მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

31

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 10:28-ზე, მთვარე თევზებს ესტუმრება 02:52-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მხატვარი, რომლის ნახატების ფოტო, ან ვიდეო გადაღება შეუძლებელია
ქართველი მხატვარი, რომლის ნახატების ფოტო, ან ვიდეო გადაღება შეუძლებელია

მხატ­ვა­რი ვახო ბარ­და­ვე­ლი­ძე 90-იანი წლე­ბი­დან მი­უნ­ხენ­ში ცხოვ­რობ­და და ცნო­ბი­ლია და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში. მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი შე­ძე­ნი­ლი აქვთ ცნო­ბილ კო­ლექ­ცი­ო­ნე­რებს, მათ შო­რის ზაქ­სე­ბის, ოპე­ლე­ბის ოჯახს... ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა გა­ი­მარ­თა.

ვახო ბარ­და­ვე­ლი­ძე 2018 წელს, 46 წლის ასაკ­ში უეც­რად გარ­და­იც­ვა­ლა... ის ფიქ­რობ­და, რომ ნა­ხა­ტი არ უნდა იყოს მხო­ლოდ ორ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ან სიბ­რტყე­ში, ფერი და ფორ­მა. ამ­ბობ­და, რომ ნა­ხა­ტი უნდა ქმნი­დეს სივ­რცეს, სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ან, მოძ­რავ პრო­ცესს. ამი­ტომ, ის არ ხა­ტავ­და ჩვე­უ­ლებ­რივ, გა­და­ჭი­მულ ტი­ლო­ზე. ხა­ტავ­და სა­მე­დი­ცი­ნო დოლ­ბან­დზე და ქმნი­და ფე­რის, სივ­რცი­სა და ფორ­მის გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ ნა­მუ­შევ­რებს.

ამ ტექ­ნი­კის გამო ვახო ბარ­და­ვე­ლი­ძის ნა­ხა­ტე­ბის ფოტო, ან ვი­დეო გა­და­ღე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან ფო­ტოც და ვი­დე­ოც ორ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნია და ვერ გად­მოს­ცე­მენ ნა­ხა­ტის არსს. ამი­ტომ, მხატ­ვარ­მა უარი თქვა კა­ტა­ლო­გებ­სა და ვებგ­ვერ­დებ­ზე, ხატ­ვის ტექ­ნი­კა კი 2002 წელს და­ა­პა­ტენ­ტა კი­დეც.

AMBEBI.GE მხატ­ვრის ოჯახს ეწ­ვია.

და­ვით ბარ­და­ვე­ლი­ძე, მხატ­ვრის ძმა:

"ძნე­ლია ძმა­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ თავ­მდაბ­ლო­ბის გა­რე­შე ვი­ტყვი, რომ ის მხო­ლოდ ძმა არ იყო, სუ­ლი­ე­რი მე­გო­ბა­რიც გახ­ლდათ... მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბი­თა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ძი­ე­ბით ის­წრა­ფო­და თა­ვისფლე­ბის­კენ, შე­უც­ნო­ბე­ლის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის­კენ და ამის გა­მო­ხატ­ვა ხე­ლოვ­ნე­ბა­სა და ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში მისი მი­ზა­ნი იყო. და­ი­ბა­და თბი­ლის­ში, 1971 წელს.

და­ამ­თავ­რა 1-ელი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლა. ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბა­ში სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა ჩა­ერ­თო და ბედ­ნი­ე­რი იყო, რომ შე­ხე­ბა ჰქონ­და მე­რაბ კოს­ტა­ვას­თან და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თან. მის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სურ­ვი­ლი არ იყო მხო­ლოდ სურ­ვი­ლი, ის იმის ძი­ე­ბა იყო, თუ რა არის თა­ვი­სუფ­ლე­ბა... ეს კი­თხვე­ბი ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდამ და­უს­ვა სა­კუ­თარ თავს“.

