ავტორი:

"ყველა თანამდებობაზე გახარიას კლონის დანიშვნა რომ შეიძლებოდეს, ბედნიერი ვიქნები" - თემურ თათარაშვილი პოლიტიკასა და ფინანსურ კრიზისზე

"ყველა თანამდებობაზე გახარიას კლონის დანიშვნა რომ შეიძლებოდეს, ბედნიერი ვიქნები" - თემურ თათარაშვილი პოლიტიკასა და ფინანსურ კრიზისზე

თემურ თათარაშვილი ათეულობით წლებია ქართული სცენის გამორჩეული ვარსკვლავია, ბოლო დროს ის საზოგადოების ყურადღების ცენტრში მისი პოლიტიკური და სკანდალური განცხადებების გამო მოექცა. ის მმართველი გუნდის ღია მხარდამჭერი იყო და საკუთარ პოზიციას ხმამაღლა აფიქსირებდა.

მხარდაჭერის მიუხედავად, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ის ხელისუფლებისგან დაფასებული მომღერალი არ არის. რადგან სამთავრობო კონცერტებზე იშვიათად მღერის.

"რეიტინგმა" თემურ თათარაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საუბარი თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დავიწყეთ, რომელზეც ბევრი ცნობილი მომღერალი ვერ მოხვდა, მათ შორის თემურ თათარაშვილიც. ამ ფაქტმა ქართველი ვარსკვლავები გულნატკენი დატოვა, თუმცა ღიად საუბარს ყველა მათგანი ერიდება.

- არავის არ დაურეკია და არ უთქვამს, უკაცრავად მომღერლებო, თბილისობის დღესასწაულზე ვერ გამღერებთო. მეგონა სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდი, ვინც არ მთვლის მომღერლად კარგად იყოს. ერთ რამეს ვიტყვი, ნამდვილად არ ველოდი, რომ არ ვიმღერებდი „თბილისობის“ კონცერტზე, მაგრამ ამის გამო თავს ნამდვილად ვერ მოვიკლავ. გული დამწყდა.

- უყურეთ კონცერტს?

- არ მინახავს კონცერტი, რადგან მაგ დღეს ქორწილში ვიყავი.

- ხშირად გაქვთ ისე კონცერტები?

- სეზონს გააჩნია, ზაფხულში მაგალითად კონცერტის გარეშე ვიყავი, რადგან მაგ დროს უფრო კლუბური მუსიკა უნდა ხალხს. ახლა წამოვიდა სხვადასხვა ღონისძიებები, კორპორატიული წვეულებები, გასტროლები. მალე იტალიაში და ისრაელში მივემგზავრები.

- წლების მანძილზე ცხოვრობდით და მუშაობდით რუსეთში, საიდანაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაბრუნდით, არ ნანობთ დაბრუნებას?

- იმდენად აუცილებელი იყო ჩემთვის საქართველოში დაბრუნება საერთოდ არაფერზე არ მიფიქრია. კარგი იქნება უფრო მეტად თუ მოგვაქცევენ მომღერლებს ყურადღებას. თუმცა ჩემთვის მთავარია ჩემს ქალაქში და ყოფნა და ასი წელი არ ვიფიქრებ მოსკოვში დაბრუნებაზე.

- რამდენიმე თვის წინ, სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნეთ, სადაც თქვენს ფინანსურ პრობლემებზე წერდით, ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილზე იყავით განაწყენებული...

- ფინანსურად ვერც ახლა ვარ დალაგებული, მაგრამ დახმარებას დედაჩემის და მამაჩემის გარდა ვერავის ვთხოვ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილზე განაწყენებას - რაზე უნდა ვიყო განაწყენებული? გამორიცხულია. ის რამდენჯერმე მყავს ნანახი და რა უნდა მეწყინოს მისგან?

- როგორ გხვდებათ? იცნობს თქვენს შემოქმედებას?

- სხვადასხვა ღონისძიებებზე ვხვდებით და ჩვენი შეხვედრები კარგად მთავრდება. დიდ პატივს ვცემთ ერმანეთს. მისთვის არასოდეს არაფერი მითხოვია, თვითონ წყვეტს ვის რა უნდა გაუკეთოს.

- ცნობილია, რომ თქვენი ცხოვრების მთავარ ნაწილს შვილიშვილებს უთმობთ...

- ჩემთვის მთავარია კატო და თომა ჩემი შვილიშვილები. ძირითადად მათთან ერთად ვარ. დავდივართ ზოოპარკში, სხვადასხვა გასართობ ადგილებში.

- სიმღერის ნიჭი აქვთ პატარებს?

- კატოს არ აქვს სიმღერის ნიჭი, თომა კი იმღერებს.

- რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ არავის აღარ დაუჭერთ მხარს, განაწყენებული ხართ თუ რატომ?

- იმდენად მომბეზრდა ამის მხარდაჭერა - იმის მხარდაჭერა, გადავწყვიტე ოჯახის წევრების და მეგობრების გარდა არავის დავუჭირო მხარი. მე მომღერალი ვარ, ჩემს საქმეს ვაკეთებ და მეტი არაფერი მაინტერესებს. ერთი პერიოდი ათქვეფილი ვიყავი...წაიკითხეთ სრულად

მესტიაში 2 სექტემბრიდან საკარანტინო შეზღუდვები იხსნება

"არ შეხვიდეთ წყალში ნაბახუსევზე, არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ..." - მაშველებმა 1 თვეში შავი ზღვის სანაპიროზე 170 ადამიანი გადაარჩინეს

"საპატრაძლოს "გასინჯვისას", არკვევდნენ, ჰქონდა თუ არა მის სანათესაოში ვინმეს ფიზიკური ნაკლი" - რა როლს თამაშობდა მაჭანკალი და მზითევი ქართულ ქორწინებაში