პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ბელგიელი მწერლის ჟორჟ სიმენონის ვაჟი ბათუმში მამის კვალს მიჰყვება
ცნობილი ბელგიელი მწერლის ჟორჟ სიმენონის ვაჟი ბათუმში მამის კვალს მიჰყვება

ბა­თუმს ცნო­ბი­ლი ბელ­გი­ე­ლი მწერ­ლის ჟორჟ სი­მე­ნო­ნის ვაჟი სტუმ­რობს. ჯონ სი­მე­ნონ­მა, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის მოწ­ვე­ვით იმ­ყო­ფე­ბა, დღეს ძველ ბა­თუმ­ში ის ად­გი­ლე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ზე და­წე­რილ ჯორჟ სი­მე­ნო­ნის ნო­ვე­ლა­შია აღ­წე­რი­ლი. ჟორჟ სი­მე­ნო­ნი ბა­თუმ­ში 1933 წელს შავი ზღვის გარ­შე­მო საკ­რუ­ი­ზო მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს გა­ჩე­რე­ბუ­ლა, სწო­რედ ამის შემ­დეგ გამ­ხდა­რა ბა­თუ­მი მისი ერთ-ერთი ად­რე­უ­ლი ნო­ვე­ლის "ხალ­ხი მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს“ მოქ­მე­დე­ბის ად­გი­ლი.

ჯონ სი­მე­ნო­ნის ბა­თუმ­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლია შეხ­ვედ­რე­ბი ნო­ვე­ლის ქარ­თუ­ლად თარ­გმა­ნის, სი­მე­ნო­ნის ფონდში და­ცუ­ლი ბა­თუ­მის ფო­ტო­არ­ქი­ვის გა­მო­ფე­ნი­სა და ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში სი­მე­ნო­ნის ძეგლის შე­საძ­ლო დად­გმას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ცნო­ბი­ლი მწერ­ლის შვი­ლი ბა­თუმ­ში 11 ოქ­ტომ­ბრამ­დე გა­ჩერ­დე­ბა, გა­ეც­ნო­ბა აჭა­რის ტუ­რის­ტულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და საქ­მი­ან შეხ­ვედ­რებს გა­მარ­თავს მთავ­რო­ბი­სა და თვით­მარ­თვე­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან.

ცნო­ბი­ლი ბელ­გი­ე­ლი მწე­რა­ლი ჟორჟ სი­მე­ნო­ნი ვა­ლო­ნი­ის რე­გი­ო­ნის, ქა­ლაქ ლი­ეჟ­ში და­ი­ბა­და. ის 200-მდე რო­მა­ნი­სა და ნო­ვე­ლის ავ­ტო­რი გახ­ლავთ, რომ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბაც 550 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ტი­რა­ჟით და­ი­ბეჭ­და და 47 ენა­ზეა თარ­გმნი­ლი. მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა რო­მა­ნე­ბის სე­რი­ამ, რომ­ლის მთა­ვა­რი გმი­რიც ფრან­გი კო­მი­სა­რი მეგ­რეა.

რაც შე­ე­ხე­ბა ნო­ვე­ლას, რომ­ლის ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­როც ბა­თუ­მია, მოქ­მე­დე­ბა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ინ­დელ ბა­თუმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. მისი მთა­ვა­რი გმი­რი თურ­ქი კონ­სუ­ლია და ნო­ვე­ლა­ში მისი გად­მო­სა­ხე­დი­დან და­ნა­ხუ­ლი სა­პორ­ტო ქა­ლა­ქია აღ­წე­რი­ლი, ნავ­თობ­მაგ­ნა­ტე­ბის, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის პერ­სო­ნა­ჟე­ბით. ნო­ვე­ლა­ში აღ­წე­რი­ლი მთა­ვა­რი ად­გი­ლი, ყო­ფი­ლი თურ­ქე­თის სა­კონ­სუ­ლოს ოფი­სის ძი­რი­თა­დი სა­ცა­ვი, დღე­საც მდე­ბა­რე­ობს მ. აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სა­კონ­სუ­ლო რე­ზი­დენ­ცი­ის შე­ნო­ბა­შია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ცნობილი ბელგიელი მწერლის ჟორჟ სიმენონის ვაჟი ბათუმში მამის კვალს მიჰყვება

ცნობილი ბელგიელი მწერლის ჟორჟ სიმენონის ვაჟი ბათუმში მამის კვალს მიჰყვება

ბათუმს ცნობილი ბელგიელი მწერლის ჟორჟ სიმენონის ვაჟი სტუმრობს. ჯონ სიმენონმა, რომელიც ბათუმში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფება, დღეს ძველ ბათუმში ის ადგილები მოინახულა, რომელიც ბათუმზე დაწერილ ჯორჟ სიმენონის ნოველაშია აღწერილი. ჟორჟ სიმენონი ბათუმში 1933 წელს შავი ზღვის გარშემო საკრუიზო მოგზაურობის დროს გაჩერებულა, სწორედ ამის შემდეგ გამხდარა ბათუმი მისი ერთ-ერთი ადრეული ნოველის "ხალხი მოპირდაპირე მხარეს“ მოქმედების ადგილი.

ჯონ სიმენონის ბათუმში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ნოველის ქართულად თარგმანის, სიმენონის ფონდში დაცული ბათუმის ფოტოარქივის გამოფენისა და ბათუმის ბულვარში სიმენონის ძეგლის შესაძლო დადგმასთან დაკავშირებით. ცნობილი მწერლის შვილი ბათუმში 11 ოქტომბრამდე გაჩერდება, გაეცნობა აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს და საქმიან შეხვედრებს გამართავს მთავრობისა და თვითმართველობის ხელმძღვანელებთან.

ცნობილი ბელგიელი მწერალი ჟორჟ სიმენონი ვალონიის რეგიონის, ქალაქ ლიეჟში დაიბადა. ის 200-მდე რომანისა და ნოველის ავტორი გახლავთ, რომლის შემოქმედებაც 550 მილიონიანი ტირაჟით დაიბეჭდა და 47 ენაზეა თარგმნილი. მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა რომანების სერიამ, რომლის მთავარი გმირიც ფრანგი კომისარი მეგრეა.

რაც შეეხება ნოველას, რომლის ინსპირაციის წყაროც ბათუმია, მოქმედება საბჭოთა კავშირის დროინდელ ბათუმში მიმდინარეობს. მისი მთავარი გმირი თურქი კონსულია და ნოველაში მისი გადმოსახედიდან დანახული საპორტო ქალაქია აღწერილი, ნავთობმაგნატების, დიპლომატიური მისიებისა და ადგილობრივი მაცხოვრებლების პერსონაჟებით. ნოველაში აღწერილი მთავარი ადგილი, ყოფილი თურქეთის საკონსულოს ოფისის ძირითადი საცავი, დღესაც მდებარეობს მ. აბაშიძის ქუჩაზე, რომელიც ამჟამად საკონსულო რეზიდენციის შენობაშია.

ვინ არიან ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელები

"ეს საგანგაშო სიგნალები, ვერაგ თამაშში ჩართულობაზე მიუთითებს" - დედა, რომლის თქმით, მისი 13 წლის შვილი "ლურჯი ვეშაპის" მსხვერპლია, მშობლებს აფრთხილებს

რობოტი "მზია", რომელიც კალათბურთს თამაშობს და აზიდვებს აკეთებს - ქართველი მოსწავლეები კონკურს First Global-ისთვის ემზადებიან