საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღვინის გზა, მეღვინიდან მეღვინესთან - ქართული ღვინის ფესტივალზე წიგნის წარდგენა გაიმართება
ღვინის გზა, მეღვინიდან მეღვინესთან - ქართული ღვინის ფესტივალზე წიგნის წარდგენა გაიმართება

12 ოქ­ტომ­ბერს 13:00 სა­ათ­ზე, "ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2019-ის" ფარ­გლებ­ში, შარ­დენ­ზე - სი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე, წიგ­ნის "ღვი­ნის სიყ­ვა­რუ­ლით, მოგ­ზა­უ­რო­ბა ღვი­ნის სამ­შობ­ლო­ში" წარ­დგე­ნა გა­ი­მარ­თე­ბა.

"ღვი­ნის სიყ­ვა­რუ­ლით" ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის, ჟურ­ნა­ლის­ტი­სა და ბლო­გე­რის, ელის ფე­ი­რინ­გის წიგ­ნია. ავ­ტო­რი მკი­თხველს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის შე­სა­ხებ და­უ­ვი­წყა­რი პორ­ტრე­ტე­ბით, პე­ი­ზა­ჟე­ბი­თა და სი­უ­ჟე­ტე­ბით მოგ­ვი­თხრობს; მკი­თხვე­ლი მეღ­ვი­ნი­დან მეღ­ვი­ნეს­თან გა­და­დის და იქ­მნე­ბა ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, თით­ქოს ღვი­ნის გზას გა­დის და აღ­წე­რი­ლი მოვ­ლე­ნე­ბი მის თვალ­წინ ხდე­ბა.

„ელის ფე­ი­რინ­გის ერთი მშვე­ნი­ე­რი წიგ­ნი ღვი­ნის შე­სა­ხებ უკვე არ­სე­ბობს ქარ­თუ­ლად, მაგ­რამ წიგ­ნი, რო­მელ­საც ახლა უნდა გა­ეც­ნოს ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი, ნამ­დვი­ლი სა­ჩუ­ქა­რია მათ­თვის, ვი­საც ნამ­დვი­ლი ღვი­ნო უყ­ვარს“ - მწე­რა­ლი, დათო ტუ­რაშ­ვი­ლი.

„ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა წიგ­ნის წარ­დგე­ნა, რო­მე­ლიც, ჩემი აზ­რით ყვე­ლა ქარ­თვე­ლის­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და ჩვენს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან კულ­ტუ­რა­ზე, ვაზ­ზე და­წე­რა, ემო­ცი­ით, დე­ტა­ლე­ბით, სიყ­ვა­რუ­ლით. ის წერს იმ მეღ­ვი­ნე­ებ­ზე, რომ­ლებ­მაც გზა გაჭ­რა და ჩვე­ნი მარ­ნე­ბის­კენ მო­ა­ხე­და მსოფ­ლიო და გე­ნი­ა­ლუ­რი ქვევ­რის ღვი­ნო­ე­ბით გა­აკ­ვირ­ვა იგი!“- ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე, "პა­ლიტ­რა L ის" მარ­კე­ტიგ­ნი­სა და პი­ა­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წიგნს წა­რად­გე­ნენ: მთარ­გმნე­ლი, ნა­თია მე­ნაბ­დე და პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი - ანა კო­პა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ღვინის გზა, მეღვინიდან მეღვინესთან - ქართული ღვინის ფესტივალზე წიგნის წარდგენა გაიმართება

ღვინის გზა, მეღვინიდან მეღვინესთან - ქართული ღვინის ფესტივალზე წიგნის წარდგენა გაიმართება

12 ოქტომბერს 13:00 საათზე, "ქართული ღვინის ფესტივალი 2019-ის" ფარგლებში, შარდენზე - სიონის ქუჩაზე, წიგნის "ღვინის სიყვარულით, მოგზაურობა ღვინის სამშობლოში" წარდგენა გაიმართება.

"ღვინის სიყვარულით" ამერიკელი მწერლის, ჟურნალისტისა და ბლოგერის, ელის ფეირინგის წიგნია. ავტორი მკითხველს ქართული ღვინის შესახებ დაუვიწყარი პორტრეტებით, პეიზაჟებითა და სიუჟეტებით მოგვითხრობს; მკითხველი მეღვინიდან მეღვინესთან გადადის და იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ღვინის გზას გადის და აღწერილი მოვლენები მის თვალწინ ხდება.

„ელის ფეირინგის ერთი მშვენიერი წიგნი ღვინის შესახებ უკვე არსებობს ქართულად, მაგრამ წიგნი, რომელსაც ახლა უნდა გაეცნოს ქართველი მკითხველი, ნამდვილი საჩუქარია მათთვის, ვისაც ნამდვილი ღვინო უყვარს“ - მწერალი, დათო ტურაშვილი.

„ქართული ღვინის ფესტივალზე გაიმართება წიგნის წარდგენა, რომელიც, ჩემი აზრით ყველა ქართველისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ამერიკელი მწერალი ჩამოვიდა საქართველოში და ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან კულტურაზე, ვაზზე დაწერა, ემოციით, დეტალებით, სიყვარულით. ის წერს იმ მეღვინეებზე, რომლებმაც გზა გაჭრა და ჩვენი მარნებისკენ მოახედა მსოფლიო და გენიალური ქვევრის ღვინოებით გააკვირვა იგი!“- ანანო თავხელიძე, "პალიტრა L ის" მარკეტიგნისა და პიარის ხელმძღვანელი.

ღონისძიებაზე წიგნს წარადგენენ: მთარგმნელი, ნათია მენაბდე და პროექტის მენეჯერი - ანა კოპაძე.

ემიგრაციის სევდა და სხვა პრობლემები დათო ტურაშვილის შემოქმედებაში - „გურჯი ხათუნი“ ხელახლა გამოიცემა

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია