პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოვითხოვ, ილია ჯიშკარიანს პატიმრობა შეეფარდოს და შეუწყდეს საკრებულოს დეპუტატის მანდატი -  თამთა თოდაძე
მოვითხოვ, ილია ჯიშკარიანს პატიმრობა შეეფარდოს და შეუწყდეს საკრებულოს დეპუტატის მანდატი -  თამთა თოდაძე

ჩემი სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბა ნამ­დვი­ლად არ გა­მი­ჭირ­დე­ბა - ჩემი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა, ილია ჯიშ­კა­რი­ანს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დოს და შე­უ­წყდეს საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტი, - ამის შე­სა­ხებ საკ­რე­ბუ­ლოს თა­ნამ­შრო­მელ­მა თამ­თა თო­და­ძემ თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ის იმ დად­გე­ნი­ლე­ბის გა­საც­ნო­ბად მი­ვი­და, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად სცნეს.

„გა­ვე­ცა­ნი საქ­მის მა­სა­ლებს. ნამ­დვი­ლად, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ძა­ლი­ან დიდი რიგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. იმა­საც დავ­ძენ, რომ ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი უკვე იმის შემ­დგო­მაა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, რაც უშუ­ა­ლოდ მოხ­და ამის გა­შუ­ქე­ბა. მე სრუ­ლი­ად კმა­ყო­ფი­ლი ვარ იმ მა­სა­ლე­ბით, რა­საც გა­ვე­ცა­ნი. ად­რეც, თა­ვი­დან­ვეც ვთქვი და ახ­ლაც გა­ვი­მე­ო­რებ, მე არ მე­ში­ნია ჩემი სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბის. უშუ­ა­ლოდ კონ­კრე­ტულ დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ, რად­გან ხელი მო­ვა­წე­რე გა­უთ­ქმე­ლო­ბის აქტს, თუმ­ცა თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩემი სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბა ნამ­დვი­ლად არ გა­მი­ჭირ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა თო­და­ძემ.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მო­ი­თხოვს საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტის, ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნის პა­ტიმ­რო­ბა­სა და დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტის შე­ჩე­რე­ბას საკ­რე­ბუ­ლო­ში.

„ჩემი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა, პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დოს და მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა, შე­უ­წყდეს საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტი, რად­გან ზო­გა­დად ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­დე­საც დი­დია ძა­ლა­უფ­ლე­ბა და გავ­ლე­ნა, ძა­ლი­ან დი­დია იმის ალ­ბა­თო­ბაც, რომ ხდე­ბა მოწ­მე­ებ­ზეც ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა", - გა­ნა­ცხა­და თო­და­ძემ.

ის გა­მო­ეხ­მა­უ­რა ჯიშ­კა­რი­ა­ნის ად­ვო­კა­ტის, მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებ­საც, რომ ერთი მხრივ, საქ­მე­ზე დაც­ვის მხა­რე­საც აქვს გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი, რაც დე­პუ­ტა­ტის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას ამ­ტკი­ცებს, ხოლო მე­ო­რე მხრივ, თო­და­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა კუბ­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­საც, რომ მას და­წი­ნა­უ­რე­ბა სურ­და.

„მე არ ვიცი, რა დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რო­ბენ. კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ და ამას ძა­ლი­ან ბევ­რჯერ გან­ვმარ­ტავ, ამ ფაქ­ტზე და და­წი­ნა­უ­რე­ბა­ზე ზო­გა­დად, არ იცი­ან, უკვე რა მო­ი­გო­ნონ, თუ რის გამო მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. ეს არის უბ­რა­ლოდ ის, რომ როცა არ იცი რას ჩა­ე­ჭი­დო, ხავ­სია. ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი ალ­ბათ იქ­ნე­ბა თქმა, რომ ამით ცდი­ლო­ბენ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის გა­და­ფარ­ვას", - აღ­ნიშ­ნა თო­და­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატ ილია ჯიშ­კა­რი­ანს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გუ­შინ, სა­ა­ვად­მყო­ფი­ში გა­აც­ნეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს­ვე იმ­სჯე­ლებს სა­სა­მარ­თლო მის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა თამ­თა თო­და­ძეს, რო­მე­ლიც ჯიშ­კა­რი­ანს სექ­სუ­ა­ლურ და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო.

