პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზოგჯერ ისეთ კითხვებს მისვამს მამამისზე, შოკში ვვარდები" - ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელია მეუღლეზე, შვილებსა და შვილიშვილზე
"ზოგჯერ ისეთ კითხვებს მისვამს მამამისზე, შოკში ვვარდები" - ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელია მეუღლეზე, შვილებსა და შვილიშვილზე

ბე­ბია-ბა­ბუ­ებს შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გრძნო­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ. ისი­ნი ხში­რად ანე­ბივ­რე­ბენ პა­ტა­რებს და მათ­თან ერ­თად დრო­ის გა­ტა­რე­ბას არა­ფე­რი ურ­ჩევ­ნი­ათ. ზუს­ტად იგი­ვე თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ ჩვენს რეს­პონ­დენტზე, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი კარ­დი­ო­ლო­გი ან­ზორ მე­ლი­აა.

- ბა­ტო­ნო ან­ზორ, პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ხართ, რა დროს უთ­მობთ შვი­ლიშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას?

- მთე­ლი ზა­ფხუ­ლი მე და სან­დრომ ერ­თად გა­ვა­ტა­რეთ ჩვენს აგა­რაკ­ზე, კო­ტო­რა­ანთკარ­ში. სა­ო­ცა­რი ბავ­შვია, მა­გი­ჟებს. სა­ერ­თოდ, თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შვე­ბი გა­სა­ო­ცა­რი გო­ნე­ბით და აზ­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, მხო­ლოდ ჩემს შვი­ლიშ­ვილ­ზე არ ვსა­უბ­რობ, ყვე­ლა ასეა. ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი ეს 3-4 თვე სას­წა­უ­ლი იყო. ძა­ლი­ან შე­ვუყ­ვარ­დი. და­სა­ძი­ნებ­ლად რომ მივ­დი­ო­დი, ჩემს ოთახ­ში მა­კი­თხავ­და წიგ­ნე­ბით ხელ­ში. ძა­ლი­ან სი­ა­მოვ­ნებს, როცა ზღაპ­რებს ვუ­კი­თხავ. ეზო­შიც ვთა­მა­შობთ. ზოგ­ჯერ ექი­მო­ბა­ნა­საც მე­თა­მა­შე­ბა. იცის, რომ ექი­მი უნდა გა­მო­ვი­დეს. ჩემი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ეძა­ხი­ან, ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი დი­რექ­ტო­რი ხარო და ესეც ისე იფე­რებს, რომ მეტი არ შე­იძ­ლე­ბა. სან­დროს დედა აღ­ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ფერ­ში მე მგავს. აგა­რაკ­ზე სა­თა­მა­შო ქა­ლა­ქი გა­ვუ­კე­თე. ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ყოფ­ნა მოს­წონს, ჩა­კე­ტი­ლი არ არის, სტუმ­რებს აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ხვდე­ბა, კე­თი­ლია. მე ხომ ბაღ­ში ფი­ზი­კუ­რად ვმუ­შა­ობ, სა­ღა­მოს ქათ­მე­ბის დამ­წყვდე­ვის დროს მო­ირ­ბენს ჩემ­თან და დახ­მა­რე­ბას მთა­ვა­ზობს.

ზოგ­ჯერ ისეთ კი­თხვებს მის­ვამს, შოკ­ში ვვარ­დე­ბი. დე­დის ტე­ლე­ფო­ნი აუ­ღია და უნა­ხავს ვი­დეო, ნიკა რო­გორ ჩხუ­ბობს კორ­ცხელ­ში, რო­გორ ურტყა­მენ... მა­მა­მი­სი ჩანს რო­გორც აგ­რე­სო­რი, ჩხუ­ბის­თა­ვი... ბავ­შვმა და­მი­ძა­ხა, ერთი წუ­თით გა­მო­დიო. მკი­თხა, ეს ვი­დეო შენ ნა­ნა­ხი გაქ­ვსო? - თან ამას მე­უბ­ნე­ბა სრუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით. ნა­ხეო, მა­მა­ჩემს რო­გორ ურტყა­მე­ნო? შენ მოგ­წონ­სო, შენს შვილს რომ სცე­მე­ნო? - რა თქმა უნდა, ბაბუ, ეს არ მომ­წონს-მეთ­ქი, ვუ­პა­სუ­ხე და მი­ვუბ­რუნ­დი. შენ ხომ "სპა­ი­დერ­მე­ნი" გიყ­ვარს, ის ხომ კე­თი­ლია, მა­მა­შე­ნიც ვაჟ­კა­ცი, კე­თი­ლი და პატ­რი­ო­ტია, სამ­შობ­ლო უყ­ვარს-მეთ­ქი. აქ შე­მა­ჩე­რა, პატ­რი­ო­ტი რას ნიშ­ნავ­სო, მო­მა­გე­ბა და ავუხ­სე­ნი რა­საც ნიშ­ნავს. მამა სი­მარ­თლეს ამ­ბობს და ამი­ტომ ებ­რძვი­ან. შენ რომ გა­იზ­რდე­ბი და დიდი იქ­ნე­ბი, ჩვენ ნორ­მა­ლურ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ცხოვ­რებთ და ასე­თი რა­ღა­ცე­ბი არ მოხ­დე­ბა, მა­მა­შე­ნის არ შეგრცხვე­ბა-მეთ­ქი. მის­მი­ნა და მი­თხრა, ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც არ მომ­წონ­სო.

