მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გთხოვ, ნატალია, დამიბრუნდი..." - ამერიკელი წყვილის ნაშვილებ გოგონას, რომელიც სავარაუდოდ ზრდასრულია, ბიოლოგიური დედა გამოუჩნდა
"გთხოვ, ნატალია, დამიბრუნდი..." - ამერიკელი წყვილის ნაშვილებ გოგონას, რომელიც სავარაუდოდ ზრდასრულია, ბიოლოგიური დედა გამოუჩნდა

მი­ტო­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნას, ნა­ტა­ლია ბარ­ნე­ტის ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა ამ­ტკი­ცებს, რომ მისი შვი­ლი არც ზრდას­რუ­ლია და არც სო­ცი­ო­პა­თი, ადა­მი­ა­ნე­ბი კი, რომ­ლებ­მაც ნა­ტა­ლია იშ­ვი­ლეს, იტყუ­ე­ბი­ან.

40 წლის უკ­რა­ი­ნე­ლი ანა ვო­ლო­დი­მი­როვ­ნა გა­ვას თქმით, გო­გო­ნა 16 წლი­საა და ნა­ნიზ­მის (ჯუ­ჯო­ბის) იშ­ვი­ა­თი ფორ­მა აქვს. ნა­ტა­ლი­ას საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს - წყვილ­მა, რო­მელ­მაც გო­გო­ნა იშ­ვი­ლა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ა­ტო­ვა, გა­ნა­ცხა­და, რომ ნა­ტა­ლია არა 2003 წელს, არა­მედ - 1989 წელს და­ი­ბა­და. რამ­დე­ნი­მე წლის წინ გო­გო­ნა ინ­დი­ა­ნა­ში, ნა­ქი­რა­ვებ სახ­ლში და­ტო­ვეს, თა­ვად კი კა­ნა­და­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად.

ანა გავა ამ­ბობს, რომ ბავ­შვი პა­თო­ლო­გი­ე­ბით და­ი­ბა­და, მშობ­ლებ­მა და ექი­მებ­მა კი მისი მი­ტო­ვე­ბა ურ­ჩი­ეს, რად­გან ვერ შეძ­ლებ­და მის­თვის სა­ჭი­რო ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბას. ნა­ყო­ფის პა­თო­ლო­გი­ე­ბის შე­სა­ხებ ანამ ორ­სუ­ლო­ბის მე­ექ­ვსე თვე­ში შე­ი­ტყო და მშო­ბი­ა­რო­ბი­დან მა­ლე­ვე ის თავ­შე­სა­ფარ­ში გაგ­ზავ­ნა.

„მას მოკ­ლე ფე­ხე­ბი, მოკ­ლე ხე­ლე­ბი ჰქონ­და, კი­სე­რი კი სა­ერ­თოდ არ ჰქონ­და. მას შემ­დეგ შვი­ლი არ მი­ნა­ხავს,“ - ამ­ბობს „დე­ი­ლი მე­ილ­თან“ ანა.

მისი მტკი­ცე­ბით, ექი­მებ­მა უთხრეს, რომ გო­გო­ნა ვე­რა­სო­დეს გა­ივ­ლი­და, ის სკამ­ზე ან სა­წოლ­ზე იქ­ნე­ბო­და მი­ჯაჭ­ვუ­ლი. ანა ფიქ­რობ­და, რომ აშშ-ში ბარ­ნე­ტებ­თან ნა­ტა­ლია ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და.

ახლა კი ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა შვილს სთხოვს, მას შემ­დეგ, რაც 18 წლის გახ­დე­ბა, უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუნ­დეს და მას­თან ერ­თად იცხოვ­როს.

„შვი­ლო, მა­პა­ტიე, რაც 16 წლის წინ გა­ვა­კე­თე. ჩა­მო­დი ჩემ­თან, გე­ლო­დე­ბით, შენ ორი და და ორი ძმა გყავს,“ - ამ­ბობს ანა.

