საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩრდილში დარჩენილი როლები და ლიკა ქავჟარაძის ცხოვრების გაუხმაურებელი ამბები - მსახიობის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა
ჩრდილში დარჩენილი როლები და ლიკა ქავჟარაძის ცხოვრების გაუხმაურებელი ამბები - მსახიობის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა

ქარ­თუ­ლი კინო თა­ვი­სი სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე ულა­მა­ზე­სი ქა­ლე­ბის სიმ­ცი­რეს არა­სო­დეს გა­ნიც­დი­და, თუმ­ცა გე­მოვ­ნე­ბა­ზე ვდა­ობთ და ზო­გის­თვის ხელ­შე­უ­ხებ­ლად აღი­ა­რე­ბუ­ლი მშვე­ნი­ე­რე­ბა, სხვის­თვის შე­საძ­ლოა არ გახ­დეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბის მი­ზე­ზი.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, ქარ­თულ კი­ნო­ეკ­რან­ზე მო­ი­ძებ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის გა­ნუ­მე­ო­რებ­ლო­ბა­ზეც ყვე­ლა ერ­თხმად თან­ხმდე­ბა - როცა ასა­ხე­ლე­ბენ ქარ­თუ­ლი სი­ლა­მა­ზის ეტა­ლო­ნებს, იქ ამ­ბო­ბენ, რომ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე შე­უ­და­რე­ბე­ლია.

"მისი მშვე­ნი­ე­რე­ბის სა­ნა­ხა­ვად სა­გან­გე­ბოდ მო­დი­ოდ­ნენ მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლე­ბი­დან. მო­დი­ოდ­ნენ და უყუ­რებ­დნენ, რამ წარ­მოქ­მნაო, ჰკვი­რობ­დნენ. მა­რი­ტა თით­ქოს მზეს ჩა­მო­ვარ­დნო­და, ქალი კი არა, მთვა­რის გა­მო­ახ­ლე­ბა იყო, მის მერე აღარ გა­გიკ­ვირ­დე­ბო­დათ არც ყინ­წვი­სის ღვთა­ებ­რი­ვი ფრეს­კა და არც არ­მა­ზე­ლი ტურ­ფა სე­რა­ფი­ტა.

ხე­ო­ბის თვა­ლი იყო... ცი­სარ­ტყე­ლა­სა­ვით და­დი­ო­და სოფ­ლის ორ­ღო­ბე­ში, თუმ­ცა ორ­შა­უ­რი­ა­ნი ჩი­თის კაბა ეცვა. რა უც­ნა­უ­რია ბუ­ნე­ბა, რო­გორ იცის ზოგ­ჯერ უხ­ვად და­სა­ჩუქ­რე­ბა" - ასე აღ­წერს გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძე მის მა­რი­ტას "ნატ­ვრის ხეში" და დღეს თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ სი­ტყვე­ბის კი­თხვი­სას, თუ ფილ­მის ნახ­ვი­სას მა­რი­ტას როლ­ში სხვა წარ­მო­იდ­გი­ნო, თით­ქოს­და ამ რო­ლის­თვის კი არ მო­ძებ­ნეს ლიკა, არა­მედ ავ­ტორ­მა ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის გამო შექ­მნა ეს პერ­სო­ნა­ჟი...

მა­რი­ტა ორ­შა­უ­რი­ა­ნი ჩი­თის კა­ბით და­დი­ო­და სოფ­ლის ორ­ღო­ბე­ებ­ში, დღეს კი იმა­საც ჰყვე­ბი­ან, 1970-იანი წლებ­ში, როცა თენ­გიზ აბუ­ლა­ძე ნატ­ვრის ხეს იღებ­და, ლი­კას იმ­დე­ნად მო­წონ­და მისი როლი და მა­რი­ტას პერ­სო­ნა­ჟი, რომ გა­და­ღე­ბე­ბი­დან სახ­ლში წა­სულს მა­რი­ტას ულა­მა­ზე­სი ჩი­თის კაბა სახ­ლშიც კი მთე­ლი დღე ეცვა. მა­შინ არ იცო­და, რომ მა­რი­ტას სა­ხე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გაჰ­ყვე­ბო­და თან და უდი­დეს სიყ­ვა­რულ­თან ერ­თად, მისი პერ­სო­ნა­ჟის მი­მართ სიბ­რა­ლუ­ლის გრძნო­ბაც გა­უჩ­ნდე­ბო­და...

