კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის ეკუთვნის ვაჟა-ფშაველას გამზირზე, კორპუსის სახურავზე გაშენებული ულამაზესი ბაღი - "ეს ადგილი გადაღებებისთვისაც გამოუყენებიათ"
ვის ეკუთვნის ვაჟა-ფშაველას გამზირზე, კორპუსის სახურავზე გაშენებული ულამაზესი ბაღი - "ეს ადგილი გადაღებებისთვისაც გამოუყენებიათ"

ვაჟა-ფშა­ვე­ლას პროს­პექ­ტზე, ერთ-ერთი სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე, ულა­მა­ზე­სი ბა­ღია გა­შე­ნე­ბუ­ლი. მისი პატ­რო­ნი ფერმ­წე­რი ლელა ჯინ­ჭა­რა­ძეა. მეშ­ვი­დე სარ­თულ­ზე ას­ვლი­სას სა­ო­ცარ სიმწვა­ნე­სა და სი­ლა­მა­ზე­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი, გა­გა­ო­ცებს მზის გულ­ზე ხას­ხა­სა, ფე­რა­დი და გულ­და­გულ მოვ­ლილ-გა­ხა­რე­ბუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი.

- მას მერე, რაც და გარ­და­მეც­ვა­ლა, ფერ­წე­რას აღარ მივ­დევ - ემო­ცია აღარ მაქვს. ადრე აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ­დი, გერ­მა­ნი­ა­ში გა­მო­ფე­ნებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. დის მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში რა ფერ­წე­რუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბიც გვქონ­და, გავ­ყი­დეთ... დღეს ჩემი ში­ნა­გა­ნი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, სურ­ვი­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა - ავე­ჯის, სამ­კა­უ­ლის კე­თე­ბა, ქი­ლე­ბის მო­ხატ­ვა და ბა­ღის გა­შე­ნე­ბა-მოვ­ლა. შე­საძ­ლოა იმის სრუ­ლი კომ­პენ­სა­ცია არ არის, რაც შე­იძ­ლე­ბო­და ფერ­წე­რას მო­ე­ტა­ნა, მაგ­რამ მა­ინც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მუხ­ტის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბაა. მი­წას­თან მუ­შა­ო­ბა­ზე ადრე არ მი­ფიქ­რია და არც სურ­ვი­ლი მქო­ნია, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის­თა­ვად მოხ­და, მერე კი ეს ჩემს საქ­მედ იქცა.

- რო­გორ და­ი­წყეთ ბა­ღის გა­შე­ნე­ბა მეშ­ვი­დე სარ­თულ­ზე?

- აქ 2000 წელს გად­მო­ვე­დით. სა­დაც ახლა ბა­ღია, ოთა­ხი­დან სარ­კმე­ლი გა­მო­დი­ო­და. ჩემ­მა შვილ­მა, სა­ლო­მემ ლი­მო­ნის ნერ­გი მა­ჩუ­ქა და იმ სარ­კმელ­თან დავ­დგი. კარ­გა ხნის მერე გა­ფუ­ჭე­ბა და­ი­წყო და გა­რეთ გა­ვი­ტა­ნე. ერთ ქო­თანს მე­ო­რე, მე­სა­მე მოჰ­ყვა და ასე შე­ივ­სო ეს სივ­რცე. მერე მივ­ხვდი, რომ აქა­უ­რო­ბის­თვის სახე უნდა მიგ­ვე­ცა და რე­კონ­სტრუქ­ცია და­ვი­წყეთ. არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით სე­რი­ო­ზუ­ლი შრო­მაა გა­წე­უ­ლი.

დღეს­დღე­ო­ბით ბაღ­ში 300-მდე ქო­თა­ნია. წე­ლი­წად­ში ერთხელ თი­თო­ე­ულს მი­წის გა­მოც­ვლა და გა­დარ­გვა სჭირ­დე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია მი­წის გა­ფხვი­ე­რე­ბაც. ყო­ველ წელს ბაღს ახა­ლი მცე­ნა­რე­ე­ბიც ემა­ტე­ბა. ვჩუქ­ნი, ვხში­რავ, სხვა­გან მი­მაქვს და ვრგავ - გამ­რავ­ლე­ბის, გა­ფხვი­ე­რე­ბის, სა­რე­ვე­ლე­ბის მო­ცი­ლე­ბის პრო­ცე­სი მუდ­მი­ვია. მარ­ტი­ვი სა­მუ­შაო არ არის. ამინ­დის შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ვე­ლი დი­ლის 2-3 სა­ათს აქ ვა­ტა­რებ. ვფიქ­რობ, სამ­სა­ხუ­რი რომ მქო­ნო­და, ეს სივ­რცე ვერ შე­იქ­მნე­ბო­და.

