პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდოსტატის მარჯვენა" ვინ დაწერა, არ ვიცი - რა უპასუხა შალვა თადუმაძემ რომან გოცირიძის კითხვას
"დიდოსტატის მარჯვენა" ვინ დაწერა, არ ვიცი - რა უპასუხა შალვა თადუმაძემ რომან გოცირიძის კითხვას

გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა შალ­ვა თა­დუ­მა­ძემ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის, რო­მან გო­ცი­რი­ძის კი­თხვა­ზე, ვინ და­წე­რა „დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა“, უპა­სუ­ხა, რომ არ იცის.

ფრაქ­ცია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე რო­მან გო­ცი­რი­ძემ აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­თხვა თა­დუ­მა­ძის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე და­უს­ვა, სა­დაც გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ შალ­ვა თა­დუ­მა­ძეს, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­და­ტის რან­გში უს­მე­ნენ. გო­ცი­რი­ძემ ხდო­მა­ზე შალ­ვა თა­დუ­მა­ძის ფრა­ზე­ბი წა­ი­კი­თხა, რო­მე­ლიც ბრო­შუ­რა­დაა გა­მო­ცე­მუ­ლი.

„ახლა ვცი­ტი­რებ თქვენს ფრთო­სან სი­ტყვებს: „რო­გორც ყვე­ლა ქარ­თველს, მეც მე­ზი­ზღე­ბა ის ჯა­ლა­თი, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი სა­კა­თედ­რო ტაძ­რის აღმშე­ნე­ბელს მარ­ჯვე­ნა მოკ­ვე­თა. მსგავ­სი რამ ახლა არ უნდა გან­მე­ორ­დეს“. დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა ვინ და­წე­რა?“, - მი­მარ­თა გო­ცი­რი­ძემ შალ­ვა თა­დუ­მა­ძეს, რა­ზეც გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა უპა­სუ­ხა: „არ ვიცი“.

ამის შემ­დეგ გო­ცი­რი­ძე და­ინ­ტე­რეს­და ამ ფრა­ზა­ში „რა მარ­ჯვე­ნა­ზეა სა­უ­ბა­რი, ვის მოკ­ვე­თეს მარ­ჯვე­ნა მა­შინ და ვის მოკ­ვე­თეს მარ­ჯვე­ნა დღეს“.

„ჩემ­გან გინ­დათ პა­სუ­ხე­ბი ისეთ რა­ღა­ცებ­ზე, რომ­ლის კი­თხვე­ბიც თქვენ არ იცით? ეგ ცი­ტა­ტა არის ამო­ღე­ბუ­ლი ისე­თი სა­კი­თხი­დან, რო­მელ­საც წინ უს­წრებ­და მსჯე­ლო­ბა. ჯერ ერთი მე და თქვენ რომ ვი­ლა­პა­რა­კოთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ად­ვო­კა­ტის სა­ად­ვო­კა­ტო გა­მოს­ვლა­ზე, მგო­ნი ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლი იქ­ნე­ბა ჩემი მხრი­დან. ეს არის სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მი­ა­ნო­ბის დროს, სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში ნათ­ქვა­მი რეპ­ლი­კა, რომ­ლის სა­ბო­ლოო წი­ნა­და­დე­ბა არის ამო­ღე­ბუ­ლი. ეს რეპ­ლი­კა და­ახ­ლო­ე­ბით ერთ ფურ­ცლი­ა­ნია და იქ მი­დის მსჯე­ლო­ბა. თქვენ თუ გინ­დათ მე შე­მი­მოწ­მოთ სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში რო­გორ გა­მოვ­დი­ო­დი, არ გა­მო­გი­ვათ, რად­გან კარ­გად გა­მოვ­დი­ო­დი“, - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა თა­დუ­მა­ძემ.

ფრაქ­ცია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ კი­დევ ერთხელ გა­უ­მე­ო­რა შე­კი­თხვა, თუ ვის გუ­ლის­ხმობ­და მის ფრა­ზა­ში, რა­ზეც თა­დუ­მა­ძემ გან­მარ­ტა, რომ „გუ­ლის­ხმობ­და მო­სა­მარ­თლეს, რო­მე­ლიც იქ­ცე­ო­და რო­გორც ჯა­ლა­თი“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

"დიდოსტატის მარჯვენა" ვინ დაწერა, არ ვიცი - რა უპასუხა შალვა თადუმაძემ რომან გოცირიძის კითხვას

"დიდოსტატის მარჯვენა" ვინ დაწერა, არ ვიცი - რა უპასუხა შალვა თადუმაძემ რომან გოცირიძის კითხვას

გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის კითხვაზე, ვინ დაწერა „დიდოსტატის მარჯვენა“, უპასუხა, რომ არ იცის.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ აღნიშნული კითხვა თადუმაძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაუსვა, სადაც გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის რანგში უსმენენ. გოცირიძემ ხდომაზე შალვა თადუმაძის ფრაზები წაიკითხა, რომელიც ბროშურადაა გამოცემული.

„ახლა ვციტირებ თქვენს ფრთოსან სიტყვებს: „როგორც ყველა ქართველს, მეც მეზიზღება ის ჯალათი, რომელმაც პირველი საკათედრო ტაძრის აღმშენებელს მარჯვენა მოკვეთა. მსგავსი რამ ახლა არ უნდა განმეორდეს“. დიდოსტატის მარჯვენა ვინ დაწერა?“, - მიმართა გოცირიძემ შალვა თადუმაძეს, რაზეც გენერალურმა პროკურორმა უპასუხა: „არ ვიცი“.

ამის შემდეგ გოცირიძე დაინტერესდა ამ ფრაზაში „რა მარჯვენაზეა საუბარი, ვის მოკვეთეს მარჯვენა მაშინ და ვის მოკვეთეს მარჯვენა დღეს“.

„ჩემგან გინდათ პასუხები ისეთ რაღაცებზე, რომლის კითხვებიც თქვენ არ იცით? ეგ ციტატა არის ამოღებული ისეთი საკითხიდან, რომელსაც წინ უსწრებდა მსჯელობა. ჯერ ერთი მე და თქვენ რომ ვილაპარაკოთ წარმატებული ადვოკატის საადვოკატო გამოსვლაზე, მგონი ძალიან უხერხული იქნება ჩემი მხრიდან. ეს არის საადვოკატო საქმიანობის დროს, სასამართლო დარბაზში ნათქვამი რეპლიკა, რომლის საბოლოო წინადადება არის ამოღებული. ეს რეპლიკა დაახლოებით ერთ ფურცლიანია და იქ მიდის მსჯელობა. თქვენ თუ გინდათ მე შემიმოწმოთ სასამართლო დარბაზში როგორ გამოვდიოდი, არ გამოგივათ, რადგან კარგად გამოვდიოდი“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაუმეორა შეკითხვა, თუ ვის გულისხმობდა მის ფრაზაში, რაზეც თადუმაძემ განმარტა, რომ „გულისხმობდა მოსამართლეს, რომელიც იქცეოდა როგორც ჯალათი“.

იურიდიულმა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს დაუჭირა მხარი - მათ შორის თადუმაძე და მიქაუტაძე არიან

ბესელია ოხანაშვილს ტრიბუნასთან გვერდით მიუჯდა - "მე რომ რეგლამენტს ვწერდი, შენ პარლამენტთან მისასვლელ გზებს ეძებდი"

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კომიტეტში მხარი დაუჭირეს