პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დადეშელის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მისი შვილის ნათლიაა - რა დეტალები გახდა ცნობილი სასამართლოზე
დადეშელის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მისი შვილის ნათლიაა - რა დეტალები გახდა ცნობილი სასამართლოზე

რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო იხი­ლავს სა­დის­ტუ­რად მოკ­ლულ ზუ­რაბ და­დე­შე­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის საქ­მეს. პრო­კუ­რა­ტუ­რა ხუ­თი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვს.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უშუ­ა­ლოდ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლებ­საც, ისე­ვე რო­გორც მსხვერ­პლს, გვა­რე­ბი გა­მოც­ვლი­ლი აქვთ, გი­ორ­გი ასა­თი­ა­ნი რე­ა­ლუ­რად გი­ორ­გი შო­ნი­აა, ხოლო ზუ­რაბ ჯღარ­კა­ვას გვა­რი ბარ­ბა­ქა­ძეა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბულ­მა 37 წლის გი­ორ­გი ასა­თი­ან­მა (გი­ორ­გი შო­ნი­ამ) და მის­მა თა­ნამ­ზრახ­ველ­მა - 1983 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ზუ­რაბ ჯღარ­კა­ვამ, (ზუ­რაბ ბარ­ბა­ქა­ძემ) წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 35 წლის და­ვით მუმ­ლა­ძის, რე­ა­ლუ­რად კი ზუ­რაბ და­დე­შე­ლის მკვლე­ლო­ბა და­გეგ­მეს.

მსხვერ­პლის ქა­ლა­ქი­დან გაყ­ვა­ნა­ში მათ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და­ეხ­მარ­ნენ - და­ვით მი­რო­ტა­ძე, რომ­ლის დის ქმა­რი­ცაა ბარ­ბა­ქა­ძე და მისი მე­გობ­რე­ბი, გი­ორ­გი ღუ­ბი­ა­ნუ­რი და ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი დიტო დუ­ღაშ­ვი­ლი. ისიც ცნო­ბი­ლია, რომ სახ­ლი­დან მხვერ­პლი მე­გო­ბარ­მა და­ვით ოქ­რუ­აშ­ვილ­მა, იგი­ვე გი­ორ­გი გე­თაშ­ვილ­მა მო­ტყუ­ე­ბით გა­მო­იყ­ვა­ნა და პო­ლი­ცი­ე­ლებს ჩა­უგ­დო ხელ­ში, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა კი ისი­ნი შო­ნი­ას და ბარ­ბა­ქა­ძეს გა­დას­ცეს.

გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, სწო­რედ ამ ორმა ადა­მი­ან­მა მი­ა­ყე­ნა და­ნით 30 ჭრი­ლო­ბა მოკ­ლულს და მი­ზე­ზად მათ შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა სა­ხელ­დე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბას ადას­ტუ­რე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ სწო­რედ ამ ორ ადა­მი­ანს გა­დას­ცეს ისი­ნი, თუმ­ცა ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ არ იცოდ­ნენ მის მოკ­ვლას რომ აპი­რებ­დნენ და ეგო­ნათ, და­ა­ში­ნებ­დნენ და ქვეყ­ნი­დან წას­ვლას აი­ძუ­ლებ­დნენ და­დე­შელს.

პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი არც იმას უარ­ყო­ფენ, რომ ამა­ში მათ თი­თო­ე­ულ­მა თან­ხა - 4000 დო­ლა­რი აი­ღეს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბარ­ბა­ქა­ძე ამ დრომ­დე იძებ­ნე­ბა, და­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი შო­ნია კი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს. მათი ად­ვო­კა­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ არა­ნა­ი­რი სამ­ხი­ლი არ არ­სე­ბობს და რომ მათ ეს მკვლე­ლო­ბა არ ჩა­უ­დე­ნი­ათ.

შო­კის­მომ­გვრე­ლია ის ფაქ­ტი, რაც დღეს ად­ვო­კა­ტის­გან შე­ვი­ტყვეთ, რო­გორც გა­ირ­კვა, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი შო­ნია და­დე­შე­ლის შვი­ლის ნათ­ლი­აა. ად­ვო­კა­ტი იო­სებ ხა­რა­ტიშ­ვი­ლი რო­გორც შო­ნი­ას, ასე­ვე ბარ­ბა­ქა­ძის ინ­ტე­რე­სებს იცავს. ის აცხა­დებს, რომ სა­სა­მარ­თლოს შო­ნი­ას, იგი­ვე ასა­თი­ა­ნის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ მო­ი­თხოვს. ასა­თი­ა­ნი, იგი­ვე შო­ნია დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იტო­ვებს, თუმ­ცა წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბუ­ლი თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს.

