პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ აღმოაჩინა ბავშვები სოფელ ქვეშეთიდან, რომლებზეც დღეს მთელი საქართველო ლაპარაკობს - "მულტფილმის გამზადებული გმირები არიან"
ვინ აღმოაჩინა ბავშვები სოფელ ქვეშეთიდან, რომლებზეც დღეს მთელი საქართველო ლაპარაკობს - "მულტფილმის გამზადებული გმირები არიან"

მარი ნა­რი­მა­ნი­ძეს და ბექა ბუ­ჩუ­კურს სო­ფელ ქვე­შე­თი­დან დღეს ყვე­ლა იც­ნობს - რამ­დე­ნი­მე დღე­ში ისი­ნი ნამ­დვილ ინ­ტერ­ნეტ­ვარ­სკვლა­ვე­ბად იქ­ცნენ. ლაღი, გულ­წრფე­ლი, "ფუმ­ფუ­ლა" პა­ტა­რე­ბი ინ­ტერ­ნე­ტით გა­იც­ნეს და მათ მი­მართ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ვე­რა­ვინ მა­ლავს.

ყვე­ლა­ფე­რი კი იმით და­ი­წყო, რომ რე­ჟი­სო­რი მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი აკა მორ­ჩი­ლა­ძის ნა­წარ­მო­ე­ბის "ტერ­ცო მონ­დოს" მი­ხედ­ვით ფილ­მს იღებს. გა­და­ღე­ბე­ბის ნა­წი­ლი გა­სულ კვი­რას ხა­დას ხე­ო­ბა­ში, მთი­უ­ლეთ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­დაც აღ­მო­ა­ჩი­ნეს კი­დეც ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვე­ბი...

ფილ­მი სამ მე­გო­ბარ­ზეა, რომ­ლე­ბიც პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ერ­თად მო­დი­ან რა­ი­ო­ნის სკო­ლი­დან, შემ­დეგ თბი­ლის­ში გა­და­ი­ნაც­ვლე­ბენ... სა­ბო­ლო­ოდ კი, ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის დროს, პო­ლი­ტი­კურ ნი­ა­დაგ­ზე უპი­რის­პირ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. 90-იანი წლე­ბის და­ძა­ბულ პე­რი­ოდ­ში გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ბი­ჭე­ბის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია და ორი­ვეს უყ­ვარს, იღუ­პე­ბა. ამის შემ­დეგ კი მძაფ­რად ვი­თარ­დე­ბა მოქ­მე­დე­ბა...

ეს ფილმზე, თუმ­ცა რაც შე­ე­ხე­ბა მა­რის და ბე­ქას, მათი პერ­სო­ნა­ჟე­ბი სცე­ნარ­ში არც იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ბავ­შვე­ბი მთი­უ­ლეთ­ში შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ისე მო­ე­წო­ნათ, რომ მათ­თვის ფილმში რო­ლე­ბიც კი შექ­მნეს.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, ვინ და რო­გორ იპო­ვა ეს სა­ო­ცა­რი გოგო-ბიჭი, რომ­ლე­ბიც ერთი კვი­რის წინ მშვი­დი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­დნენ სო­ფელ ქვე­შეთ­ში, დღეს კი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლომ გა­იც­ნო და ყვე­ლა მათ­ზე ლა­პა­რა­კობს... ეს ადა­მი­ა­ნი "ქარ­თუ­ლი ფილ­მის" დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძეა.

"მე კი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, მაგ­რამ ბა­ტო­ნი მე­რა­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ისი­ნი ამ ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ... ამ ბავ­შვე­ბის შე­სა­ხებ ჩვე­ნი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ფო­ტო­ე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე". მათი ფან­ტას­ტი­კუ­რი ფო­ტო­ე­ბი ბევ­რს ედო, თუმ­ცა ყვე­ლამ მა­ინც გი­ორ­გი ნა­დი­რაშ­ვი­ლის გა­და­ღე­ბუ­ლი სა­ო­ცა­რი სუ­რა­თე­ბი იხი­ლა და გა­ა­ზი­ა­რა.

ამ ბუ­თუ­რი­ე­ბის არ­გა­და­ღე­ბა რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და? მერე კი პა­ტა­რე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა აი­ტა­ცეს და ისი­ნი ამა თუ იმ გა­და­ცე­მა­სა თუ შო­უ­ში მოხ­ვდნენ...

