მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოდიში, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე" - შალვა თადუმაძე საკუთარ დამსახურებებზე
"ბოდიში, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე" - შალვა თადუმაძე საკუთარ დამსახურებებზე

ბო­დი­ში, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში და­ვი­ბა­დე, ასე­თი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა იყო, - ამის შე­სა­ხებ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­დატ­მა შალ­ვა თა­დუ­მა­ძემ იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­ში მოს­მე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მან კი­დევ ერთი გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა სა­კუ­თარ დიპ­ლომ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც თა­დუ­მა­ძე ამ­ბობს, ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას საბ­ჭო­თა გა­ნათ­ლე­ბის კა­ნონ­ზე ვერ აი­ღებს.

„არ­სე­ბობს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ არ მა­ინ­ტე­რე­სებს სად იყო გახ­სნი­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი. სა­დაც იყო გახ­სნი­ლი, იქაც სა­ხელ­მწი­ფომ და­უშ­ვა, მათ შო­რის მი­წის­ქვეშ გა­და­სას­ვლელ­შიც უნი­ვერ­სი­ტე­ტის გახ­სნა. სა­დაც იყო გახ­სნი­ლი, იქ მი­ვე­დი, რა პროგ­რა­მი­თაც მას­წავ­ლიდ­ნენ, იმ პროგ­რა­მით ვის­წავ­ლე, რა სა­ხის დიპ­ლო­მიც მომ­ცეს, ის დიპ­ლო­მი წა­მო­ვი­ღე. მე ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მქონ­და კა­ნო­ნით და ვერ ავი­ღებ იმა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, 1997 წლამ­დე საბ­ჭო­თა გა­ნათ­ლე­ბის კა­ნო­ნი რომ მოქ­მე­დებ­და ამ ქვე­ყა­ნა­ში“, - აღ­ნიშ­ნა თა­დუ­მა­ძემ.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ პრე­ცე­დენ­ტუ­ლია პარ­ლა­მენ­ტში გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის მოს­მე­ნა.

„მგო­ნია, რომ კარ­გია სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­ი­ნა­ხა, რომ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი თავს აძ­ლევს უფ­ლე­ბას ამ ფორ­მატ­ში გას­ცეს ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კურ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი, ისე რომ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს სა­კა­ნონდმებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით ამის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ გა­ა­ჩია. თუმ­ცა, ამ ფორ­მატ­ში მე ვალ­დე­ბუ­ლი ვარ გა­მო­ვი­დე და ვი­სა­უბ­რო ყვე­ლა კი­თხვა­ზე და გა­იხ­სე­ნეთ შემ­თხვე­ვე­ბი, რო­მელ დე­პუ­ტატს შე­ეძ­ლო მოქ­მე­დი გენპ­რო­კუ­რო­რის­თვის ისე­თი შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბი მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა, რო­მე­ლიც მე აქ მო­ვით­მი­ნე. ეს თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჩემს და­დე­ბით მხა­რე­ზე მე­ტყვე­ლებს...

მე გან­ვი­ხი­ლავ თავს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლედ, გან­ვი­ხი­ლავ თავ­მჯდო­მა­რე­დაც და მი­მაჩ­ნია, რო­გორც გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ვმსა­ხუ­რობ სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე, ისე, რომ ჩემს უკან არ არის არც ერთი ამ­ბა­ვი, რომ ვინ­მეს შალ­ვა თა­დუ­მა­ძის სა­ხე­ლით და­უ­რე­კეს, რა­ღა­ცა ჩა­მო­არ­თვეს, რა­ღა­ცა წა­არ­თვეს, რა­ღა­ცა გა­და­ი­ფორ­მეს, ღა­მის ნო­ტა­რი­უ­სე­ბი მო­ა­წყო და ა.შ“, - გა­ნა­ცხა­და თა­დუ­მა­ძემ.