"მა­რი­ტა? მა­რი­ტა მიყ­ვარს, მაგ­რამ მე­ცო­დე­ბა" - იტყვის ლიკა ერთ-ერთ ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში და თან იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ მა­რი­ტამ­დე და მა­რი­ტას შემ­დგო­მაც მის ფილ­მოგ­რა­ფი­ა­ში სხვა სა­ინ­ტე­რე­სო რო­ლე­ბი დგა­ნან რიგ­ში...

ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის ბოლო გა­და­ღე­ბა ფილმში, ფოტო: რე­ჟი­სო­რი შოთა კა­ლან­და­ძე

ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე 1959 წლის 26 ოქ­ტომ­ბერს და­ი­ბა­და თბი­ლის­ში, 6 წლის ასა­კამ­დე სი­ტყვა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი ოჯახ­ში მხო­ლოდ დე­დი­სა და მისი ძმის, ლი­კას ბი­ძის - გე­ი­დარ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლის დი­ა­ლო­გე­ბი­დან ეს­მო­და. იმ დროს გე­ი­დარს უკვე ნა­თა­მა­შე­ბი ჰქონ­და მთა­ვა­რი როლი გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას საქ­ვეყ­ნოდ აღი­ა­რე­ბულ "ალა­ვერ­დო­ბა­ში", რო­მე­ლიც გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის მო­თხრო­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ი­ღეს.

სწო­რედ გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის ნო­ვე­ლა­ზე დაყ­რდნო­ბით გა­და­ღე­ბულ ფილმში - "უსა­ხე­ლო უფ­ლის­ცი­ხე­ლი" შედ­გა ლი­კას დე­ბი­უ­ტი. 6 წლის გო­გო­ნა გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ბი­ძამ მი­იყ­ვა­ნა. ამას "მშვე­ნი­ე­რი კოს­ტი­უ­მი" და "როცა აყ­ვავ­და ნუში" მოჰ­ყვა, რო­მე­ლიც ლი­კას ფილ­მოგ­რა­ფი­ა­ში პირ­ვე­ლი როლი იყო სრულ­მეტ­რა­ჟი­ან ფილმში.

გია ყან­ჩე­ლის გე­ნი­ა­ლუ­რი მუ­სი­კის, ზურა ყიფ­ში­ძი­სა და თი­ნა­თინ ვარ­და­ნაშ­ვი­ლის მიერ შექ­მნი­ლი და­უ­ვი­წყა­რი სა­ხე­ე­ბის გვერ­დით, ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ფილ­მის ერთ-ერთ მთა­ვარ სიმ­ბო­ლოდ, ის ერ­თა­დერ­თი სცე­ნაც იქცა, რო­მელ­შიც ლიკა გა­მოჩ­ნდა. ულა­მა­ზეს გო­გო­ნას გა­ზა­ფხუ­ლის სიმ­ბო­ლო, ნუ­შის რტო მო­აქვს თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში...

კი­ნომ­დე კი მისი მთა­ვა­რი გა­ტა­ცე­ბა და მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სია მუ­სი­კა გახ­ლდათ... დე­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სკო­ლა­ში შეს­ვლამ­დე ლი­კამ მუ­სი­კის შეს­წავ­ლა და­ი­წყო და მე­ო­თხე კლას­ში იყო, როცა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ბა­ხის კონ­ცერ­ტი და­უკ­რა. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ერთხანს ფორ­ტე­პი­ა­ნოს პე­და­გო­გა­დაც მუ­შა­ობ­და.

მსა­ხი­ო­ბი ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ყვე­ბო­და, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს ას­რუ­ლებ­და დედა - დაყ­ვე­ბო­და გა­და­ღე­ბებ­ზე, აკონ­ტრო­ლებ­და მის გრა­ფიკს და მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ამ­ყო­ფებ­და ლი­კას. დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე აღ­მოჩ­ნდა, სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო ხატ­ვა, რო­მე­ლიც მის მთა­ვარ გა­ტა­ცე­ბად იქცა.

კი­ნო­რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის შე­სა­ხებ ამ­ბობს: "ლიკა მო­წო­დე­ბით მსა­ხი­ო­ბია, გა­ტა­ცე­ბით მხატ­ვა­რი და პრო­ფე­სი­ით მუ­სი­კო­სი..."

სწო­რედ ამ სამი სფე­როს გარ­შე­მო მი­ე­დი­ნე­ბო­და ლი­კას ცხოვ­რე­ბა. გული სწყდე­ბო­და, რომ არა­ერ­თი როლი ჩრდილ­ში მო­ექ­ცა და ეკ­რან­ზე ნაკ­ლე­ბად ხე­დავ­და ფილ­მებს - "არ­გო­ნავ­ტე­ბი", "სა­თა­და­რი­გო ბორ­ბა­ლი", "პე­პე­ლა", "ჩაკ­ლუ­ლი სული","სა­ქარ­თვე­ლო, ივე­რია და...", "დი­უ­მა კავ­კა­სი­ა­ში" - მის რო­ლებს, რომ­ლებ­ზეც წლე­ბის წინ დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით მუ­შა­ობ­და.

ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე 2017 წლის 11 ოქ­ტომ­ბერს, 58 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. კი­ნომ­სა­ხი­ო­ბი 1987 წელს კა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის მი­მო­ხილ­ვა­ში ფრან­გულ­მა პრე­სამ მო­ნი­კა ვი­ტის შე­ა­და­რა.

სულ ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოჩ­ნდა პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი მწერ­ლის ხოსე რენ­ტეს დე კარ­ვა­ლოს რო­მა­ნის - "ერ­ნეს­ტი­ნას" იტა­ლი­უ­რი თარ­გმა­ნი, რომ­ლის გა­რე­კან­ზეც ლი­კას ფო­ტოა გან­თავ­სე­ბუ­ლი. წიგ­ნი გან­თავ­სე­ბუ­ლია "ამა­ზონ­ზეც".

ავ­ტო­რი: ზაურ მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი

ავტორი:

ჩრდილში დარჩენილი როლები და ლიკა ქავჟარაძის ცხოვრების გაუხმაურებელი ამბები - მსახიობის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა

ჩრდილში დარჩენილი როლები და ლიკა ქავჟარაძის ცხოვრების გაუხმაურებელი ამბები - მსახიობის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა

ქართული კინო თავისი საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ულამაზესი ქალების სიმცირეს არასოდეს განიცდიდა, თუმცა გემოვნებაზე ვდაობთ და ზოგისთვის ხელშეუხებლად აღიარებული მშვენიერება, სხვისთვის შესაძლოა არ გახდეს განსაკუთრებული აღფრთოვანების მიზეზი.

ამის მიუხედავად, ქართულ კინოეკრანზე მოიძებნება ადამიანი, რომლის განუმეორებლობაზეც ყველა ერთხმად თანხმდება - როცა ასახელებენ ქართული სილამაზის ეტალონებს, იქ ამბობენ, რომ ლიკა ქავჟარაძე შეუდარებელია.

"მისი მშვენიერების სანახავად საგანგებოდ მოდიოდნენ მეზობელი სოფლებიდან. მოდიოდნენ და უყურებდნენ, რამ წარმოქმნაო, ჰკვირობდნენ. მარიტა თითქოს მზეს ჩამოვარდნოდა, ქალი კი არა, მთვარის გამოახლება იყო, მის მერე აღარ გაგიკვირდებოდათ არც ყინწვისის ღვთაებრივი ფრესკა და არც არმაზელი ტურფა სერაფიტა.

ხეობის თვალი იყო... ცისარტყელასავით დადიოდა სოფლის ორღობეში, თუმცა ორშაურიანი ჩითის კაბა ეცვა. რა უცნაურია ბუნება, როგორ იცის ზოგჯერ უხვად დასაჩუქრება" - ასე აღწერს გიორგი ლეონიძე მის მარიტას "ნატვრის ხეში" და დღეს თითქმის შეუძლებელია ამ სიტყვების კითხვისას, თუ ფილმის ნახვისას მარიტას როლში სხვა წარმოიდგინო, თითქოსდა ამ როლისთვის კი არ მოძებნეს ლიკა, არამედ ავტორმა ლიკა ქავჟარაძის გამო შექმნა ეს პერსონაჟი...

მარიტა ორშაურიანი ჩითის კაბით დადიოდა სოფლის ორღობეებში, დღეს კი იმასაც ჰყვებიან, 1970-იანი წლებში, როცა თენგიზ აბულაძე ნატვრის ხეს იღებდა, ლიკას იმდენად მოწონდა მისი როლი და მარიტას პერსონაჟი, რომ გადაღებებიდან სახლში წასულს მარიტას ულამაზესი ჩითის კაბა სახლშიც კი მთელი დღე ეცვა. მაშინ არ იცოდა, რომ მარიტას სახება მთელი ცხოვრება გაჰყვებოდა თან და უდიდეს სიყვარულთან ერთად, მისი პერსონაჟის მიმართ სიბრალულის გრძნობაც გაუჩნდებოდა...

"მარიტა? მარიტა მიყვარს, მაგრამ მეცოდება" - იტყვის ლიკა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში და თან იმასაც აღნიშნავს, რომ მარიტამდე და მარიტას შემდგომაც მის ფილმოგრაფიაში სხვა საინტერესო როლები დგანან რიგში...