რო­გორც ბა­ტო­ნი და­ვი­თი გვიყ­ვე­ბა, თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რა-რეს­ტავ­რა­ცი­ის ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, 1993 წელს გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბუ­ლა, თუმ­ცა მა­ნამ­დე ჯერ კი­დევ 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს, სტუ­დენ­ტო­ბი­სას მო­ნა­წი­ლე­ობ­და ისეთ ექ­სპე­დი­ცი­ებ­ში, რო­გო­რიც იყო სვა­ნეთ­ში ლა­მა­რი­ას ფრეს­კე­ბის რეს­ტავ­რა­ცია, ადრე ქრის­ტი­ა­ნუ­ლი იკო­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ნი­მუ­შე­ბის აღ­მო­ჩე­ნა-აღ­დგე­ნა, რა­საც მის­თვის, რო­გორც შე­მოქ­მე­დის­თვის, დიდი იმ­პულ­სი მი­უ­ცია...

„ბავ­შვო­ბი­დან ხა­ტავ­და. სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს ჩა­ი­რი­ცხა, გერ­მა­ნი­ა­ში კი ერთ-ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ხე­ლოვ­ნე­ბის თე­რა­პი­ის გან­ხრით სწავ­ლობ­და. იმ პე­რი­ოდ­ში ხე­ლოვ­ნე­ბას კი­დევ უფრო სხვა კუ­თხით და­უ­კავ­შირ­და. მას რო­გორც გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ, გა­დამ­რჩენ დარ­გს ისე გა­ეც­ნო. ამას­თან, ნახა ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მე­ბი, დიდი მხატ­ვრე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი, რა­მაც კი­დევ მე­ტად გა­ზარ­და იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში, რომ ძი­ე­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა და შემ­დგა­რი­ყო რო­გორც მხატ­ვა­რი. ასე­ვე არტთე­რა­პი­ის პრაქ­ტი­კას მიჰ­ყო ხელი, თა­ვის სტუ­დია ჰქონ­და, ახალ­გაზ­რდებ­თან მუ­შა­ობ­და.

თუმ­ცა მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იყო ფერი. მის პირ­ველ პერ­სო­ნა­ლურ გა­მო­ფე­ნას „სივ­რცედ ქმნი­ლი ფერი“ ამი­ტომ და­ვარ­ქვით. ფერი, რო­გორც ობი­ექ­ტუ­რად არ­სე­ბუ­ლი, რო­გორც არ­სე­ბა. ჩემი აზ­რით, ვახო თა­ვი­სი ტექ­ნი­კით და მიგ­ნე­ბით, რი­თაც ის გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლია, შეძ­ლო და შედ­გა რო­გორც მხატ­ვა­რი.

ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში მე­ტა­მორ­ფო­ზა, რომ ცხოვ­რე­ბა არა­სო­დეს მთავ­რდე­ბა, გრძელ­დე­ბა - ეს მუდ­მი­ვი პრო­ცე­სია“.

რეს­პონ­დენ­ტი გვიყ­ვე­ბა, რომ მხატ­ვა­რი წლე­ბის წინ ავად გამ­ხდა­რა, პნევ­მო­ტო­რაქ­სი და­მარ­თნია. სა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­სულს კი უთ­ქვამს, - თით­ქოს ვგრძნობ­დი, შიგ­ნით სხე­უ­ლი რო­გორ და­მეგლი­ჯა და დოლ­ბან­დზე და­ხატ­ვა მო­მინ­დაო... ასე და­ი­წყო ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი იმ ტექ­ნი­კა­ში, რი­თაც, რო­გორც მხატ­ვა­რი, ევ­რო­პა­ში კარ­გად გა­იც­ნეს, თუმ­ცა ბევ­რი რამ არ დას­ცალ­და და ნა­მუ­შევ­რე­ბიც და­სამ­თავ­რე­ბე­ლი დარ­ჩა... ზო­გა­დად კი მის ნა­ხა­ტებ­ში უამ­რა­ვი თე­მაა...

