კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფორმაცია მძღოლებისთვის - თბილისში მოძველებული მანქანებით ტაქსის მომსახურების გაწევა აიკრძალება?
ინფორმაცია მძღოლებისთვის - თბილისში მოძველებული მანქანებით ტაქსის მომსახურების გაწევა აიკრძალება?

თბი­ლის­ში მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბით ტაქ­სის მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა სა­ვა­რა­უ­დოდ აიკ­რძა­ლე­ბა. ავ­ტო­მან­ქა­ნის წლო­ვა­ნე­ბა ერთ-ერთი სა­კი­თხი იქ­ნე­ბა, რომ­ლის გან­სა­ზღვრა­საც თბი­ლი­სის მე­რია ტაქ­სის რე­ფორ­მის მე­სა­მე ეტაპ­ზე გეგ­მავს.

გარ­და ამი­სა, რე­ფორ­მის მე­სა­მე ეტა­პის ფარ­გლებ­ში მო­ი­აზ­რე­ბა მძღო­ლე­ბის­თვის შე­ღა­ვა­თი­ა­ნი სეს­ხის შე­თა­ვა­ზე­ბაც, რათა მათ ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­ძე­ნა შეძ­ლონ.

ტაქ­სის რე­ფორ­მის მე­სა­მე ეტა­პის ფარ­გლებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის სა­კი­თხზე „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ ექ­სკლუ­ზი­უ­რად თბი­ლი­სის მე­რი­ის ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, მა­მუ­კა მუმ­ლა­ძეს ესა­უბ­რა, რომ­ლის თქმი­თაც, ყვე­ლა ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე, რო­მე­ლიც მე­რი­ას ექ­ნე­ბა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მძღო­ლე­ბის მო­საზ­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

„თუ მძღო­ლებ­თან მი­იღ­წე­ვა შე­თან­ხმე­ბა, შე­იძ­ლე­ბა წა­ვი­დეთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ მათ­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე და­მო­უ­კი­დე­ბელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ მი­ვი­ღებთ“, - გა­ნა­ცხა­და მუმ­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ასე­ვე, „კარ­გი მი­მარ­თუ­ლე­ბაა და­ზღვე­ვაც“.

„ძა­ლი­ან ბევრ მძღოლს თუ ვკი­თხავთ, გვე­ტყვი­ან, რომ კარ­გია და­ზღვე­ვა და მე­სა­მე პირი, მგზავ­რიც და­ზღვე­უ­ლი იქ­ნე­ბა. პა­სუხ­სის­მგებ­ლო­ბა არის მძღოლ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვალთ, ცუდი არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მძღო­ლი არ უნდა და­ზა­რალ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და მუმ­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ტრასნ­პორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის გან­მარ­ტე­ბით, ჯამ­ში მე­რია ტაქ­სის მძღო­ლებს რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბას შეს­თა­ვა­ზებს, თუმ­ცა მძღო­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა მო­თხოვ­ნე­ბი გა­და­ი­ხე­დოს.

„რე­ფორ­მას შე­იძ­ლე­ბა ახ­ლდეს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, რო­გორც მძღო­ლე­ბის, ასე­ვე მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან. რე­ფორ­მა არ არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ტაქ­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე. ის არც ვინ­მეს შე­ზღუდ­ვას ისა­ხავს მიზ­ნად. პი­რი­ქით, B კა­ტე­გო­რია სა­ერ­თოდ არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ჩვენ ეს და­ვუშ­ვით. ასე­ვე, ტაქ­სის მძღო­ლე­ბი გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის­გან, არ მოვ­თხო­ვეთ მე­წარ­მედ და­რე­გის­ტრი­რე­ბა. არ ჰქონ­დათ პარ­კი­რე­ბა და გა­ვა­კე­თეთ, გა­და­ღებ­ვის ნაც­ვლად დავ­თან­ხმდით ფი­რის გა­დაკ­ვრას, და­ვუ­რი­გეთ ვა­უ­ჩე­რე­ბი. პი­რი­ქით, ტაქ­სე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია მოხ­და“, - აღ­ნიშ­ნა მან.

რაც შე­ე­ხე­ბა ფა­სე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კითხს, მუმ­ლა­ძის თქმით, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხში ჩა­რე­ვა არც რე­ფორ­მის მე­სა­მე ეტა­პის დღის წეს­რიგ­ში დგას.

„ფა­სე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხში ჩვენ ვცდი­ლობთ არ ჩა­ვე­რი­ოთ. პი­რი­ქით, ბა­ზარ­მა უნდა და­ა­რე­გუ­ლი­როს ფა­სიც, ტაქ­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც და მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხიც. ჯგუფს მუ­შა­ო­ბა ჯერ არ და­უს­რუ­ლე­ბია ტაქ­სე­ბის რე­ფორ­მის მე­სა­მე ეტაპ­ზე. თუ ტაქ­სის მძღო­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სებთ, ეს იქ­ნე­ბა კი­დევ ერთი კარ­გი ნა­ბი­ჯი მათ­თვის. ფა­სის გაძ­ვი­რე­ბა­ში ვერ ჩა­ვე­რე­ვით“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მუმ­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან ტაქ­სის რე­ფორ­მის მე­ო­რე ეტა­პი და­ი­წყო. ამ პე­რი­ო­დი­დან თბი­ლის­ში მოძ­რა­ვი ტაქ­სე­ბი ორ - A და B კა­ტე­გო­რი­ად გა­ი­ყო. ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი A კა­ტე­გო­რი­ის ტაქ­სე­ბი თეთ­რი ფე­რის, მარ­ცხე­ნა­სა­ჭი­ა­ნი და ხუთ­კა­რი­ა­ნია, გავ­ლი­ლი აქვს ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და ფლობს ლი­ცენ­ზი­ას. A კა­ტე­გო­რი­ის მქო­ნე ტაქ­სის მძღო­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ გარ­კვე­უ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით ისარ­გებ­ლონ. კერ­ძოდ, ტაქ­სის უფა­სო გა­სა­ჩე­რე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბით და ტაქ­სის უფა­სო ნიშ­ნე­ბით. ასე­ვე მათ უფ­ლე­ბა აქვთ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ზე რეკ­ლა­მა გა­ნა­თავ­სონ და და­მა­ტე­ბით შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღონ.

რაც შე­ე­ხე­ბა B კა­ტე­გო­რი­ის ტაქ­სებს, მათ ავ­ტო­მან­ქა­ნის ფე­რის შეც­ვლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ აქვთ, თუმ­ცა, ისი­ნი დე­და­ქა­ლაქ­ში ტაქ­სის ნიშ­ნით ვერ და­დი­ან და პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი­თაც ვერ სარ­გებ­ლო­ბენ. თბი­ლის­ში ამ დრო­ის­თვის ლი­ცენ­ზია 16 731 მძღოლს აქვს.

ზვიადი
0

მადლობა თქვით , რომ საშემოსავლო არ დავაწესეთო მამულაშვილმა ბრძანა.

ლიცენზია ხო მოგვთხოვეთ და კიდე სხვა ბევრი ხარჯი რომლიის ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს? 

დარწმუნებული ვარ დროის ამბავია და კასებს დაგვიდგავთ ავტომობილებში.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ინფორმაცია მძღოლებისთვის - თბილისში მოძველებული მანქანებით ტაქსის მომსახურების გაწევა აიკრძალება?

ინფორმაცია მძღოლებისთვის - თბილისში მოძველებული მანქანებით ტაქსის მომსახურების გაწევა აიკრძალება?

თბილისში მოძველებული მანქანებით ტაქსის მომსახურების გაწევა სავარაუდოდ აიკრძალება. ავტომანქანის წლოვანება ერთ-ერთი საკითხი იქნება, რომლის განსაზღვრასაც თბილისის მერია ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპზე გეგმავს.

გარდა ამისა, რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში მოიაზრება მძღოლებისთვის შეღავათიანი სესხის შეთავაზებაც, რათა მათ ახალი ავტომობილების შეძენა შეძლონ.

ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში მოსალოდნელი ცვლილებების საკითხზე „ინტერპრესნიუსი“ ექსკლუზიურად თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს, მამუკა მუმლაძეს ესაუბრა, რომლის თქმითაც, ყველა ინიციატივაზე, რომელიც მერიას ექნება, გადაწყვეტილება მძღოლების მოსაზრების გათვალისწინებით იქნება მიღებული.