ლიკა ქავჟარაძის ბოლო გადაღება ფილმში, ფოტო: რეჟისორი შოთა კალანდაძე

ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა თბილისში, 6 წლის ასაკამდე სიტყვა კინემატოგრაფი ოჯახში მხოლოდ დედისა და მისი ძმის, ლიკას ბიძის - გეიდარ ფალავანდიშვილის დიალოგებიდან ესმოდა. იმ დროს გეიდარს უკვე ნათამაშები ჰქონდა მთავარი როლი გიორგი შენგელაიას საქვეყნოდ აღიარებულ "ალავერდობაში", რომელიც გურამ რჩეულიშვილის მოთხრობის მიხედვით გადაიღეს.

სწორედ გურამ რჩეულიშვილის ნოველაზე დაყრდნობით გადაღებულ ფილმში - "უსახელო უფლისციხელი" შედგა ლიკას დებიუტი. 6 წლის გოგონა გადასაღებ მოედანზე ბიძამ მიიყვანა. ამას "მშვენიერი კოსტიუმი" და "როცა აყვავდა ნუში" მოჰყვა, რომელიც ლიკას ფილმოგრაფიაში პირველი როლი იყო სრულმეტრაჟიან ფილმში.

გია ყანჩელის გენიალური მუსიკის, ზურა ყიფშიძისა და თინათინ ვარდანაშვილის მიერ შექმნილი დაუვიწყარი სახეების გვერდით, ლანა ღოღობერიძის გახმაურებული ფილმის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ, ის ერთადერთი სცენაც იქცა, რომელშიც ლიკა გამოჩნდა. ულამაზეს გოგონას გაზაფხულის სიმბოლო, ნუშის რტო მოაქვს თბილისის ქუჩებში...

კინომდე კი მისი მთავარი გატაცება და მომავალი პროფესია მუსიკა გახლდათ... დედის გადაწყვეტილებით, სკოლაში შესვლამდე ლიკამ მუსიკის შესწავლა დაიწყო და მეოთხე კლასში იყო, როცა რუსთაველის თეატრში ბახის კონცერტი დაუკრა. კონსერვატორიაში სწავლის დასრულების შემდეგ, ერთხანს ფორტეპიანოს პედაგოგადაც მუშაობდა.

მსახიობი ინტერვიუებში ყვებოდა, რომ მის ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებდა დედა - დაყვებოდა გადაღებებზე, აკონტროლებდა მის გრაფიკს და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ამყოფებდა ლიკას. დედის გარდაცვალება მისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ხატვა, რომელიც მის მთავარ გატაცებად იქცა.

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია ლიკა ქავჟარაძის შესახებ ამბობს: "ლიკა მოწოდებით მსახიობია, გატაცებით მხატვარი და პროფესიით მუსიკოსი..."

სწორედ ამ სამი სფეროს გარშემო მიედინებოდა ლიკას ცხოვრება. გული სწყდებოდა, რომ არაერთი როლი ჩრდილში მოექცა და ეკრანზე ნაკლებად ხედავდა ფილმებს - "არგონავტები", "სათადარიგო ბორბალი", "პეპელა", "ჩაკლული სული","საქართველო, ივერია და...", "დიუმა კავკასიაში" - მის როლებს, რომლებზეც წლების წინ დიდი ენთუზიაზმით მუშაობდა.

ლიკა ქავჟარაძე 2017 წლის 11 ოქტომბერს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. კინომსახიობი 1987 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მიმოხილვაში ფრანგულმა პრესამ მონიკა ვიტის შეადარა.

სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა პორტუგალიელი მწერლის ხოსე რენტეს დე კარვალოს რომანის - "ერნესტინას" იტალიური თარგმანი, რომლის გარეკანზეც ლიკას ფოტოა განთავსებული. წიგნი განთავსებულია "ამაზონზეც".

ავტორი: ზაურ მირიანაშვილი

"რატომღაც თავს დამესხნენ... იმედგაცრუებული დავრჩი ქართველი ჟურნალისტების საქციელით" - რას წერს მსახიობი, რომელმაც House of Gucci-ში ეპიზოდური როლი შეასრულა

"თბილისში არ დარჩენილა არც ერთი თეატრის სცენა, სადაც ჩვენ არ გვითამაშია" - გაიცანით, სოხუმის თეატრის მსახიობი, რომელიც ხელოვნების საოცარ ნიმუშებს ქმნის

ამერიკულ პრემიერამდე ერთი თვით ადრე "ფორსაჟი 9"-ის პრემიერა თბილისის კინოთეატრებში გაიმართება - ფილმის ნახვა დღეიდანაა შესაძლებელი