რო­დე­საც მის ტი­ლოს­თან დგა­ხარ, ფერს უყუ­რებ და მოძ­რა­ობ, ფერს იც­ვლის. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ერ­თდრო­უ­ლად ორი ტი­ლოა შექ­მნი­ლი და ტი­ლო­ებს შო­რის სივ­რცეა, სა­დაც მხატ­ვა­რი სხვა­დას­ხვა მა­სა­ლას ხმა­რობს. უამ­რა­ვი ნა­ხა­ტი ჰქონ­და, მაგ­რამ იქი­დან მხო­ლოდ მცი­რე­დი შე­მორ­ჩა, რად­გა­ნაც მო­თხოვ­ნა­დი იყო...

კრის­ტი­ა­ნე ბარ­და­ვე­ლი­ძე-ლო­იხ­ტენ­ბერ­გე­რი ვახო ბარ­და­ველ­კი­ძის გერ­მა­ნე­ლი მე­უღ­ლეა, ქარ­თუ­ლად მშვე­ნივ­რად ლა­პა­რა­კობს. პრო­ფე­სი­ით ისიც მხატ­ვა­რია, მე­უღ­ლე­ზე სა­უბ­რი­სას კი გული უჩუყ­დე­ბა და ცრემ­ლებს ვერ იკა­ვებს:

„ერ­თმა­ნე­თი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 1994 წელს გა­ვი­ცა­ნით, არტთე­რა­პი­ა­ზე ერ­თად ვსწავ­ლობ­დით, ოღონდ, ვახო ერთი კურ­სით ზე­მოთ იყო. რო­დე­საც ვხვდე­ბო­დით, მუდ­მი­ვად რა­ღა­ცებ­ზე ვკა­მა­თობ­დით, თე­მას კი რა გა­მო­ლევ­და (არ­თთე­რა­პია, ფე­რე­ბი...) - ასე და­ვი­წყეთ ურ­თი­ერ­თო­ბა, მე­გობ­რო­ბა. მერე გაჩ­ნდა იდეა, - გაგ­ვე­გო, ჩვენ შო­რის ვინ უფრო მა­მა­ცი იყო. ამის­თვის კი ერ­თმა­ნეთს ქა­ლაქ­გა­რეთ, ერთ-ერთ გერ­მა­ნულ სა­საფ­ლა­ო­ზე ღა­მის 12 სა­ათ­ზე შევ­ხვდით.

ვე­ცა­დეთ, შიში დაგ­ვეთ­რგუ­ნა. ვცდი­ლობ­დი, მა­მა­ცი გა­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი და შიშს არ ვიმ­ჩნევ­დი. ვახო რომ მო­ვი­და, ჯი­ბე­ე­ბი სან­თლე­ბით ჰქონ­და სავ­სე. სა­საფ­ლა­ოს ჭიშ­კა­რი და­კე­ტი­ლი იყო და ღო­ბი­დან გა­დავ­ძვე­რით. ის სან­თლებს ან­თებ­და, ბი­ლიკ­ზე აწყობ­და და ეკ­ლე­სი­ამ­დე გზას ასე ანა­თებ­და. სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ზე მა­მა­ცი ის აღ­მოჩ­ნდა...

გერ­მა­ნი­ა­ში ერთ ულა­მა­ზეს ად­გი­ლას წყა­როა, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად 9 გრა­დუ­სი აქვს. მთელ ქვე­ყა­ნა­ში ცნო­ბი­ლი ად­გი­ლია. წყა­რო გა­მოქ­ვა­ბულ­შია და მას­ზე ლე­გენ­დაც არ­სე­ბობს: რომ იქ ცხოვ­რობ­და წყლის ფე­რია, მაგ­რამ სო­ფე­ლი ტი­რო­და, რად­გა­ნაც შავი ზღვი­დან მო­სულ­მა პრინცმა ის მო­ი­ტა­ცა. ვი­ნა­ი­დან ვახო შავი ზღვის ქვეყ­ნი­დან იყო, მე კი მას­თან ვმე­გობ­რობ­დი, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ხში­რად ხუმ­რობ­დნენ და ამ ლე­გენ­დას გვახ­სე­ნებ­დნენ - ქარ­თველ­მა ბიჭ­მა ჩვე­ნი გოგო მი­ი­ტა­ცაო... მოკ­ლედ, ასე ნელ-ნელა მივ­დი­ო­დით ერ­თმა­ნე­თის­კენ...

