იანვრიდან შუქნიშნები დღისა და ღამის რეჟიმზე იმუშავებენ. ამის შესახებ მერიის ტრანსპროტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ რადიო "პალიტრას" გადაცემაში "საქმე" განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მიზნით უკვე ყალიბდება სპეციალური გუნდ/განყოფილება, რომელიც შუქნიშნების მართვაზე იმუშავებს.
"შუქნიშნების ნაწილში მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს დაგეგმილი. უკვე მიმდინარეობს ადამიანთა შერჩევა განყოფილებისთვის, რომელიც იანვრიდან ამოქმედდება და შუქნიშნების მართვაზე იმუშავებს. ანუ ეს გუნდი იქნება პასუხისმგებელი შუქნიშნების კომფორტულ მართვაზე. შედეგად, შუქნიშნები დღისა და ღამის საათებში განსხვავებული რეჟიმზე იმუშავებს...წაიკითხეთ სრულად