- რო­გორც ჩანს, ბავ­შვი ძა­ლი­ან ღე­ლავს მა­მის გამო... ხომ არ ურ­ჩევს პო­ლი­ტი­კას და­ა­ნე­ბოს თავი?

- ნამ­დვი­ლად ასეა. ბავ­შვთან ჩვენ არა­ფერს ვამ­ბობთ, მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზო­რი რომ ჩარ­თუ­ლია, მა­ინც იგებს რა­ღა­ცებს. გვგო­ნია, რომ თა­მა­შობს და არ აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას, მაგ­რამ თურ­მე ასე არ არის. ნი­კას უთხრა: ნიკა, სა­ა­თი რომ გი­კე­თია, პო­ლი­ტი­კუ­რი­აო? - სა­მა­ჯუ­რი რომ გა­უ­კე­თეს მა­შინ ჰკი­თხა. პო­ლი­ტი­კას თავი და­ა­ნე­ბეო, ეგ არ უთ­ქვამს მა­მის­თვის.

ახლა უხა­რია, რომ ხში­რად ხე­დავს. სა­ვა­რა­უ­დოდ თვი­თო­ნაც პო­ლი­ტი­კო­სი გახ­დე­ბა, ისეა ამ ამ­ბე­შ­ბი ჩა­ხე­დუ­ლი (იცი­ნის). ნიკა გვა­რა­მია რომ და­ი­ბა­რეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ჩე­მე­ბი უყუ­რებ­დნენ სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს და სან­დრო თა­მა­შობ­და, შევ­ხე­დე ტე­ლე­ვი­ზორს და გა­მე­ცი­ნა, რა ხდე­ბა, ახლა ამის დრო აქვთ ამათ-მეთ­ქი? შე­მომ­ხე­და და მი­თხრა: ან­ზორ, ნიკა გვა­რა­მი­ას იჭე­რენ და შენ იცი­ნიო? - არა ბაბუ, არ ვი­ცი­ნი, უბ­რა­ლოდ გა­მიკ­ვირ­და, ასე რომ მოხ­და-მეთ­ქი. აბ­სო­ლურ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი ეს­მის.

- შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის მი­მართ ბე­ბია-ბა­ბუ­ებს სიყ­ვა­რუ­ლი ოურ­მაგ­დე­ბა­თო, თქვენ რას გვე­ტყვით, ასეა?

- ნამ­დვი­ლად ასეა, გა­ორ­მა­გე­ბუ­ლად გვიყ­ვარს, მაგ­რამ შვი­ლის სიყ­ვა­რულს შვი­ლიშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლი ვერ შეც­ვლის. ნიკა იყო ძა­ლი­ან კარ­გი ბავ­შვი. ჩვენ ვი­ყა­ვით მე­გობ­რე­ბი. შე­ნიშ­ვნას რომ მივ­ცემ­დით უსა­ფუძ­ვლოდ, ამას ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და, შე­იძ­ლე­ბა ხმაც არ გა­ე­ცა. არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა, მე-2 თუ მე 3 კლას­ში იყო და დე­და­მის­მა კუ­თხე­ში და­ა­ყე­ნა, და­ა­ვი­წყდა და იქვე ჩა­ძი­ნე­ბია...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

თამუნა
3

ოჯახი ეცადოს, რომ ეს ბავშვი მომავალში ექიმი გამოვიდეს, მგონი ასე აჯობებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ზოგჯერ ისეთ კითხვებს მისვამს მამამისზე, შოკში ვვარდები" - ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელია მეუღლეზე, შვილებსა და შვილიშვილზე

"ზოგჯერ ისეთ კითხვებს მისვამს მამამისზე, შოკში ვვარდები" - ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელია მეუღლეზე, შვილებსა და შვილიშვილზე

ბებია-ბაბუებს შვილიშვილების მიმართ განსაკუთრებული გრძნობა და დამოკიდებულება აქვთ. ისინი ხშირად ანებივრებენ პატარებს და მათთან ერთად დროის გატარებას არაფერი ურჩევნიათ. ზუსტად იგივე თამამად შეგვიძლია ვთქვათ ჩვენს რესპონდენტზე, რომელიც ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელიაა.

- ბატონო ანზორ, პროფესიიდან გამომდინარე ძალიან დაკავებული ხართ, რა დროს უთმობთ შვილიშვილთან ურთიერთობას?

