­ტი­ებს, რო­მე­ლიც ჟორჟ სი­მე­ნო­ნის ბა­თუმ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას ასა­ხავს.

ცნო­ბი­ლი მწერ­ლის ბა­თუმ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თე­მე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით მთავ­რო­ბის სხვა­დას­ხვა უწყე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან გან­ხი­ლულ და და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე წელს და­ი­წყე­ბა. სა­მუ­შაო ჯგუფ­ში აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის, აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს, ბა­თუ­მის ბულ­ვა­რის, ბა­თუ­მის მე­რი­ის, შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და აჭა­რის მუ­ზე­უ­მე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა, თა­ვად ცნო­ბილ ბელ­გი­ელ მწე­რალ ჟორჟ სი­მე­ნონს, ის ბა­თუმ­ში 1933 წელს, შავი ზღვის გარ­შე­მო საკ­რუ­ი­ზო მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს გა­ჩე­რე­ბუ­ლა, სწო­რედ ამის შემ­დეგ გამ­ხდა­რა ბა­თუ­მი მისი ერთ-ერთი ად­რე­უ­ლი ნო­ვე­ლის "ხალ­ხი მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს“ მოქ­მე­დე­ბის ად­გი­ლი. ჟორჟ სი­მე­ნო­ნი ჯამ­ში 200-მდე რო­მა­ნი­სა და ნო­ვე­ლის ავ­ტო­რი გახ­ლავთ, რომ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბაც 550 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ტი­რა­ჟით და­ი­ბეჭ­და და 47 ენა­ზეა თარ­გმნი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

აჭარაში ჟორჟ სიმენონის ბათუმში გადაღებული ფოტოების გამოფენა და ბათუმზე დაწერილი ნოველის ქართულად გამოქვეყნება იგეგმება

აჭარაში ჟორჟ სიმენონის ბათუმში გადაღებული ფოტოების გამოფენა და ბათუმზე დაწერილი ნოველის ქართულად გამოქვეყნება იგეგმება

2020 წლისთვის, ბათუმში ცნობილი ბელგიელი მწერლის ჟორჟ სიმენონის ბათუმში გადაღებული ფოტოების გამოფენა და ბათუმზე დაწერილი ნოველის „ხალხი მოპირდაპირე მხარეს“ ქართულად თარგმნა იგეგმება. ამის შესახებ, დღეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ცნობილი მწერლის შვილ ჯონ სიმენონთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეხვედრისას, სიმენონის ბათუმში ვიზიტის შედეგები შეაჯამა და ბელგიელი მწერლის ბათუმში მოგზაურობის პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებები დაგეგმა. მათ შორის საუბარია ბათუმში ჟორჟ სიმენონის ტურისტული მარშრუტის შექმნაზე, მწერლის მიერ საუკუნის წინ ბათუმში გადაღებული უცნობი ფოტოების გადმოცემასა და ფოტოგამოფენის მოწყობაზე, მის მიერ ბათუმში დაწერილი სტატიებისა და ნოველის ქართულად თარგმნასა და გამოქვეყნებაზე, ასევე მუზეუმში ჟორჟ სიმენონის კუთხის შექმნასა და კონფერენციის ჩატარებაზე.

ბელგიელი მწერლის შვილი ჯონ სიმენონი, რომელიც ამჟამად მამის, ჟორჟ სიმენონის ფონდის ხელმძღვანელია ბათუმში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფება. ერთკვირიანი ვიზიტისას ჯონ სიმენონმა ბათუმში ის ადგილები მოინახულა, რომელიც ბათუმზე დაწერილ ნოველაშია აღწერილი. ის ასევე, გაეცნო იმ საარქვიო მასალებს, სტატიებს, რომელიც ჟორჟ სიმენონის ბათუმში მოგზაურობას ასახავს.

ცნობილი მწერლის ბათუმთან დაკავშირებული თემების პოპულარიზაციის მიზნით მთავრობის სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელებთან განხილულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე მუშაობა მიმდინარე წელს დაიწყება. სამუშაო ჯგუფში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმის ბულვარის, ბათუმის მერიის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აჭარის მუზეუმების გაერთიანების მენეჯმენტია გაერთიანებული.

რაც შეეხება, თავად ცნობილ ბელგიელ მწერალ ჟორჟ სიმენონს, ის ბათუმში 1933 წელს, შავი ზღვის გარშემო საკრუიზო მოგზაურობის დროს გაჩერებულა, სწორედ ამის შემდეგ გამხდარა ბათუმი მისი ერთ-ერთი ადრეული ნოველის "ხალხი მოპირდაპირე მხარეს“ მოქმედების ადგილი. ჟორჟ სიმენონი ჯამში 200-მდე რომანისა და ნოველის ავტორი გახლავთ, რომლის შემოქმედებაც 550 მილიონიანი ტირაჟით დაიბეჭდა და 47 ენაზეა თარგმნილი.

ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

სახელმწიფოს გადაწყვეტილებით პარაოლიმპიური თამაშების გამარჯვებულები ყოველთვიურად 1000 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ

შატილში ერთადერთი საჯარო სკოლა იწვის