იო­სებ ხა­რა­ტიშ­ვი­ლი: ჩვენ მო­ვი­თხოვთ გი­რაო შე­ე­ფარ­დოს. არც ასა­თი­ა­ნი და არც ჯღარ­კა­ვა ამ საქ­მე­ში არ არი­ან გა­რე­უ­ლი. ასა­თი­ა­ნი მოკ­ლუ­ლის შვი­ლის ნათ­ლი­აა. სულ სხვა ად­გი­ლას იყ­ვნენ ისი­ნი და­ნა­შა­უ­ლის დროს და ამას ჩვენ და­ვამ­ტკი­ცებთ. ქა­ო­სია ამ საქ­მე­ში, ჩვენ დავ­დებთ ფაქ­ტებს ვინ სად იყო, ასე არ შე­იძ­ლე­ბა საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა, ჩვენ დავ­დებთ მა­სა­ლებს წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

lia
0

romeli advokatic mkvlelebs icavs isinic dasawerebi arian

ავტორი:

დადეშელის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მისი შვილის ნათლიაა - რა დეტალები გახდა ცნობილი სასამართლოზე

დადეშელის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მისი შვილის ნათლიაა - რა დეტალები გახდა ცნობილი სასამართლოზე

რუსთავის საქალაქო სასამართლო იხილავს სადისტურად მოკლულ ზურაბ დადეშელის მკვლელობაში ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საქმეს. პროკურატურა ხუთივე დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ჩვენი ინფორმაციით, უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულებსაც, ისევე როგორც მსხვერპლს, გვარები გამოცვლილი აქვთ, გიორგი ასათიანი რეალურად გიორგი შონიაა, ხოლო ზურაბ ჯღარკავას გვარი ბარბაქაძეა.

გამოძიებით დადგინდა, რომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა 37 წლის გიორგი ასათიანმა (გიორგი შონიამ) და მისმა თანამზრახველმა - 1983 წელს დაბადებულმა ზურაბ ჯღარკავამ, (ზურაბ ბარბაქაძემ) წარსულში არსებული დაპირისპირებისა და შურისძიების მოტივით, პირადობის მოწმობის ამჟამინდელი მონაცემებით, 35 წლის დავით მუმლაძის, რეალურად კი ზურაბ დადეშელის მკვლელობა დაგეგმეს.

მსხვერპლის ქალაქიდან გაყვანაში მათ პოლიციელები დაეხმარნენ - დავით მიროტაძე, რომლის დის ქმარიცაა ბარბაქაძე და მისი მეგობრები, გიორგი ღუბიანური და ყოფილი პოლიციელი დიტო დუღაშვილი. ისიც ცნობილია, რომ სახლიდან მხვერპლი მეგობარმა დავით ოქრუაშვილმა, იგივე გიორგი გეთაშვილმა მოტყუებით გამოიყვანა და პოლიციელებს ჩაუგდო ხელში, პოლიციელებმა კი ისინი შონიას და ბარბაქაძეს გადასცეს.

გამოძიების მტკიცებით, სწორედ ამ ორმა ადამიანმა მიაყენა დანით 30 ჭრილობა მოკლულს და მიზეზად მათ შორის დაპირისპირება სახელდება.

როგორც ცნობილია, დაკავებული პოლიციელები ადამიანის გატაცებას ადასტურებენ და ამბობენ, რომ სწორედ ამ ორ ადამიანს გადასცეს ისინი, თუმცა ირწმუნებიან, რომ არ იცოდნენ მის მოკვლას რომ აპირებდნენ და ეგონათ, დააშინებდნენ და ქვეყნიდან წასვლას აიძულებდნენ დადეშელს.

პოლიციელები არც იმას უარყოფენ, რომ ამაში მათ თითოეულმა თანხა - 4000 დოლარი აიღეს. როგორც ცნობილია, მკვლელობაში ბრალდებული ბარბაქაძე ამ დრომდე იძებნება, დაკავებული გიორგი შონია კი დანაშაულს არ აღიარებს. მათი ადვოკატები აცხადებენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულის წინააღმდეგ არანაირი სამხილი არ არსებობს და რომ მათ ეს მკვლელობა არ ჩაუდენიათ.

შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რაც დღეს ადვოკატისგან შევიტყვეთ, როგორც გაირკვა, მკვლელობაში ბრალდებული შონია დადეშელის შვილის ნათლიაა. ადვოკატი იოსებ ხარატიშვილი როგორც შონიას, ასევე ბარბაქაძის ინტერესებს იცავს. ის აცხადებს, რომ სასამართლოს შონიას, იგივე ასათიანის განთავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ მოითხოვს. ასათიანი, იგივე შონია დუმილის უფლებას იტოვებს, თუმცა წარდგენილ ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

იოსებ ხარატიშვილი: ჩვენ მოვითხოვთ გირაო შეეფარდოს. არც ასათიანი და არც ჯღარკავა ამ საქმეში არ არიან გარეული. ასათიანი მოკლულის შვილის ნათლიაა. სულ სხვა ადგილას იყვნენ ისინი დანაშაულის დროს და ამას ჩვენ დავამტკიცებთ. ქაოსია ამ საქმეში, ჩვენ დავდებთ ფაქტებს ვინ სად იყო, ასე არ შეიძლება საქმის გამოძიება, ჩვენ დავდებთ მასალებს წაიკითხეთ ვრცლად

"მარიამ გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა, პროკურორი საქმეს ჩამოაცილეს" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

რუსთავის ციხეში პატიმარმა პროტესტის ნიშნად საპარსი სამართებელი - ე.წ. "ბრიტვა" გადაყლაპა

193 300 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბანკის 3 თანამშრომელი დააკავეს - როგორ ატყუებდნენ ბანკს ბრალდებულები