სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგანგაშო სტატისტიკა: ბოლო ექვს თვეში საქართველოში 207-მა ადამიანმა მოიკლა თავი
საგანგაშო სტატისტიკა: ბოლო ექვს თვეში საქართველოში 207-მა ადამიანმა მოიკლა თავი

"2018 წელს სუ­ი­ცი­დის 389 და სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბის 477 ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და, ხოლო 2019 წლის 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 219 ადა­მი­ან­მა სცა­და თვით­მკვლე­ლო­ბა, 207-მა კი სი­ცო­ცხლე სუ­ი­ცი­დით და­ას­რუ­ლა" - ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ნინო ლომ­ჯა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ლომ­ჯა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, ფსი­ქი­კუ­რი ჯან­დაც­ვა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მუ­რი სფე­როა სა­ქარ­თვე­ლო­ში და "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ხელ­მწი­ფომ აღი­ა­რა, რომ უნდა ჰქონ­დეს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სუ­ი­ცი­დის პრე­ვენ­ცი­ის პროგ­რა­მა, ჩვენს ქვე­ყა­ნას ასე­თი პროგ­რა­მა არ აქვს".

რო­გორც სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა აღ­ნიშ­ნა, ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ძა­ლი­ან ხში­რად გა­მოწ­ვე­უ­ლია ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით.

"სამ­წუ­ხა­როდ, ფსი­ქი­კუ­რი ჯან­დაც­ვის სა­კი­თხე­ბი გვახ­სენ­დე­ბა მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც გარ­კვე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი სრულ­დე­ბა ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლად, სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბით ან უფრო მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბით. ფსი­ქი­კუ­რი ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ბოლო წლებ­ში იზ­რდე­ბა სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბა, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად ეს თან­ხე­ბი მი­ე­მარ­თე­ბა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სათ­ვის.

გარ­კვე­ულ სტა­ცი­ო­ნა­ლურ-ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ნამ­დვი­ლად გა­უმჯდო­ბეს­და ვი­თა­რე­ბა, თუმ­ცა ეს არის ძა­ლი­ან მი­ნი­მა­ლუ­რი და არა­საკ­მა­რი­სი იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თვის, რაც ამ სფე­რო­ში არ­სე­ბობს.

პირ­ველ რიგ­ში ეს არის ის, რომ ჩვენ ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია ვი­თხოვთ, რომ გა­და­ვი­დეთ თემ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სერ­ვი­სებ­ზე, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენ გვაქვს ე.წ.სტა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სერ­ვი­სე­ბი, სა­დაც პა­ცი­ენ­ტე­ბი ცხოვ­რო­ბენ მთე­ლი სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მათ არ აქვთ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის საკ­მა­რი­სი უნარ-ჩვე­ვე­ბი, ვერ ტო­ვე­ბენ აღ­ნიშ­ნულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს და ოჯა­ხიც უარს აცხა­დებს მათ მი­ღე­ბა­ზე.

გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან პრობ­ლე­მა­ტუ­რია ფსი­ქი­კუ­რი და ჯან­დაც­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ად­რე­ულ ეტაპ­ზე და მათი მკურ­ნა­ლო­ბა. ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ მკურ­ნა­ლო­ბა­ში პა­ცი­ენ­ტთა მხო­ლოდ 37% ჩა­ერ­თო გა­სულ წელს. ეს არის ის დარ­გი, რო­მელ­საც ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან", - გა­ნა­ცხა­და სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ძა­ლი­ან ხში­რად ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გა­მოწ­ვე­უ­ლია ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელ­მწი­ფო­ში არ არ­სე­ბობს გა­მარ­თუ­ლი კო­ორ­დი­ნა­ცია ნარ­კო­ლო­გი­ურ ან ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შო­რის.

