პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო ქალი, რომლის სილამაზემ რეზო გაბრიაძეს ცნობილი სიტყვები "ეჰ, თამუნია, თამუნია..." დააწერინა - "მასზე მთელი ქუთაისი და თბილისი იყო შეყვარებული"
ვინ იყო ქალი, რომლის სილამაზემ რეზო გაბრიაძეს ცნობილი სიტყვები "ეჰ, თამუნია, თამუნია..." დააწერინა - "მასზე მთელი ქუთაისი და თბილისი იყო შეყვარებული"

"ეჰ, თა­მუ­ნია, თა­მუ­ნია... ჩა­გეს­მით ყან­ჩე­ლი­სე­უ­ლი სევ­დი­ა­ნი ჟღე­რა­დო­ბა? იცით, ვინ თა­მუ­ნი­ას მის­ტი­რო­და რეზო გაბ­რი­ა­ძე და ვის გამო შექ­მნეს ეს უმაგ­რე­სი მუ­სი­კა?

ძი­რძველ ქუ­თა­ი­სე­ლებს კარ­გად ემახ­სოვ­რე­ბათ თა­მუ­ნია გენ­ძე­ხა­ძე... ღმერ­თო რა ლა­მა­ზი იყო ქალ­ბა­ტო­ნი თა­მუ­ნია! მე რომ მას ქუ­ჩა­ში ავე­დევ­ნე­ბო­დი, უკვე 70 წელს იყო მიღ­წე­უ­ლი, მაგ­რამ ისე­თი ლა­მა­ზი იყო, ისე­თი არის­ტოკ­რა­ტუ­ლი, ისე­თი ნაზი, ისე­თი სათ­ნო... ან რა ხმა ქონ­და? რომ და­ი­წყებ­და სა­უ­ბარს, ეგ­რე­ვე გა­ჯა­დო­ებ­და. ან რო­გორ უხ­დე­ბო­და სი­გა­რე­ტი, ან რო­გორ სვამ­და ჩაის 90-იანი წლე­ბის "ბის­ტრო­ში" ზა­ი­რას­თან ერ­თად.

- ქალ­ბა­ტო­ნო თა­მუ­ნია, წარ­მო­მიდ­გე­ნია, მა­შინ რა ლა­მა­ზი იქ­ნე­ბო­დით, როცა რეზო გაბ­რი­ა­ძემ მისი გე­ნი­ა­ლუ­რი ფილ­მის სცე­ნა­რის­თვის და­წე­რა თქვენ­ზე, ან რა შთა­გო­ნე­ბა ექ­ნე­ბო­და გია ყან­ჩელს?

- დათო დე­დი­კო, არ გა­ი­მე­ო­რო ეგ, არ არის მარ­თა­ლი... უხერ­ხუ­ლია ბა­ტონ რე­ზოს­თან...

- მარ­თა­ლია, მარ­თა­ლი (და­მი­დას­ტუ­რა ზა­ი­რამ).

ულა­მა­ზეს თა­მუ­ნი­ა­ზე მთე­ლი ქუ­თა­ი­სი და თბი­ლი­სი იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ვერც რეზო გაბ­რი­ა­ძე დარ­ჩა გულ­გრი­ლი... მერე ქალ­ბა­ტო­ნი თა­მუ­ნია გარ­და­იც­ვა­ლა. ბო­ლომ­დე ლა­მა­ზი იყო, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი. ღმერ­თო, მისი მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი ხმა ახ­ლაც ჩა­მეს­მის ყურ­ში. ზა­ი­რი­კოც მოკ­ვდა... ყან­ჩე­ლის, ამ უდი­დე­სი მა­ესტროს სიკ­ვდილ­მა გა­მახ­სე­ნა თა­მუ­ნია გენ­ძე­ხა­ძე... ეჰ, თა­მუ­ნია, თა­მუ­ნია" - ეს ჟურ­ნა­ლისტ დათო ლიკ­ლი­კა­ძის მო­გო­ნე­ბაა, რო­მე­ლიც "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე კომ­პო­ზი­ტორ გია ყან­ჩე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რი­თაც ბევ­რის­თვის უც­ნობ ის­ტო­რი­ას ნა­თე­ლი მოჰ­ფი­ნა...