00:00 / 00:00
ავტორი:

მოვითხოვ, ილია ჯიშკარიანს პატიმრობა შეეფარდოს და შეუწყდეს საკრებულოს დეპუტატის მანდატი -  თამთა თოდაძე

მოვითხოვ, ილია ჯიშკარიანს პატიმრობა შეეფარდოს და შეუწყდეს საკრებულოს დეპუტატის მანდატი -  თამთა თოდაძე

ჩემი სიმართლის დამტკიცება ნამდვილად არ გამიჭირდება - ჩემი მთავარი მოთხოვნაა, ილია ჯიშკარიანს პატიმრობა შეეფარდოს და შეუწყდეს საკრებულოს დეპუტატის მანდატი, - ამის შესახებ საკრებულოს თანამშრომელმა თამთა თოდაძემ თბილისის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ის იმ დადგენილების გასაცნობად მივიდა, რომლის მიხედვით, ის დაზარალებულად სცნეს.

„გავეცანი საქმის მასალებს. ნამდვილად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებულია ძალიან დიდი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. იმასაც დავძენ, რომ ძირითადი ნაწილი უკვე იმის შემდგომაა ჩატარებული, რაც უშუალოდ მოხდა ამის გაშუქება. მე სრულიად კმაყოფილი ვარ იმ მასალებით, რასაც გავეცანი. ადრეც, თავიდანვეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, მე არ მეშინია ჩემი სიმართლის დამტკიცების. უშუალოდ კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ხელი მოვაწერე გაუთქმელობის აქტს, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სიმართლის დამტკიცება ნამდვილად არ გამიჭირდება", - აღნიშნა თოდაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მოითხოვს საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის პატიმრობასა და დეპუტატის მანდატის შეჩერებას საკრებულოში.

„ჩემი მთავარი მოთხოვნაა, პატიმრობა შეეფარდოს და მთავარი მოთხოვნაა, შეუწყდეს საკრებულოს დეპუტატის მანდატი, რადგან ზოგადად ასეთ სიტუაციაში, როდესაც დიდია ძალაუფლება და გავლენა, ძალიან დიდია იმის ალბათობაც, რომ ხდება მოწმეებზეც ზეგავლენის მოხდენა", - განაცხადა თოდაძემ.

ის გამოეხმაურა ჯიშკარიანის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებებსაც, რომ ერთი მხრივ, საქმეზე დაცვის მხარესაც აქვს გარკვეული დეტალები, რაც დეპუტატის უდანაშაულობას ამტკიცებს, ხოლო მეორე მხრივ, თოდაძე გამოეხმაურა კუბლაშვილის განცხადებასაც, რომ მას დაწინაურება სურდა.

„მე არ ვიცი, რა დეტალებზე საუბრობენ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ამას ძალიან ბევრჯერ განვმარტავ, ამ ფაქტზე და დაწინაურებაზე ზოგადად, არ იციან, უკვე რა მოიგონონ, თუ რის გამო მოხდა ეს ყველაფერი. ეს არის უბრალოდ ის, რომ როცა არ იცი რას ჩაეჭიდო, ხავსია. ყველაზე მარტივი ალბათ იქნება თქმა, რომ ამით ცდილობენ აღნიშნული ფაქტის გადაფარვას", - აღნიშნა თოდაძემ.

შეგახსენებთ, საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი ოფიციალურად გუშინ, საავადმყოფიში გააცნეს. სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. რაც შეეხება თამთა თოდაძეს, რომელიც ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "აქტუალური თემა"

ირაკლი ღარიბაშვილს ილჰამ ალიევმა "ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლა - რაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა