პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს მთავრობამ სწავლა შეგნებულად არ დამიფინანსა" - "ქართველი რემბრანდტის" გზა ამერიკულ წარმატებამდე
"საქართველოს მთავრობამ სწავლა შეგნებულად არ დამიფინანსა" - "ქართველი რემბრანდტის" გზა ამერიკულ წარმატებამდე

ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მხატ­ვა­რი და­ვით ჯა­ლა­ღო­ნია ნიუ-იორკში სწავ­ლობს და მოღ­ვა­წე­ობს. მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო წრე­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს და მხატ­ვარს "ქარ­თველ რემ­ბრან­დტს" უწო­დე­ბენ. მიღ­წე­ულ წარ­მა­ტე­ბებ­ზე, დღე­ვან­დე­ლო­ბა­ზე და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე და­ვით ჯა­ლა­ღო­ნია ნიუ-იორ­კი­დან ვრცლად გვე­სა­უბ­რა:

- თქვე­ნი ნა­ხა­ტე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში ასე­თი სა­თა­უ­რით ვრცელ­დე­ბა: "ქარ­თვე­ლი რემ­ბრან­დტის ნა­მუ­შევ­რე­ბი" - რამ­დე­ნად ეთან­ხმე­ბით და მოგ­წონთ ეს შე­და­რე­ბა?

- მსგავ­სი შე­ფა­სე­ბა ჩემ­თვის გარ­კვე­ულ­წი­ლად სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან რე­ა­ლუ­რად სხვა­დას­ხვა მხატ­ვრე­ბის ზე­გავ­ლე­ნას გან­ვიც­დი, რომ­ლე­ბიც ტრა­დი­ცი­ულ ფერ­წე­რას ქმნიდ­ნენ და ქმნი­ან... თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ეს არ გუ­ლის­ხმობს მიმ­ბაძ­ვე­ლო­ბას! ეს არის უფრო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ტექ­ნი­კურ ას­პექ­ტში, ვიდ­რე მიმ­ბაძ­ვე­ლო­ბა, ვი­ნა­ი­დან ვთვლი, რომ ვარ მემ­კვიდ­რე ყვე­ლა იმ გე­ნი­ა­ლუ­რი არ­ტის­ტის, რომ­ლებ­მაც ფერ­წე­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს და თა­ვი­ან­თი სათ­ქმე­ლი ჩე­მამ­დე მო­ი­ტა­ნეს... რო­დე­საც დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი ყო­ვე­ლი­ვე ამას აღიქ­ვამს და ხე­დავს, ეს ნიშ­ნავს, რომ ის ცდი­ლობს და­ი­ნა­ხოს "კავ­ში­რი", რაც გარ­კვე­ულ­წი­ლად სა­ინ­ტე­რე­სოა. თუმ­ცა მე­ო­რეს მხრივ რემ­ბრან­დტი ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა არ შე­იძ­ლე­ბა იყოს შე­ფა­სე­ბის სტან­დარ­ტი... მხატ­ვრო­ბა­ში არ არ­სე­ბობს უპი­რა­ტე­სი! აქ სხვა შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მია, რო­მე­ლიც სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რის პრინ­ციპს გა­მო­რი­ცხავს.

- ამ­ბო­ბენ, რომ თქვე­ნი ხატ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბა გან­მაც­ვიფ­რე­ბე­ლია... კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბი და გა­ლე­რე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თქვე­ნი ფერ­წე­რით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან... გვი­ამ­ბეთ რა გზა გან­ვლეთ ნიუ-იორ­კამ­დე?

- ვსწავ­ლობ­დი ი. ნი­კო­ლა­ძის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში, ფერ­წე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სას­წავ­ლებ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში გა­ვაგ­რძე­ლე სწავ­ლა, არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე. პა­რა­ლე­ლუ­რად ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვვი­თარ­დე­ბო­დი (იკო­ნოგ­რა­ფია, ქან­და­კე­ბა, კე­რა­მი­კა, იუ­ვე­ლი­რი, ხეზე კვე­თა)... რაც შე­ე­ხე­ბა ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ ჩემს აქ­ტი­ვო­ბას, ვეც­დე­ბი ნაკ­ლე­ბად პო­ე­ტუ­რი ვიყო და არ გა­და­ვა­ჭარ­ბო იმ რე­ა­ლო­ბას, რო­მე­ლიც გან­ვი­თარ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში...