გე­ნი­ა­ლუ­რი ფილ­მის "შე­რე­კი­ლე­ბის" ერთ-ერთი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟის ბი­ძია-ბა­ბუ­ას სატ­რფოს, ულა­მა­ზეს თა­მუ­ნი­ას პრო­ტო­ტი­პი ჰყო­ლია და სწო­რედ მას მი­უ­ძღვნა გე­ნი­ა­ლურ­მა რეზო გაბ­რი­ა­ძემ ის სტრი­ქო­ნე­ბი...

დათო ლიკ­ლი­კა­ძის დახ­მა­რე­ბით AMBEBI.GE-მ თა­მუ­ნა გენ­ძე­ხა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი, თიკო ინო­ზემ­ცე­ვა იპო­ვა და ვე­ცა­დეთ, ამ ულა­მა­ზე­სი ქალ­ბა­ტო­ნის ის­ტო­რია მოგ­ვე­თხრო მკი­თხვე­ლის­თვის...

თა­მუ­ნა გენ­ძე­ხა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი, თიკო ინო­ზემ­ცე­ვა

ქალ­ბა­ტო­ნი თიკო თა­მუ­ნა გენ­ძე­ხა­ძის ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლია ისე­ვე, რო­გორც თა­ვად თა­მუ­ნა იყო მშობ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი შვი­ლი:

"ქუ­თა­ის­ში ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ბე­ბია და ბა­ბუა მყავ­და - ილია გენ­ძე­ხა­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქუ­თა­ი­სის გა­ნათ­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე იყო, ბოლო 23 წელი კი პირ­ვე­ლი კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ის დი­რექ­ტო­რი გახ­ლდათ და ულა­მა­ზე­სი მე­უღ­ლე (ბე­ბი­ა­ჩე­მი) კუ­ჩხა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ჰყავ­და.

ბე­ბოს­თან, კუ­ჩხას­თან და­კავ­ში­რე­ბით ასეთ ამ­ბავს იხ­სე­ნე­ბენ ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი: ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის 80 წლის იუ­ბი­ლე ქუ­თა­ის­შიც აღ­ნიშ­ნეს. მა­შინ ქუ­თა­ი­სის კულ­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე გი­უ­ლი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე იყო და მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­და­წყდა, რომ მსა­ხი­ო­ბის­თვის პა­ტა­რა თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნა გა­ე­მარ­თათ - ვე­რი­კოს ქა­ლა­ქის შე­მო­სას­ვლელ­თან ეტლი და­ახ­ვედ­რეს, სა­დაც ორი ძი­რძვე­ლი ქუ­თა­ი­სე­ლი იჯდა. ესე­ნი იყ­ვნენ: ჩემი ბე­ბია კუ­ჩხა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და სა­შუ­რა კვი­ტაშ­ვი­ლი.

ისი­ნი დახ­ვდნენ ეტ­ლით და სა­პა­ტიო სტუ­მა­რი ქუ­თა­ი­სის მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატრთან მი­ა­ცი­ლეს. გი­უ­ლი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ჰყვე­ბა, ქალ­ბა­ტო­ნი ვე­რი­კო ეტ­ლი­დან რომ გად­მო­ვი­და, თქვა - ეს რა სა­ო­ცა­რი ქალი ჩა­მის­ვით ეტ­ლში, დავ­მუნჯდი, ხმა ვერ ამო­ვი­ღე, მთე­ლი გზა მხო­ლოდ ამ ქა­ლის სი­ლა­მა­ზეს ვუცქერ­დიო" - მოგ­ვი­თხრობს თიკო ინო­ზემ­ცე­ვა.

თა­მუ­ნა გენ­ძე­ხა­ძე

მისი თქმით, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თა­დერ­თი შვი­ლი თა­მუ­ნა ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, ბე­ჯი­თი და ნი­ჭი­ე­რი გო­გო­ნა იყო... სკო­ლის ასაკ­ში თა­ვი­სი თა­ნაკ­ლა­სე­ლი დათო ინო­ზემ­ცე­ვი შე­უყ­ვარ­და და 16 წლის ასაკ­ში გა­ი­პარ­ნენ... და­თოს მამა, კო­ლია ინო­ზემ­ცე­ვი ქუ­თა­ის­ში ცნო­ბი­ლი კაცი ყო­ფი­ლა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წყალ­ტუ­ბოს პრო­კუ­რო­რი.

