ავტორი:

სტალინის ძეგლის დადგმის მოთხოვნით, გორში დღეიდან აქციები იწყება

სტალინის ძეგლის დადგმის მოთხოვნით, გორში დღეიდან აქციები იწყება

სტალინის ძეგლის დადგმის მოთხოვნით, გორში დღეიდან საპროტესტო აქციები დაიწყება. პირველ ეტაპზე აქციებში ორი ორგანიზაცია ჩაერთვება - "ერთიანი კომუნისტური პარტია" და "მეგობრობა და სამართლიანობა".

დაანონსებული აქციების ინიციატორები ძეგლის დადგმას მის პირვანდელ ადგილზე - გორის ცენტრალურ მოედანზე ან მუზეუმის მიმდებარე სკვერში, რამდენიმე წლის წინ მოწყობილ პიედესტალზე ითხოვენ.

სტალინის ძეგლის დემონტაჟი გორში 2010 წლის 25 ივნისს განხორციელდა და ის ამჟამად გორთან ახლოს, ერთ-ერთ კერძო ტერიტორიაზეა ღია ცის ქვეშ დასაწყობებული.

ძეგლი გორის ცენტრალურ მოედანზე იოსებ ჯუღაშვილის სიცოცხლეში, 1952 წელს გაიხსნა. აღნიშნულ ძეგლში სტალინი მთელი ტანით არის წარმოდგენილი და სამხედრო ტანსაცმელი აცვია.

ბრინჯაოს ექვსმეტრიანი ქანდაკება გორის ცენტრში, სტალინის ქუჩაზე გრანიტის ცხრამეტრიან სამიარუსიან კვარცხლბეკზე იდგა, რომელიც ამავდროულად ტრიბუნის ფუნქციასაც ასრულებდა.

ძეგლის მოქანდაკე შოთა მიქატაძეა, არქიტექტორები კი - ზაქარია და არჩილ ქურდიანები.

აფხაზეთში 3.3-ჯერ მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ვიდრე დანარჩენ საქართველოში - IDFI

"სინოდში არის არაერთი პერსონა, რომელიც საკუთარ თავს მოიაზრებს საქართველოს მომავალ პატრიარქად" - რა შემთხვევაშია შესაძლებელი პატრიარქის გადაყენება?

"ფაიზერის" ვაქცინა 19 წლის ზემოთ პირებისთვის არის რეკომენდირებული, "ასტრაზენეკას" ვაქცინა - 16 წლის ზემოთ" - გაბუნია