2015 წე­ლის ნო­ემ­ბერ­ში გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო ქა­ლაქ ტუ­ლუ­ზა­დან თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დი. რამ­დე­ნი­მე თვე­ში აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე პორ­ტფო­ლი­ო­ზე, რო­მე­ლიც ნიუ-იორ­კის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში უნდა გა­მეგ­ზავ­ნა. პა­რა­ლე­ლუ­რად შე­მო­სავ­ლის მიზ­ნით კერ­ძო შემ­კვე­თებ­ზე ვმუ­შა­ობ­დი. სა­მუ­შაო სივ­რცე სახ­ლში მქონ­და, სა­დაც მუ­შა­ო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო და ამი­ტომ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს რამ­დენ­ჯერ­მე დახ­მა­რე­ბის­თვის მივ­მარ­თე. იმის ილუ­ზია არ მქონ­და, რომ და­მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა მინ­დო­და, რომ ფაქ­ტის წი­ნა­შე და­მე­ყე­ნე­ბი­ნა მთავ­რო­ბა, რო­მელ­საც არ ენაღ­ვლე­ბა კულ­ტუ­რა და ხე­ლოვ­ნე­ბა.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მათ­გან არა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა არა მი­მი­ღია, ისე გან­ვაგ­რძე საქ­მი­ა­ნო­ბა. ერთი წლის შემ­დეგ პორ­ტფო­ლიო კვლავ გან­ვა­ახ­ლე და უკვე ორი წლის თავ­ზე ნიუ იორ­კის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ვი­რი­ცხე... ამ ხნის მან­ძილ­ზე ბევ­რი რამ მოხ­და, თუმ­ცა ამა­ზე სა­უ­ბა­რი შორს წაგ­ვიყ­ვანს...

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ არც პირ­ვე­ლი წელი და არც მე­ო­რე შეგ­ნე­ბუ­ლად არ და­მი­ფი­ნან­სა. და­სა­წყის­ში პი­რა­დი რე­სურ­სე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნე, რომ­ლი­თაც პირ­ვე­ლი სე­მესტრის ხარ­ჯე­ბი დავ­ფა­რე. შემ­დეგ დახ­მა­რე­ბა სა­ჯა­როდ მო­ვი­თხო­ვე და ხალ­ხი და­მეხ­მა­რა. წლის ბო­ლოს კი ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი გა­ი­ყი­და და პირ­ვე­ლი წლის ხარ­ჯე­ბი ასე გა­და­ვი­ხა­დე. სამ­წუ­ხა­როა ის ფაქ­ტი, რომ დროს და ენერ­გი­ას, რო­მელ­საც ფი­ნან­სუ­რი ხარ­ჯე­ბის და­სა­ფა­რად ვი­ყე­ნებ, შე­მეძ­ლო ჩემი ქვეყ­ნის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა.

- ნიუ-იორ­კის ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სით ჩა­ი­რი­ცხეთ, მაგ­რამ რო­გორც გვი­ამ­ბეთ და­ფი­ნან­სე­ბა­ზე სირ­თუ­ლე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან შეგ­ხვდათ - რო­გო­რი პი­რო­ბებ­ში გი­წევთ ახლა სწავ­ლა და მოღ­ვა­წე­ო­ბა?

- დიახ. კერ­ძოდ, გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრმა ჩემს და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თპი­როვ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ისი­ნი არა მარ­ტო მე, არა­მედ სხვა ბევრ ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რდას აბ­რკო­ლე­ბენ და ხელს უშ­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში... რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ახ­ლან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას, მა­გის­ტრა­ტუ­რის მე­ო­რე კურ­სზე ვარ. ვაგ­რძე­ლებ სწავ­ლას და ვფიქ­რობ, ეს წელი ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი იქ­ნე­ბა ჩემ­თვის. მარ­თა­ლია წინ ჯერ კი­დევ ბევ­რი ბა­რი­ე­რია გა­და­სა­ლა­ხი, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის გა­მოწ­ვე­ვაა და არა - დაბ­რკო­ლე­ბა.

- სტივ ვილ­სო­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­იქ­მნა სას­ტუმ­რო მუ­ზე­უ­მე­ბის ქსე­ლი "21C", სა­დაც არ­ტის­ტე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი წარ­დგე­ნი­ლია არა რო­გორც უბ­რა­ლო დე­კო­რა­ცია, არა­მედ რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი... სტივ უილ­სონ­მა თქვე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი the beginning (და­სა­წყი­სი) შე­ი­ძი­ნა, რო­მე­ლიც "21C"-ს ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში გან­თავ­სდა... გვი­ამ­ბეთ ამა­ზე უფრო ვრცლად...

- 2018 წლის 8 აპ­რილს ნიუ იორ­კის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში Tribeca Ball-ის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ი­მარ­თა. იქ ბევრ ცნო­ბილ ადა­მი­ან­თან ერ­თად მოწ­ვე­უ­ლი იქნა სტივ უილ­სო­ნი, რო­მელ­მაც ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი შე­ი­ძი­ნა. ის სტუ­დი­ა­ში მეს­ტუმ­რა, ჩვენ ვი­სა­უბ­რეთ ნა­ხა­ტის იდე­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რის შემ­დე­გაც მან ნა­მუ­შევ­რის შეს­ყიდ­ვა გა­და­წყვი­ტა. სწო­რედ ამ ნა­მუ­შე­ვა­რის სა­ფა­სურ­მა და­ფა­რა დარ­ჩე­ნი­ლი სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი... ზა­ფხულ­ში სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ვი­მუ­შა­ვე პრო­ექ­ტზე, ეს იყო ინ­ტე­რი­ე­რის დე­კო­რა­ცია, რო­მე­ლიც ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა შ. კი­კა­ბი­ძემ მი­პო­ვა, რის­თვი­საც მას დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი... დამ­კვეთს სა­მუ­შა­ოს დას­რუ­ლე­ბას 40 დღე­ში დავ­პირ­დით. 60% პრო­ცენ­ტი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მქონ­და, რო­დე­საც ავა­რი­ა­ში მოვ­ყე­ვი და მარ­ჯვე­ნა ხე­ლის მე­ო­თხე თით­ზე მყე­სი გა­მი­წყდა. ამი­ტომ პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბა­ში შაკო და ორი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ასის­ტენ­ტი მო­მეხ­მა­რა და 31 აგ­ვის­ტოს პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ვა­ბა­რეთ. სწო­რედ ამ პრო­ექ­ტმა მომ­ცა სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.(ნა­მუ­შე­ვა­რი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია)

- გვი­ამ­ბეთ თქვენს წარ­მა­ტე­ბებ­ზე

- ჩემი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა მხატ­ვრო­ბა­ში ალ­ბათ იყო მა­შინ, რო­დე­საც 12 წლის ასაკ­ში ორ­თვი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ ჩემი პირ­ვე­ლი აკა­დე­მი­უ­რი ფერ­წე­რა შე­ვას­რუ­ლე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­მა­ჩე­მი ფერმ­წე­რი გახ­ლდათ, მა­ნამ­დე სა­ღე­ბა­ვებ­თან შე­ხე­ბა არას­დროს მქო­ნია. მას შემ­დეგ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ მოხ­და და შე­იც­ვა­ლა... ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი იყო, რო­დე­საც ნიუ-იორ­კის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში პირ­ვე­ლად მი­ვე­დი. ეს იყო პრე­ზენ­ტა­ცი­ის დღე, მა­შინ არა­ვინ მიც­ნობ­და, პრე­ზენ­ტა­ცი­ამ ჩა­ი­ა­რა, მე ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი წარ­ვად­გი­ნე, სხვებ­მა - თა­ვი­ან­თი, ბევ­რი არა­ვის­თან მი­სა­უბ­რია და სახ­ლში დავ­ბრუნ­დი...