"ქუ­თა­ის­ში ახალ­გაზ­რდე­ბის გა­პარ­ვის ამ­ბავ­მა დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. 1956 წელი იყო და მე­ცხრეკ­ლა­სე­ლე­ბის და­ო­ჯა­ხე­ბა წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ რა იქ­ნე­ბო­და?! და­ინ­გრა ქუ­თა­ი­სი, თან, ბა­ბუა სიკ­მაც­რით გან­თქმუ­ლი პე­და­გო­გი იყო... ჯერ ერთი არა­ვის სჯე­რო­და, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, 16 წლის გოგო გა­თხო­ვი­ლი­ყო და მე­ო­რე ის, რომ ბა­ბუ­ა­ჩემს გა­ე­პა­რა ქა­ლიშ­ვი­ლი სახ­ლი­დან...

დედა და მამა დიდი სიყ­ვა­რუ­ლით შე­უღლდნენ, მაგ­რამ ადრე და­შორ­დნენ. დე­დას ცხოვ­რე­ბა­ში ეს იყო ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ერ­ქვა მისი ქმა­რი, აღარ გა­თხო­ვი­ლა. გავჩნდი მე და სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ - დე­და­ჩე­მის სი­ცო­ცხლე მე­კუთ­ვნო­და მე! მი­წე­ბე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მას­ზე, ჩემ გა­რე­შე არ­სად მი­დი­ო­და, ყველ­გან თან ვახ­ლდი და მას­თან ერ­თად ყოფ­ნა ჩემ­თვის მუდ­მი­ვი კომ­ფორ­ტი იყო. მსი­ა­მოვ­ნებ­და მას­თან სა­უ­ბა­რი, რად­გა­ნაც ის იყო ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი და გუ­ლის­ხმი­ე­რი ადა­მი­ა­ნი" - იხ­სე­ნებს თა­მუ­ნია გენ­ძე­ხა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი.

დედა-შვი­ლი: თა­მუ­ნა და თიკო

- ვინ იყო პრო­ფე­სი­ით?

- ჯერ ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე ქუ­თა­ი­სის პე­და­გო­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლობ­და, შემ­დეგ კი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, პი­ა­ნის­ტი გახ­ლდათ. 23 წლის ასა­კი­დან მუ­სი­კა­ლუ­რი წრის გამ­გე იყო, ბო­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის სტუ­დი­ის დი­რექ­ტო­რი. უზო­მოდ უყ­ვარ­და ქუ­თა­ი­სი და ქუ­თა­ი­სიც სიყ­ვა­რუ­ლით პა­სუ­ხობ­და მას. პა­ტა­რა გო­გო­ნებს, მშობ­ლე­ბი მის პა­ტივ­სა­ცე­მად თა­მუ­ნას არ­ქმევ­დნენ...

მეც კონ­სერ­ვა­ტო­რია მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და მეც პი­ა­ნის­ტი ვარ, არ მქონ­და ცუდი შე­დე­გე­ბი, კონ­კურ­სე­ბის ლა­უ­რე­ა­ტი ვი­ყა­ვი... ოჯახ­მა თბი­ლის­ში ბინა მი­ყი­და და დე­და­ქა­ლაქ­ში დავ­ფუძნ­დი, სო­ლო­ლაკ­ში ახ­ლაც იმ სახ­ლში ვცხოვ­რობ... შემ­დეგ გავ­თხოვ­დი. ჩემ­მა მე­უღ­ლემ, რო­მელ­საც დე­და­ჩემ­თან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, უთხრა - შე­უძ­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი ცალ-ცალ­კე ცხოვ­რე­ბა, თამუ, შენ ჩვენ­თან ერ­თად უნდა იყო, თბი­ლის­ში უნდა გად­მოხ­ვი­დეო, მაგ­რამ დედა ვე­რაფ­რით შე­ე­ლია ქუ­თა­ისს. იქ ყვე­ლა უყ­ვარ­და და ყვე­ლას უყ­ვარ­და თა­მუ­ნა...