„თუ მძღოლებთან მიიღწევა შეთანხმება, შეიძლება წავიდეთ ამ მიმართულებით, მაგრამ მათთან შეთანხმების გარეშე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ“, - განაცხადა მუმლაძემ.

მისივე თქმით, ასევე, „კარგი მიმართულებაა დაზღვევაც“.

„ძალიან ბევრ მძღოლს თუ ვკითხავთ, გვეტყვიან, რომ კარგია დაზღვევა და მესამე პირი, მგზავრიც დაზღვეული იქნება. პასუხსისმგებლობა არის მძღოლზე. შესაბამისად, თუ ამ მიმართულებით წავალთ, ცუდი არ იქნება, მაგრამ მძღოლი არ უნდა დაზარალდეს“, - განაცხადა მუმლაძემ.

თბილისის მერიის ტრასნპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის განმარტებით, ჯამში მერია ტაქსის მძღოლებს რამდენიმე მიმართულებას შესთავაზებს, თუმცა მძღოლების წინააღმდეგობის შემთხვევაში, შესაძლოა მოთხოვნები გადაიხედოს.

„რეფორმას შეიძლება ახლდეს უკმაყოფილება, როგორც მძღოლების, ასევე მოსახლეობის მხრიდან. რეფორმა არ არის ორიენტირებული ტაქსების რაოდენობის შემცირებაზე. ის არც ვინმეს შეზღუდვას ისახავს მიზნად. პირიქით, B კატეგორია საერთოდ არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ ჩვენ ეს დავუშვით. ასევე, ტაქსის მძღოლები გავათავისუფლეთ საშემოსავლო გადასახადისგან, არ მოვთხოვეთ მეწარმედ დარეგისტრირება. არ ჰქონდათ პარკირება და გავაკეთეთ, გადაღებვის ნაცვლად დავთანხმდით ფირის გადაკვრას, დავურიგეთ ვაუჩერები. პირიქით, ტაქსების პოპულარიზაცია მოხდა“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ფასების რეგულირების საკითხს, მუმლაძის თქმით, აღნიშნულ საკითხში ჩარევა არც რეფორმის მესამე ეტაპის დღის წესრიგში დგას.

„ფასების რეგულირების საკითხში ჩვენ ვცდილობთ არ ჩავერიოთ. პირიქით, ბაზარმა უნდა დაარეგულიროს ფასიც, ტაქსების რაოდენობაც და მომსახურების ხარისხიც. ჯგუფს მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზე. თუ ტაქსის მძღოლების მდგომარეობას გავაუმჯობესებთ, ეს იქნება კიდევ ერთი კარგი ნაბიჯი მათთვის. ფასის გაძვირებაში ვერ ჩავერევით“, - განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

ცნობისთვის, 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი დაიწყო. ამ პერიოდიდან თბილისში მოძრავი ტაქსები ორ - A და B კატეგორიად გაიყო. ლიცენზირებული A კატეგორიის ტაქსები თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი და ხუთკარიანია, გავლილი აქვს ტექდათვალიერება და ფლობს ლიცენზიას. A კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებს საშუალება აქვთ გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლონ. კერძოდ, ტაქსის უფასო გასაჩერებელი ადგილებით და ტაქსის უფასო ნიშნებით. ასევე მათ უფლება აქვთ ავტომანქანაზე რეკლამა განათავსონ და დამატებით შემოსავალი მიიღონ.

რაც შეეხება B კატეგორიის ტაქსებს, მათ ავტომანქანის ფერის შეცვლის ვალდებულება არ აქვთ, თუმცა, ისინი დედაქალაქში ტაქსის ნიშნით ვერ დადიან და პრივილეგიებითაც ვერ სარგებლობენ. თბილისში ამ დროისთვის ლიცენზია 16 731 მძღოლს აქვს.

ბერნარ არნო - ახალი მილიარდერი მსოფლიოს უმდიდრესთა სამეულში

დეპუტატები, რომლებიც ქონებას "მალავენ" - რა დარღვევებით ივსება დეკლარაციები

სიახლე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში - დღეიდან თბილისის მოსახლეობას 80 ახალი ავტომობილი მოემსახურება