მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაცისტური ტყვეობის დროს, თბილისში ველოკომპლექსს  აშენებდა - ვინ იყო ავსტრიელი მეცნიერი, რომელმაც მსოფლიოს უნიკალური ნაშრომები დაუტოვა
ნაცისტური ტყვეობის დროს, თბილისში ველოკომპლექსს  აშენებდა - ვინ იყო ავსტრიელი მეცნიერი, რომელმაც მსოფლიოს უნიკალური ნაშრომები დაუტოვა

ფერ­მე­რი და ეკო­ლო­გი ინგა ბა­ში­რო­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ინ­ტერ­სო პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ნო­ბე­ლის ლა­უ­რე­ატ ზო­ო­ლოგ­ზე, კონ­რად ლო­რენცზე ბევ­რის­თვის უც­ნობ ცნო­ბებს გვაწ­ვდის. კონ­რად ლო­რენ­ცი ნა­ცის­ტუ­რი ტყვე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და. რო­გორ მოხ­ვდა და რას საქ­მი­ა­ნობ­და თბი­ლის­ში მეც­ნი­ე­რი და რა მნიშ­ვე­ნო­ვან თე­მე­ზე მუ­შა­ობ­და ის, ამის შე­სა­ხებ ინგა ბა­ში­რო­ვი გვიყ­ვე­ბა:

"ნო­ბე­ლის ლა­უ­რე­ა­ტი, ეთო­ლო­გი­ის და ზო­ოფ­სი­ქო­ლო­გი­ის მამა, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი იცო­და თქვენს ცხო­ვე­ლურ ინ­სტინ­ქტებ­ზე, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე კარ­გად აღ­წე­რა აგ­რე­სია და ამო­იც­ნო მას­ში რეფ­ლექ­სი, ხოლო ადა­მი­ან­ში ცხო­ვე­ლი. კონ­რად ლო­რენ­ცი - ბევ­რად გრძე­ლი სა­ხე­ლი აქვს, მაგ­რამ ამ მოკ­ლე ვა­რი­ანტზე შევ­ჯერ­დეთ. ის უზო­მოდ იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლებ­ში და ადა­მი­ა­ნიც უყ­ვარ­და იმის გამო, რომ ის ცხო­ვე­ლია.

ავ­სტრი­ა­ში, ჭა­ო­ბებ­ში ოთხი წლის ასაკ­ში მან იპო­ვა თა­ვი­სი პირ­ვე­ლი გა­რე­უ­ლი იხ­ვის ჭუკი და ძა­ლი­ან მალე აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ჭუკს აქვს რეფ­ლექ­სუ­რი ჩვე­ვა გაჰ­ყვეს ფეხ­და­ფეხ მას, ვი­საც ენ­დო­ბა.

12 წლის ასაკ­ში მან უკვე ბევ­რი რამ იცო­და ცხო­ვე­ლე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის ქცე­ვე­ბის მი­ზე­ზებ­ზე. ასე მა­გა­ლი­თად, ლო­რენცმა აღ­წე­რა, თუ რა­ტომ ტრი­ა­ლებს სა­კუ­თა­რი კუ­დის ირ­გვლივ ძაღ­ლი, სა­ნამ მო­ე­წყო­ბა ძი­ლის­თვის. შე­გიმ­ჩნე­ვი­ათ? ლო­რენ­ცი თვლი­და, რომ ძაღლს ეს რეფ­ლექ­სი და­უ­ტო­ვა შო­რე­ულ­მა წი­ნა­პარ­მა, რო­მელ­საც ასე უწევ­და მა­ღა­ლი ბა­ლა­ხის მო­თელ­ვა კომ­ფორ­ტუ­ლი ძი­ლის­თვის. ხოლო თა­ნა­მედ­რო­ვე ძაღ­ლი ინ­სტინ­ქტი­სა და რეფ­ლექ­სის დო­ნე­ზე იმე­ო­რებს იგი­ვე მოძ­რა­ო­ბებს სა­ვარ­ძელ­ზეც კი.

წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რას და­წერ­და ლო­რენ­ცი ჩვენ­ზე - ადა­მი­ა­ნებ­ზე?!

ახალ­გაზ­რდა ავ­სტრი­ე­ლი მო­ი­ხიბ­ლა ნა­ცი­ო­ნალ-დე­მოკ­რა­ტე­ბით და მოხ­ვდა ნა­ცის­ტურ ჯარ­ში, ხოლო 1944 წელს ტყვე­ო­ბა­ში. ის გა­ა­ნა­წი­ლეს ჯერ სომ­ხეთ­ში, შემ­დეგ კი თბი­ლის­ში, სა­დაც სხვა ტყვე­ებ­თან ერ­თად აშე­ნებ­და ახ­ლან­დელ უზ­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბულ უნი­კა­ლურ ველო კომ­პლექსს. ტყვე­ო­ბა­ში აქ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მან მო­ი­ში­ნა­უ­რა ცოტა ხნით დე­და­ლი მგე­ლი, ტურა და ყვე­ლა მო­ხე­ტი­ა­ლე ძაღ­ლი. ზუს­ტად აქ მან და­ი­წყო თა­ვი­სი პირ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბა ცხო­ვე­ლებ­ზე, რა­მაც მის­ცა მას უნი­კა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, შემ­დგომ ყვე­ლა­ზე კარ­გად აღე­წე­რა აგ­რე­სი­ის ბუ­ნე­ბა.

50-იან წლებ­ში მან და­აღ­წია თავი ტყვე­ო­ბას, ის და­უბ­რუ­ნეს სამ­შობ­ლოს. და აი, ამის შემ­დეგ სამ­ყა­როს ერგო ძა­ლი­ან ძა­ლი­ან ბევ­რი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნაშ­რო­მი. თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბა­ში მან შე­მო­ი­ტა­ნა ორი მცნე­ბა: სა­ხე­ო­ბე­ბის შე­და­რე­ბი­თი ფსი­ქო­ლო­გია (ეთო­ლო­გია) და ზო­ოფ­სი­ქო­ლო­გია, რის გა­მოც გახ­და უამ­რა­ვი პრე­მი­ის, მათ შო­რის ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი.

მე გა­მოვ­ყოფ­დი მის ნაშ­რომს, სა­დაც ის აღ­წერს დიდ ქა­ლა­ქებ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს, რო­გორც ცალ­კე ბი­ო­ლო­გი­ურ სა­ხე­ო­ბას. "ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის რვა მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ცოდ­ვა" - ასე ჰქვია ამ წიგნს. ის აკ­რი­ტი­კებს თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს ბუ­ნე­ბა­გა­მომ­ცდე­ლის პო­ზი­ცი­ი­დან და ამ­ტკი­ცებს, რომ დე­მოგ­რა­ფია, ცხოვ­რე­ბის მა­ღა­ლი ტემ­პი, თავ­სმოხ­ვე­უ­ლი კონ­კუ­რენ­ცია და წარ­მა­ტე­ბა, მო­უთ­მენ­ლო­ბა დის­კომ­ფორ­ტის მი­მართ, ტრა­დი­ცი­ე­ბის­გან და­შო­რე­ბა, გე­ნე­ტი­კუ­რი გა­და­შე­ნე­ბა, მა­ს­მე­დია და ბირ­თუ­ლი ია­რა­ღის ჟღა­რუ­ნი აქ­ცევს ადა­მი­ანს ბუ­ნე­ბის უსუ­სურ შეც­დო­მად.

  • ლო­რენ­ცი 80-ან წლებ­ში წერ­და, რომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია დიდ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბამ არ გა­უ­ჩი­ნოს ადა­მი­ანს სტრე­სი, რო­მე­ლიც ჩა­ი­წე­რე­ბა მის გე­ნე­ტი­კა­ში. ის ასე­ვე სა­უბ­რობს ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის ურ­ბა­ნულ ხელ­ყო­ფა­ზე და, სხვა­თა შო­რის, აღ­წერს, რომ ტყვე­ო­ბა­ში მას ხვდე­ბო­და ბევ­რად სტუ­მარ­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნე­ბი, ვიდ­რე ნიუ-იორკში, ვი­ნა­ი­დან ის ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რობ­დნენ ტრა­დი­ცი­ის და ბუ­ნე­ბის სი­ახ­ლო­ვეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს დაკ­ვირ­ვე­ბა ჩვენ­ზეა, ქარ­თვე­ლებ­ზე.
  • ლო­რენ­ცი ასე­ვე იშ­ვე­ლი­ებს მე­გა­პო­ლი­სე­ბის აერ­ო­ფო­ტო­ებს, რომ­ლე­ბიც, მისი თქმით, სა­ოც­რად ჰგავს ონ­კო­ლო­გი­ურ უჯრედს.
  • ის ასე­ვე წერს წარ­მა­ტე­ბის გაღ­მერ­თე­ბის საფრ­თხე­ზე, რო­მე­ლიც აი­ძუ­ლებს ადა­მი­ანს მუ­დამ ეჯიბ­რე­ბო­დეს სა­კუ­თარ თავს და მა­ს­მე­დი­ა­ზე, რო­მე­ლიც აკარ­გვი­ნებს ადა­მი­ანს კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნარს, რაც არ უნდა კრი­ტი­კუ­ლი იყოს თა­ვად.
  • ის წერ­და, რომ კომ­ფორ­ტი კლავს ადა­მი­ა­ნის გე­ნე­ტი­კურ იმუ­ნი­ტეტს.