ხი­დის თავ­ში კაცი იჯდა ხოლ­მე და დედა ყო­ველ გავ­ლა­ზე კან­ფე­ტებს ჩუქ­ნი­და, ისიც ელო­დე­ბო­და, რო­დის გა­მო­ივ­ლი­და... ქუ­თა­ი­სის ქუ­ჩებ­ში რომ მივ­დი­ო­დით, მო­მიბ­რუნ­დე­ბო­და და მე­ტყო­და: დედა, რო­გორ დავ­ტო­ვო ეს ქა­ლა­ქი? ამ ხალ­ხს რო­გორ გა­ვექ­ცე? ერ­თა­დერ­თი რა­ზეც ვეჭ­ვი­ა­ნობ­დი, ეს ქუ­თა­ი­სი იყო, დედა სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე იქ იყო, არ და­უ­ტო­ვე­ბია ეს ქა­ლა­ქი.

- რა ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა?

- 70 წლის გახ­ლდათ. 1939 წელს იყო და­ბა­დე­ბუ­ლი ახლა 80 წლის იქ­ნე­ბო­და... არ უყ­ვარ­და ექიმ­თან მის­ვლა, წამ­ლე­ბი, კვლე­ვე­ბი, რა­ღაც და­ა­ვა­დე­ბა გა­ურ­თულ­და და 2 თვე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. თუმ­ცა, ძა­ლი­ან ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი იყო...

- სა­ო­ცა­რი სი­ლა­მა­ზის, გა­რეგ­ნო­ბის ქალ­ბა­ტო­ნი ყო­ფი­ლა, თქვენ­თვის ეს რას ნიშ­ნავ­და, რომ ასე­თი ქა­ლის შვი­ლი იყა­ვით?

- მის­თვის ეს არა­ფერს ნიშ­ნავ­და, რად­გა­ნაც ცხოვ­რე­ბა­ში სხვა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი ჰქონ­და. მის სი­ლა­მა­ზეს მეც შეჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი და ჩემ­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო, მაგ­რამ საკ­მა­რი­სი იყო, სად­მე გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი რჩე­ბოდ­ნენ, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მა­კა­ცე­ბი. ვე­უბ­ნე­ბო­დი: მე­მუ­ა­რე­ბი უნდა და­წე­რო შენს თაყ­ვა­ნის­მცე­მელ კა­ცებ­ზე-მეთ­ქი. მთა­ვა­რი ის იყო, რომ დე­დას მი­მართ ყვე­ლა მა­მა­კაცს მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და, ალ­ბათ დროც იყო ასე­თი, მა­შინ იცოდ­ნენ კა­ცებ­მა ქა­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა...

ერთ ზა­ფხულს ბა­თუმ­ში, "ინ­ტუ­რის­ტში" ვის­ვე­ნებ­დით. ორი კვი­რა ვი­ყა­ვით იქ და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ღაც ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის ხე­ლით ყო­ველ­დღე 15 ვარდს უც­ნო­ბი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი აგ­ზავ­ნი­და. ჩვე­ნი ნო­მე­რი გავ­სე­ბუ­ლი იყო ვარ­დე­ბით. იქი­დან ისე წა­მო­ვე­დით, ვარ­დე­ბის გა­მომ­გზავ­ნის ვი­ნა­ო­ბა ვერ გა­ვი­გეთ...

დე­დას­თვის ბევ­რს ლექ­სიც მი­უღვნია, სხვა­თა შო­რის, პო­ეტ­მა ლილი ნუ­ცუ­ბი­ძემ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ლექ­სი და­უ­წე­რა... ხომ გე­უბ­ნე­ბით, ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყა­ვა­და, მათ შო­რის, ცნო­ბი­ლი, უც­ნო­ბიც, მაგ­რამ მას არას­დროს გა­უ­ხე­დავს მათ­კენ, ჰყავ­და ერთი ქმა­რი და ის იყო მისი პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, მა­მა­ჩე­მი, რო­მელ­საც ვერ აჯო­ბა ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფერ­მა...

