კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკოლებში 2 300-მდე ახალი პედაგოგი მიიღეს
სკოლებში 2 300-მდე ახალი პედაგოგი მიიღეს

სკო­ლებ­ში 4080 ვა­კან­ტურ ად­გილ­ზე 2 300-მდე ახა­ლი პე­და­გო­გი მი­ი­ღეს. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ბე­რი­კა შუ­კა­კი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ამ დრო­ის­თვის არც ერთი კლა­სი მას­წავ­ლებ­ლის გა­რე­შე არ არის, ვი­ნა­ი­დან დარ­ჩე­ნილ ვა­კან­ტურ ად­გი­ლებ­ზე სა­ა­თე­ბი სკო­ლა­ში ამ დრომ­დე მო­მუ­შა­ვე პე­და­გო­გებ­ზე გა­და­ნა­წილ­და.

სკო­ლებ­ში დიდი ოდე­ნო­ბის ვა­კან­სი­ე­ბი მას შემ­დეგ გაჩ­ნდა, რაც გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვის შემ­დეგ, სა­პენ­სიო ასა­კის 6300 პე­და­გო­გი ფუ­ლა­დი ჯილ­დოს სა­ნაც­ვლოდ სკო­ლი­დან წა­ვი­და.

„2300-მდე ახა­ლი პე­და­გო­გი შე­ვი­და სკო­ლა­ში. არც ერთი კლა­სი დღეს მას­წავ­ლებ­ლის გა­რე­შე არ არის. გარ­კვე­ულ დის­ციპ­ლი­ნებ­ში პე­და­გო­გე­ბის სიმ­ცი­რე ყო­ველ­თვის არ­სე­ბობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვე­ნი გე­ოგ­რა­ფი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გვაქვს 1000-მდე სკო­ლა, სა­დაც ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 100-ზე ნაკ­ლე­ბია. გვყავს 5-ბავ­შვი­ა­ნი სკო­ლე­ბი, ერ­თბავ­შვი­ა­ნი სკო­ლაც გვაქვს და ბუ­ნებ­რი­ვია, აქ სა­ა­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იყო მცი­რე,“ - აღ­ნიშ­ნა ბე­რი­კა შუ­კა­კი­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, „სა­ა­თე­ბის დამ­სხვი­ლე­ბა“ პე­და­გო­გე­ბის­თვის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და, რის მი­ხედ­ვი­თაც, ერთი საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფის კომ­პე­ტენ­ცია და­დას­ტუ­რე­ბულ პე­და­გოგს შე­უძ­ლია ას­წავ­ლოს ჯგუფ­ში შე­მა­ვა­ლი ყვე­ლა სა­გა­ნი.

„მა­გა­ლი­თად ფი­ზი­კა შე­უძ­ლია ას­წავ­ლოს ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლე­ბელ­მა, მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბელ­მა, ქი­მი­ის მას­წავ­ლე­ბელ­მა და სხვა კომ­ბი­ნა­ცი­აც შე­იძ­ლე­ბა. ფი­ზი­კა­ში კი იყო პე­და­გო­გე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, მაგ­რამ ფი­ზი­კა­ში ზოგ სკო­ლას ქონ­და 9 სა­ა­თი, ზოგ სკო­ლას აქვს 12 სა­ა­თი და მე­ზო­ბელ სკო­ლებ­ში გა­და­ვა­ნა­წი­ლეთ სა­ა­თე­ბი. თუ მუ­შა­ობ­და ერთ სკო­ლა­ში, ახლა მუ­შა­ობს პე­და­გო­გი ორ სკო­ლა­ში. ეს ეხე­ბა რე­გი­ო­ნე­ბის სკო­ლებს. სკო­ლა­ში არ­სე­ბულ კად­რებს და­უმ­სხვილ­დათ სა­ა­თე­ბი. ახლა პე­და­გოგს 25 სა­ა­თამ­დე შე­უძ­ლია ას­წავ­ლოს და მი­ი­ღოს ანა­ზღა­უ­რე­ბა. მაქ­სი­მა­ლუ­რი ოდე­ნო­ბა და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სა­ა­თე­ბის - ეს არის 25 სა­ა­თი. სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს კი მცირ­ე­კონ­ტი­გენ­ტი­ან მა­ღა­ლი მთის სოფ­ლებ­ში 16 სა­ა­თამ­დე მი­ვე­ცით სწავ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. მა­გა­ლი­თის­თვის გე­ტყვით, რომ ერთ-ერთ მა­ღალმთი­ა­ნი რა­ი­ო­ნის სკო­ლა­ში 16 მოს­წავ­ლე იყო, იქ იყო მა­თე­მა­ტი­კის პე­და­გო­გის ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლი, თა­ვად დი­რექ­ტო­რი ას­წავ­ლი­და 10 სა­ათს, ახლა მი­ვე­ცით 16 სა­ა­თის სწავ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და სრუ­ლად და­ი­ფა­რა ეს სკო­ლა. 6 სა­ათ­ზე, სხვა პე­და­გო­გის და­საქ­მე­ბა და ამ მას­წავ­ლებ­ლის შე­ნახ­ვა ძვი­რი დაჯ­დე­ბო­და. ასე გა­და­ვავ­სეთ ეს ვა­კან­ტუ­რი სა­ა­თე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ, 2083 სკო­ლა გა­ვი­ა­რეთ,“ - გა­ნუ­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ბე­რი­კა შუ­კა­კი­ძემ.

