პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლო დროს სახლიდან არ გადიოდა... როგორც ჩანს, მეგობარმა გაიტყუა" - "კანონიერი ქურდების" დავალებით გატაცებული და სასტიკად მოკლული 35 წლის მამაკაცის საქმე
"ბოლო დროს სახლიდან არ გადიოდა... როგორც ჩანს, მეგობარმა გაიტყუა" - "კანონიერი ქურდების" დავალებით გატაცებული და სასტიკად მოკლული 35 წლის მამაკაცის საქმე

5 ოქ­ტომ­ბერს რუს­თავ­ში, მდი­ნა­რე მტკვარ­მა მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი გა­მო­რი­ყა, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბაც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მა­ლე­ვე და­ად­გი­ნეს, გა­ირ­კვა ისიც, რომ ახალ­გაზ­რდა კაცი სას­ტი­კად იყო მოკ­ლუ­ლი - მას სხე­ულ­ზე და­ნით 30 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

მსხვერ­პლი 35 წლის ზუ­რაბ და­დე­შე­ლია, რო­მელ­საც სა­ხე­ლი და გვა­რი შეც­ვლი­ლი ჰქონ­და და და­ვით მუმ­ლა­ძის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. ოჯა­ხი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ კაცს 1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან ეძებ­და. ყვე­ლამ იცო­და, რომ იმ დღეს ის თა­ვის მე­გო­ბარ­თან, გი­ორ­გი გე­თაშ­ვილ­თან (რე­ა­ლუ­რად და­ვით ოქ­რუ­აშ­ვილ­თან, მა­საც გვა­რი ჰქონ­და შეც­ვლი­ლი, ავტ.) ერ­თად წა­ვი­და მან­ქა­ნით, თუმ­ცა მისი კვა­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად თბი­ლის­ში გაქ­რა.

ბუ­ნებ­რი­ვია, ოჯახ­მა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლის ძებ­ნა და­ი­წყო და პირ­ველ რიგ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მისი მე­გო­ბა­რი მი­იყ­ვა­ნეს პო­ლი­ცი­ა­ში და­სა­კი­თხად, მაგ­რამ იგი ამ­ბობ­და, რომ მე­გო­ბა­რის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი არ იცო­და, ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ ის მუ­ხი­ან­ში ჩა­მოს­ვა.

საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი: დი­მიტ­რი დუ­ღაშ­ვი­ლი, მი­ხე­ილ ღუ­ბი­ა­ნუ­რი, და­ვით მი­რო­ტა­ძე

მომ­ხდარს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ე­ცა და ამის შემ­დეგ ისევ და­ი­ბა­რეს მოკ­ლუ­ლის მე­გო­ბა­რი გე­თაშ­ვი­ლი რუს­თა­ვის პო­ლი­ცი­ა­ში, თით­ქმის 8 სა­ა­თი ყავ­დათ ის პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში, სა­დაც აქ­ცი­აც კი გა­მარ­თეს და­კა­ვე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­მა. ისი­ნი გე­თაშ­ვილ­თან ად­ვო­კა­ტის შეშ­ვე­ბას ითხოვ­დნენ, ად­ვო­კატ­მა ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძემ საქ­მე­ში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლიც ჩარ­თო და გვი­ან სა­ღა­მოს მი­ე­ცა მის და­სა­ცავ­თან შეხ­ვედ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა.

ად­ვო­კა­ტი კო­ბა­ი­ძე ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მისი და­სა­ცა­ვის უფ­ლე­ბე­ბი და­ირ­ღვა და ბევრ პრო­ცე­სუ­ა­ლურ დარ­ღვე­ვას აქვს ად­გი­ლი. არ გა­მო­რი­ცხავს, რომ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან მას­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო.

რო­გორც ჩანს, გე­თაშ­ვილ­მა აღი­ა­რა, რომ მისი მე­გო­ბა­რი პო­ლი­ცი­ე­ლებს ჰყავ­დათ გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ბრალ­დე­ბულ გე­თაშ­ვილს თა­ვი­დან ცრუ ჩვე­ნე­ბის­თვის წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პო­ლი­ცი­ამ მას ბრა­ლი და­უმ­ძი­მა და და­ნა­შა­უ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბაც წა­უ­ყე­ნეს. ად­ვო­კატ, კო­ბა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მას ეს და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია და ის წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებ­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს.

"შოკ­შია, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის თა­ნამ­ზრახ­ვე­ლად გა­მო­იყ­ვა­ნეს, რა­საც ნამ­დვი­ლად არ ელო­და. ბრა­ლი შე­იც­ვა­ლა, აბ­რა­ლე­ბენ, რომ მან მე­გო­ბა­რი გა­ი­ტა­ცა, რაც რა თქმა უნდა, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლო­ბას. თან ისე გა­ი­ტა­ცა, რომ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ჩარ­თო, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს შე­უ­თან­ხმდა, რომ შემ­დეგ უნდა მი­ეყ­ვა­ნათ მკვლელ­თან და მკვლელს უნდა მო­ეკ­ლა - შე­იძ­ლე­ბა ერთი ბესტსე­ლე­რის გა­და­ღე­ბა, თო­რემ რე­ა­ლუ­რად ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებს ეს არა­ნა­ი­რად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა," - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

kvirispalitra.ge-ს წყა­რო უყ­ვე­ბა:

"ბოლო დროს მოკ­ლუ­ლი სახ­ლი­დან სა­ერ­თოდ არ გა­დი­ო­და. რო­გორც ჩანს, მისი ნდო­ბით ისარ­გებ­ლა მე­გო­ბარ­მა და სახ­ლი­დან გა­ი­ტყუა. გა­მო­დის, რომ პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" და­ვა­ლე­ბით გა­ი­ტა­ცეს და­დე­შე­ლი და კრი­მი­ნა­ლებს მო­საკ­ლა­ვად გა­დას­ცეს. რაც შე­ე­ხე­ბა გვა­რის შეც­ვლას, გე­თაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, ბი­ჭე­ბი უცხო­ეთ­ში ხში­რად და­დი­ოდ­ნენ, იქ ჰქონ­დათ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან პრობ­ლე­მე­ბი და ამი­ტომ შე­იც­ვა­ლეს სა­ხე­ლი და გვა­რი" წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ბოლო დროს სახლიდან არ გადიოდა... როგორც ჩანს, მეგობარმა გაიტყუა" - "კანონიერი ქურდების" დავალებით გატაცებული და სასტიკად მოკლული 35 წლის მამაკაცის საქმე

"ბოლო დროს სახლიდან არ გადიოდა... როგორც ჩანს, მეგობარმა გაიტყუა" - "კანონიერი ქურდების" დავალებით გატაცებული და სასტიკად მოკლული 35 წლის მამაკაცის საქმე

5 ოქტომბერს რუსთავში, მდინარე მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა, რომლის ვინაობაც სამართალდამცავებმა მალევე დაადგინეს, გაირკვა ისიც, რომ ახალგაზრდა კაცი სასტიკად იყო მოკლული - მას სხეულზე დანით 30 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

მსხვერპლი 35 წლის ზურაბ დადეშელია, რომელსაც სახელი და გვარი შეცვლილი ჰქონდა და დავით მუმლაძის პირადობის მოწმობით გადაადგილდებოდა. ოჯახი გაუჩინარებულ კაცს 1-ლი ოქტომბრიდან ეძებდა. ყველამ იცოდა, რომ იმ დღეს ის თავის მეგობართან, გიორგი გეთაშვილთან (რეალურად დავით ოქრუაშვილთან, მასაც გვარი ჰქონდა შეცვლილი, ავტ.) ერთად წავიდა მანქანით, თუმცა მისი კვალი მოულოდნელად თბილისში გაქრა.

ბუნებრივია, ოჯახმა გაუჩინარებულის ძებნა დაიწყო და პირველ რიგში სამართალდამცავებმა მისი მეგობარი მიიყვანეს პოლიციაში დასაკითხად, მაგრამ იგი ამბობდა, რომ მეგობარის ადგილსამყოფელი არ იცოდა, ირწმუნებოდა, რომ ის მუხიანში ჩამოსვა.

საქმეზე დაკავებული პოლიციელები: დიმიტრი დუღაშვილი, მიხეილ ღუბიანური, დავით მიროტაძე

მომხდარს განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მიეცა და ამის შემდეგ ისევ დაიბარეს მოკლულის მეგობარი გეთაშვილი რუსთავის პოლიციაში, თითქმის 8 საათი ყავდათ ის პოლიციის შენობაში, სადაც აქციაც კი გამართეს დაკავებულის ოჯახის წევრებმა. ისინი გეთაშვილთან ადვოკატის შეშვებას ითხოვდნენ, ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ საქმეში სახალხო დამცველიც ჩართო და გვიან საღამოს მიეცა მის დასაცავთან შეხვედრის საშუალება.

ადვოკატი კობაიძე ირწმუნება, რომ მისი დასაცავის უფლებები დაირღვა და ბევრ პროცესუალურ დარღვევას აქვს ადგილი. არ გამორიცხავს, რომ პოლიციელების მხრიდან მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა, თუმცა მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაცია შოკისმომგვრელი იყო.

როგორც ჩანს, გეთაშვილმა აღიარა, რომ მისი მეგობარი პოლიციელებს ჰყავდათ გატაცებული. ბრალდებულ გეთაშვილს თავიდან ცრუ ჩვენებისთვის წაუყენეს ბრალი, მაგრამ მოგვიანებით, პოლიციამ მას ბრალი დაუმძიმა და დანაშაულის თანამონაწილეობის ბრალდებაც წაუყენეს. ადვოკატ, კობაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ირწმუნება, რომ მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ის წაყენებულ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

"შოკშია, პოლიციელების თანამზრახველად გამოიყვანეს, რასაც ნამდვილად არ ელოდა. ბრალი შეიცვალა, აბრალებენ, რომ მან მეგობარი გაიტაცა, რაც რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რეალობას. თან ისე გაიტაცა, რომ პოლიციის თანამშრომლები ჩართო, პოლიციის თანამშრომლებს შეუთანხმდა, რომ შემდეგ უნდა მიეყვანათ მკვლელთან და მკვლელს უნდა მოეკლა - შეიძლება ერთი ბესტსელერის გადაღება, თორემ რეალურად ფაქტობრივ გარემოებებს ეს არანაირად არ შეესაბამება," - აცხადებს ადვოკატი.

kvirispalitra.ge-ს წყარო უყვება:

"ბოლო დროს მოკლული სახლიდან საერთოდ არ გადიოდა. როგორც ჩანს, მისი ნდობით ისარგებლა მეგობარმა და სახლიდან გაიტყუა. გამოდის, რომ პოლიციელებმა "კანონიერი ქურდების" დავალებით გაიტაცეს დადეშელი და კრიმინალებს მოსაკლავად გადასცეს. რაც შეეხება გვარის შეცვლას, გეთაშვილის ოჯახის წევრების თქმით, ბიჭები უცხოეთში ხშირად დადიოდნენ, იქ ჰქონდათ სამართალდამცავებთან პრობლემები და ამიტომ შეიცვალეს სახელი და გვარი" წაიკითხეთ ვრცლად

"ჭაობიდან ამოსვლა შესაძლებელია!..." - რას წერს "ფეისბუქზე" პროკურატურიდან წასული თანამშრომელი და რას პასუხობს მას უწყება

7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გოგონას მეუღლე მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა

გლდანის ციხეში 39 წლის პატიმარი გარდაიცვალა - "ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები ჰქონდა, ინტენსიური მკურნალობის კურსს გადიოდა"