სხვა­თა­შო­რის, დე­დას გა­რეგ­ნო­ბით ძა­ლი­ან ჰგავს ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი - თა­მუ­ნა ონი­ა­ნი.

- დე­დათ­ქვე­ნი, რო­გორც ჟურ­ნა­ლისტ დათო ლიკ­ლი­კა­ძის­გან შე­ვი­ტყეთ, გე­ნი­ა­ლუ­რი ფილ­მის "შე­რე­კი­ლე­ბის" სცე­ნა­რის­თვის­თვის, რეზო გაბ­რი­ა­ძის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო ყო­ფი­ლა...

- რა თქმა უნდა, ეს ამ­ბა­ვი ვი­ცო­დი, მაგ­რამ სა­ნამ დედა ცო­ცხა­ლი იყო, ამ ის­ტო­რი­ის გახ­მა­უ­რე­ბის უფ­ლე­ბას არა­ვის აძ­ლევ­და! არ სურ­და, არ სი­ა­მოვ­ნებ­და, ძა­ლი­ან ერი­დე­ბო­და ბა­ტო­ნი რე­ზო­სი... თუ მას უნდა, თვი­თონ იტყვის, ვინ არის მისი შთა­გო­ნე­ბის წყა­როო და ამით მთავ­რდე­ბო­და მისი კო­მენ­ტა­რი ამ თე­მა­ზე. ამი­ტო­მაც, სა­ნამ ცო­ცხა­ლი იყო, ეს ინ­ფორ­მა­ცია არ­სად გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა...

და­თოს მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ ამ სტა­ტუ­სით კი­დევ ამო­წია ეს თემა, ქუ­თა­ის­მა ეს ამ­ბა­ვი კარ­გად იცო­და, მაგ­რამ ამა­ზე არა­ვინ არას­დროს ლა­პა­რა­კობ­და. თუმ­ცა, ამ ამ­ბის გახ­სე­ნე­ბით, დედა თა­ვის ლა­მა­ზი ის­ტო­რი­ე­ბით, თით­ქოს გა­ცო­ცხლდა... ფილმში კი იმ ვარ­დის და­ვარ­დნით, გე­ნი­ა­ლუ­რი ეპი­ზო­დი შე­იქ­მნა...

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tako
4

რამდენი ბოღმიანი ადამიანია.რაც არ უნდა თქვათ თამუნიას გარეგნობაზე ფაქტია რომ მართლაც ულამაზესი ქალბატონი იყო და ყველასგან გამორჩეული.👏👏👏🌹🌹🌹

თეთა
14

ნუ იცით ყველაფრის გაზვიადება, ერთი ჩვეულებრივი გარეგნობის ქალბატონია, არაფრით გამორჩეული. თბილისი ულამაზესი ქალებით იყო სავსე და მათ ფონზე არც კი გამოჩნდებოდა. გიჟდებოდნენ არა კიდე აფრენდნენ🤣

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ვინ იყო ქალი, რომლის სილამაზემ რეზო გაბრიაძეს ცნობილი სიტყვები "ეჰ, თამუნია, თამუნია..." დააწერინა - "მასზე მთელი ქუთაისი და თბილისი იყო შეყვარებული"

ვინ იყო ქალი, რომლის სილამაზემ რეზო გაბრიაძეს ცნობილი სიტყვები "ეჰ, თამუნია, თამუნია..." დააწერინა - "მასზე მთელი ქუთაისი და თბილისი იყო შეყვარებული"

"ეჰ, თამუნია, თამუნია... ჩაგესმით ყანჩელისეული სევდიანი ჟღერადობა? იცით, ვინ თამუნიას მისტიროდა რეზო გაბრიაძე და ვის გამო შექმნეს ეს უმაგრესი მუსიკა?

