მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღვინის გრანდიოზულ ზეიმამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება
ღვინის გრანდიოზულ ზეიმამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება

ორ დღე­ში “ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2019” და­ი­წყე­ბა – დღე­სას­წა­უ­ლი, რო­მე­ლიც ღვი­ნის არ­ცერთ მოყ­ვა­რულს არ ტო­ვებს გულ­გრილს. წელს ის მე­სა­მედ ტარ­დე­ბა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი – allwine.ge, “მე­ი­დან ჯგუ­ფი” და გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი, კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ძა­ლი­ან ბევრ სტუ­მარს ელი­ან. ამ მო­ლო­დი­ნის სა­ფუძ­ველს ის ფაქ­ტი იძ­ლე­ვა, რომ თუ მა­გა­ლი­თად, 2017 წელს, როცა ფეს­ტი­ვა­ლი და­არ­სდა, სტუმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 30 ათა­სი იყო, 2018 წელს უკვე 40 ათასს გა­და­ა­ჭარ­ბა, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი ღო­ნის­ძი­ე­ბის მი­მართ მზარ­დია.

ამის მი­ზე­ზი ის გახ­ლავთ, რომ გა­ი­ზარ­და იმ კერ­ძო სა­ო­ჯა­ხო მარ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც ღვი­ნოს აწარ­მო­ე­ბენ. თუ წლე­ბის წინ ღვი­ნის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე ათე­ულს არ აღე­მა­ტე­ბო­და, წელს უკვე 1000-მდე მა­რა­ნია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ღვი­ნის ქარ­თველ მწარ­მო­ებ­ლებს სა­კუ­თა­რი ღვი­ნო შე­აქვთ არა­მარ­ტო ქარ­თულ რეს­ტორ­ნებ­სა და სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ში, არა­მედ აქ­ტი­უ­რად არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ღვი­ნის ექ­სპორ­ტით და ღვი­ნო გა­აქვთ ჩი­ნეთ­ში, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში – იმ სტრა­ტე­გი­ულ ბაზ­რებ­ზე, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ცნო­ბა­დო­ბა სულ უფრო იზ­რდე­ბა და სა­დაც სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი იხიბ­ლე­ბა ქარ­თუ­ლი ღვი­ნის უნი­კა­ლუ­რო­ბით და გა­მორ­ჩე­უ­ლი თვი­სე­ბე­ბით.

“ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი” იმი­თაც არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ ის, სა­კუ­თა­რი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის მარ­ნე­ბის და უნი­კა­ლუ­რი ღვი­ნო­ე­ბის წარ­მო­ჩე­ნა­ზე. აქ ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი გა­სა­ო­ცა­რი ღვი­ნოა, რაც ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის ცხო­ველ ინ­ტე­რესს იწ­ვევს ღო­ნის­ძი­ე­ბის მი­მართ. წინა წლებ­ში ღვი­ნის ძა­ლი­ან ბევ­რი მე­წარ­მის­თვის “ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი” დიდი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და: მათ მო­ი­პო­ვეს სა­კუ­თა­რი ღვი­ნო­ე­ბის დამ­ფა­სებ­ლე­ბი და ამ­ღი­ა­რებ­ლე­ბი, მუდ­მი­ვი კლი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც მოს­წონთ ესა თუ ის ღვი­ნო­ე­ბი. "ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე" ხომ პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა გე­მოვ­ნე­ბის და ხა­სი­ა­თის ადა­მი­ა­ნის­თვის იპო­ვით ღვი­ნოს. აქ ყვე­ლა­ფე­რია, და­წყე­ბუ­ლი მშრა­ლი და ნა­ხევ­რადმშრა­ლი წი­თე­ლი ღვი­ნო­ე­ბი­დან, თეთ­რი მშრა­ლი ღვი­ნო­ე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი; აქ არის კას­რში დაძ­ვე­ლე­ბუ­ლი ღვი­ნო­ე­ბი, კლა­სი­კუ­რი ღვი­ნო­ე­ბი და ქვევ­რის ღვი­ნო­ე­ბი; ღვი­ნო­ე­ბი იის­ფე­რი შე­ფე­რი­ლო­ბით, ოქ­როს­ფე­რი ღვი­ნო­ე­ბი და როზე; მა­ღა­ლალ­კოჰო­ლუ­რი და და­ბა­ლალ­კოჰო­ლუ­რი ღვი­ნო­ე­ბი. ერთი სი­ტყვით, ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­დგე­ნი­ლი ღვი­ნო­ე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი ყვე­ლა­ნა­ირ გე­მოვ­ნე­ბას და ხა­სი­ათს აკ­მა­ყო­ფი­ლებს. მთა­ვა­რია, იყოთ ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლი და “თქვენს ღვი­ნოს” აქ აუ­ცი­ლებ­ლად იპო­ვით.

ფეს­ტი­ვა­ლის წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო მდგო­მა­რე­ობს ასე­ვე ძი­რძვე­ლი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის – მეღ­ვი­ნე­ო­ბის ტრა­დი­ცი­ე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და სურ­ვილ­ში, ეს ტრა­დი­ცი­ე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას შე­ვუ­ხა­მოთ და მი­ვუ­სა­და­გოთ. ჩვენ არ გვა­ვი­წყდე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ხა­ნის გა­მოწ­ვე­ვე­ბი, თუმ­ცა არც წარ­სულს ვი­ვი­წყებთ და არ ვი­ვი­წყებთ ყვე­ლა­ზე უმ­თავ­რესს, რაც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის მიერ არის და­ნა­ტო­ვა­რი და რა­საც უნდა მო­ვუფრ­თხილ­დეთ: ღვი­ნოს­თან ზი­ა­რე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბას და ურ­თი­ერ­თო­ბებს ღვი­ნის მოყ­ვა­რულ და თა­ნა­ზი­არ ადა­მი­ა­ნებს შო­რის.