1997 წელს დავ­ქორ­წინ­დით. ვა­ხომ მა­შინ­ვე მი­თხრა, რომ „შენ არ ხარ ჩემი ცოლი და მეც არ ვარ ქმა­რი, შენ ჩემი მე­უღ­ლე ხარ“, - „მე­უღ­ლის“ მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ვი­ცო­დი და როცა გა­ვი­გე, გაგვგიჟ­დი, ისე მო­მე­წო­ნა. რა სიმ­ბო­ლუ­რია, ორი ადა­მი­ა­ნი ერთ უღელს ინა­წი­ლებს...

- რა დარ­ჩა მე­უღ­ლის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ?

- არ არის ად­ვი­ლი ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი... ვახო ჩემ­თა­ნაა, არ­სად წა­სუ­ლა და ბო­ლომ­დე ჩემ­თან იქ­ნე­ბა. მგო­ნი, ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი იშ­ვი­ა­თია. ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნია. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ სა­ერ­თოდ შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს და ეს სიყ­ვა­რუ­ლი შედ­გა.

სამი შვი­ლი გვყავს - 2 გოგო და ერთი ბიჭი. სა­მი­ვე ხა­ტავს. უფ­რო­სი 23 წლი­სა, ფლო­რენ­ცი­ა­ში ცხოვ­რობს. მა­მა­მი­სი­ვით ხა­ტავს, მე­ო­რე 21 წლი­სა, სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე სწავ­ლობს, წარ­მა­ტე­ბუ­ლია, ბიჭი მი­უნ­ხენ­ში სკო­ლას ამ­თავ­რებს.

და­ვით ბარ­და­ვე­ლი­ძე:

- დოლ­ბან­დზე მინ­და გი­თხრათ, რომ მის შე­სა­ძე­ნად აფ­თი­აქ­ში და­დი­ო­და და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ყი­დუ­ლობ­და. შემ­დეგ ის აფ­თი­ა­ქი გერ­მა­ნი­ა­ში მომ­წო­დე­ბელ ქარ­ხა­ნას და­უ­კავ­შირ­და, აც­ნო­ბეს, მხატ­ვრის ინ­ტე­რე­სის შე­სა­ხებ და უძ­ვე­ლე­სი სტე­რი­ლუ­რი დოლ­ბან­დის კომ­პა­ნი­ამ უსას­ყიდ­ლოდ და­ი­წყო მის­თვის ამ მა­სა­ლის მოქ­სო­ვა და დიდი თო­ფე­ბით მო­წო­დე­ბა, რო­მელ­საც უკვე ვახო სა­ხა­ტა­ვად იყე­ნებ­და.

- რა­ტომ ვერ შეძ­ლო ვერც ერ­თმა გა­ლე­რის­ტმა ფო­ტოგ­რაფ­მა მისი ნა­მუ­შევ­რე­ბის ფო­ტო­ზე ან ვი­დე­ო­ზე აღ­ბეჭდ­ვა?

- ხომ ვამ­ბობ, ეს ორი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ტი­ლოა. ტი­ლოს ვამ­ბობთ, მაგ­რამ მის ნაც­ვლად დოლ­ბან­დია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც შე­ერ­თე­ბუ­ლია მე­ო­რე მხა­რეს­თან, რაც შიდა სივ­რცეს წარ­მოქ­მნის (ორი­ვე­ზე ერ­თდრო­უ­ლად მუ­შა­ობ­და). ამი­ტომ ვერ ხერ­ხდე­ბა ზუს­ტი ანა­რეკ­ლის გა­კე­თე­ბა. ხომ ვამ­ბობ, ეს არის პრო­ცე­სი და ვა­ხოს ნა­მუ­შევ­რე­ბი ითხოვს არა ერთი მო­მენ­ტის და­ფიქ­სი­რე­ბას, რად­გა­ნაც სულ მოძ­რა­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები ტრაგედიის ადგილიდან - აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა
ავტორი:

ქართველი მხატვარი, რომლის ნახატების ფოტო, ან ვიდეო გადაღება შეუძლებელია

ქართველი მხატვარი, რომლის ნახატების ფოტო, ან ვიდეო გადაღება შეუძლებელია

მხატვარი ვახო ბარდაველიძე 90-იანი წლებიდან მიუნხენში ცხოვრობდა და ცნობილია დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში. მისი ნამუშევრები შეძენილი აქვთ ცნობილ კოლექციონერებს, მათ შორის ზაქსების, ოპელების ოჯახს... ცოტა ხნის წინ საქართველოში მისი პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა.