ძირძველ ქუთაისელებს კარგად ემახსოვრებათ თამუნია გენძეხაძე... ღმერთო რა ლამაზი იყო ქალბატონი თამუნია! მე რომ მას ქუჩაში ავედევნებოდი, უკვე 70 წელს იყო მიღწეული, მაგრამ ისეთი ლამაზი იყო, ისეთი არისტოკრატული, ისეთი ნაზი, ისეთი სათნო... ან რა ხმა ქონდა? რომ დაიწყებდა საუბარს, ეგრევე გაჯადოებდა. ან როგორ უხდებოდა სიგარეტი, ან როგორ სვამდა ჩაის 90-იანი წლების "ბისტროში" ზაირასთან ერთად.

- ქალბატონო თამუნია, წარმომიდგენია, მაშინ რა ლამაზი იქნებოდით, როცა რეზო გაბრიაძემ მისი გენიალური ფილმის სცენარისთვის დაწერა თქვენზე, ან რა შთაგონება ექნებოდა გია ყანჩელს?

- დათო დედიკო, არ გაიმეორო ეგ, არ არის მართალი... უხერხულია ბატონ რეზოსთან...

- მართალია, მართალი (დამიდასტურა ზაირამ).

ულამაზეს თამუნიაზე მთელი ქუთაისი და თბილისი იყო შეყვარებული. ვერც რეზო გაბრიაძე დარჩა გულგრილი... მერე ქალბატონი თამუნია გარდაიცვალა. ბოლომდე ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი. ღმერთო, მისი მომაჯადოებელი ხმა ახლაც ჩამესმის ყურში. ზაირიკოც მოკვდა... ყანჩელის, ამ უდიდესი მაესტროს სიკვდილმა გამახსენა თამუნია გენძეხაძე... ეჰ, თამუნია, თამუნია" - ეს ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის მოგონებაა, რომელიც "ფეისბუქის" პირად გვერდზე კომპოზიტორ გია ყანჩელის გარდაცვალების შემდეგ გამოაქვეყნა, რითაც ბევრისთვის უცნობ ისტორიას ნათელი მოჰფინა...

გენიალური ფილმის "შერეკილების" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის ბიძია-ბაბუას სატრფოს, ულამაზეს თამუნიას პროტოტიპი ჰყოლია და სწორედ მას მიუძღვნა გენიალურმა რეზო გაბრიაძემ ის სტრიქონები...

დათო ლიკლიკაძის დახმარებით AMBEBI.GE-მ თამუნა გენძეხაძის ქალიშვილი, თიკო ინოზემცევა იპოვა და ვეცადეთ, ამ ულამაზესი ქალბატონის ისტორია მოგვეთხრო მკითხველისთვის...

თამუნა გენძეხაძის ქალიშვილი, თიკო ინოზემცევა

ქალბატონი თიკო თამუნა გენძეხაძის ერთადერთი ქალიშვილია ისევე, როგორც თავად თამუნა იყო მშობლების ერთადერთი შვილი:

"ქუთაისში ძალიან ცნობილი ბებია და ბაბუა მყავდა - ილია გენძეხაძე წლების განმავლობაში ქუთაისის განათლების განყოფილების გამგე იყო, ბოლო 23 წელი კი პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორი გახლდათ და ულამაზესი მეუღლე (ბებიაჩემი) კუჩხა ლორთქიფანიძე ჰყავდა.

ბებოსთან, კუჩხასთან დაკავშირებით ასეთ ამბავს იხსენებენ ქუთაისელები: ვერიკო ანჯაფარიძის 80 წლის იუბილე ქუთაისშიც აღნიშნეს. მაშინ ქუთაისის კულტურის განყოფილების გამგე გიული ლორთქიფანიძე იყო და მისი ინიციატივით გადაწყდა, რომ მსახიობისთვის პატარა თეატრალური წარმოდგენა გაემართათ - ვერიკოს ქალაქის შემოსასვლელთან ეტლი დაახვედრეს, სადაც ორი ძირძველი ქუთაისელი იჯდა. ესენი იყვნენ: ჩემი ბებია კუჩხა ლორთქიფანიძე და საშურა კვიტაშვილი.

