ავტორი:

ვინ იყო 15 წლის გოგონა, რომელიც ქობულეთში ავარიას ემსხვერპლა

ვინ იყო 15 წლის გოგონა, რომელიც ქობულეთში ავარიას ემსხვერპლა

9 ოქტომბერს, ქობულეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლის ლიკა სარჯველაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთის შემოვლით გზაზე მოხდა - ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის დროს ლიკა მანქანაში მამასთან და უმცროს ძმასთან ერთად იმყოფებოდა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ორივე დაშავებული კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გარდაცვლილი გოგონა ბათუმის მეოთხე საჯარო სკოლაში სწავლობდა. ახლობლების თქმით, ლიკას ოჯახი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდანაა.

15 წლის ლიკა სარჯველაძის გარდაცვალების ფაქტს, მისი მეგობრები და ნათესავები სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით გამოეხმაურნენ და სამძიმარი გამოუცხადეს ოჯახს:

"როგორი თბილი იყავი, როგორ ყველაფერზე ბრაზდებოდი... მე არ მჯერა შენი სიკვდილი, არ მჯერა რო ვერასდროს გნახავ... მუდამ მეყვარები და ჩემს გულში იქნები"

"ჩემო ლამაზთვალება, მონატრებულო... არ მგონია რომ ვეღარასდროს გნახავ, არ მჯერა რომ შენ ლამაზ ღიმილს ვეღარ დავინახავ... ჩემო მმზეთუნახავო. ახლაც მგონია რომ გვცდი და მაგრად დაგვცინი ყველას. ყველაფერს მივცემდი, ოღონდ ახლა მარტო ერთხელ ჩამახუტა შენთან, ჩემო ღიმილის გოგოვ..." - წერენ ლიკას მეგობრები და ახლობლები.

მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

ავარია ქობულეთში - ერთმანეთს სასწრაფო დახმარების მანქანა და ტრაილერი შეეჯახნენ

ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - "ერთი სასულიერო პირია, მარნეულში კი ვირუსი ექიმს დაუდგინდა"

ბოლნისში სასწრაფოს 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა