მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ქართული ღვინის ფესტივალის” გენერალური სპონსორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა
“ქართული ღვინის ფესტივალის” გენერალური სპონსორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა

“ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ 2019”-ს გე­ნე­რა­ლურ სპონ­სო­რო­ბას კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი გა­უ­წევს.

ეს გა­სა­ო­ცა­რი არ არის, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ აღ­ნიშ­ნულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბა თა­ვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრი­ო­რი­ტე­ტულ დარ­გად აქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი უკა­ნას­კნე­ლი 5 წლის მან­ძილ­ზე, ანუ მას შემ­დეგ, რაც აქ მეღ­ვი­ნე­ო­ბა-მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტი ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

ფეს­ტი­ვალ­ზე ცალ­კე სტენ­დი და­ეთ­მო­ბა კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის მიერ შექ­მნილ ღვი­ნოს. აქ თქვენ მეღ­ვი­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი მო­გიყ­ვე­ბი­ან ქარ­თუ­ლი ღვი­ნის შე­სა­ხებ და პა­რა­ლე­ლუ­რად, მოგ­ცე­მენ სა­უ­ცხოო შე­საძ­ლებ­ლო­ბას, და­ა­გე­მოვ­ნოთ მათ მიერ, სა­კუ­თა­რი ხე­ლით, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო მა­რან “კოლხში” დამ­ზა­დე­ბუ­ლი ღვი­ნო.

კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში 1995 წლი­დან ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და მას­ში არ­სე­ბობს რო­გორც სა­ბა­კა­ლავ­რო, ასე­ვე სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბი. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სულ 5 ფა­კულ­ტე­ტია – ბიზ­ნე­სის, სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა, სა­მარ­თლის, მე­დი­ცი­ნის და მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის, ხოლო სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 4000-ს აღ­წევს.

კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტი კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია მე­ო­რის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით და­ფუძნ­და და აქ არის რო­გორც სა­ბა­კა­ლავ­რო, ასე­ვე სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მე­ბი მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის დარ­გში. აქ სტუ­დენტს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა, შე­ის­წავ­ლოს მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის ყვე­ლა ეტა­პი, რა­საც მსოფ­ლი­ო­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მელ­საც “ღვი­ნო მი­წი­დან მა­გი­დამ­დე” ეწო­დე­ბა.

ფა­კულ­ტეტ­ზე არ­სე­ბობს თა­ნა­მედ­რო­ვე სას­წავ­ლო და კვლე­ვი­თი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, სა­დე­გუს­ტა­ციო სივ­რცე, ქარ­თუ­ლი ვა­ზის გე­ნო­ფონ­დი 118 უნი­კა­ლუ­რი ჯი­შით და ასე­ვე ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი მა­რა­ნი “კოლ­ხი”.

"კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის დიდი პა­ტი­ვია „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2019“-ის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რო­ბა. ფეს­ტი­ვა­ლი წლი­დან წლამ­დე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ქარ­თველ თუ უცხო­ელ სტუ­მარ­თა შო­რის, შე­სა­ბა­მი­სად ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ვაც­ნოთ მათ სტუ­დენ­ტუ­რი ხა­ზით შექ­მნი­ლი ღვი­ნო, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტე­ტის უნი­კა­ლურ მა­რან­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე და ტრა­დი­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით დამ­ზად­და", – allwine.ge-ს გა­ნუ­ცხა­და კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა კა­ხა­ბერ კორ­ძა­ი­ამ.

ისღა დაგ­ვრჩე­ნია, წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვოთ ჩვენს გე­ნე­რა­ლურ სპონ­სორს ქვეყ­ნის­თვის სა­სი­კე­თო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა­ში და და­ვე­ლო­დოთ 12 ოქ­ტომ­ბერს, როცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცე­მა, უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ღვი­ნო­ე­ბი და­ვა­გე­მოვ­ნოთ.

თქვენ კი გე­ლო­დე­ბით 12 ოქ­ტომ­ბერს 12:00 სა­ა­თი­დან 19:00 სა­ა­თამ­დე - დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

https://www.facebook.com/events/1555639521245657

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

“ქართული ღვინის ფესტივალის” გენერალური სპონსორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა

“ქართული ღვინის ფესტივალის” გენერალური სპონსორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა

“ქართული ღვინის ფესტივალ 2019”-ს გენერალურ სპონსორობას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაუწევს.

ეს გასაოცარი არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელს მევენახეობა-მეღვინეობა თავის ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ დარგად აქვს გამოცხადებული უკანასკნელი 5 წლის მანძილზე, ანუ მას შემდეგ, რაც აქ მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტი ჩამოყალიბდა.

ფესტივალზე ცალკე სტენდი დაეთმობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილ ღვინოს. აქ თქვენ მეღვინეობის მიმართულების სტუდენტები მოგიყვებიან ქართული ღვინის შესახებ და პარალელურად, მოგცემენ საუცხოო შესაძლებლობას, დააგემოვნოთ მათ მიერ, საკუთარი ხელით, საუნივერსიტეტო მარან “კოლხში” დამზადებული ღვინო.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოში 1995 წლიდან ფუნქციონირებს და მასში არსებობს როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. უნივერსიტეტში სულ 5 ფაკულტეტია – ბიზნესის, სოციალურ მეცნიერებათა, სამართლის, მედიცინის და მევენახეობა-მეღვინეობის, ხოლო სტუდენტების რაოდენობა 4000-ს აღწევს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა და აქ არის როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამები მევენახეობა-მეღვინეობის დარგში. აქ სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა, შეისწავლოს მევენახეობა-მეღვინეობის ყველა ეტაპი, რასაც მსოფლიოში დამკვიდრებული თანამედროვე მიდგომა ითვალისწინებს, რომელსაც “ღვინო მიწიდან მაგიდამდე” ეწოდება.

ფაკულტეტზე არსებობს თანამედროვე სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიები, სადეგუსტაციო სივრცე, ქართული ვაზის გენოფონდი 118 უნიკალური ჯიშით და ასევე ზემოთხსენებული მარანი “კოლხი”.

"კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის დიდი პატივია „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“-ის გენერალური სპონსორობა. ფესტივალი წლიდან წლამდე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ქართველ თუ უცხოელ სტუმართა შორის, შესაბამისად ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავაცნოთ მათ სტუდენტური ხაზით შექმნილი ღვინო, რომელიც უნივერსიტეტის უნიკალურ მარანში, თანამედროვე და ტრადიციული ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადდა", – allwine.ge-ს განუცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ.

ისღა დაგვრჩენია, წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს გენერალურ სპონსორს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებაში და დაველოდოთ 12 ოქტომბერს, როცა შესაძლებლობა მოგვეცემა, უნივერსიტეტის მიერ დამზადებული ღვინოები დავაგემოვნოთ.

თქვენ კი გელოდებით 12 ოქტომბერს 12:00 საათიდან 19:00 საათამდე - დასწრება თავისუფალია.

https://www.facebook.com/events/1555639521245657

"რატომ უნდა იყოს ნაწყენი?!" - ნიკა ქავთარაძის დიდი დაბრუნება "ჩცდ"-ში და პასუხი ყველაზე აქტუალურ კითხვაზე

ქართველი არტისტის გამოფენა, რომელიც 2 ნოემბერს Summer Set-ზე მისულ სტუმრებს დახვდებათ

არგენტინაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი, რომელიც უნიკალურ გამოცემებს ქმნის