პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ათასობით ადამიანი სახლებს ტოვებს, გარდაცვლილებს შორის 9 თვის ბავშვიც არის - სირიაში კვლავ საბრძოლო მოქმედებებია
ათასობით ადამიანი სახლებს ტოვებს, გარდაცვლილებს შორის 9 თვის ბავშვიც არის - სირიაში კვლავ საბრძოლო მოქმედებებია

ჩრდი­ლო­ეთ სი­რი­ი­დან ათო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ სახ­ლს ტო­ვებს. „ბი­ბი­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლა­ქებს რას ალ-აინ­სა და ტალ აბა­ი­ადს თურ­ქულ­მა ჯარ­მა ალყა შე­მო­არ­ტყა. ქა­ლა­ქებ­ში ქურ­თე­ბი არი­ან გა­მაგ­რე­ბუ­ლი. ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ში­შო­ბენ, რომ და­სახ­ლე­ბებს მალე ასო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი და­ტო­ვებს.

მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი მო­უ­წო­დე­ბენ თურ­ქეთს, თავ­დას­ხმა შე­ა­ჩე­როს. თა­ვად თურ­ქე­თი კი ამ­ბობს, რომ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის მი­ზა­ნია ტე­რი­ტო­რია ქურ­თუ­ლი მი­ლი­ცი­ის­გან გა­იწ­მინ­დოს და შე­იქ­მნას „უსაფრ­თხო ზონა“, სა­დაც სი­რი­ე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბი გან­სახ­ლდე­ბი­ან.

თურ­ქე­თი სი­რი­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის ქურ­თულ მი­ლი­ცი­ას ტე­რო­რის­ტე­ბად გა­ნი­ხი­ლავს. სი­რი­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბი აშშ-ს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მო­კავ­ში­რე იყო „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში.

შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა თურ­ქეთ­მა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც აშშ-მ სი­რი­ი­დან ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტა. ტრამ­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კეს ქურ­თებ­მა - შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ამე­რი­კამ ისი­ნი მი­ა­ტო­ვა.

ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი, მაიკ პომ­პეო ამ­ბობს, რომ მათ თურ­ქე­თის თავ­დას­ხმის­თვის „მწვა­ნე შუქი“ არ აუნ­თი­ათ.

პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პი კი მი­იჩ­ნევს, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტებს სამი არ­ჩე­ვა­ნი აქვს:

„ჩვენ სამი არ­ჩე­ვა­ნი გვაქვს: ათა­სო­ბით სამ­ხედ­რო გავ­გზავ­ნოთ და მო­ვი­გოთ სამ­ხედ­რო გზით ან თურ­ქეთს ფი­ნან­სუ­რად და­ვარ­ტყათ და და­ვუ­წე­სოთ სან­ქცი­ე­ბი. მე­სა­მე არ­ჩე­ვა­ნი ქურთ და თურ­ქულ ძა­ლებს შო­რის მე­დი­ა­ცი­აა“, - წერს ტრამ­პი "ტვი­ტერ­ზე".

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა უამ­რა­ვი და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ჯი­ჰა­დის­ტის ბედ­ზეც ფიქ­რობს, რომ­ლებ­საც რე­გი­ონ­ში ქურ­დე­ბი იცა­ვენ. „ევ­რო­ნი­უ­სი“ წერს, რომ სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ ხე­ლახ­ლა აღ­მო­ცე­ნე­ბის საფრ­თხე დგე­ბა. ქურ­თუ­ლი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქე­თის ავი­ა­დარ­ტმის შე­დე­გად ჭურ­ვი მოხ­ვდა ცი­ხეს, სა­დაც და­კა­ვე­ბუ­ლი ჯი­ჰა­დის­ტე­ბი არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლი.

„ცი­ხე­ებ­ზე თავ­დას­ხმა კა­ტას­ტრო­ფულ შე­დეგს მო­ი­ტანს, რო­მელ­საც, შე­საძ­ლოა, მსოფ­ლიო ვე­ღარ გა­უმკლავ­დეს,“ - ნათ­ქვა­მია მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის International Rescue Committee გან­ცხა­დე­ბით, სახ­ლე­ბი უკვე და­ტო­ვა 64 ათას­მა ადა­მი­ან­მა.