ვახო ბარდაველიძე 2018 წელს, 46 წლის ასაკში უეცრად გარდაიცვალა... ის ფიქრობდა, რომ ნახატი არ უნდა იყოს მხოლოდ ორგანზომილებიან სიბრტყეში, ფერი და ფორმა. ამბობდა, რომ ნახატი უნდა ქმნიდეს სივრცეს, სამგანზომილებიან, მოძრავ პროცესს. ამიტომ, ის არ ხატავდა ჩვეულებრივ, გადაჭიმულ ტილოზე. ხატავდა სამედიცინო დოლბანდზე და ქმნიდა ფერის, სივრცისა და ფორმის განუმეორებელ ნამუშევრებს.

ამ ტექნიკის გამო ვახო ბარდაველიძის ნახატების ფოტო, ან ვიდეო გადაღება შეუძლებელია, რადგან ფოტოც და ვიდეოც ორგანზომილებიანია და ვერ გადმოსცემენ ნახატის არსს. ამიტომ, მხატვარმა უარი თქვა კატალოგებსა და ვებგვერდებზე, ხატვის ტექნიკა კი 2002 წელს დააპატენტა კიდეც.

AMBEBI.GE მხატვრის ოჯახს ეწვია.

დავით ბარდაველიძე, მხატვრის ძმა:

"ძნელია ძმაზე საუბარი, მაგრამ თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ის მხოლოდ ძმა არ იყო, სულიერი მეგობარიც გახლდათ... მთელი თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებითი ძიებით ისწრაფოდა თავისფლებისკენ, შეუცნობელის გაცნობიერებისკენ და ამის გამოხატვა ხელოვნებასა და ყოველდღიურობაში მისი მიზანი იყო. დაიბადა თბილისში, 1971 წელს.

დაამთავრა 1-ელი ექსპერიმენტული სკოლა. ეროვნულ მოძრაობაში სრულიად ახალგაზრდა ჩაერთო და ბედნიერი იყო, რომ შეხება ჰქონდა მერაბ კოსტავასთან და ზვიად გამსახურდიასთან. მისთვის თავისუფლების სურვილი არ იყო მხოლოდ სურვილი, ის იმის ძიება იყო, თუ რა არის თავისუფლება... ეს კითხვები ძალიან ახალგაზრდამ დაუსვა საკუთარ თავს“.

როგორც ბატონი დავითი გვიყვება, თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურა-რესტავრაციის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 1993 წელს გერმანიაში გამგზავრებულა, თუმცა მანამდე ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს, სტუდენტობისას მონაწილეობდა ისეთ ექსპედიციებში, როგორიც იყო სვანეთში ლამარიას ფრესკების რესტავრაცია, ადრე ქრისტიანული იკონოგრაფიული ნიმუშების აღმოჩენა-აღდგენა, რასაც მისთვის, როგორც შემოქმედისთვის, დიდი იმპულსი მიუცია...

„ბავშვობიდან ხატავდა. სამხატვრო აკადემიაში 80-იანი წლების ბოლოს ჩაირიცხა, გერმანიაში კი ერთ-ერთ უნივერსიტეტში ხელოვნების თერაპიის განხრით სწავლობდა. იმ პერიოდში ხელოვნებას კიდევ უფრო სხვა კუთხით დაუკავშირდა. მას როგორც გამაჯანსაღებელ, გადამრჩენ დარგს ისე გაეცნო. ამასთან, ნახა ხელოვნების მუზეუმები, დიდი მხატვრების ნამუშევრები, რამაც კიდევ მეტად გაზარდა იმ გადაწყვეტილებაში, რომ ძიება გაეგრძელებინა და შემდგარიყო როგორც მხატვარი. ასევე არტთერაპიის პრაქტიკას მიჰყო ხელი, თავის სტუდია ჰქონდა, ახალგაზრდებთან მუშაობდა.