კრის­ტინ და მა­იკლ ბარ­ნე­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ნა­ტა­ლია ბავ­შვი არ არის, ის ზრდას­რუ­ლი სო­ცი­ო­პა­თია ჯუ­ჯო­ბის სინ­დრო­მით და თავს ყვე­ლას ბავ­შვად აჩ­ვე­ნებს.

წყვილ­მა ის 2010 წელს იშ­ვი­ლა, თუმ­ცა დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, ნა­ტა­ლია აშშ-ში 2008 წელს ჩა­ვი­და და თავ­და­პირ­ვე­ლად სხვა ოჯახ­ში ცხოვ­რობ­და.

ბარ­ნე­ტე­ბი მისი შვი­ლად აყ­ვა­ნის შემ­დეგ და­ეჭ­ვდნენ, რომ ნა­ტა­ლია, შე­საძ­ლოა, რე­ა­ლუ­რად ასა­კით ბევ­რად უფ­რო­სი ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან ჰქონ­და მენსტრუ­ა­ცია, ბოქ­ვე­ნის თმა და ამ­ბობ­და უფრო მეტ სი­ტყვას, ვიდ­რე ასა­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა სცოდ­ნო­და. ასე­ვე, ოჯა­ხის ექი­მი ამ­ბობს, რომ გო­გო­ნას კბი­ლე­ბიც ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის აქვს.

ბარ­ნე­ტე­ბის თქმით, 2012 წელს სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტებს მი­მარ­თეს დახ­მა­რე­ბის­თვის და მათ გა­ნა­ცხა­დეს, რომ გო­გო­ნა ბევ­რად უფ­რო­სი იყო, ვიდ­რე მშობ­ლე­ბი ვა­რა­უ­დობ­დნენ.

ინ­ტერ­ვი­უ­ში „დე­ი­ლი მე­ილ­თან“ კრის­ტინ ბარ­ნე­ტი ჰყვე­ბა, რომ ნა­ტა­ლია ცდი­ლობ­და თავს დას­ხმო­და ოჯა­ხის წევ­რებს, ყა­ვა­ში ყრი­და მომ­წამ­ვლელ ნივ­თი­ე­რე­ბებს და ყვე­ლას მოკ­ვლი­თა და მათი ცხედ­რე­ბის და­მალ­ვით ემუქ­რე­ბო­და.

„შუ­ა­ღა­მი­სას თავ­ზე დაგ­ვად­გე­ბო­და ხოლ­მე. ვერ ვი­ძი­ნებ­დით, ყვე­ლა მჭრე­ლი სა­გა­ნი და­მა­ლუ­ლი გვქონ­და. რამ­დენ­ჯერ­მე ვნა­ხე, რო­გორ ყრი­და ჩემს ყა­ვა­ში სხვა­დას­ხვა ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბას - მათ შო­რის, სა­რე­ცხის მა­თეთ­რე­ბელს. როცა ვკი­თხე რას აკე­თებ­და, მი­პა­სუ­ხა, რომ ჩემს მო­წამ­ვლას ცდი­ლობ­და,“ - ჰყვე­ბა ბარ­ნე­ტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"გთხოვ, ნატალია, დამიბრუნდი..." - ამერიკელი წყვილის ნაშვილებ გოგონას, რომელიც სავარაუდოდ ზრდასრულია, ბიოლოგიური დედა გამოუჩნდა

"გთხოვ, ნატალია, დამიბრუნდი..." - ამერიკელი წყვილის ნაშვილებ გოგონას, რომელიც სავარაუდოდ ზრდასრულია, ბიოლოგიური დედა გამოუჩნდა

მიტოვებული გოგონას, ნატალია ბარნეტის ბიოლოგიური დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი არც ზრდასრულია და არც სოციოპათი, ადამიანები კი, რომლებმაც ნატალია იშვილეს, იტყუებიან.