ისინი დახვდნენ ეტლით და საპატიო სტუმარი ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრთან მიაცილეს. გიული ლორთქიფანიძე ჰყვება, ქალბატონი ვერიკო ეტლიდან რომ გადმოვიდა, თქვა - ეს რა საოცარი ქალი ჩამისვით ეტლში, დავმუნჯდი, ხმა ვერ ამოვიღე, მთელი გზა მხოლოდ ამ ქალის სილამაზეს ვუცქერდიო" - მოგვითხრობს თიკო ინოზემცევა.

თამუნა გენძეხაძე

მისი თქმით, ამ ადამიანების ერთადერთი შვილი თამუნა ბავშვობიდან ძალიან ლამაზი, ბეჯითი და ნიჭიერი გოგონა იყო... სკოლის ასაკში თავისი თანაკლასელი დათო ინოზემცევი შეუყვარდა და 16 წლის ასაკში გაიპარნენ... დათოს მამა, კოლია ინოზემცევი ქუთაისში ცნობილი კაცი ყოფილა, წლების განმავლობაში წყალტუბოს პროკურორი.

"ქუთაისში ახალგაზრდების გაპარვის ამბავმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 1956 წელი იყო და მეცხრეკლასელების დაოჯახება წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა?! დაინგრა ქუთაისი, თან, ბაბუა სიკმაცრით განთქმული პედაგოგი იყო... ჯერ ერთი არავის სჯეროდა, რომ შეიძლებოდა, 16 წლის გოგო გათხოვილიყო და მეორე ის, რომ ბაბუაჩემს გაეპარა ქალიშვილი სახლიდან...

დედა და მამა დიდი სიყვარულით შეუღლდნენ, მაგრამ ადრე დაშორდნენ. დედას ცხოვრებაში ეს იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ერქვა მისი ქმარი, აღარ გათხოვილა. გავჩნდი მე და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - დედაჩემის სიცოცხლე მეკუთვნოდა მე! მიწებებული ვიყავი მასზე, ჩემ გარეშე არსად მიდიოდა, ყველგან თან ვახლდი და მასთან ერთად ყოფნა ჩემთვის მუდმივი კომფორტი იყო. მსიამოვნებდა მასთან საუბარი, რადგანაც ის იყო ძალიან ჭკვიანი და გულისხმიერი ადამიანი" - იხსენებს თამუნია გენძეხაძის ქალიშვილი.

დედა-შვილი: თამუნა და თიკო

- ვინ იყო პროფესიით?

- ჯერ ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა, შემდეგ კი კონსერვატორიაში საფორტეპიანო ფაკულტეტი დაამთავრა, პიანისტი გახლდათ. 23 წლის ასაკიდან მუსიკალური წრის გამგე იყო, ბოლოს ხელოვნების სტუდიის დირექტორი. უზომოდ უყვარდა ქუთაისი და ქუთაისიც სიყვარულით პასუხობდა მას. პატარა გოგონებს, მშობლები მის პატივსაცემად თამუნას არქმევდნენ...

მეც კონსერვატორია მაქვს დამთავრებული და მეც პიანისტი ვარ, არ მქონდა ცუდი შედეგები, კონკურსების ლაურეატი ვიყავი... ოჯახმა თბილისში ბინა მიყიდა და დედაქალაქში დავფუძნდი, სოლოლაკში ახლაც იმ სახლში ვცხოვრობ... შემდეგ გავთხოვდი. ჩემმა მეუღლემ, რომელსაც დედაჩემთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, უთხრა - შეუძლებელია ჩვენი ცალ-ცალკე ცხოვრება, თამუ, შენ ჩვენთან ერთად უნდა იყო, თბილისში უნდა გადმოხვიდეო, მაგრამ დედა ვერაფრით შეელია ქუთაისს. იქ ყველა უყვარდა და ყველას უყვარდა თამუნა...

ხიდის თავში კაცი იჯდა ხოლმე და დედა ყოველ გავლაზე კანფეტებს ჩუქნიდა, ისიც ელოდებოდა, როდის გამოივლიდა... ქუთაისის ქუჩებში რომ მივდიოდით, მომიბრუნდებოდა და მეტყოდა: დედა, როგორ დავტოვო ეს ქალაქი? ამ ხალხს როგორ გავექცე? ერთადერთი რაზეც ვეჭვიანობდი, ეს ქუთაისი იყო, დედა სიცოცხლის ბოლომდე იქ იყო, არ დაუტოვებია ეს ქალაქი.

