პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით კვების ტექნოლოგიების პროგრამის საუკეთესო სტუდენტები, რომლებსაც კერძო სექტორმა სტიპენდია დაუნიშნა
გაიცანით კვების ტექნოლოგიების პროგრამის საუკეთესო სტუდენტები, რომლებსაც კერძო სექტორმა სტიპენდია დაუნიშნა

ალ­ბათ, ხში­რად გსმე­ნი­ათ მო­საზ­რე­ბა, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გებს დე­ფი­ციტს გა­ნიც­დის, რომ ეს სფე­რო პო­პუ­ლა­რო­ბას კარ­გავს, ახალ­გაზ­რდა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი არ გვყავს და მალე ეს პრო­ფე­სია „მოკ­ვდე­ბა“.

ამ მო­საზ­რე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი სი­მარ­თლე არის, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად, ყვე­ლა­ფე­რი ისე არაა, რო­გორც ჩანს. კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გე­ბის დე­ფი­ცი­ტი მარ­თლაც პრობ­ლე­მაა, თუმ­ცა მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, სფე­რო ახალ­გაზ­რდებ­ში ნელ-ნელა პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა.

სულ უფრო მეტ ყუ­რა­დღე­ბას ვუთ­მობთ იმ პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხის, ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის, შე­მად­გენ­ლო­ბი­სა და მომ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის გაც­ნო­ბას, რო­მელ­საც მო­ვიხ­მართ. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი კი სწო­რედ კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გია. რომ არა ის, წარ­მოდ­გე­ნა არ გვექ­ნე­ბო­და, თეფ­შზე რამ­დე­ნად წე­სე­ბის დაც­ვით წარ­მო­ე­ბუ­ლი სო­სი­სი, შაშ­ხი, პური ან ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტი გვი­დევს.

გი­ორ­გი კუ­კა­ვა და და­ვით ივა­ნი­ა­ძე „აგ­რა­რუ­ლი უნი­ერ­სი­ტე­ტის“ მე-3 კურ­სის სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც ჩვენ­თან კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გის პრო­ფე­სი­ის სირ­თუ­ლე­სა და გა­მოწ­ვე­ვებ­ზე ისა­უბ­რეს. ისი­ნი წელს კომ­პა­ნია „ნი­კო­რას“ სტი­პენ­დი­ან­ტე­ბი გახ­დნენ, რად­გან კურ­სზე ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი GPI აქვთ და გა­მორ­ჩე­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან.

გა­სულ წელს, პროგ­რა­მის 4 სტუ­დენ­ტი გა­მოვ­ლინ­და, რო­მელ­თაც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი GPI-ის გამო „ნი­კო­რას“ სტი­პენ­დია მი­ი­ღეს. 2018 წელს შერ­ჩე­უ­ლი 4 სტუ­დენ­ტი­დან ერთ-ერთი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი მა­რი­ამ გო­გე­ლი­ძე „ნი­კო­რას“ თა­ნამ­შრო­მე­ლი გახ­და.

ამ სე­მესტრის სტი­პენ­დი­ან­ტე­ბი კვლავ არი­ან ელე­ნე ღამ­ბა­რაშ­ვი­ლი და ელე­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი. გი­ორ­გი და და­ვით მათ ამ სე­მესტრი­დან შე­უ­ერ­თდნენ და რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნა­ვენ, ორი­ვე მათ­გა­ნის­თვის სტი­პენ­დია მო­ტი­ვა­ტო­რია იმი­სა, რომ სწავ­ლის ტემ­პი არ შე­ა­ნე­ლონ. ასე­ვე, მათ და­ი­ნა­ხეს, რომ კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გის პრო­ფე­სი­ის მი­მართ კომ­პა­ნი­ე­ბი ინ­ტე­რე­სით არი­ან გან­წყო­ბი­ლე­ბი და და­საქ­მე­ბის ბა­ზა­რი სულ უფრო იზ­რდე­ბა.

თა­ვი­ან­თი პრო­ფე­სი­ის, სტი­პენ­დი­ის მო­პო­ვე­ბი­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ გი­ორ­გიმ და და­ვით­მა უფრო დე­ტა­ლუ­რად თა­ვად გვი­ამ­ბეს.

რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პროგ­რა­მას მიჰ­ყო­ლო­დით, მა­შინ, როცა ამ პრო­ფე­სი­ის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი სკეპ­ტი­ციზ­მი არ­სე­ბობს?