40 წლის უკრაინელი ანა ვოლოდიმიროვნა გავას თქმით, გოგონა 16 წლისაა და ნანიზმის (ჯუჯობის) იშვიათი ფორმა აქვს. ნატალიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - წყვილმა, რომელმაც გოგონა იშვილა და მოგვიანებით მიატოვა, განაცხადა, რომ ნატალია არა 2003 წელს, არამედ - 1989 წელს დაიბადა. რამდენიმე წლის წინ გოგონა ინდიანაში, ნაქირავებ სახლში დატოვეს, თავად კი კანადაში გადავიდნენ საცხოვრებლად.

ანა გავა ამბობს, რომ ბავშვი პათოლოგიებით დაიბადა, მშობლებმა და ექიმებმა კი მისი მიტოვება ურჩიეს, რადგან ვერ შეძლებდა მისთვის საჭირო ოპერაციების გაკეთებას. ნაყოფის პათოლოგიების შესახებ ანამ ორსულობის მეექვსე თვეში შეიტყო და მშობიარობიდან მალევე ის თავშესაფარში გაგზავნა.

„მას მოკლე ფეხები, მოკლე ხელები ჰქონდა, კისერი კი საერთოდ არ ჰქონდა. მას შემდეგ შვილი არ მინახავს,“ - ამბობს „დეილი მეილთან“ ანა.

მისი მტკიცებით, ექიმებმა უთხრეს, რომ გოგონა ვერასოდეს გაივლიდა, ის სკამზე ან საწოლზე იქნებოდა მიჯაჭვული. ანა ფიქრობდა, რომ აშშ-ში ბარნეტებთან ნატალია ბედნიერად ცხოვრობდა.

ახლა კი ბიოლოგიური დედა შვილს სთხოვს, მას შემდეგ, რაც 18 წლის გახდება, უკრაინაში დაბრუნდეს და მასთან ერთად იცხოვროს.

„შვილო, მაპატიე, რაც 16 წლის წინ გავაკეთე. ჩამოდი ჩემთან, გელოდებით, შენ ორი და და ორი ძმა გყავს,“ - ამბობს ანა.

კრისტინ და მაიკლ ბარნეტები ამბობენ, რომ ნატალია ბავშვი არ არის, ის ზრდასრული სოციოპათია ჯუჯობის სინდრომით და თავს ყველას ბავშვად აჩვენებს.

წყვილმა ის 2010 წელს იშვილა, თუმცა დოკუმენტების თანახმად, ნატალია აშშ-ში 2008 წელს ჩავიდა და თავდაპირველად სხვა ოჯახში ცხოვრობდა.

ბარნეტები მისი შვილად აყვანის შემდეგ დაეჭვდნენ, რომ ნატალია, შესაძლოა, რეალურად ასაკით ბევრად უფროსი ყოფილიყო, რადგან ჰქონდა მენსტრუაცია, ბოქვენის თმა და ამბობდა უფრო მეტ სიტყვას, ვიდრე ასაკის გათვალისწინებით უნდა სცოდნოდა. ასევე, ოჯახის ექიმი ამბობს, რომ გოგონას კბილებიც ზრდასრული ადამიანის აქვს.

ბარნეტების თქმით, 2012 წელს სამედიცინო ექსპერტებს მიმართეს დახმარებისთვის და მათ განაცხადეს, რომ გოგონა ბევრად უფროსი იყო, ვიდრე მშობლები ვარაუდობდნენ.

ინტერვიუში „დეილი მეილთან“ კრისტინ ბარნეტი ჰყვება, რომ ნატალია ცდილობდა თავს დასხმოდა ოჯახის წევრებს, ყავაში ყრიდა მომწამვლელ ნივთიერებებს და ყველას მოკვლითა და მათი ცხედრების დამალვით ემუქრებოდა.

„შუაღამისას თავზე დაგვადგებოდა ხოლმე. ვერ ვიძინებდით, ყველა მჭრელი საგანი დამალული გვქონდა. რამდენჯერმე ვნახე, როგორ ყრიდა ჩემს ყავაში სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას - მათ შორის, სარეცხის მათეთრებელს. როცა ვკითხე რას აკეთებდა, მიპასუხა, რომ ჩემს მოწამვლას ცდილობდა,“ - ჰყვება ბარნეტი.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