- რა ასაკში გარდაიცვალა?

- 70 წლის გახლდათ. 1939 წელს იყო დაბადებული ახლა 80 წლის იქნებოდა... არ უყვარდა ექიმთან მისვლა, წამლები, კვლევები, რაღაც დაავადება გაურთულდა და 2 თვეში გარდაიცვალა. თუმცა, ძალიან ჯანმრთელი ადამიანი იყო...

- საოცარი სილამაზის, გარეგნობის ქალბატონი ყოფილა, თქვენთვის ეს რას ნიშნავდა, რომ ასეთი ქალის შვილი იყავით?

- მისთვის ეს არაფერს ნიშნავდა, რადგანაც ცხოვრებაში სხვა პრიორიტეტები ჰქონდა. მის სილამაზეს მეც შეჩვეული ვიყავი და ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ საკმარისი იყო, სადმე გამოჩენილიყო, უცხო ადამიანები აბსოლუტურად შოკირებულები რჩებოდნენ, განსაკუთრებით მამაკაცები. ვეუბნებოდი: მემუარები უნდა დაწერო შენს თაყვანისმცემელ კაცებზე-მეთქი. მთავარი ის იყო, რომ დედას მიმართ ყველა მამაკაცს მოკრძალებული დამოკიდებულება ჰქონდა, ალბათ დროც იყო ასეთი, მაშინ იცოდნენ კაცებმა ქალების პატივისცემა...

ერთ ზაფხულს ბათუმში, "ინტურისტში" ვისვენებდით. ორი კვირა ვიყავით იქ და ამ ხნის განმავლობაში ვიღაც ახალგაზრდა ბიჭის ხელით ყოველდღე 15 ვარდს უცნობი თაყვანისმცემელი აგზავნიდა. ჩვენი ნომერი გავსებული იყო ვარდებით. იქიდან ისე წამოვედით, ვარდების გამომგზავნის ვინაობა ვერ გავიგეთ...

დედასთვის ბევრს ლექსიც მიუღვნია, სხვათა შორის, პოეტმა ლილი ნუცუბიძემ არაჩვეულებრივი ლექსი დაუწერა... ხომ გეუბნებით, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავადა, მათ შორის, ცნობილი, უცნობიც, მაგრამ მას არასდროს გაუხედავს მათკენ, ჰყავდა ერთი ქმარი და ის იყო მისი პირველი და უკანასკნელი სიყვარული, მამაჩემი, რომელსაც ვერ აჯობა ვერავინ და ვერაფერმა...

სხვათაშორის, დედას გარეგნობით ძალიან ჰგავს ჩემი ქალიშვილი - თამუნა ონიანი.

- დედათქვენი, როგორც ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძისგან შევიტყეთ, გენიალური ფილმის "შერეკილების" სცენარისთვისთვის, რეზო გაბრიაძის შთაგონების წყარო ყოფილა...

- რა თქმა უნდა, ეს ამბავი ვიცოდი, მაგრამ სანამ დედა ცოცხალი იყო, ამ ისტორიის გახმაურების უფლებას არავის აძლევდა! არ სურდა, არ სიამოვნებდა, ძალიან ერიდებოდა ბატონი რეზოსი... თუ მას უნდა, თვითონ იტყვის, ვინ არის მისი შთაგონების წყაროო და ამით მთავრდებოდა მისი კომენტარი ამ თემაზე. ამიტომაც, სანამ ცოცხალი იყო, ეს ინფორმაცია არსად გაჟღერებულა...

დათოს მადლობელი ვარ, რომ ამ სტატუსით კიდევ ამოწია ეს თემა, ქუთაისმა ეს ამბავი კარგად იცოდა, მაგრამ ამაზე არავინ არასდროს ლაპარაკობდა. თუმცა, ამ ამბის გახსენებით, დედა თავის ლამაზი ისტორიებით, თითქოს გაცოცხლდა... ფილმში კი იმ ვარდის დავარდნით, გენიალური ეპიზოდი შეიქმნა...