მოკ­ლედ, ეს ამ­ბა­ვი ასე და­ი­წყო: ვი­ყა­ვით ხა­დას ხე­ო­ბა­ში, სო­ფელ ქვე­შეთ­ში სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი (12-14 წლი­სე­ბი) უნდა შეგ­ვერ­ჩია... უცებ ეზო­ში ეს ორი ბუ­თუ­რია ადა­მი­ა­ნი შევ­ნიშ­ნე, ოღონდ, ცალ-ცალ­კე. მარი და ბექა და­წყე­ბი­თი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან, მაგ ასა­კი­სა­ნი არ გვინ­დო­და, მაგ­რამ ისე­თი საყ­ვარ­ლე­ბი, სა­სა­ცი­ლო­ე­ბი იყ­ვნენ, გა­მო­ვიყ­ვა­ნე და მათ­თან ერ­თად ჩვენ­მა ოპე­რა­ტორ­მა ფო­ტო­ე­ბი გა­და­მი­ღო. გოგო გა­ნა­თე­ბუ­ლი სა­ხით და ბიჭი "რა­ი­კო­მის მდი­ვა­ნი­ვით"...

სუ­რა­თი ჩვენს კას­ტინგ-მე­ნე­ჯერს, მა­ნა­ნა თა­რა­ლაშ­ვილს რომ ჩა­ვუ­ტა­ნე და ვაჩ­ვე­ნე, მა­შინ­ვე თქვა: ესე­ნიც უნდა გა­და­ვი­ღო­თო. ბა­ტონ მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვილს რომ ვაჩ­ვე­ნეთ, ხმა არ ამო­უ­ღია, სი­ცი­ლი და­ი­წყო. მერე აიღო მაკ­რა­ტე­ლი, ჩემი თავი წა­აჭ­რა ფო­ტოს, და­ტო­ვა მხო­ლოდ ბავ­შვე­ბი და სუ­რა­თი კე­დელ­ზე გა­აკ­რა. ამით კი გვაჩ­ვე­ნა, რომ ესე­ნი უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი არი­ან როლ­ზეო! მას მერე სულ ვე­ხუმ­რე­ბი: ბა­ტო­ნო მე­რაბ, რო­გორ ჩა­მომ­ჭე­რით-მეთ­ქი...

- მოკ­ლედ, მათ­თვის რო­ლე­ბი შე­იქ­მნა...

- კი, ჩავ­სვით - ბავ­შვებს და აკი­თხავს სკო­ლა­ში და კლა­სი­დან გა­მოჰ­ყავს... ოქ­ტომ­ბრე­ლე­ბი არი­ან... მოქ­მე­დე­ბა 80-იან წლებ­ში ხდე­ბა. ჩვე­ნი კოს­ტი­უ­მე­ბის დი­ზა­ი­ნე­რებ­მა, ქეთი კა­ლან­და­ძემ და თეო თი­გიშ­ვილ­მა სა­ნიტ­რის ფორ­მა შე­უ­კე­რეს, რო­მელ­შიც გა­მო­ვა­წყეთ და მა­შინ­ვე ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი გახ­დნენ.

ის ოქ­ტომ­ბრე­ლის ნი­შა­ნი, რო­მე­ლიც მკერ­დზე გა­ვუ­კე­თეთ, ძლივს ვი­შო­ვეთ, ორად ორი ცალი იყო მშრალ ხიდ­ზე... ფილმზე რეკ­ვი­ზი­ტო­რე­ბის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი მუ­შა­ობს, მხატ­ვარ კოტე ჯა­ფა­რი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და კო­ტემ ბი­ჭუ­ნას ხელ­ში წი­თე­ლი ჩან­თა და­ა­ჭე­რი­ნა, რო­მელ­ზეც ვი­ნი­პუ­ხი და პი­ტა­ჩო­კია გა­მო­სა­ხუ­ლი. თან, იმ ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და, ისე დგა­ნან, რომ მულ­ტფილ­მის გამ­ზა­დე­ბუ­ლი გმი­რე­ბი არი­ან.

გა­და­ღე­ბე­ბი რომ დამ­თავ­რდა, ბე­ქას ბევ­რი "პე­ჩე­ნია" ეჭი­რა ხელ­ში, თით­ქოს ვინ­მე უკ­რძა­ლავ­და, არ აი­ღოო. მა­რი­ამ­მაც გა­და­ღე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლი რაც მი­თხრა: ხა­თუ­ნა, მშია მე! სი­ცი­ლი ამი­ვარ­და და და­ა­ყო­ლა - ყა­ვაც მინ­დაო... მოკ­ლედ, ძა­ლი­ან გაგ­ვამ­ხი­ა­რუ­ლეს...

ბა­ტონ მე­რაბს კად­რი აქვს ასე­თი, - მთავ­რი გმი­რი მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან თი­ვის ზვინ­ში ხტე­ბა და სრი­ალ­დე­ბა. ბე­ქას და მა­რი­ამს ძლივს ვა­კა­ვებ­დით, გაკ­ვე­ხე­ბუ­ლი ჰქონ­და თავი თი­ვა­ში, უნ­დო­დათ, რომ ისი­ნიც გა­დამხტა­რიყ­ვნენ. ზვინს გვიტ­კეპ­ნიდ­ნენ...