დე­პუ­ტა­ტი ლე­ვან კო­ბე­რი­ძე და­ინ­ტე­რეს­და, რა დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბი აქვს შალ­ვა თა­დუ­მა­ძეს, რის გა­მოც თავს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რედ გა­ნი­ხი­ლავს.

რო­გორც შალ­ვა თა­დუ­მა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ის სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას ყო­ველ­თვის უკომ­პრო­მი­სო იყო.

„ერთი იმ დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ვერ ბე­დავ­და იმას, რა­საც მე ვბე­დავ­დი იმ პე­რი­ოდ­ში, როცა სა­ხელ­მწი­ფო მან­ქა­ნა მუ­შა­ობ­და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უხეშ დარ­ღვე­ვა­ზე. იმ პე­რი­ოდ­ში სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში ვმუ­შა­ობ­დი. მე პრო­ფე­სი­ულ ნა­წილ­ში საკ­მა­ოდ დიდი გამ­ბე­და­ო­ბე­ბი მაქვს გა­მო­ჩე­ნი­ლი", - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა თა­დუ­მა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ის არას­დროს ერი­დე­ბო­და სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მოთ­ქმას არც სა­პარ­ლა­მენ­ტო მდივ­ნის და არც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლად მუ­შა­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. თა­დუ­მა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ უკომ­პრო­მი­სოდ ახორ­ცი­ე­ლებ­და საქ­მი­ა­ნო­ბას მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მოს­წონ­და თუ არა ეს პარ­ლა­მენ­ტის იმ­ჟა­მინ­დელ შე­მად­გენ­ლო­ბას და ასე­თი­ვე უკომ­პრო­მი­სო იყო მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­შიც და პრო­კუ­რა­ტუ­რა­შიც.

„ერთი რამ მხიბ­ლავს, წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს მე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან 25 წლის წი­ნან­დელ შემ­თხვე­ვა­ზე და ვერ იგო­ნებს ვერც ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა შემ­თხვე­ვას, როცა გენპ­რო­კუ­რორ­მა თა­ვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას გა­და­ა­მე­ტა, ვი­ღა­ცას ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა ისე, რომ არ ეკუთ­ვნო­და. არ არ­სე­ბობს ვინ­მე ამ დარ­ბაზ­ში, რო­მე­ლიც ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე იტყვის, რომ ან პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დი დევ­ნას“, - გა­ნა­ხა­და შალ­ვა თა­დუ­მა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე და წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა პრო­კუ­რო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი თა­ვად არის.

„მე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ გა­ვურ­ბი­ვარ, თუმ­ცა არ არ­სე­ბობს შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც დღეს მოქ­მედ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის პრინ­ციპს გა­და­უხ­ვია. შე­იძ­ლე­ბა არ ჩანს ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნუ­რად ეს არის ძა­ლი­ან დიდი სიმ­ძი­მე ჩემ­თვის, რო­დე­საც მე უნდა მი­ვი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ისეთ სა­კი­თხებ­ზე, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­იძ­ლე­ბა არ მო­წონ­დეს, მაგ­რამ მე ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ვი­ღებ უკომ­პრო­მი­სოდ. არ არ­სე­ბობს თემა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ნა­წილ­თან ან ბრა­ლის, ღამე ქო­ნე­ბე­ბის გა­და­ფორ­მე­ბის, ჩემი ძმა­კა­ცე­ბის წი­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის. ესე­თი თე­მე­ბი რომ არ არ­სე­ბობს, ეს მე მგო­ნი საკ­მა­ოდ და­სა­ფიქ­რე­ბე­ლია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბის ასე­თი არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მე­თო­დით ჩემს დიპ­ლომ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. ამი­ტომ მე გან­ვი­ხი­ლავ თავს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლედ, გან­ვი­ხი­ლავ თავ­მჯდო­მა­რე­დაც და მი­მაჩ­ნია, რო­გორც გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ვმსა­ხუ­რობ სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე, ისე, რომ ჩემს უკან არ არის არც ერთი ამ­ბა­ვი, რომ ვინ­მეს შალ­ვა თა­დუ­მა­ძის სა­ხე­ლით და­უ­რე­კეს, რა­ღა­ცა ჩა­მო­არ­თვეს, რა­ღა­ცა წა­არ­თვეს, რა­ღა­ცა გა­და­ი­ფორ­მეს, ღა­მის ნო­ტა­რი­უ­სე­ბი მო­ა­წყო და ა.შ. იგი­ვე ნა­ი­რად ვა­პი­რებ გა­ვაგ­რძე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში და ეს იქ­ნე­ბა ის გა­რან­ტია, რო­მე­ლიც 18 წელი მე ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბით და­ვამ­ტკი­ცე“, - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა თა­დუ­მა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ბოდიში, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე" - შალვა თადუმაძე საკუთარ დამსახურებებზე