ავტორი:

სკოლებში 2 300-მდე ახალი პედაგოგი მიიღეს

სკოლებში 2 300-მდე ახალი პედაგოგი მიიღეს

სკოლებში 4080 ვაკანტურ ადგილზე 2 300-მდე ახალი პედაგოგი მიიღეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის არც ერთი კლასი მასწავლებლის გარეშე არ არის, ვინაიდან დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე საათები სკოლაში ამ დრომდე მომუშავე პედაგოგებზე გადანაწილდა.

სკოლებში დიდი ოდენობის ვაკანსიები მას შემდეგ გაჩნდა, რაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინიციატივის შემდეგ, საპენსიო ასაკის 6300 პედაგოგი ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ სკოლიდან წავიდა.

„2300-მდე ახალი პედაგოგი შევიდა სკოლაში. არც ერთი კლასი დღეს მასწავლებლის გარეშე არ არის. გარკვეულ დისციპლინებში პედაგოგების სიმცირე ყოველთვის არსებობდა საქართველოში. ჩვენი გეოგრაფიიდან გამომდინარე გვაქვს 1000-მდე სკოლა, სადაც ბავშვების რაოდენობა 100-ზე ნაკლებია. გვყავს 5-ბავშვიანი სკოლები, ერთბავშვიანი სკოლაც გვაქვს და ბუნებრივია, აქ საათების რაოდენობა იყო მცირე,“ - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.

მისივე განმარტებით, „საათების დამსხვილება“ პედაგოგებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე მოხდა, რის მიხედვითაც, ერთი საგნობრივი ჯგუფის კომპეტენცია დადასტურებულ პედაგოგს შეუძლია ასწავლოს ჯგუფში შემავალი ყველა საგანი.

„მაგალითად ფიზიკა შეუძლია ასწავლოს ბიოლოგიის მასწავლებელმა, მათემატიკის მასწავლებელმა, ქიმიის მასწავლებელმა და სხვა კომბინაციაც შეიძლება. ფიზიკაში კი იყო პედაგოგების ნაკლებობა, მაგრამ ფიზიკაში ზოგ სკოლას ქონდა 9 საათი, ზოგ სკოლას აქვს 12 საათი და მეზობელ სკოლებში გადავანაწილეთ საათები. თუ მუშაობდა ერთ სკოლაში, ახლა მუშაობს პედაგოგი ორ სკოლაში. ეს ეხება რეგიონების სკოლებს. სკოლაში არსებულ კადრებს დაუმსხვილდათ საათები. ახლა პედაგოგს 25 საათამდე შეუძლია ასწავლოს და მიიღოს ანაზღაურება. მაქსიმალური ოდენობა დაფინანსებული საათების - ეს არის 25 საათი. სკოლის დირექტორებს კი მცირეკონტიგენტიან მაღალი მთის სოფლებში 16 საათამდე მივეცით სწავლების საშუალება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ერთ-ერთ მაღალმთიანი რაიონის სკოლაში 16 მოსწავლე იყო, იქ იყო მათემატიკის პედაგოგის ვაკანტური ადგილი, თავად დირექტორი ასწავლიდა 10 საათს, ახლა მივეცით 16 საათის სწავლების შესაძლებლობა და სრულად დაიფარა ეს სკოლა. 6 საათზე, სხვა პედაგოგის დასაქმება და ამ მასწავლებლის შენახვა ძვირი დაჯდებოდა. ასე გადავავსეთ ეს ვაკანტური საათები. ყველაფერი გავაკეთეთ, 2083 სკოლა გავიარეთ,“ - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ბერიკა შუკაკიძემ.

ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

სახელმწიფოს გადაწყვეტილებით პარაოლიმპიური თამაშების გამარჯვებულები ყოველთვიურად 1000 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ

შატილში ერთადერთი საჯარო სკოლა იწვის