ექთ­ნის თა­ნა­შემ­წის რო­ლე­ბი აქვთ. ექთა­ნიც ქეთი ჯა­ნე­ლი­ძე ბუ­თუ­რია გვყავს, კე­თი­ლი და ფუმ­ფუ­ლა, მის გვერ­დით მარი, სას­წა­უ­ლია... ზამ­თარ­ში ისევ გა­ვაგ­რძე­ლებთ ქვე­შეთ­ში გა­და­ღე­ბას და მათ­ზე უკვე ძა­ლი­ან ახლო კად­რი იქ­ნე­ბა... გა­და­ღე­ბა ისე მო­ე­წო­ნათ ბავ­შვებს, რომ კი­დევ უნ­დათ...

ძა­ლი­ან და­მე­გობ­რდნენ ფილ­მის მთა­ვარ გმირ ბავ­შვებ­თან - გი­ვი­კო ხა­ხი­ძეს­თან, ან­დრია თო­ხა­ძე­სა და ლილე ლე­მან­თან. მოკ­ლედ, მათი დიდი ეპი­ზო­დე­ბია კი­დევ გა­და­სა­ღე­ბი და ისევ მო­უ­წევთ ერ­თად ყოფ­ნა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ვინ აღმოაჩინა ბავშვები სოფელ ქვეშეთიდან, რომლებზეც დღეს მთელი საქართველო ლაპარაკობს - "მულტფილმის გამზადებული გმირები არიან"

ვინ აღმოაჩინა ბავშვები სოფელ ქვეშეთიდან, რომლებზეც დღეს მთელი საქართველო ლაპარაკობს - "მულტფილმის გამზადებული გმირები არიან"

მარი ნარიმანიძეს და ბექა ბუჩუკურს სოფელ ქვეშეთიდან დღეს ყველა იცნობს - რამდენიმე დღეში ისინი ნამდვილ ინტერნეტვარსკვლავებად იქცნენ. ლაღი, გულწრფელი, "ფუმფულა" პატარები ინტერნეტით გაიცნეს და მათ მიმართ აღფრთოვანებას ვერავინ მალავს.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი აკა მორჩილაძის ნაწარმოების "ტერცო მონდოს" მიხედვით ფილმს იღებს. გადაღებების ნაწილი გასულ კვირას ხადას ხეობაში, მთიულეთში მიმდინარეობდა, სადაც აღმოაჩინეს კიდეც ეს არაჩვეულებრივი ბავშვები...

ფილმი სამ მეგობარზეა, რომლებიც პატარაობიდანვე ერთად მოდიან რაიონის სკოლიდან, შემდეგ თბილისში გადაინაცვლებენ... საბოლოოდ კი, ეროვნული მოძრაობის დროს, პოლიტიკურ ნიადაგზე უპირისპირდებიან ერთმანეთს. 90-იანი წლების დაძაბულ პერიოდში გოგონა, რომელიც ბიჭების ბავშვობის მეგობარია და ორივეს უყვარს, იღუპება. ამის შემდეგ კი მძაფრად ვითარდება მოქმედება...

ეს ფილმზე, თუმცა რაც შეეხება მარის და ბექას, მათი პერსონაჟები სცენარში არც იყო გათვალისწინებული, ბავშვები მთიულეთში შემთხვევით აღმოაჩინეს და ისე მოეწონათ, რომ მათთვის ფილმში როლებიც კი შექმნეს.

AMBEBI.GE დაინტერესდა, ვინ და როგორ იპოვა ეს საოცარი გოგო-ბიჭი, რომლებიც ერთი კვირის წინ მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობდნენ სოფელ ქვეშეთში, დღეს კი სრულიად საქართველომ გაიცნო და ყველა მათზე ლაპარაკობს... ეს ადამიანი "ქართული ფილმის" დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი, ხათუნა ხუნდაძეა.

"მე კი აღმოვაჩინე, მაგრამ ბატონი მერაბის დამსახურებაა, რომ ისინი ამ ფილმში მონაწილეობენ... ამ ბავშვების შესახებ ჩვენი გადამღები ჯგუფის წევრებმა გაავრცელეს ფოტოები "ფეისბუქზე". მათი ფანტასტიკური ფოტოები ბევრს ედო, თუმცა ყველამ მაინც გიორგი ნადირაშვილის გადაღებული საოცარი სურათები იხილა და გააზიარა.

ამ ბუთურიების არგადაღება როგორ შეიძლებოდა? მერე კი პატარები ჟურნალისტებმა აიტაცეს და ისინი ამა თუ იმ გადაცემასა თუ შოუში მოხვდნენ...