„თუ ბრძო­ლე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა, შე­საძ­ლოა, რი­ცხვი 300 ათა­სამ­დე გა­ი­ზარ­დოს. ეს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, თავი შე­ა­ფა­რონ ბა­ნა­კებ­სა და ქა­ლა­ქებს, სა­დაც ისე­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს,“ - ამ­ბო­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში.

სე­ვი­ნა­ზი, რო­მე­ლიც ქა­ლაქ რას ალ-აი­ნის მცხოვ­რე­ბია, „ბი­ბი­სის­თან“ ამ­ბობს, რომ შე­საძ­ლოა, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა ვე­ღა­რა­სო­დეს შეძ­ლოს.

„ქა­ლა­ქი­დან გა­მო­სუ­ლი ვარ, ავად­მყოფ დე­დას ვუვ­ლი. ჩემი ძმა ქა­ლაქ­შია. მი­თხრეს, რომ ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, აწა­მეს. უსაფრ­თხო ად­გი­ლი აღარ­სად არის... ალ­ბათ, ჩემი ქა­ლა­ქი უკა­ნას­კნე­ლად ვნა­ხე...“ - აცხა­დებს სე­ვი­ნა­ზი.

თურ­ქე­თის სა­სა­ზღვრო ქა­ლაქ აკჩა­კა­ლე­დან ქურ­თე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ქა­ლა­ქე­ბის თავ­ზე კვამ­ლის სვე­ტე­ბი ჩანს. თურ­ქე­თის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ჰა­ე­რო და სა­არ­ტი­ლე­რიო თავ­დას­ხმე­ბის შე­დე­გად 9 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა, “სი­რი­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის“ მხრი­დან თურ­ქე­თის ქა­ლა­ქე­ბის და­ბომბვას კი 6 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქის, მათ შო­რის 9 თვის ბავ­შვის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რის ქურ­თულ ქა­ლა­ქებ­ში უფ­რო­სებ­თან ერ­თად ბავ­შვე­ბიც არი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ათასობით ადამიანი სახლებს ტოვებს, გარდაცვლილებს შორის 9 თვის ბავშვიც არის - სირიაში კვლავ საბრძოლო მოქმედებებია

ათასობით ადამიანი სახლებს ტოვებს, გარდაცვლილებს შორის 9 თვის ბავშვიც არის - სირიაში კვლავ საბრძოლო მოქმედებებია

ჩრდილოეთ სირიიდან ათობით ათასი ადამიანი საკუთარ სახლს ტოვებს. „ბიბისის“ ინფორმაციით, ქალაქებს რას ალ-აინსა და ტალ აბაიადს თურქულმა ჯარმა ალყა შემოარტყა. ქალაქებში ქურთები არიან გამაგრებული. ჰუმანიტარული ორგანიზაციები შიშობენ, რომ დასახლებებს მალე ასობით ათასი ადამიანი დატოვებს.

მსოფლიო ლიდერები მოუწოდებენ თურქეთს, თავდასხმა შეაჩეროს. თავად თურქეთი კი ამბობს, რომ სამხედრო ოპერაციის მიზანია ტერიტორია ქურთული მილიციისგან გაიწმინდოს და შეიქმნას „უსაფრთხო ზონა“, სადაც სირიელი ლტოლვილები განსახლდებიან.

Civilians all over the border of #Syria #Turkey in Kobane, Tal Abyad, Sarekaniye, Qamislo, Derik, Darbasiyê are scared and a wave of displacement started. pic.twitter.com/yczxawXotz
— Coordination & Military Ops Center - SDF (@cmoc_sdf) October 9, 2019

თურქეთი სირიის დემოკრატიული ძალების ქურთულ მილიციას ტერორისტებად განიხილავს. სირიის დემოკრატიული ძალები აშშ-ს უმნიშვნელოვანესი მოკავშირე იყო „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეიარაღებული თავდასხმა თურქეთმა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მ სირიიდან ჯარების გაყვანა გადაწყვიტა. ტრამპის გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს ქურთებმა - შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ ამერიკამ ისინი მიატოვა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ამბობს, რომ მათ თურქეთის თავდასხმისთვის „მწვანე შუქი“ არ აუნთიათ.