"ბოდიში, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე" - შალვა თადუმაძე საკუთარ დამსახურებებზე

ბოდიში, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე, ასეთი განათლების სისტემა იყო, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსმენისას განაცხადა, სადაც მან კიდევ ერთი განმარტება გააკეთა საკუთარ დიპლომთან დაკავშირებით.

როგორც თადუმაძე ამბობს, ის პასუხისმგებლობას საბჭოთა განათლების კანონზე ვერ აიღებს.

„არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ამბობს, რომ არ მაინტერესებს სად იყო გახსნილი სასწავლებელი. სადაც იყო გახსნილი, იქაც სახელმწიფომ დაუშვა, მათ შორის მიწისქვეშ გადასასვლელშიც უნივერსიტეტის გახსნა. სადაც იყო გახსნილი, იქ მივედი, რა პროგრამითაც მასწავლიდნენ, იმ პროგრამით ვისწავლე, რა სახის დიპლომიც მომცეს, ის დიპლომი წამოვიღე. მე ამის შესაძლებლობა მქონდა კანონით და ვერ ავიღებ იმაზე პასუხისმგებლობას, 1997 წლამდე საბჭოთა განათლების კანონი რომ მოქმედებდა ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა თადუმაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პრეცედენტულია პარლამენტში გენერალური პროკურორის მოსმენა.

„მგონია, რომ კარგია საზოგადოებამ დაინახა, რომ გენერალური პროკურორი თავს აძლევს უფლებას ამ ფორმატში გასცეს ყველაზე კრიტიკურ კითხვებზე პასუხი, ისე რომ გენერალურ პროკურორს საკანონდმებლო რეგულაციებით ამის ვალდებულება არ გააჩია. თუმცა, ამ ფორმატში მე ვალდებული ვარ გამოვიდე და ვისაუბრო ყველა კითხვაზე და გაიხსენეთ შემთხვევები, რომელ დეპუტატს შეეძლო მოქმედი გენპროკურორისთვის ისეთი შეურაცხყოფები მიეყენებინა, რომელიც მე აქ მოვითმინე. ეს თმენის ვალდებულება ჩემს დადებით მხარეზე მეტყველებს...

მე განვიხილავ თავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, განვიხილავ თავმჯდომარედაც და მიმაჩნია, როგორც გენერალური პროკურორი ვმსახურობ სახელმწიფოს წინაშე, ისე, რომ ჩემს უკან არ არის არც ერთი ამბავი, რომ ვინმეს შალვა თადუმაძის სახელით დაურეკეს, რაღაცა ჩამოართვეს, რაღაცა წაართვეს, რაღაცა გადაიფორმეს, ღამის ნოტარიუსები მოაწყო და ა.შ“, - განაცხადა თადუმაძემ.

დეპუტატი ლევან კობერიძე დაინტერესდა, რა დამსახურებები აქვს შალვა თადუმაძეს, რის გამოც თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განიხილავს.

როგორც შალვა თადუმაძემ განაცხადა, ის საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას ყოველთვის უკომპრომისო იყო.