- მთელი ზაფხული მე და სანდრომ ერთად გავატარეთ ჩვენს აგარაკზე, კოტორაანთკარში. საოცარი ბავშვია, მაგიჟებს. საერთოდ, თანამედროვე ბავშვები გასაოცარი გონებით და აზროვნებით გამოირჩევიან, მხოლოდ ჩემს შვილიშვილზე არ ვსაუბრობ, ყველა ასეა. ერთად გატარებული ეს 3-4 თვე სასწაული იყო. ძალიან შევუყვარდი. დასაძინებლად რომ მივდიოდი, ჩემს ოთახში მაკითხავდა წიგნებით ხელში. ძალიან სიამოვნებს, როცა ზღაპრებს ვუკითხავ. ეზოშიც ვთამაშობთ. ზოგჯერ ექიმობანასაც მეთამაშება. იცის, რომ ექიმი უნდა გამოვიდეს. ჩემი თანამშრომლები ეძახიან, ჩვენი მომავალი დირექტორი ხარო და ესეც ისე იფერებს, რომ მეტი არ შეიძლება. სანდროს დედა აღნიშნავს, რომ ყველაფერში მე მგავს. აგარაკზე სათამაშო ქალაქი გავუკეთე. ბავშვები ძალიან უყვარს, საზოგადოებაში ყოფნა მოსწონს, ჩაკეტილი არ არის, სტუმრებს აღფრთოვანებული ხვდება, კეთილია. მე ხომ ბაღში ფიზიკურად ვმუშაობ, საღამოს ქათმების დამწყვდევის დროს მოირბენს ჩემთან და დახმარებას მთავაზობს.

ზოგჯერ ისეთ კითხვებს მისვამს, შოკში ვვარდები. დედის ტელეფონი აუღია და უნახავს ვიდეო, ნიკა როგორ ჩხუბობს კორცხელში, როგორ ურტყამენ... მამამისი ჩანს როგორც აგრესორი, ჩხუბისთავი... ბავშვმა დამიძახა, ერთი წუთით გამოდიო. მკითხა, ეს ვიდეო შენ ნანახი გაქვსო? - თან ამას მეუბნება სრული სერიოზულობით. ნახეო, მამაჩემს როგორ ურტყამენო? შენ მოგწონსო, შენს შვილს რომ სცემენო? - რა თქმა უნდა, ბაბუ, ეს არ მომწონს-მეთქი, ვუპასუხე და მივუბრუნდი. შენ ხომ "სპაიდერმენი" გიყვარს, ის ხომ კეთილია, მამაშენიც ვაჟკაცი, კეთილი და პატრიოტია, სამშობლო უყვარს-მეთქი. აქ შემაჩერა, პატრიოტი რას ნიშნავსო, მომაგება და ავუხსენი რასაც ნიშნავს. მამა სიმართლეს ამბობს და ამიტომ ებრძვიან. შენ რომ გაიზრდები და დიდი იქნები, ჩვენ ნორმალურ საქართველოში ვიცხოვრებთ და ასეთი რაღაცები არ მოხდება, მამაშენის არ შეგრცხვება-მეთქი. მისმინა და მითხრა, ეს ყველაფერი მაინც არ მომწონსო.

- როგორც ჩანს, ბავშვი ძალიან ღელავს მამის გამო... ხომ არ ურჩევს პოლიტიკას დაანებოს თავი?

- ნამდვილად ასეა. ბავშვთან ჩვენ არაფერს ვამბობთ, მაგრამ ტელევიზორი რომ ჩართულია, მაინც იგებს რაღაცებს. გვგონია, რომ თამაშობს და არ აქცევს ყურადღებას, მაგრამ თურმე ასე არ არის. ნიკას უთხრა: ნიკა, საათი რომ გიკეთია, პოლიტიკურიაო? - სამაჯური რომ გაუკეთეს მაშინ ჰკითხა. პოლიტიკას თავი დაანებეო, ეგ არ უთქვამს მამისთვის.

ახლა უხარია, რომ ხშირად ხედავს. სავარაუდოდ თვითონაც პოლიტიკოსი გახდება, ისეა ამ ამბეშბი ჩახედული (იცინის). ნიკა გვარამია რომ დაიბარეს პროკურატურაში, ჩემები უყურებდნენ საინფორმაციოს და სანდრო თამაშობდა, შევხედე ტელევიზორს და გამეცინა, რა ხდება, ახლა ამის დრო აქვთ ამათ-მეთქი? შემომხედა და მითხრა: ანზორ, ნიკა გვარამიას იჭერენ და შენ იცინიო? - არა ბაბუ, არ ვიცინი, უბრალოდ გამიკვირდა, ასე რომ მოხდა-მეთქი. აბსოლურტურად ყველაფერი ესმის.

- შვილიშვილების მიმართ ბებია-ბაბუებს სიყვარული ოურმაგდებათო, თქვენ რას გვეტყვით, ასეა?

- ნამდვილად ასეა, გაორმაგებულად გვიყვარს, მაგრამ შვილის სიყვარულს შვილიშვილის სიყვარული ვერ შეცვლის. ნიკა იყო ძალიან კარგი ბავშვი. ჩვენ ვიყავით მეგობრები. შენიშვნას რომ მივცემდით უსაფუძვლოდ, ამას ძალიან განიცდიდა, შეიძლება ხმაც არ გაეცა. არასდროს დამავიწყდება, მე-2 თუ მე 3 კლასში იყო და დედამისმა კუთხეში დააყენა, დაავიწყდა და იქვე ჩაძინებია...წაიკითხეთ სრულად