მე­ო­რე დღეს აკა­დე­მი­ა­ში ჩემი სა­ხე­ლი ყვე­ლამ იცო­და, მთე­ლი ერთი წლის მან­ძილ­ზე დღეს ისე არ ჩა­უვ­ლია, რომ სტუ­დენ­ტე­ბის­გან, მას­წავ­ლებ­ლის­გან, რექ­ტო­რის­გან, დი­რექ­ტო­რის­გან კომ­პლი­მენ­ტი არ მი­მე­ღო. ვფიქ­რობ, ასე ყო­ველ­თვის არ ხდე­ბა. ჩემ­მა ნა­მუ­შევ­რე­ბა დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცი­ეს, თუმ­ცა სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვე­დი ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, რა­მაც ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბის მი­მართ კი­დევ უფრო მეტი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია... 15 ოქ­ტომ­ბერს ერთ-ერთი ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი რო­მე­ლიც კონ­კურ­სის პი­რო­ბებ­ში შე­ირ­ჩა Take Home a Nude ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წარ­სდგე­ბა, ეს არის ნიუ იორკში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი არტ ივენ­თი, რო­მე­ლიც ყო­ველ წე­ლი­წად­ში ერთხელ ტარ­დე­ბა.

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მა?

- ამ ეტაპ­ზე ვგეგ­მავ გან­ვი­თა­რე­ბას რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. შემ­დე­გი წლის ბო­ლოს სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თბი­ლის­ში მინ­და შევ­ქმნა არტ სტუ­დია, სა­დაც მო­მე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა, ახალ­გაზ­რდებს სრუ­ლად გა­ვუ­ზი­ა­რო ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა და შე­მოქ­მე­დე­ბი­სათ­ვის ჯან­სა­ღი გა­რე­მო შე­ვუქ­მნა. უკვე მაქვს გარ­კვე­უ­ლი პროგ­რა­მის მო­ნა­ხა­ზი, რომ­ლი­თაც აღ­ნიშ­ნუ­ლი არტ სივ­რცე იხელ­მძღვა­ნე­ლებს... თუმ­ცა ვფიქ­რობ, ამა­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ ად­რეა.

ავტორი:

"საქართველოს მთავრობამ სწავლა შეგნებულად არ დამიფინანსა" - "ქართველი რემბრანდტის" გზა ამერიკულ წარმატებამდე

"საქართველოს მთავრობამ სწავლა შეგნებულად არ დამიფინანსა" - "ქართველი რემბრანდტის" გზა ამერიკულ წარმატებამდე

ახალგაზრდა ქართველი მხატვარი დავით ჯალაღონია ნიუ-იორკში სწავლობს და მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები სახელოვნებო წრეებში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს და მხატვარს "ქართველ რემბრანდტს" უწოდებენ. მიღწეულ წარმატებებზე, დღევანდელობაზე და სამომავლო გეგმებზე დავით ჯალაღონია ნიუ-იორკიდან ვრცლად გვესაუბრა:

- თქვენი ნახატები ინტერნეტში ასეთი სათაურით ვრცელდება: "ქართველი რემბრანდტის ნამუშევრები" - რამდენად ეთანხმებით და მოგწონთ ეს შედარება?

- მსგავსი შეფასება ჩემთვის გარკვეულწილად საინტერესოა, რადგან რეალურად სხვადასხვა მხატვრების ზეგავლენას განვიცდი, რომლებიც ტრადიციულ ფერწერას ქმნიდნენ და ქმნიან... თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს მიმბაძველობას! ეს არის უფრო გამოცდილების გაზიარება ტექნიკურ ასპექტში, ვიდრე მიმბაძველობა, ვინაიდან ვთვლი, რომ ვარ მემკვიდრე ყველა იმ გენიალური არტისტის, რომლებმაც ფერწერის განვითარებაში წვლილი შეიტანეს და თავიანთი სათქმელი ჩემამდე მოიტანეს... როდესაც დამთვალიერებელი ყოველივე ამას აღიქვამს და ხედავს, ეს ნიშნავს, რომ ის ცდილობს დაინახოს "კავშირი", რაც გარკვეულწილად საინტერესოა. თუმცა მეორეს მხრივ რემბრანდტი ან ნებისმიერი სხვა არ შეიძლება იყოს შეფასების სტანდარტი... მხატვრობაში არ არსებობს უპირატესი! აქ სხვა შეფასების კრიტერიუმია, რომელიც სპორტული შეჯიბრის პრინციპს გამორიცხავს.

- ამბობენ, რომ თქვენი ხატვის მიმართულება განმაცვიფრებელია... კოლექციონერები და გალერეების წარმომადგენლები თქვენი ფერწერით ინტერესდებიან... გვიამბეთ რა გზა განვლეთ ნიუ-იორკამდე?

- ვსწავლობდი ი. ნიკოლაძის სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის მიმართულებით. სასწავლებლის დასრულების შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიაში გავაგრძელე სწავლა, არქიტექტურის ფაკულტეტზე. პარალელურად ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით ვვითარდებოდი (იკონოგრაფია, ქანდაკება, კერამიკა, იუველირი, ხეზე კვეთა)... რაც შეეხება ბოლო პერიოდში განვითარებულ ჩემს აქტივობას, ვეცდები ნაკლებად პოეტური ვიყო და არ გადავაჭარბო იმ რეალობას, რომელიც განვითარდა ჩემს ცხოვრებაში...

2015 წელის ნოემბერში გარკვეული მიზეზების გამო ქალაქ ტულუზადან თბილისში დავბრუნდი. რამდენიმე თვეში აქტიური მუშაობა დავიწყე პორტფოლიოზე, რომელიც ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში უნდა გამეგზავნა. პარალელურად შემოსავლის მიზნით კერძო შემკვეთებზე ვმუშაობდი. სამუშაო სივრცე სახლში მქონდა, სადაც მუშაობა შეუძლებელი იყო და ამიტომ კულტურის სამინისტროს რამდენჯერმე დახმარებისთვის მივმართე. იმის ილუზია არ მქონდა, რომ დამეხმარებოდნენ, თუმცა მინდოდა, რომ ფაქტის წინაშე დამეყენებინა მთავრობა, რომელსაც არ ენაღვლება კულტურა და ხელოვნება.

რასაკვირველია, მათგან არანაირი დახმარება არა მიმიღია, ისე განვაგრძე საქმიანობა. ერთი წლის შემდეგ პორტფოლიო კვლავ განვაახლე და უკვე ორი წლის თავზე ნიუ იორკის სამხატვრო აკადემიაში ჩავირიცხე... ამ ხნის მანძილზე ბევრი რამ მოხდა, თუმცა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს...

საქართველოს მთავრობამ არც პირველი წელი და არც მეორე შეგნებულად არ დამიფინანსა. დასაწყისში პირადი რესურსები გამოვიყენე, რომლითაც პირველი სემესტრის ხარჯები დავფარე. შემდეგ დახმარება საჯაროდ მოვითხოვე და ხალხი დამეხმარა. წლის ბოლოს კი ჩემი ნამუშევარი გაიყიდა და პირველი წლის ხარჯები ასე გადავიხადე. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დროს და ენერგიას, რომელსაც ფინანსური ხარჯების დასაფარად ვიყენებ, შემეძლო ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ გამომეყენებინა.

- ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიაში განსაკუთრებული სტუდენტის სტატუსით ჩაირიცხეთ, მაგრამ როგორც გვიამბეთ დაფინანსებაზე სირთულეები საქართველოდან შეგხვდათ - როგორი პირობებში გიწევთ ახლა სწავლა და მოღვაწეობა?

- დიახ. კერძოდ, განათლების საერთაშორისო ცენტრმა ჩემს დაფინანსებასთან დაკავშირებით ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო. ისინი არა მარტო მე, არამედ სხვა ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას აბრკოლებენ და ხელს უშლიან განათლების მიღებაში... რაც შეეხება ჩემს ახლანდელ მდგომარეობას, მაგისტრატურის მეორე კურსზე ვარ. ვაგრძელებ სწავლას და ვფიქრობ, ეს წელი ძალიან ნაყოფიერი იქნება ჩემთვის. მართალია წინ ჯერ კიდევ ბევრი ბარიერია გადასალახი, თუმცა ეს ყველაფერი ჩემთვის გამოწვევაა და არა - დაბრკოლება.

- სტივ ვილსონის ინიციატივით შეიქმნა სასტუმრო მუზეუმების ქსელი "21C", სადაც არტისტების ნამუშევრები წარდგენილია არა როგორც უბრალო დეკორაცია, არამედ როგორც ხელოვნების ნიმუშები... სტივ უილსონმა თქვენი ნამუშევარი the beginning (დასაწყისი) შეიძინა, რომელიც "21C"-ს ერთ-ერთ სასტუმროში განთავსდა... გვიამბეთ ამაზე უფრო ვრცლად...