„ერთი იმ დამსახურებისთვის, რომ ძალიან ბევრი ვერ ბედავდა იმას, რასაც მე ვბედავდი იმ პერიოდში, როცა სახელმწიფო მანქანა მუშაობდა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე. იმ პერიოდში სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობდი. მე პროფესიულ ნაწილში საკმაოდ დიდი გამბედაობები მაქვს გამოჩენილი", - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

მისივე თქმით, ის არასდროს ერიდებოდა საკუთარი აზრის გამოთქმას არც საპარლამენტო მდივნის და არც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მუშაობის განმავლობაში. თადუმაძემ აღნიშნა, რომ უკომპრომისოდ ახორციელებდა საქმიანობას მიუხედავად იმისა, მოსწონდა თუ არა ეს პარლამენტის იმჟამინდელ შემადგენლობას და ასეთივე უკომპრომისო იყო მთავრობის ადმინისტრაციაშიც და პროკურატურაშიც.

„ერთი რამ მხიბლავს, წელიწადნახევრის გენერალურ პროკურორს მელაპარაკებიან 25 წლის წინანდელ შემთხვევაზე და ვერ იგონებს ვერც ერთი პოლიტიკური ფიგურა შემთხვევას, როცა გენპროკურორმა თავის უფლებამოსილებას გადაამეტა, ვიღაცას ბრალი წარუდგინა ისე, რომ არ ეკუთვნოდა. არ არსებობს ვინმე ამ დარბაზში, რომელიც ჩემს საქმიანობაზე იტყვის, რომ ან პოლიტიკური ნიშნით ვახორციელებდი დევნას“, - განახადა შალვა თადუმაძემ.

მისივე თქმით, ყველა მის გადაწყვეტილებაზე და წელიწადნახევრის განმავლობაში ყველა პროკურორის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი თავად არის.

„მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, თუმცა არ არსებობს შემთხვევა, როდესაც დღეს მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა კანონის უზენაესობის პრინციპს გადაუხვია. შეიძლება არ ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ ადამიანურად ეს არის ძალიან დიდი სიმძიმე ჩემთვის, როდესაც მე უნდა მივიღო გადაწყვეტილებები ისეთ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას შეიძლება არ მოწონდეს, მაგრამ მე ამ გადაწყვეტილებებს ვიღებ უკომპრომისოდ. არ არსებობს თემა კვალიფიკაციის ნაწილთან ან ბრალის, ღამე ქონებების გადაფორმების, ჩემი ძმაკაცების წილების გაფორმების. ესეთი თემები რომ არ არსებობს, ეს მე მგონი საკმაოდ დასაფიქრებელია იმ ადამიანების მიმართ, რომლების ასეთი არაკვალიფიციური და არაკეთილსინდისიერი მეთოდით ჩემს დიპლომზე ლაპარაკობენ. ამიტომ მე განვიხილავ თავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, განვიხილავ თავმჯდომარედაც და მიმაჩნია, როგორც გენერალური პროკურორი ვმსახურობ სახელმწიფოს წინაშე, ისე, რომ ჩემს უკან არ არის არც ერთი ამბავი, რომ ვინმეს შალვა თადუმაძის სახელით დაურეკეს, რაღაცა ჩამოართვეს, რაღაცა წაართვეს, რაღაცა გადაიფორმეს, ღამის ნოტარიუსები მოაწყო და ა.შ. იგივე ნაირად ვაპირებ გავაგრძელო საქმიანობა სასამართლო სისტემაში და ეს იქნება ის გარანტია, რომელიც 18 წელი მე ჩემი საქმიანობით დავამტკიცე“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სინოდის სხდომას - ექსპერტ გია ხუხაშვილის პროგნოზი

LIVE: ნინო ბურჯანაძე "ნიუსრუმში"

"არასდროს წავსულვარ პატრიარქის წინააღმდეგ"  -  გიორგი კვირიკაშვილი