რო­დე­საც ქა­ლა­ქი­დან გავ­დი­ვარ, სახ­ლში ჩემი მე­უღ­ლე უნდა იყოს. და­თოც მხო­ლოდ რწყავს, სა­რე­ვე­ლე­ბის ამო­ღე­ბას ვერ ბე­დავს. აქ ბევ­რია სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის მცე­ნა­რე - სუ­კუ­ლენ­ტე­ბი, კაქ­ტუ­სე­ბი, მა­რადმწვა­ნე­ე­ბი, მოყ­ვა­ვი­ლე­ე­ბი...

ვერ და­ვი­ჩე­მებ, რომ ამ საქ­მის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მცოდ­ნე ვარ. როცა ადა­მი­ა­ნი მცე­ნა­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ღა­ცას მე­კი­თხე­ბა, ყო­ველ­თვის ვპა­სუ­ხობ, რომ ამის ზუს­ტი რე­ცეპ­ტი არ არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, ჩი­ნუ­რი ვარ­დი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია თა­კა­რა მზე­ში, მოჩრდილ­ვა უნდა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამ გა­რე­მოს­თან ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია. პა­ტა­რა ნერ­გი­დან ვზრდი. ზამ­თარ­ში უმ­რავ­ლე­სო­ბა სახ­ლში შე­მო­მაქვს. ცი­კა­სის პალ­მა მაქვს, რო­მე­ლიც გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი მო­მი­ტა­ნეს და უკვე მე­ექ­ვსე ფო­თო­ლა­მოყ­რა აქვს...

- ჩი­ნუ­რი ვარ­დი, ბრო­წე­უ­ლი, ბალ­ბა, პალ­მა, ვარ­დი, აზა­ლია, ტე­კო­მა, გლი­ცი­ნია, ტუია... ვერც ვით­ვლი, იმ­დე­ნია...

- ყო­ველ წელს მგო­ნია, რომ ეს ბრო­წე­უ­ლი აღარ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ხა­რობს. მზის რა გი­თხრათ და, წვი­მის მად­ლი­ე­რი ვარ - როცა მო­დის, ცო­ცხლდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ქარი და მზე ძა­ლი­ან გვიშ­ლის ხელს. ყვე­ლა­ზე იო­ლად ვარ­დე­ბი ხა­რობს. მაქვს ორი ცალი პა­ტა­რა ნაძ­ვი, არის ეო­ნი­უ­მი, ეო­ნი­მუ­სიც.

არა­სო­დეს მით­ქვამს, ამის მოვ­ლა აღარ შე­მიძ­ლია ან აღარ მინ­და-მეთ­ქი. პი­რი­ქით, ამათ­თან ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა რომ არ მქონ­დეს, რა­ღა­ცე­ბი გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. უდი­დე­სი გან­მუხ­ტვის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა. აქ დრო ისე გა­დის, ვერც ვი­გებ. და­დე­ბი­თად გმუხ­ტავს და სი­ცო­ცხლეს გი­ხან­გრძლი­ვებს, სა­ო­ცა­რი ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მყარ­დე­ბა...

ისე, უბ­რა­ლოდ, კა­ლა­მი რომ ავი­ღო, მოვ­ჭრა და მი­წა­ში ჩა­ვა­სო, მა­შინ­ვე ხა­რობს. ია­სამ­ნის­ფე­რი ვარ­დი მაქვს, სურ­ნე­ლო­ვა­ნი, ულა­მა­ზე­სი. მოს­კო­ვის ერთ-ერთი გა­მო­ფე­ნი­დან ჩა­მო­მი­ტა­ნეს. და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე ხა­რობს, სი­ცხე­ში კი უჭირს. თავს ვერ და­დებ, რომ რა­ღა­ცას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­ხა­რებ, მაგ­რამ ამ სუ­ლი­ე­რი არ­სე­ბე­ბის მოვ­ლი­სას მათ წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა არ უნდა და­კარ­გო.

- ზო­გი­ერ­თი მემ­ცე­ნა­რე, მოყ­ვა­რუ­ლი მე­ბა­ღე ყვა­ვი­ლებს ასე მი­მარ­თავს: "ჩემი გოგო", "ჩემი ბიჭი"... თქვენც ხომ არ გა­ხა­სი­ა­თებთ ეს?