მოკლედ, ეს ამბავი ასე დაიწყო: ვიყავით ხადას ხეობაში, სოფელ ქვეშეთში საჯარო სკოლის მოსწავლეები (12-14 წლისები) უნდა შეგვერჩია... უცებ ეზოში ეს ორი ბუთურია ადამიანი შევნიშნე, ოღონდ, ცალ-ცალკე. მარი და ბექა დაწყებითი კლასის მოსწავლეები არიან, მაგ ასაკისანი არ გვინდოდა, მაგრამ ისეთი საყვარლები, სასაცილოები იყვნენ, გამოვიყვანე და მათთან ერთად ჩვენმა ოპერატორმა ფოტოები გადამიღო. გოგო განათებული სახით და ბიჭი "რაიკომის მდივანივით"...

სურათი ჩვენს კასტინგ-მენეჯერს, მანანა თარალაშვილს რომ ჩავუტანე და ვაჩვენე, მაშინვე თქვა: ესენიც უნდა გადავიღოთო. ბატონ მერაბ კოკოჩაშვილს რომ ვაჩვენეთ, ხმა არ ამოუღია, სიცილი დაიწყო. მერე აიღო მაკრატელი, ჩემი თავი წააჭრა ფოტოს, დატოვა მხოლოდ ბავშვები და სურათი კედელზე გააკრა. ამით კი გვაჩვენა, რომ ესენი უკვე დამტკიცებული არიან როლზეო! მას მერე სულ ვეხუმრები: ბატონო მერაბ, როგორ ჩამომჭერით-მეთქი...

- მოკლედ, მათთვის როლები შეიქმნა...

- კი, ჩავსვით - ბავშვებს და აკითხავს სკოლაში და კლასიდან გამოჰყავს... ოქტომბრელები არიან... მოქმედება 80-იან წლებში ხდება. ჩვენი კოსტიუმების დიზაინერებმა, ქეთი კალანდაძემ და თეო თიგიშვილმა სანიტრის ფორმა შეუკერეს, რომელშიც გამოვაწყეთ და მაშინვე ძალიან საყვარელი პერსონაჟები გახდნენ.

ის ოქტომბრელის ნიშანი, რომელიც მკერდზე გავუკეთეთ, ძლივს ვიშოვეთ, ორად ორი ცალი იყო მშრალ ხიდზე... ფილმზე რეკვიზიტორების არაჩვეულებრივი ჯგუფი მუშაობს, მხატვარ კოტე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით და კოტემ ბიჭუნას ხელში წითელი ჩანთა დააჭერინა, რომელზეც ვინიპუხი და პიტაჩოკია გამოსახული. თან, იმ ფოტოზე, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, ისე დგანან, რომ მულტფილმის გამზადებული გმირები არიან.

გადაღებები რომ დამთავრდა, ბექას ბევრი "პეჩენია" ეჭირა ხელში, თითქოს ვინმე უკრძალავდა, არ აიღოო. მარიამმაც გადაღების შემდეგ პირველი რაც მითხრა: ხათუნა, მშია მე! სიცილი ამივარდა და დააყოლა - ყავაც მინდაო... მოკლედ, ძალიან გაგვამხიარულეს...

ბატონ მერაბს კადრი აქვს ასეთი, - მთავრი გმირი მეორე სართულიდან თივის ზვინში ხტება და სრიალდება. ბექას და მარიამს ძლივს ვაკავებდით, გაკვეხებული ჰქონდა თავი თივაში, უნდოდათ, რომ ისინიც გადამხტარიყვნენ. ზვინს გვიტკეპნიდნენ...

ექთნის თანაშემწის როლები აქვთ. ექთანიც ქეთი ჯანელიძე ბუთურია გვყავს, კეთილი და ფუმფულა, მის გვერდით მარი, სასწაულია... ზამთარში ისევ გავაგრძელებთ ქვეშეთში გადაღებას და მათზე უკვე ძალიან ახლო კადრი იქნება... გადაღება ისე მოეწონათ ბავშვებს, რომ კიდევ უნდათ...

ძალიან დამეგობრდნენ ფილმის მთავარ გმირ ბავშვებთან - გივიკო ხახიძესთან, ანდრია თოხაძესა და ლილე ლემანთან. მოკლედ, მათი დიდი ეპიზოდებია კიდევ გადასაღები და ისევ მოუწევთ ერთად ყოფნა...

"კანის კიბოს რისკი ღია ფერის კანის ადამიანებში მეტია" - ზაზა თელია რუჯის მიღების წესებსა და კანის კიბოსთან დაკავშირებულ მითებზე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, "ფიროსმანის სმარტ სტენდი" შექმნა

"ხვალ ტაძრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, მეც ვიქნები ნასვამი... არხი "მთავარის" საყურადღებოდ" - მეუფე ნიკოლოზი