გი­ორ­გი: გარ­კვე­ულ­წი­ლად, სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნე­ბი კარ­გად გა­მომ­დი­ო­და, ამი­ტომ ავირ­ჩიე ეს პრო­ფე­სია. თავ­და­პირ­ბე­ლად, მე­დი­ცი­ნა­ზეც ვფიქ­რობ­დი, თუმ­ცა ოჯა­ხის ფაქ­ტო­რის გა­მოც, კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის­კენ გად­მო­ვი­ხა­რე. ჩემს ოჯახს პუ­რის მცი­რე სა­წარ­მო აქვს. თა­ვი­დან გეჩ­ვე­ნე­ბა, რომ სწავ­ლის პრო­ცე­სი ცოტა მო­ნო­ტო­ნუ­რია, მაგ­რამ რაც უფრო სიღ­რმე­ში შე­დი­ხარ, ეს პრო­ფე­სია სულ უფრო და უფრო სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბა.

და­ვი­თი: როცა აბი­ტუ­რი­ენ­ტი ვი­ყა­ვი არ ვი­ცო­დი, სად და რისი სწავ­ლა მინ­დო­და, რაც ალ­ბათ ამ ასაკ­ში ბუ­ნებ­რი­ვია. პირ­ვე­ლი კურ­სის შემ­დე­გაც ვერ ვხვდე­ბო­დი, რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წავ­სუ­ლი­ყა­ვი, სურ­სა­თის ტექ­ნო­ლო­გია თუ მეღ­ვი­ნე­ო­ბა მაგ­რამ ცოტა რის­კით და ცოტა საგ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის გა­მოც ტექ­ნო­ლო­გია ვარ­ჩიე და მი­სით მო­ხიბ­ლუ­ლი ვარ. იმე­დი მაქვს, მო­მა­ვალ­შიც ჩემი პრო­ფე­სი­ით დავ­კავ­დე­ბი.

რა სირ­თუ­ლე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სურ­სა­თის ტექ­ნო­ლო­გი­ის პრო­ფე­სია რო­გორც შე­სას­წავ­ლად, ისე პრაქ­ტი­კა­ში?

გი­ორ­გი: ვერ ვი­ტყვი, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლია, უბ­რა­ლოდ, ინ­ტე­რე­სი უნდა გქონ­დეს და არ გა­გი­ჭირ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია იმი­ტომ, რომ გვაქვს ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი. გარ­და ამი­სა, ჯერ უშუ­ა­ლოდ პრაქ­ტი­კულ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან შე­ხე­ბა არ მქო­ნია, რად­გან გრა­ფი­კის გამო და­საქ­მე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებ.

და­ვი­თი:რთუ­ლი ნამ­დვი­ლად არ არის, თუ გა­ინ­ტე­რე­სებს. ყვე­ლა­ფე­რი, ნედ­ლე­უ­ლის შერ­ჩე­ვი­დან, პრო­დუქ­ტის წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში არ­სე­ბუ­ლი ნი­უ­ან­სე­ბი­სა და შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბის ჩათ­ვლით, კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, ამი­ტომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სფე­როა.

რამ­დე­ნად ელო­დით, რომ თქვე­ნი პრო­ფე­სი­ის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი­სა და მისი კარ­გად შეს­წავ­ლის გამო ბიზ­ნე­სი სტი­პენ­დი­ით და­გა­ჯილ­დო­ვებ­დათ?

გი­ორ­გი: დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ „ნი­კო­რა­დან“ და დაგ­ვა­ჯილ­დო­ვეს სტი­პენ­დი­ით. ეს ჩემ­თვის ნამ­დვი­ლად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. თვი­თონ არა­ვის დავ­კავ­ში­რე­ბი­ვარ და არც თხოვ­ნით მი­მი­მარ­თავს. ეს ერთ-ერთი მო­ტი­ვა­ტო­რი იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის. ვფიქ­რობთ, კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში რად­გან გვი­წე­ვენ დახ­მა­რე­ბას, თუ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა, ამ კომ­პა­ნი­ა­ში ჩვენს წვლილს შე­ვი­ტანთ. პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში „ნი­კო­რამ“ გად­მოდ­გა და სა­მო­მავ­ლოდ თუნ­დაც მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას არ გა­მოვ­რი­ცხავთ.

და­ვი­თი: ზო­გა­დად, კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პროგ­რა­მა­ზე ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის მსურ­ველ­თა რი­ცხვი იზ­რდე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, სტი­პენ­დია ჩემ­თვის და ყვე­ლა ამ სფე­რო­ში სწავ­ლით და­ი­ნე­რე­სე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტის­თვის მო­ტი­ვა­ტო­რია.

ნამ­დვი­ლად არ მქონ­და სტი­პენ­დი­ის მო­ლო­დი­ნი. ვი­ცო­დით, რომ ეს დარ­გი სტი­პენ­დი­ით არ ფი­ნანსდე­ბა, ამი­ტომ ერ­თგვა­რი სი­უპ­რი­ზი იყო.