- პერ­სო­ნა­ლუ­რად არას­დროს მი­მი­მარ­თავს, თუმ­ცა დავ­მუქ­რე­ბი­ვარ. მყავს ფა­ვო­რი­ტე­ბიც.­ და­მი­ჯე­რეთ, მუ­ქა­რა ნამ­დვი­ლად ჭრის. მქონ­და ჩი­ნუ­რი ვარ­დი, რო­მე­ლიც რე­მონ­ტის დროს გა­მი­ფუჭ­და. ექ­ვსი თვე ვაკ­ვირ­დე­ბო­დი. არა­ფე­რი ეშ­ვე­ლა. ბო­ლოს ვუ­თხა­რი, რა გიყო, ამ­დენ ხანს გე­ლო­დე, ახლა ქო­თა­ნი უნდა გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლო, შენი დრო ამო­ი­წუ­რა-მეთ­ქი. ამო­ვი­ღე ფეს­ვით, გა­დავ­კრი­ჭე, 30 სმ და­ვუ­ტო­ვე და იქვე, სა­დაც მი­წას ვცრი, სა­ცერ­ზე დავ­დე, რომ ნარ­ჩე­ნი მიწა იქვე ჩაყ­რი­ლი­ყო. ჩემი მე­უღ­ლე ყვე­ლა­ფერს გა­ნურ­ჩევ­ლად რწყავს ხოლ­მე და გა­და­წყვი­ტა, ისიც მო­ერ­წყა, ერთ დღეს კი პა­ტა­რა ყლორ­ტე­ბი შევ­ნიშ­ნე. სას­წრა­ფოდ უკან­ვე ჩავრგე და წლე­ულს ყვა­ვი­ლი მომ­ცა... სა­ერ­თოდ, ჩი­ნუ­რი ვარ­დი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი მაქვს, ყვა­ვი­ლის ფე­რი­თა და ფორ­მით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი...წა­ი­კი­თეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ვის ეკუთვნის ვაჟა-ფშაველას გამზირზე, კორპუსის სახურავზე გაშენებული ულამაზესი ბაღი - "ეს ადგილი გადაღებებისთვისაც გამოუყენებიათ"

ვის ეკუთვნის ვაჟა-ფშაველას გამზირზე, კორპუსის სახურავზე გაშენებული ულამაზესი ბაღი - "ეს ადგილი გადაღებებისთვისაც გამოუყენებიათ"

ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე, ერთ-ერთი სახლის სახურავზე, ულამაზესი ბაღია გაშენებული. მისი პატრონი ფერმწერი ლელა ჯინჭარაძეა. მეშვიდე სართულზე ასვლისას საოცარ სიმწვანესა და სილამაზეში აღმოჩნდები, გაგაოცებს მზის გულზე ხასხასა, ფერადი და გულდაგულ მოვლილ-გახარებული მცენარეები.

- მას მერე, რაც და გარდამეცვალა, ფერწერას აღარ მივდევ - ემოცია აღარ მაქვს. ადრე აქტიურად ვმუშაობდი, გერმანიაში გამოფენებშიც ვმონაწილეობდი. დის მკურნალობის პერიოდში რა ფერწერული ნამუშევრებიც გვქონდა, გავყიდეთ... დღეს ჩემი შინაგანი მოთხოვნილება, სურვილები ყოველდღიური საქმიანობით გამოიხატება - ავეჯის, სამკაულის კეთება, ქილების მოხატვა და ბაღის გაშენება-მოვლა. შესაძლოა იმის სრული კომპენსაცია არ არის, რაც შეიძლებოდა ფერწერას მოეტანა, მაგრამ მაინც შემოქმედებითი მუხტის გამოვლენის საშუალებაა. მიწასთან მუშაობაზე ადრე არ მიფიქრია და არც სურვილი მქონია, ყველაფერი თავისთავად მოხდა, მერე კი ეს ჩემს საქმედ იქცა.

- როგორ დაიწყეთ ბაღის გაშენება მეშვიდე სართულზე?

- აქ 2000 წელს გადმოვედით. სადაც ახლა ბაღია, ოთახიდან სარკმელი გამოდიოდა. ჩემმა შვილმა, სალომემ ლიმონის ნერგი მაჩუქა და იმ სარკმელთან დავდგი. კარგა ხნის მერე გაფუჭება დაიწყო და გარეთ გავიტანე. ერთ ქოთანს მეორე, მესამე მოჰყვა და ასე შეივსო ეს სივრცე. მერე მივხვდი, რომ აქაურობისთვის სახე უნდა მიგვეცა და რეკონსტრუქცია დავიწყეთ. არქიტექტურული თვალსაზრისით სერიოზული შრომაა გაწეული.

დღესდღეობით ბაღში 300-მდე ქოთანია. წელიწადში ერთხელ თითოეულს მიწის გამოცვლა და გადარგვა სჭირდება. აუცილებელია მიწის გაფხვიერებაც. ყოველ წელს ბაღს ახალი მცენარეებიც ემატება. ვჩუქნი, ვხშირავ, სხვაგან მიმაქვს და ვრგავ - გამრავლების, გაფხვიერების, სარეველების მოცილების პროცესი მუდმივია. მარტივი სამუშაო არ არის. ამინდის შესაბამისად, ყოველი დილის 2-3 საათს აქ ვატარებ. ვფიქრობ, სამსახური რომ მქონოდა, ეს სივრცე ვერ შეიქმნებოდა.

როდესაც ქალაქიდან გავდივარ, სახლში ჩემი მეუღლე უნდა იყოს. დათოც მხოლოდ რწყავს, სარეველების ამოღებას ვერ ბედავს. აქ ბევრია სხვადასხვა სახეობის მცენარე - სუკულენტები, კაქტუსები, მარადმწვანეები, მოყვავილეები...

ვერ დავიჩემებ, რომ ამ საქმის სრულფასოვანი მცოდნე ვარ. როცა ადამიანი მცენარესთან დაკავშირებით რაღაცას მეკითხება, ყოველთვის ვპასუხობ, რომ ამის ზუსტი რეცეპტი არ არსებობს. მაგალითად, ჩინური ვარდი წარმოუდგენელია თაკარა მზეში, მოჩრდილვა უნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ გარემოსთან ადაპტირებულია. პატარა ნერგიდან ვზრდი. ზამთარში უმრავლესობა სახლში შემომაქვს. ციკასის პალმა მაქვს, რომელიც გაუბედურებული მომიტანეს და უკვე მეექვსე ფოთოლამოყრა აქვს...

- ჩინური ვარდი, ბროწეული, ბალბა, პალმა, ვარდი, აზალია, ტეკომა, გლიცინია, ტუია... ვერც ვითვლი, იმდენია...

- ყოველ წელს მგონია, რომ ეს ბროწეული აღარ იქნება, მაგრამ ხარობს. მზის რა გითხრათ და, წვიმის მადლიერი ვარ - როცა მოდის, ცოცხლდება ყველაფერი, მაგრამ ქარი და მზე ძალიან გვიშლის ხელს. ყველაზე იოლად ვარდები ხარობს. მაქვს ორი ცალი პატარა ნაძვი, არის ეონიუმი, ეონიმუსიც.

არასოდეს მითქვამს, ამის მოვლა აღარ შემიძლია ან აღარ მინდა-მეთქი. პირიქით, ამათთან ყოველდღიური ურთიერთობა რომ არ მქონდეს, რაღაცები გამიჭირდებოდა. უდიდესი განმუხტვის შესაძლებლობაა. აქ დრო ისე გადის, ვერც ვიგებ. დადებითად გმუხტავს და სიცოცხლეს გიხანგრძლივებს, საოცარი ურთიერთდამოკიდებულება მყარდება...

ისე, უბრალოდ, კალამი რომ ავიღო, მოვჭრა და მიწაში ჩავასო, მაშინვე ხარობს. იასამნისფერი ვარდი მაქვს, სურნელოვანი, ულამაზესი. მოსკოვის ერთ-ერთი გამოფენიდან ჩამომიტანეს. დაბალ ტემპერატურაზე ხარობს, სიცხეში კი უჭირს. თავს ვერ დადებ, რომ რაღაცას აუცილებლად გაახარებ, მაგრამ ამ სულიერი არსებების მოვლისას მათ წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა არ უნდა დაკარგო.

- ზოგიერთი მემცენარე, მოყვარული მებაღე ყვავილებს ასე მიმართავს: "ჩემი გოგო", "ჩემი ბიჭი"... თქვენც ხომ არ გახასიათებთ ეს?

- პერსონალურად არასდროს მიმიმართავს, თუმცა დავმუქრებივარ. მყავს ფავორიტებიც. დამიჯერეთ, მუქარა ნამდვილად ჭრის. მქონდა ჩინური ვარდი, რომელიც რემონტის დროს გამიფუჭდა. ექვსი თვე ვაკვირდებოდი. არაფერი ეშველა. ბოლოს ვუთხარი, რა გიყო, ამდენ ხანს გელოდე, ახლა ქოთანი უნდა გავათავისუფლო, შენი დრო ამოიწურა-მეთქი. ამოვიღე ფესვით, გადავკრიჭე, 30 სმ დავუტოვე და იქვე, სადაც მიწას ვცრი, საცერზე დავდე, რომ ნარჩენი მიწა იქვე ჩაყრილიყო. ჩემი მეუღლე ყველაფერს განურჩევლად რწყავს ხოლმე და გადაწყვიტა, ისიც მოერწყა, ერთ დღეს კი პატარა ყლორტები შევნიშნე. სასწრაფოდ უკანვე ჩავრგე და წლეულს ყვავილი მომცა... საერთოდ, ჩინური ვარდი სხვადასხვანაირი მაქვს, ყვავილის ფერითა და ფორმით განსხვავებული...წაიკითეთ სრულად

ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

სახელმწიფოს გადაწყვეტილებით პარაოლიმპიური თამაშების გამარჯვებულები ყოველთვიურად 1000 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ

შატილში ერთადერთი საჯარო სკოლა იწვის