მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოჭიდავე ზურაბ წიქარიძე მსოფლიოს 4 გზის ჩემპიონი გახდა
მოჭიდავე ზურაბ წიქარიძე მსოფლიოს 4 გზის ჩემპიონი გახდა

კომ­პა­ნია "მტკვა­რი­ე­ნერ­ჯის“ თა­ნამ­შრო­მელ­მა ზუ­რაბ წი­ქა­რი­ძემ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში რუსი მე­ტო­ქე ალექ­სან­დრ არ­ხან­გელსკი 2:1 და­ა­მარ­ცხა და ვე­ტე­რა­ნებს შო­რის პლა­ნე­ტის უძ­ლი­ე­რე­სის ტი­ტუ­ლი მე­ო­თხედ მო­ი­პო­ვა. შე­დე­გად, ზუ­რაბ წი­ქა­რი­ძემ ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­თა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს ოქ­როს მე­და­ლი მო­უ­ტა­ნა.

გა­სულ წელს, ზუ­რაბ წი­ქა­რი­ძემ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­სა და ფი­ნალ­შიც რუსი მე­ტო­ქე­ე­ბი და­ა­მარ­ცხა.

ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი 2001 წლი­დან კომ­პა­ნია "მტკვა­რი­ე­ნერ­ჯის“ თა­ნამ­შრო­მე­ლია და კომ­პა­ნი­ის მხარ­და­ჭე­რით სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ში წარ­მა­ტე­ბით ას­პა­რე­ზობს.

ზუ­რაბ წი­ქა­რი­ძე ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით ჭი­რა­ო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ გუნდს 1995 წელს შე­უ­ერ­თდა. თა­ვი­სი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის გან­მა­ვა­ლო­ბა­ში ის სა­ქარ­თვე­ლოს ხუთგზის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რე­ბის მრა­ვალ­გზის ჩემ­პი­ო­ნი და პრი­ზი­ო­რი და მსოფ­ლი­ოს ოთხგზის ჩემ­პი­ო­ნია.

რაც შე­ე­ხე­ბა 2019 წლის ას­პა­რე­ზო­ბას, თბი­ლი­სის სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში ვე­ტე­რან მო­ჭი­და­ვე­ებს შო­რის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი გუ­შინ და­ი­წყო. რო­გორც ბერ­ძნულ-რო­მა­ულ, ასე­ვე თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით ჭი­და­ო­ბა­ში, ტურ­ნი­რი ხუთ ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში, ექვს სხვა­დას­ხვა წო­ნა­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზუ­რაბ წი­ქა­რი­ძის გარ­და, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 88 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში წარ­მა­ტე­ბას ქარ­თველ­მა მო­ჭი­და­ვემ შმა­გი გო­ქა­ძე­მაც მი­აღ­წია და ვერხლის მე­და­ლი მო­ი­პო­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

მოჭიდავე ზურაბ წიქარიძე მსოფლიოს 4 გზის ჩემპიონი გახდა

მოჭიდავე ზურაბ წიქარიძე მსოფლიოს 4 გზის ჩემპიონი გახდა

კომპანია "მტკვარიენერჯის“ თანამშრომელმა ზურაბ წიქარიძემ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რუსი მეტოქე ალექსანდრ არხანგელსკი 2:1 დაამარცხა და ვეტერანებს შორის პლანეტის უძლიერესის ტიტული მეოთხედ მოიპოვა. შედეგად, ზურაბ წიქარიძემ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა.

გასულ წელს, ზურაბ წიქარიძემ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალსა და ფინალშიც რუსი მეტოქეები დაამარცხა.

ქართველი სპორტსმენი 2001 წლიდან კომპანია "მტკვარიენერჯის“ თანამშრომელია და კომპანიის მხარდაჭერით სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო ჩემპიონატებში წარმატებით ასპარეზობს.

ზურაბ წიქარიძე ბერძნულ-რომაული სტილით ჭირაობაში საქართველოს ეროვნულ გუნდს 1995 წელს შეუერთდა. თავისი სპორტული კარიერის განმავალობაში ის საქართველოს ხუთგზის, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია.

რაც შეეხება 2019 წლის ასპარეზობას, თბილისის სპორტის სასახლეში ვეტერან მოჭიდავეებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი გუშინ დაიწყო. როგორც ბერძნულ-რომაულ, ასევე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ტურნირი ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში, ექვს სხვადასხვა წონაში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ წიქარიძის გარდა, მსოფლიო ჩემპიონატზე 88 კილოგრამ წონით კატეგორიაში წარმატებას ქართველმა მოჭიდავემ შმაგი გოქაძემაც მიაღწია და ვერხლის მედალი მოიპოვა.

ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

სახელმწიფოს გადაწყვეტილებით პარაოლიმპიური თამაშების გამარჯვებულები ყოველთვიურად 1000 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ

შატილში ერთადერთი საჯარო სკოლა იწვის