სა­მო­მავ­ლოდ, რო­გორ გეგ­მავთ თქვენს პრო­ფე­სი­ა­ში რე­ა­ლი­ზე­ბას?

გი­ორ­გი: მინ­და, ხორ­ცის ან პუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვაგ­რძე­ლო მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა ჯერ სა­ბო­ლოდ გა­და­წყვე­ტი­ლი არ მაქვს.

და­ვი­თი: თუ გინ­და, შენს პრო­ფე­სი­ა­ში კარ­გად რე­ა­ლიზ­დე, ალ­ბათ, უმ­ჯო­ბე­სია, სა­კუ­თა­რი სა­წარ­მო გქონ­დეს. ამა­ზე ვფიქ­რობ, თუმ­ცა ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ მაქვს სას­წავ­ლი და სა­მო­მავ­ლოდ ვნა­ხოთ, რო­გორ გა­ვაგ­რძე­ლებ. მინ­და, რომ ჩემი პრო­ფე­სი­ით ვი­მუ­შაო და უფრო განვვი­თარ­დე.

ავტორი:

გაიცანით კვების ტექნოლოგიების პროგრამის საუკეთესო სტუდენტები, რომლებსაც კერძო სექტორმა სტიპენდია დაუნიშნა

გაიცანით კვების ტექნოლოგიების პროგრამის საუკეთესო სტუდენტები, რომლებსაც კერძო სექტორმა სტიპენდია დაუნიშნა

ალბათ, ხშირად გსმენიათ მოსაზრება, რომ ჩვენი ქვეყანა კვების ტექნოლოგებს დეფიციტს განიცდის, რომ ეს სფერო პოპულარობას კარგავს, ახალგაზრდა კვალიფიციური კადრები არ გვყავს და მალე ეს პროფესია „მოკვდება“.

ამ მოსაზრებაში გარკვეული სიმართლე არის, თუმცა რეალურად, ყველაფერი ისე არაა, როგორც ჩანს. კვალიფიციური კვების ტექნოლოგების დეფიციტი მართლაც პრობლემაა, თუმცა მოთხოვნის შესაბამისად, სფერო ახალგაზრდებში ნელ-ნელა პოპულარული ხდება.

სულ უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობთ იმ პროდუქტის ხარისხის, ვარგისიანობის, შემადგენლობისა და მომზადების ტექნოლოგიის გაცნობას, რომელსაც მოვიხმართ. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი კი სწორედ კვების ტექნოლოგია. რომ არა ის, წარმოდგენა არ გვექნებოდა, თეფშზე რამდენად წესების დაცვით წარმოებული სოსისი, შაშხი, პური ან ნებისმიერი პროდუქტი გვიდევს.

გიორგი კუკავა და დავით ივანიაძე „აგრარული უნიერსიტეტის“ მე-3 კურსის სტუდენტები არიან, რომლებმაც ჩვენთან კვების ტექნოლოგის პროფესიის სირთულესა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ისინი წელს კომპანია „ნიკორას“ სტიპენდიანტები გახდნენ, რადგან კურსზე ყველაზე მაღალი GPI აქვთ და გამორჩეული სტუდენტები არიან.

გასულ წელს, პროგრამის 4 სტუდენტი გამოვლინდა, რომელთაც ყველაზე მაღალი GPI-ის გამო „ნიკორას“ სტიპენდია მიიღეს. 2018 წელს შერჩეული 4 სტუდენტიდან ერთ-ერთი კურსდამთავრებული მარიამ გოგელიძე „ნიკორას“ თანამშრომელი გახდა.

ამ სემესტრის სტიპენდიანტები კვლავ არიან ელენე ღამბარაშვილი და ელენე ჯავახიშვილი. გიორგი და დავით მათ ამ სემესტრიდან შეუერთდნენ და როგორც თავად აღნიშნავენ, ორივე მათგანისთვის სტიპენდია მოტივატორია იმისა, რომ სწავლის ტემპი არ შეანელონ. ასევე, მათ დაინახეს, რომ კვების ტექნოლოგის პროფესიის მიმართ კომპანიები ინტერესით არიან განწყობილები და დასაქმების ბაზარი სულ უფრო იზრდება.

თავიანთი პროფესიის, სტიპენდიის მოპოვებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გიორგიმ და დავითმა უფრო დეტალურად თავად გვიამბეს.

რატომ გადაწყვიტეთ, კვების ტექნოლოგიების პროგრამას მიჰყოლოდით, მაშინ, როცა ამ პროფესიის მიმართ საზოგადოებაში გარკვეული სკეპტიციზმი არსებობს?

