ავტორი:

დღეს გავეცნობით, რას წერდნენ ბავშვები ერთმანეთს დანაშაულის დღეს, მათ შორისაა კალანდიას მიმოწერა - ზაზა სარალიძე შსს-ში მივიდა

დღეს გავეცნობით, რას წერდნენ ბავშვები ერთმანეთს დანაშაულის დღეს, მათ შორისაა კალანდიას მიმოწერა - ზაზა სარალიძე შსს-ში მივიდა

დღეს ჩვენ გავეცნობით მიმოწერას, რომელიც ბავშვებმა აწარმოეს ერთმანეთში დანაშაულის დღეს და შემდგომ დღეებშიც, საუბარია 4-5 არასრულწლოვნის ჩანაწერზე, მათ შორის არის მიხეილ კალანდიას ჩანაწერები, - ამის შესახებ ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ ჟურნალისტებს შსს-თან განუცხადა, სადაც ის ზაზა სარალიძესთან ერთად ხორავას ქუჩის საქმეში მონაწილე პირების პირადი მიმოწერის გასაცნობად მივიდა.

მისი თქმით, მიმოწერა, რომელიც ამერიკის ფედერალური ბიუროს საშუალებით "ინსტაგრამიდან" ამოიღეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გარკვეული ინფორმაციის მომცემი იქნება.

"დღეს ჩვენ გავეცნობით მიმოწერას, რომელიც ბავშვებმა აწარმოეს ერთმანეთში, დანაშაულის დღეს და დანაშაულის შემდგომ დღეებშიც არასრულწლოვნებს შორის. ჩვენთვის ეს მიმოწერა ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, რომ გარკვეული ინფორმაცია ამ ჩანაწერების გაცნობის შემდეგ გვექნება, იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა ბავშვებს შორის, რა იგეგმებოდა და როგორ განვითარდა მოვლენები.

ჯერჯერობით არ მაქვს ინფორმაცია როდიდან იწყება და რა მონაკვეთი არის მიმოწერის გადმოცემული. ყველაზე მთავარია იმ დღის ჩანაწერები, როდესაც იგეგმებოდა დანაშაული. თუ არ გვექნება იმ დღის სრული სურათი გადმოცემული, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ უმნიშვნელო გახდება შემდგომი დღეებს ჩანაწერები, რადგან დაგეგმვა სწორედ იმ დღეს მოხდა ბავშვებს შორის და ინფორმაციის მომცემიც სწორედ ის ჩანაწერები იქნება.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დაკმაყოფილდა რამდენიმე ბავშვის ჩანაწერების გადმოცემა. საუბარია 4-5 არასრულწოვნის ჩანაწერზე. მათ შორის არის მიხეილ კალანდიას ჩანაწერები", - აცხადებს ნესტან ლონდარიძე.

როგორც ცნობილია, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს შუამდგომლობით, მიიღეს „ინსტაგრამიდან“ 4 პირის პირადი მიმოწერა.

"ქალს აბორტის გაკეთება გინეკოლოგმა გადააფიქრებინა და ბავშვის გაშვილებაზე დაითანხმა" - ახალი დეტალები ახალშობილის გაყიდვის საქმეზე

სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი გაამართლა

"უარს ვაცხადებ ჩვენების მიცემაზე, რადგან ის ისე იქნება გამოყენებული, როგორც პოლიტიკურ ძალებს სურთ" - მიხეილ კალანდია