"ხში­რად პა­ცი­ენტს, რო­მელ­საც ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­და ამ ნი­ა­დაგ­ზე, მას ვერ გა­ე­წე­ვა დრო­უ­ლი და სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბა იმი­ტომ, რომ ერთი მხრივ, ნარ­კო­ლო­გი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არ აქვთ სა­თა­ნა­დო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­კურ­ნა­ლონ, ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში კი ნარ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის მარ­თვის უნა­რე­ბი არ აქვთ”,- გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

ცნო­ბის­თვის, 10 ოქ­ტომ­ბერს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო დღე აღი­ნიშ­ნე­ბა. წელს, ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე სუ­ი­ცი­დის პრე­ვენ­ცი­ას ეძღვნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

საგანგაშო სტატისტიკა: ბოლო ექვს თვეში საქართველოში 207-მა ადამიანმა მოიკლა თავი

საგანგაშო სტატისტიკა: ბოლო ექვს თვეში საქართველოში 207-მა ადამიანმა მოიკლა თავი

"2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა" - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ლომჯარიას განცხადებით, ფსიქიკური ჯანდაცვა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სფეროა საქართველოში და "მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ აღიარა, რომ უნდა ჰქონდეს შემუშავებული სუიციდის პრევენციის პროგრამა, ჩვენს ქვეყანას ასეთი პროგრამა არ აქვს".

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ფსიქიკური პრობლემები ძალიან ხშირად გამოწვეულია ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედებით.

"სამწუხაროდ, ფსიქიკური ჯანდაცვის საკითხები გვახსენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გარკვეული შემთხვევები სრულდება ძალიან ტრაგიკულად, სხეულის დაზიანებით ან უფრო მძიმე შემთხვევებით. ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში, გარკვეულწილად, ბოლო წლებში იზრდება საბიუჯეტო დაფინანსება, მაგრამ ძირითადად ეს თანხები მიემართება ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის.

გარკვეულ სტაციონალურ-ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ნამდვილად გაუმჯდობესდა ვითარება, თუმცა ეს არის ძალიან მინიმალური და არასაკმარისი იმ გამოწვევებისთვის, რაც ამ სფეროში არსებობს.

პირველ რიგში ეს არის ის, რომ ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვითხოვთ, რომ გადავიდეთ თემზე დაფუძნებულ სერვისებზე, სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენ გვაქვს ე.წ.სტაციონალური ხანგრძლივი მკურნალობისთვის განკუთვნილი სერვისები, სადაც პაციენტები ცხოვრობენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მათ არ აქვთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საკმარისი უნარ-ჩვევები, ვერ ტოვებენ აღნიშნულ დაწესებულებებს და ოჯახიც უარს აცხადებს მათ მიღებაზე.

გარდა ამისა, ძალიან პრობლემატურია ფსიქიკური და ჯანდაცვითი პრობლემების იდენტიფიცირება ადრეულ ეტაპზე და მათი მკურნალობა. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მკურნალობაში პაციენტთა მხოლოდ 37% ჩაერთო გასულ წელს. ეს არის ის დარგი, რომელსაც ნაკლები ყურადღება ეთმობა სახელმწიფოს მხრიდან", - განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისივე შეფასებით, ძალიან ხშირად ფსიქიკური პრობლემები გამოწვეულია ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედებით და ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოში არ არსებობს გამართული კოორდინაცია ნარკოლოგიურ ან ფსიქიატრიულ დაწესებულებებს შორის.

"ხშირად პაციენტს, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები განუვითარდა ამ ნიადაგზე, მას ვერ გაეწევა დროული და სათანადო მკურნალობა იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ნარკოლოგიურ დაწესებულებებში არ აქვთ სათანადო შესაძლებლობები, რომ ფსიქიატრიული მიმართულებით უნკურნალონ, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კი ნარკოლოგიური პაციენტების მართვის უნარები არ აქვთ”,- განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, 10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. წელს, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე სუიციდის პრევენციას ეძღვნება.

"მშობლები ღამენათევები იყვნენ და ეძინათ..." - მეზობლები ჰყვებიან, როგორ გადმოვარდა 1 წლის ბავშვი 14-ე სართულიდან

დღეს ფილმს "შინდისი" მსოფლიოს 20 ქვეყანაში ნახავენ

შს მინისტრმა ომში დაღუპული თანამშრომლების შვილებს სურვილები აუსრულა - "მადლობა ჩემი შვილის გახარებისთვის"