პრეზიდენტი ტრამპი კი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატებს სამი არჩევანი აქვს:

„ჩვენ სამი არჩევანი გვაქვს: ათასობით სამხედრო გავგზავნოთ და მოვიგოთ სამხედრო გზით ან თურქეთს ფინანსურად დავარტყათ და დავუწესოთ სანქციები. მესამე არჩევანი ქურთ და თურქულ ძალებს შორის მედიაციაა“, - წერს ტრამპი "ტვიტერზე".

....We have one of three choices: Send in thousands of troops and win Militarily, hit Turkey very hard Financially and with Sanctions, or mediate a deal between Turkey and the Kurds!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) October 10, 2019

საერთაშორისო საზოგადოება უამრავი დაპატიმრებული ჯიჰადისტის ბედზეც ფიქრობს, რომლებსაც რეგიონში ქურდები იცავენ. „ევრონიუსი“ წერს, რომ სამხედრო დაპირისპირების შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ ხელახლა აღმოცენების საფრთხე დგება. ქურთული სამხედრო ძალების ინფორმაციით, თურქეთის ავიადარტმის შედეგად ჭურვი მოხვდა ციხეს, სადაც დაკავებული ჯიჰადისტები არიან მოთავსებული.

„ციხეებზე თავდასხმა კატასტროფულ შედეგს მოიტანს, რომელსაც, შესაძლოა, მსოფლიო ვეღარ გაუმკლავდეს,“ - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჰუმანიტარული ორგანიზაციის International Rescue Committee განცხადებით, სახლები უკვე დატოვა 64 ათასმა ადამიანმა.

„თუ ბრძოლები გაგრძელდება, შესაძლოა, რიცხვი 300 ათასამდე გაიზარდოს. ეს მოქალაქეები კი იძულებულები იქნებიან, თავი შეაფარონ ბანაკებსა და ქალაქებს, სადაც ისედაც უამრავი ადამიანი ცხოვრობს,“ - ამბობენ ორგანიზაციაში.

სევინაზი, რომელიც ქალაქ რას ალ-აინის მცხოვრებია, „ბიბისისთან“ ამბობს, რომ შესაძლოა, სახლში დაბრუნება ვეღარასოდეს შეძლოს.

„ქალაქიდან გამოსული ვარ, ავადმყოფ დედას ვუვლი. ჩემი ძმა ქალაქშია. მითხრეს, რომ ჩემი ბიძაშვილი, სავარაუდოდ, აწამეს. უსაფრთხო ადგილი აღარსად არის... ალბათ, ჩემი ქალაქი უკანასკნელად ვნახე...“ - აცხადებს სევინაზი.

თურქეთის სასაზღვრო ქალაქ აკჩაკალედან ქურთების მიერ კონტროლირებადი ქალაქების თავზე კვამლის სვეტები ჩანს. თურქეთის მიერ განხორციელებული საჰაერო და საარტილერიო თავდასხმების შედეგად 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, “სირიის დემოკრატიული ძალების“ მხრიდან თურქეთის ქალაქების დაბომბვას კი 6 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის 9 თვის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჰუმანიტარული ორგანიზაციების ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ქურთულ ქალაქებში უფროსებთან ერთად ბავშვებიც არიან.

Random #Turkish airstrikes are targeting innocent civilians and children in #Kurdish cities adjacent to the #Syria/Turkey border in NE Syria. pic.twitter.com/YyS4XevuGk
— Coordination & Military Ops Center - SDF (@cmoc_sdf) October 10, 2019

რუსეთში ტერორისტი მოზარდები მომრავლდნენ? - ФСБ-მ მტკიცებით, ბოლო დღეებში მასობრივი მკვლელობები აღკვეთეს

უჩვეულო ამინდი ავსტრალიაში - მიუხედავად ზაფხულისა, ქვეყანაში თოვლი მოვიდა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული 36 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა

Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"