გიორგი: გარკვეულწილად, საბუნებისმეტყველო საგნები კარგად გამომდიოდა, ამიტომ ავირჩიე ეს პროფესია. თავდაპირბელად, მედიცინაზეც ვფიქრობდი, თუმცა ოჯახის ფაქტორის გამოც, კვების ტექნოლოგიებისკენ გადმოვიხარე. ჩემს ოჯახს პურის მცირე საწარმო აქვს. თავიდან გეჩვენება, რომ სწავლის პროცესი ცოტა მონოტონურია, მაგრამ რაც უფრო სიღრმეში შედიხარ, ეს პროფესია სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება.

დავითი: როცა აბიტურიენტი ვიყავი არ ვიცოდი, სად და რისი სწავლა მინდოდა, რაც ალბათ ამ ასაკში ბუნებრივია. პირველი კურსის შემდეგაც ვერ ვხვდებოდი, რომელი მიმართულებით წავსულიყავი, სურსათის ტექნოლოგია თუ მეღვინეობა მაგრამ ცოტა რისკით და ცოტა საგნების სიყვარულის გამოც ტექნოლოგია ვარჩიე და მისით მოხიბლული ვარ. იმედი მაქვს, მომავალშიც ჩემი პროფესიით დავკავდები.

რა სირთულეებთან არის დაკავშირებული სურსათის ტექნოლოგიის პროფესია როგორც შესასწავლად, ისე პრაქტიკაში?

გიორგი: ვერ ვიტყვი, რომ ძალიან რთულია, უბრალოდ, ინტერესი უნდა გქონდეს და არ გაგიჭირდება. განსაკუთრებით საინტერესო პროცესია იმიტომ, რომ გვაქვს ლაბორატორიები. გარდა ამისა, ჯერ უშუალოდ პრაქტიკულ საქმიანობასთან შეხება არ მქონია, რადგან გრაფიკის გამო დასაქმებას ვერ ვახერხებ.

დავითი:რთული ნამდვილად არ არის, თუ გაინტერესებს. ყველაფერი, ნედლეულის შერჩევიდან, პროდუქტის წარმოების პროცესში არსებული ნიუანსებისა და შენახვის პირობების ჩათვლით, კვების ტექნოლოგის პასუხისმგებლობაა, ამიტომ ძალიან საინტერესო სფეროა.

რამდენად ელოდით, რომ თქვენი პროფესიის მიმართ სიყვარულისა და მისი კარგად შესწავლის გამო ბიზნესი სტიპენდიით დაგაჯილდოვებდათ?

გიორგი: დაგვიკავშირდნენ „ნიკორადან“ და დაგვაჯილდოვეს სტიპენდიით. ეს ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო. თვითონ არავის დავკავშირებივარ და არც თხოვნით მიმიმართავს. ეს ერთ-ერთი მოტივატორი იქნება ჩვენთვის. ვფიქრობთ, კვების ტექნოლოგიების მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებაში რადგან გვიწევენ დახმარებას, თუ ამის საშუალება მოგვეცა, ამ კომპანიაში ჩვენს წვლილს შევიტანთ. პირველი ნაბიჯი ჩვენს ურთიერთობაში „ნიკორამ“ გადმოდგა და სამომავლოდ თუნდაც მასთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ.

დავითი: ზოგადად, კვების ტექნოლოგიების პროგრამაზე ჩვენს უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა რიცხვი იზრდება. ბუნებრივია, სტიპენდია ჩემთვის და ყველა ამ სფეროში სწავლით დაინერესებული სტუდენტისთვის მოტივატორია.

ნამდვილად არ მქონდა სტიპენდიის მოლოდინი. ვიცოდით, რომ ეს დარგი სტიპენდიით არ ფინანსდება, ამიტომ ერთგვარი სიუპრიზი იყო.

სამომავლოდ, როგორ გეგმავთ თქვენს პროფესიაში რეალიზებას?

გიორგი: მინდა, ხორცის ან პურის მიმართულებით გავაგრძელო მუშაობა, თუმცა ჯერ საბოლოდ გადაწყვეტილი არ მაქვს.

დავითი: თუ გინდა, შენს პროფესიაში კარგად რეალიზდე, ალბათ, უმჯობესია, საკუთარი საწარმო გქონდეს. ამაზე ვფიქრობ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი და სამომავლოდ ვნახოთ, როგორ გავაგრძელებ. მინდა, რომ ჩემი პროფესიით ვიმუშაო და უფრო განვვითარდე.

ფინკა ბანკის საკრედიტო ლიმიტი - უნიკალური პროდუქტი და ყველაზე მარტივი გზა სურვილების ასასრულებლად

ვარდისფერი პროტესტი ვერაგ დაავადებას!

„ვენდიმ“  „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა