საზოგადოება
პოლიტიკა

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"3-იანები მყავს, სამწუხაროდ..." - შალვა თადუმაძის პასუხები დიპლომზე და გასაუბრება იუსტიციის საბჭოში
"3-იანები მყავს, სამწუხაროდ..." - შალვა თადუმაძის პასუხები დიპლომზე და გასაუბრება იუსტიციის საბჭოში

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალს სა­ერ­თოდ არ სწავ­ლობ­დით და იმი­ტომ ვერ პო­უ­ლობთ დიპ­ლომ­ში ამ სა­განს, - ასე მი­მარ­თა ფრაქ­ცია „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რმა ოთარ კა­ხი­ძემ, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­დატ შალ­ვა თა­დუ­მა­ძეს.

თავ­და­პირ­ვე­ლად, ოთარ კა­ხი­ძემ შალ­ვა თა­დუ­მა­ძეს ჰკი­თხა, ვინ ას­წავ­ლი­და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალს, რა­ზეც თა­დუ­მა­ძემ პა­სუ­ხის­გან თავი შე­ი­კა­ვა და აღ­ნიშ­ნა, რომ „ერთ-ერთი ლექ­ტო­რი“.

შემ­დეგ დე­პუ­ტა­ტი ამ სა­გან­ში მი­ღე­ბუ­ლი ქუ­ლი­თაც და­ინ­ტე­რეს­და, რა­ზეც თა­დუ­მა­ძეს პა­სუ­ხი არ გა­უ­ცია, თუმ­ცა ზო­გა­დად, სხვა საგ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ 3-ია­ნე­ბიც ჰყავ­და.

„3-ია­ნე­ბი მყავს სამ­წუ­ხა­როდ...“ - აღ­ნიშ­ნა თა­დუ­მა­ძემ დიპ­ლომ­ში, ნიშ­ნე­ბის ფურ­ცლის გა­და­ხედ­ვის შემ­დეგ.

დღეს მოხ­ვე­დით ნა­მე­ცა­დი­ნე­ბი? - ამ კი­თხვით მი­მარ­თა „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გიგა ბო­კე­რი­ამ შალ­ვა თა­დუ­მა­ძეს.

დე­პუ­ტატ­მა მას იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო­ში გა­სა­უბ­რე­ბის დროს ნათ­ქვა­მი მი­სი­ვე ფრა­ზა გა­ახ­სე­ნა - „თქვენ ხომ არ გგო­ნი­ათ რომ აქ ნა­მე­ცა­დი­ნე­ბი მოვ­დი­ვარ?“.

„გა­ვი­გეთ, რომ არ გა­გი­მარ­თლათ და ასეთ სა­ო­ცარ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­დით, რო­მე­ლიც თვი­თონ­ვე აყალ­ბებ­და თა­ვი­სი­ვე დო­კუ­მენ­ტებს, თქვენ კი არა ის,“- გა­ნა­ცხა­და გიგა ბო­კე­რი­ამ.

მან ასე­ვე სამი კურ­სე­ლის და­სა­ხე­ლე­ბა სთხო­ვა შალ­ვა თა­დუ­მა­ძეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი 3 ლექ­ტო­რის. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში შალ­ვა თა­დუ­მა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ 10 სა­ხე­ლის და გვა­რის და­სა­ხე­ლე­ბა შე­უძ­ლია, თუმ­ცა, მათ­გან ამის ნე­ბარ­თვა არ აუ­ღია და ვერ და­ა­სა­ხე­ლებს.

„შალ­ვა თა­დუ­მა­ძის კურ­სე­ლო­ბა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნია? კურ­სე­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა ყო­ფი­ლა მათი შე­უ­რა­ცხყო­ფა, ამ­ხე­ლა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სია და გსურთ, კი­თხვე­ბი მო­იხ­სნას და სამ კურ­სელს ვერ პო­უ­ლობთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უთხრათ, გა­მო­ვი­დოდ­ნენ და იტყოდ­ნენ, რომ ერ­თად სწავ­ლობ­დით,“- გა­ნა­ცხა­და გიგა ბო­კე­რი­ამ.

გიგა ბო­კე­რია და­ინ­ტე­რეს­და, შალ­ვა თა­დუ­მა­ძეს მისი დიპ­ლო­მის ინ­გლი­სუ­რი ტექ­სტი თუ აქვს წა­კი­თხუ­ლი და გა­ნა­ცხა­და, რომ 20 სი­ტყვა­ში 10 შეც­დო­მაა დაშ­ვე­ბუ­ლი.

„ეს თქვე­ნი სას­წავ­ლო ბი­ოგ­რა­ფია ოს­ტაპ ბენ­დე­რის ბი­ოგ­რა­ფი­ა­სა­ვით იდუ­მა­ლე­ბით არის მო­ცუ­ლი. იმ სა­მო­ქა­ლა­ქო ჯგუ­ფებ­მა, ვინც ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბით იყ­ვნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი, ჯერ მი­მარ­თეს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და იცით რა პა­სუ­ხი მი­ი­ღეს? - პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბია და ვერ მოგ­ცემ­თო. მერე მი­მარ­თეს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას და იცით რა პა­სუ­ხი მი­ი­ღეს? პრო­კუ­რა­ტუ­რა არ მო­ნა­წი­ლე­ობს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის შერ­ჩე­ვა­შიო, ამი­ტომ არ მოგ­ცემთ მის დიპ­ლომ­სო, მერე მი­მარ­თეს იუ­სი­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს, რო­მელ­მაც სა­ერ­თოდ არ გას­ცა პა­სუ­ხი, ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ უთხრა, ჩვენ­თან ძვე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი ნად­გურ­დე­ბა და იმი­ტომ არ გვაქ­ვსო,“- გა­ნა­ცხა­და გიგა ბო­კე­რი­ამ.

შალ­ვა თა­დუ­მა­ძის თქმით, კი ბო­კე­რია არას­წორ და ინ­ტერპრე­ტი­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს, რა­ზეც ბო­კე­რი­ამ თა­დუ­მა­ძეს ურ­ჩია, მას­თან პო­ლი­ტი­კურ დე­ბა­ტებ­ში ნუ შევა.

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

"3-იანები მყავს, სამწუხაროდ..." - შალვა თადუმაძის პასუხები დიპლომზე და გასაუბრება იუსტიციის საბჭოში

"3-იანები მყავს, სამწუხაროდ..." - შალვა თადუმაძის პასუხები დიპლომზე და გასაუბრება იუსტიციის საბჭოში

საერთაშორისო სამართალს საერთოდ არ სწავლობდით და იმიტომ ვერ პოულობთ დიპლომში ამ საგანს, - ასე მიმართა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს.

თავდაპირველად, ოთარ კახიძემ შალვა თადუმაძეს ჰკითხა, ვინ ასწავლიდა უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართალს, რაზეც თადუმაძემ პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ „ერთ-ერთი ლექტორი“.

შემდეგ დეპუტატი ამ საგანში მიღებული ქულითაც დაინტერესდა, რაზეც თადუმაძეს პასუხი არ გაუცია, თუმცა ზოგადად, სხვა საგნებთან მიმართებაში აღნიშნა, რომ 3-იანებიც ჰყავდა.

„3-იანები მყავს სამწუხაროდ...“ - აღნიშნა თადუმაძემ დიპლომში, ნიშნების ფურცლის გადახედვის შემდეგ.

დღეს მოხვედით ნამეცადინები? - ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ შალვა თადუმაძეს.

დეპუტატმა მას იუსტიციის საბჭოში გასაუბრების დროს ნათქვამი მისივე ფრაზა გაახსენა - „თქვენ ხომ არ გგონიათ რომ აქ ნამეცადინები მოვდივარ?“.

„გავიგეთ, რომ არ გაგიმართლათ და ასეთ საოცარ უნივერსიტეტში სწავლობდით, რომელიც თვითონვე აყალბებდა თავისივე დოკუმენტებს, თქვენ კი არა ის,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მან ასევე სამი კურსელის დასახელება სთხოვა შალვა თადუმაძეს, მოგვიანებით კი 3 ლექტორის. ორივე შემთხვევაში შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ 10 სახელის და გვარის დასახელება შეუძლია, თუმცა, მათგან ამის ნებართვა არ აუღია და ვერ დაასახელებს.

„შალვა თადუმაძის კურსელობა გამამტყუნებელი განაჩენია? კურსელების დასახელება ყოფილა მათი შეურაცხყოფა, ამხელა საზოგადოებრივი ინტერესია და გსურთ, კითხვები მოიხსნას და სამ კურსელს ვერ პოულობთ, რომ საზოგადოებას უთხრათ, გამოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ ერთად სწავლობდით,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია დაინტერესდა, შალვა თადუმაძეს მისი დიპლომის ინგლისური ტექსტი თუ აქვს წაკითხული და განაცხადა, რომ 20 სიტყვაში 10 შეცდომაა დაშვებული.

„ეს თქვენი სასწავლო ბიოგრაფია ოსტაპ ბენდერის ბიოგრაფიასავით იდუმალებით არის მოცული. იმ სამოქალაქო ჯგუფებმა, ვინც ამ ინფორმაციის მოპოვებით იყვნენ დაინტერესებულნი, ჯერ მიმართეს მთავრობის ადმინისტრაციას და იცით რა პასუხი მიიღეს? - პერსონალური მონაცემებია და ვერ მოგცემთო. მერე მიმართეს გენერალურ პროკურატურას და იცით რა პასუხი მიიღეს? პროკურატურა არ მონაწილეობს გენერალური პროკურორის შერჩევაშიო, ამიტომ არ მოგცემთ მის დიპლომსო, მერე მიმართეს იუსიტიციის სამინისტროს, რომელმაც საერთოდ არ გასცა პასუხი, ადვოკატთა ასოციაციამ უთხრა, ჩვენთან ძველი დოკუმენტები ნადგურდება და იმიტომ არ გვაქვსო,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შალვა თადუმაძის თქმით, კი ბოკერია არასწორ და ინტერპრეტირებულ ინფორმაციას ავრცელებს, რაზეც ბოკერიამ თადუმაძეს ურჩია, მასთან პოლიტიკურ დებატებში ნუ შევა.

რა ქონებით დაბრუნდა ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში

"2008 წელს საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხი ანგელა მერკელმა დაბლოკა" - რას ამბობს მეთიუ ბრაიზა რასმუსენის იდეაზე

"დიდოსტატის მარჯვენა" ასეთი ნაწარმოები არ არსებობს, გამსახურდიამ დაწერა "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა" - შალვა თადუმაძე