ახლა 2019 წლის მი­წუ­რულს მისი ნა­წე­რი შე­იძ­ლე­ბა აღიქ­ვა, რო­გორც წი­ნას­წარ­მეტვე­ლე­ბა. მოკ­ლედ, გა­მიგ­რძელ­და. ვინც დღემ­დე არ იც­ნობ­დით - იც­ნობ­დეთ კონ­რად ლო­რენ­ცი. ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, რომ მის წიგ­ნებს თარ­გმნი­ან ქარ­თუ­ლად".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ნაცისტური ტყვეობის დროს, თბილისში ველოკომპლექსს  აშენებდა - ვინ იყო ავსტრიელი მეცნიერი, რომელმაც მსოფლიოს უნიკალური ნაშრომები დაუტოვა

ნაცისტური ტყვეობის დროს, თბილისში ველოკომპლექსს  აშენებდა - ვინ იყო ავსტრიელი მეცნიერი, რომელმაც მსოფლიოს უნიკალური ნაშრომები დაუტოვა

ფერმერი და ეკოლოგი ინგა ბაშიროვი სოციალურ ქსელში საინტერსო პოსტს აქვეყნებს, სადაც ნობელის ლაურეატ ზოოლოგზე, კონრად ლორენცზე ბევრისთვის უცნობ ცნობებს გვაწვდის. კონრად ლორენცი ნაცისტური ტყვეობის პერიოდში საქართველოში ცხოვრობდა. როგორ მოხვდა და რას საქმიანობდა თბილისში მეცნიერი და რა მნიშვენოვან თემეზე მუშაობდა ის, ამის შესახებ ინგა ბაშიროვი გვიყვება:

"ნობელის ლაურეატი, ეთოლოგიის და ზოოფსიქოლოგიის მამა, ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცოდა თქვენს ცხოველურ ინსტინქტებზე, ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად აღწერა აგრესია და ამოიცნო მასში რეფლექსი, ხოლო ადამიანში ცხოველი. კონრად ლორენცი - ბევრად გრძელი სახელი აქვს, მაგრამ ამ მოკლე ვარიანტზე შევჯერდეთ. ის უზომოდ იყო შეყვარებული ცხოველებში და ადამიანიც უყვარდა იმის გამო, რომ ის ცხოველია.

ავსტრიაში, ჭაობებში ოთხი წლის ასაკში მან იპოვა თავისი პირველი გარეული იხვის ჭუკი და ძალიან მალე აღმოაჩინა, რომ ჭუკს აქვს რეფლექსური ჩვევა გაჰყვეს ფეხდაფეხ მას, ვისაც ენდობა.

12 წლის ასაკში მან უკვე ბევრი რამ იცოდა ცხოველებისა და ადამიანის ქცევების მიზეზებზე. ასე მაგალითად, ლორენცმა აღწერა, თუ რატომ ტრიალებს საკუთარი კუდის ირგვლივ ძაღლი, სანამ მოეწყობა ძილისთვის. შეგიმჩნევიათ? ლორენცი თვლიდა, რომ ძაღლს ეს რეფლექსი დაუტოვა შორეულმა წინაპარმა, რომელსაც ასე უწევდა მაღალი ბალახის მოთელვა კომფორტული ძილისთვის. ხოლო თანამედროვე ძაღლი ინსტინქტისა და რეფლექსის დონეზე იმეორებს იგივე მოძრაობებს სავარძელზეც კი.

წარმოგიდგენიათ, რას დაწერდა ლორენცი ჩვენზე - ადამიანებზე?!

ახალგაზრდა ავსტრიელი მოიხიბლა ნაციონალ-დემოკრატებით და მოხვდა ნაცისტურ ჯარში, ხოლო 1944 წელს ტყვეობაში. ის გაანაწილეს ჯერ სომხეთში, შემდეგ კი თბილისში, სადაც სხვა ტყვეებთან ერთად აშენებდა ახლანდელ უზნაძის ქუჩაზე არსებულ უნიკალურ ველო კომპლექსს. ტყვეობაში აქ საქართველოში, მან მოიშინაურა ცოტა ხნით დედალი მგელი, ტურა და ყველა მოხეტიალე ძაღლი. ზუსტად აქ მან დაიწყო თავისი პირველი მეცნიერული დაკვირვება ცხოველებზე, რამაც მისცა მას უნიკალური საშუალება, შემდგომ ყველაზე კარგად აღეწერა აგრესიის ბუნება.

50-იან წლებში მან დააღწია თავი ტყვეობას, ის დაუბრუნეს სამშობლოს. და აი, ამის შემდეგ სამყაროს ერგო ძალიან ძალიან ბევრი უმნიშვნელოვანესი ნაშრომი. თანამედროვე მეცნიერებაში მან შემოიტანა ორი მცნება: სახეობების შედარებითი ფსიქოლოგია (ეთოლოგია) და ზოოფსიქოლოგია, რის გამოც გახდა უამრავი პრემიის, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატი.

მე გამოვყოფდი მის ნაშრომს, სადაც ის აღწერს დიდ ქალაქებში მცხოვრებ ადამიანებს, როგორც ცალკე ბიოლოგიურ სახეობას. "ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვა" - ასე ჰქვია ამ წიგნს. ის აკრიტიკებს თანამედროვე სამყაროს ბუნებაგამომცდელის პოზიციიდან და ამტკიცებს, რომ დემოგრაფია, ცხოვრების მაღალი ტემპი, თავსმოხვეული კონკურენცია და წარმატება, მოუთმენლობა დისკომფორტის მიმართ, ტრადიციებისგან დაშორება, გენეტიკური გადაშენება, მასმედია და ბირთული იარაღის ჟღარუნი აქცევს ადამიანს ბუნების უსუსურ შეცდომად.

  • ლორენცი 80-ან წლებში წერდა, რომ წარმოუდგენელია დიდ ქალაქში ცხოვრებამ არ გაუჩინოს ადამიანს სტრესი, რომელიც ჩაიწერება მის გენეტიკაში. ის ასევე საუბრობს ველური ბუნების ურბანულ ხელყოფაზე და, სხვათა შორის, აღწერს, რომ ტყვეობაში მას ხვდებოდა ბევრად სტუმარმოყვარე ადამიანები, ვიდრე ნიუ-იორკში, ვინაიდან ის ადამიანები ცხოვრობდნენ ტრადიციის და ბუნების სიახლოვეს. სავარაუდოდ, ეს დაკვირვება ჩვენზეა, ქართველებზე.
  • ლორენცი ასევე იშველიებს მეგაპოლისების აეროფოტოებს, რომლებიც, მისი თქმით, საოცრად ჰგავს ონკოლოგიურ უჯრედს.
  • ის ასევე წერს წარმატების გაღმერთების საფრთხეზე, რომელიც აიძულებს ადამიანს მუდამ ეჯიბრებოდეს საკუთარ თავს და მასმედიაზე, რომელიც აკარგვინებს ადამიანს კრიტიკული აზროვნების უნარს, რაც არ უნდა კრიტიკული იყოს თავად.
  • ის წერდა, რომ კომფორტი კლავს ადამიანის გენეტიკურ იმუნიტეტს.

ახლა 2019 წლის მიწურულს მისი ნაწერი შეიძლება აღიქვა, როგორც წინასწარმეტველება. მოკლედ, გამიგრძელდა. ვინც დღემდე არ იცნობდით - იცნობდეთ კონრად ლორენცი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მის წიგნებს თარგმნიან ქართულად".

ინგა გრიგოლია TV "პირველის" დირექტორის პოსტს ტოვებს - "ჩემი საქმიანი და ოჯახური ინტერესები ძალიან შეეჯახა ერთმანეთს"

"ზაფხულის ეფექტი არ აღმოჩნდა განმსაზღვრელი ეპიდემიის მიმდინარეობაში" - რას წერს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი და რას ურჩევს ქართველებს

"შიგნით შესვლის მერე დაუცვიათ დისტანცია, "არაა სანერვიულო" - ხალხმრავლობა "ფაბრიკასთან", დისტანციის გარეშე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"