- 2018 წლის 8 აპრილს ნიუ იორკის სამხატვრო აკადემიაში Tribeca Ball-ის ღონისძიებაზე გაიმართა. იქ ბევრ ცნობილ ადამიანთან ერთად მოწვეული იქნა სტივ უილსონი, რომელმაც ჩემი ნამუშევარი შეიძინა. ის სტუდიაში მესტუმრა, ჩვენ ვისაუბრეთ ნახატის იდეასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მან ნამუშევრის შესყიდვა გადაწყვიტა. სწორედ ამ ნამუშევარის საფასურმა დაფარა დარჩენილი სწავლის გადასახადი... ზაფხულში სწავლის დასრულების შემდეგ ვიმუშავე პროექტზე, ეს იყო ინტერიერის დეკორაცია, რომელიც ჩემმა მეგობარმა შ. კიკაბიძემ მიპოვა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი... დამკვეთს სამუშაოს დასრულებას 40 დღეში დავპირდით. 60% პროცენტი შესრულებული მქონდა, როდესაც ავარიაში მოვყევი და მარჯვენა ხელის მეოთხე თითზე მყესი გამიწყდა. ამიტომ პროექტის დასრულებაში შაკო და ორი დაქირავებული ასისტენტი მომეხმარა და 31 აგვისტოს პროექტი წარმატებით ჩავაბარეთ. სწორედ ამ პროექტმა მომცა სწავლის გაგრძელების საშუალება.(ნამუშევარი კონფიდენციალურია)

- გვიამბეთ თქვენს წარმატებებზე

- ჩემი პირველი წარმატება მხატვრობაში ალბათ იყო მაშინ, როდესაც 12 წლის ასაკში ორთვიანი გამოცდილების შემდეგ ჩემი პირველი აკადემიური ფერწერა შევასრულე. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი ფერმწერი გახლდათ, მანამდე საღებავებთან შეხება არასდროს მქონია. მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ მოხდა და შეიცვალა... ასევე საინტერესო ფაქტი იყო, როდესაც ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში პირველად მივედი. ეს იყო პრეზენტაციის დღე, მაშინ არავინ მიცნობდა, პრეზენტაციამ ჩაიარა, მე ჩემი ნამუშევრები წარვადგინე, სხვებმა - თავიანთი, ბევრი არავისთან მისაუბრია და სახლში დავბრუნდი...

მეორე დღეს აკადემიაში ჩემი სახელი ყველამ იცოდა, მთელი ერთი წლის მანძილზე დღეს ისე არ ჩაუვლია, რომ სტუდენტებისგან, მასწავლებლისგან, რექტორისგან, დირექტორისგან კომპლიმენტი არ მიმეღო. ვფიქრობ, ასე ყოველთვის არ ხდება. ჩემმა ნამუშევრება დიდი ყურადღება მიიქციეს, თუმცა სწავლის პერიოდში სრულიად განსხვავებული მიმართულებით წავედი ტექნიკური თვალსაზრისით, რამაც ჩემი შემოქმედების მიმართ კიდევ უფრო მეტი ინტერესი გამოიწვია... 15 ოქტომბერს ერთ-ერთი ჩემი ნამუშევარი რომელიც კონკურსის პირობებში შეირჩა Take Home a Nude ღონისძიებაზე წარსდგება, ეს არის ნიუ იორკში ერთ-ერთი ყველაზე დიდი არტ ივენთი, რომელიც ყოველ წელიწადში ერთხელ ტარდება.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმა?

- ამ ეტაპზე ვგეგმავ განვითარებას როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შემდეგი წლის ბოლოს სწავლის დასრულების შემდეგ თბილისში მინდა შევქმნა არტ სტუდია, სადაც მომეცემა საშუალება, ახალგაზრდებს სრულად გავუზიარო ჩემი გამოცდილება და შემოქმედებისათვის ჯანსაღი გარემო შევუქმნა. უკვე მაქვს გარკვეული პროგრამის მონახაზი, რომლითაც აღნიშნული არტ სივრცე იხელმძღვანელებს... თუმცა ვფიქრობ, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