27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა, თამთა თოდაძე კი დაზარალებულად სცნო
პროკურატურამ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა, თამთა თოდაძე კი დაზარალებულად სცნო

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ის­ნის რა­ი­ო­ნის საკ­რე­ბუ­ლოს მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატ ილია ჯიშ­კა­რი­ანს თამ­თა თო­და­ძის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბი­სა და ცე­მის ფაქ­ტზე ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

"2019 წლის 8 ოქ­ტომ­ბერს, კლი­ნი­კა „ნიუ ჰოს­პი­ტალ­ში“, ის­ნის რა­ი­ო­ნის საკ­რე­ბუ­ლოს მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატ ილია ჯიშ­კა­რი­ანს, 2019 წლის 30 სექ­ტემ­ბერს, მისი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ბი­უ­როს სპე­ცი­ა­ლის­ტის თამ­თა თო­და­ძის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბი­სა და ცე­მის ფაქ­ტზე, წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 138-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქ/პუნ­ქტი­თა (სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც არ შე­ი­ცავს ამ კო­დექ­სის 137-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით, სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით) და სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით. (ცემა, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია, მაგ­რამ არ მოჰ­ყო­ლია ამ კო­დექ­სის 120-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­დე­გი)" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, საკ­რე­ბუ­ლოს თა­ნამ­შრო­მე­ლი თამ­თა თო­და­ძე, რო­მე­ლიც ჯიშ­კა­რი­ანს სექ­სუ­ა­ლურ და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად იქნა ცნო­ბი­ლი.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­მო­ტა­ნი­ლია დად­გე­ნი­ლე­ბა თამ­თა თო­და­ძის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბის შე­სა­ხებ. თამ­თა თო­და­ძე ხვალ, 11:30 სა­ათ­ზე და­ბა­რე­ბუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში დად­გე­ნი­ლე­ბის გა­საც­ნო­ბად", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფო­ირ­მა­ცი­ა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ საკ­რე­ბუ­ლოს თა­ნამ­შრო­მე­ლი თამ­თა თო­და­ძე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტატს, ის­ნის მა­ჟო­რი­ტარს ილია ჯიშ­კა­რი­ანს სექ­სუ­ა­ლურ და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

პროკურატურამ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა, თამთა თოდაძე კი დაზარალებულად სცნო

პროკურატურამ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა, თამთა თოდაძე კი დაზარალებულად სცნო

პროკურატურამ ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

"2019 წლის 8 ოქტომბერს, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებიული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე, წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)" - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციითვე, საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე, რომელიც ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, დაზარალებულად იქნა ცნობილი.

"საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება თამთა თოდაძის დაზარალებულად ცნობის შესახებ. თამთა თოდაძე ხვალ, 11:30 საათზე დაბარებულია პროკურატურაში დადგენილების გასაცნობად", - აღნიშნულია პროკურატურის ინფოირმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე „ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"