თუმცა მისთვის მნიშვნელოვანია იყო ფერი. მის პირველ პერსონალურ გამოფენას „სივრცედ ქმნილი ფერი“ ამიტომ დავარქვით. ფერი, როგორც ობიექტურად არსებული, როგორც არსება. ჩემი აზრით, ვახო თავისი ტექნიკით და მიგნებით, რითაც ის განუმეორებელია, შეძლო და შედგა როგორც მხატვარი.

ასევე მნიშვნელოვანია მის შემოქმედებაში მეტამორფოზა, რომ ცხოვრება არასოდეს მთავრდება, გრძელდება - ეს მუდმივი პროცესია“.

რესპონდენტი გვიყვება, რომ მხატვარი წლების წინ ავად გამხდარა, პნევმოტორაქსი დამართნია. სავადმყოფოდან გამოსულს კი უთქვამს, - თითქოს ვგრძნობდი, შიგნით სხეული როგორ დამეგლიჯა და დოლბანდზე დახატვა მომინდაო... ასე დაიწყო ექსპერიმენტები იმ ტექნიკაში, რითაც, როგორც მხატვარი, ევროპაში კარგად გაიცნეს, თუმცა ბევრი რამ არ დასცალდა და ნამუშევრებიც დასამთავრებელი დარჩა... ზოგადად კი მის ნახატებში უამრავი თემაა...

როდესაც მის ტილოსთან დგახარ, ფერს უყურებ და მოძრაობ, ფერს იცვლის. მნიშვნელოვანია ის, რომ ერთდროულად ორი ტილოა შექმნილი და ტილოებს შორის სივრცეა, სადაც მხატვარი სხვადასხვა მასალას ხმარობს. უამრავი ნახატი ჰქონდა, მაგრამ იქიდან მხოლოდ მცირედი შემორჩა, რადგანაც მოთხოვნადი იყო...

კრისტიანე ბარდაველიძე-ლოიხტენბერგერი ვახო ბარდაველკიძის გერმანელი მეუღლეა, ქართულად მშვენივრად ლაპარაკობს. პროფესიით ისიც მხატვარია, მეუღლეზე საუბრისას კი გული უჩუყდება და ცრემლებს ვერ იკავებს:

„ერთმანეთი უნივერსიტეტში 1994 წელს გავიცანით, არტთერაპიაზე ერთად ვსწავლობდით, ოღონდ, ვახო ერთი კურსით ზემოთ იყო. როდესაც ვხვდებოდით, მუდმივად რაღაცებზე ვკამათობდით, თემას კი რა გამოლევდა (ართთერაპია, ფერები...) - ასე დავიწყეთ ურთიერთობა, მეგობრობა. მერე გაჩნდა იდეა, - გაგვეგო, ჩვენ შორის ვინ უფრო მამაცი იყო. ამისთვის კი ერთმანეთს ქალაქგარეთ, ერთ-ერთ გერმანულ სასაფლაოზე ღამის 12 საათზე შევხვდით.

ვეცადეთ, შიში დაგვეთრგუნა. ვცდილობდი, მამაცი გამოვჩენილიყავი და შიშს არ ვიმჩნევდი. ვახო რომ მოვიდა, ჯიბეები სანთლებით ჰქონდა სავსე. სასაფლაოს ჭიშკარი დაკეტილი იყო და ღობიდან გადავძვერით. ის სანთლებს ანთებდა, ბილიკზე აწყობდა და ეკლესიამდე გზას ასე ანათებდა. საბოლოოდ, ყველაზე მამაცი ის აღმოჩნდა...

გერმანიაში ერთ ულამაზეს ადგილას წყაროა, რომელსაც მუდმივად 9 გრადუსი აქვს. მთელ ქვეყანაში ცნობილი ადგილია. წყარო გამოქვაბულშია და მასზე ლეგენდაც არსებობს: რომ იქ ცხოვრობდა წყლის ფერია, მაგრამ სოფელი ტიროდა, რადგანაც შავი ზღვიდან მოსულმა პრინცმა ის მოიტაცა. ვინაიდან ვახო შავი ზღვის ქვეყნიდან იყო, მე კი მასთან ვმეგობრობდი, უნივერსიტეტში ხშირად ხუმრობდნენ და ამ ლეგენდას გვახსენებდნენ - ქართველმა ბიჭმა ჩვენი გოგო მიიტაცაო... მოკლედ, ასე ნელ-ნელა მივდიოდით ერთმანეთისკენ...

1997 წელს დავქორწინდით. ვახომ მაშინვე მითხრა, რომ „შენ არ ხარ ჩემი ცოლი და მეც არ ვარ ქმარი, შენ ჩემი მეუღლე ხარ“, - „მეუღლის“ მნიშვნელობა არ ვიცოდი და როცა გავიგე, გაგვგიჟდი, ისე მომეწონა. რა სიმბოლურია, ორი ადამიანი ერთ უღელს ინაწილებს...

- რა დარჩა მეუღლის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ?

- არ არის ადვილი ამ კითხვაზე პასუხი... ვახო ჩემთანაა, არსად წასულა და ბოლომდე ჩემთან იქნება. მგონი, ასეთი სიყვარული იშვიათია. ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია. ბედნიერი ვარ, რომ საერთოდ შევხვდით ერთმანეთს და ეს სიყვარული შედგა.

სამი შვილი გვყავს - 2 გოგო და ერთი ბიჭი. სამივე ხატავს. უფროსი 23 წლისა, ფლორენციაში ცხოვრობს. მამამისივით ხატავს, მეორე 21 წლისა, სამსახიობოზე სწავლობს, წარმატებულია, ბიჭი მიუნხენში სკოლას ამთავრებს.

დავით ბარდაველიძე:

- დოლბანდზე მინდა გითხრათ, რომ მის შესაძენად აფთიაქში დადიოდა და დიდი რაოდენობით ყიდულობდა. შემდეგ ის აფთიაქი გერმანიაში მომწოდებელ ქარხანას დაუკავშირდა, აცნობეს, მხატვრის ინტერესის შესახებ და უძველესი სტერილური დოლბანდის კომპანიამ უსასყიდლოდ დაიწყო მისთვის ამ მასალის მოქსოვა და დიდი თოფებით მოწოდება, რომელსაც უკვე ვახო სახატავად იყენებდა.

- რატომ ვერ შეძლო ვერც ერთმა გალერისტმა ფოტოგრაფმა მისი ნამუშევრების ფოტოზე ან ვიდეოზე აღბეჭდვა?

- ხომ ვამბობ, ეს ორი დამოუკიდებელი ტილოა. ტილოს ვამბობთ, მაგრამ მის ნაცვლად დოლბანდია გამოყენებული, რომელიც შეერთებულია მეორე მხარესთან, რაც შიდა სივრცეს წარმოქმნის (ორივეზე ერთდროულად მუშაობდა). ამიტომ ვერ ხერხდება ზუსტი ანარეკლის გაკეთება. ხომ ვამბობ, ეს არის პროცესი და ვახოს ნამუშევრები ითხოვს არა ერთი მომენტის დაფიქსირებას, რადგანაც სულ მოძრაობს.

ტყუპზე ორსული ია ჩანტლაძე იტალიელ ქმარს კორონავირუსმა დააშორა - "ველოდებით საზღვრების გახსნას, რომ ისევ შევძლოთ ერთად ყოფნა"

ირინა შეიკი პუტინის წიგნით ხელში - ფოტო, რომლის გამოც რუს მოდელს ქართველებმა ონლაინ-თავდასხმა მოუწყვეს

რიჩარდ გირს 70 წლის ასაკში შვილი შეეძინა - ჰოლივუდის ვარსკვლავისა და მისი 37 წლის ცოლის ოჯახური პორტრეტი (ფოტოები)