გე­ლო­დე­ბით 12 ოქ­ტომ­ბერს 12:00 სა­ა­თი­დან 19:00 სა­ა­თამ­დე - დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

https://www.facebook.com/events/1555839521245657

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ღვინის გრანდიოზულ ზეიმამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება

ღვინის გრანდიოზულ ზეიმამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება

ორ დღეში “ქართული ღვინის ფესტივალი 2019” დაიწყება – დღესასწაული, რომელიც ღვინის არცერთ მოყვარულს არ ტოვებს გულგრილს. წელს ის მესამედ ტარდება და ორგანიზატორები – allwine.ge, “მეიდან ჯგუფი” და გენერალური სპონსორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ძალიან ბევრ სტუმარს ელიან. ამ მოლოდინის საფუძველს ის ფაქტი იძლევა, რომ თუ მაგალითად, 2017 წელს, როცა ფესტივალი დაარსდა, სტუმრების რაოდენობა 30 ათასი იყო, 2018 წელს უკვე 40 ათასს გადააჭარბა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საზოგადოების ინტერესი ღონისძიების მიმართ მზარდია.

ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ გაიზარდა იმ კერძო საოჯახო მარნების რაოდენობა, რომლებიც ღვინოს აწარმოებენ. თუ წლების წინ ღვინის გადამამუშავებელი ქარხნების რაოდენობა საქართველოში რამდენიმე ათეულს არ აღემატებოდა, წელს უკვე 1000-მდე მარანია რეგისტრირებული. ღვინის ქართველ მწარმოებლებს საკუთარი ღვინო შეაქვთ არამარტო ქართულ რესტორნებსა და სავაჭრო ობიექტებში, არამედ აქტიურად არიან დაკავებულები ღვინის ექსპორტით და ღვინო გააქვთ ჩინეთში, ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში – იმ სტრატეგიულ ბაზრებზე, სადაც საქართველოს ცნობადობა სულ უფრო იზრდება და სადაც სულ უფრო მეტი ადამიანი იხიბლება ქართული ღვინის უნიკალურობით და გამორჩეული თვისებებით.

“ქართული ღვინის ფესტივალი” იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის, საკუთარი ორგანიზატორების სურვილის მიხედვით, ორიენტირებულია მცირე საოჯახო ტიპის მარნების და უნიკალური ღვინოების წარმოჩენაზე. აქ ყოველთვის ძალიან ბევრი გასაოცარი ღვინოა, რაც ქართველი და უცხოელი ღვინის მოყვარულების ცხოველ ინტერესს იწვევს ღონისძიების მიმართ. წინა წლებში ღვინის ძალიან ბევრი მეწარმისთვის “ქართული ღვინის ფესტივალი” დიდი წარმატებით დასრულდა: მათ მოიპოვეს საკუთარი ღვინოების დამფასებლები და ამღიარებლები, მუდმივი კლიენტები, რომლებსაც მოსწონთ ესა თუ ის ღვინოები. "ქართული ღვინის ფესტივალზე" ხომ პრაქტიკულად, ყველა გემოვნების და ხასიათის ადამიანისთვის იპოვით ღვინოს. აქ ყველაფერია, დაწყებული მშრალი და ნახევრადმშრალი წითელი ღვინოებიდან, თეთრი მშრალი ღვინოებით დამთავრებული; აქ არის კასრში დაძველებული ღვინოები, კლასიკური ღვინოები და ქვევრის ღვინოები; ღვინოები იისფერი შეფერილობით, ოქროსფერი ღვინოები და როზე; მაღალალკოჰოლური და დაბალალკოჰოლური ღვინოები. ერთი სიტყვით, ფესტივალზე წარდგენილი ღვინოების ფართო არჩევანი ყველანაირ გემოვნებას და ხასიათს აკმაყოფილებს. მთავარია, იყოთ ღვინის მოყვარული და “თქვენს ღვინოს” აქ აუცილებლად იპოვით.

ფესტივალის წარმატების საიდუმლო მდგომარეობს ასევე ძირძველი ქართული ტრადიციების – მეღვინეობის ტრადიციების პატივისცემასა და სურვილში, ეს ტრადიციები თანამედროვეობას შევუხამოთ და მივუსადაგოთ. ჩვენ არ გვავიწყდება თანამედროვე ხანის გამოწვევები, თუმცა არც წარსულს ვივიწყებთ და არ ვივიწყებთ ყველაზე უმთავრესს, რაც ჩვენი წინაპრების მიერ არის დანატოვარი და რასაც უნდა მოვუფრთხილდეთ: ღვინოსთან ზიარების ხელოვნებას და ურთიერთობებს ღვინის მოყვარულ და თანაზიარ ადამიანებს შორის.

გელოდებით 12 ოქტომბერს 12:00 საათიდან 19:00 საათამდე - დასწრება თავისუფალია.

https://www.facebook.com/events/1555839521245657

"რატომ უნდა იყოს ნაწყენი?!" - ნიკა ქავთარაძის დიდი დაბრუნება "ჩცდ"-ში და პასუხი ყველაზე აქტუალურ კითხვაზე

ქართველი არტისტის გამოფენა, რომელიც 2 ნოემბერს Summer Set-ზე მისულ სტუმრებს დახვდებათ

არგენტინაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი, რომელიც უნიკალურ გამოცემებს ქმნის