Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ქართული ღვინის ფესტივალი 2019“-ზე მონაწილეთა რეგისტრაცია გრძელდება
„ქართული ღვინის ფესტივალი 2019“-ზე მონაწილეთა რეგისტრაცია გრძელდება

მათ­თვის, ვი­საც ქარ­თუ­ლი ღვი­ნის უკეთ გაც­ნო­ბა სურს, 12 ოქ­ტომ­ბერს 12:00-დან 19:00 სა­ა­თამ­დე შარ­დენ­ზე „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2019“ გა­ი­მარ­თე­ბა. ფეს­ტი­ვალ­ში, რო­მე­ლიც „პა­ლიტ­რა მე­დი­ას“, მე­დი­ა­პორ­ტა­ლი allwine.ge-სა და “მე­ი­დან ჯგუ­ფის” ორ­გა­ნი­ზე­ბით უკვე მე­სა­მედ იმარ­თე­ბა მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ რო­გორც დიდ კომ­პა­ნი­ებს, ასე­ვე მცი­რე მარ­ნებ­სა და სტარ­ტა­პებს.

მეღ­ვი­ნე­ე­ბი­სა და მცი­რე მე­წარ­მე­ე­ბის რე­გის­ტრა­ცია 9 ოქ­ტომ­ბერს დას­რულ­დე­ბა.

ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცი­ი­სა და გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვის გარ­და, ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ღვი­ნოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის პრო­დუქ­ცია: ყვე­ლი, ჩურ­ჩხე­ლა, ჩირი, თაფ­ლი. სტუმ­რებს მათი და­გე­მოვ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც მი­ე­ცე­მათ. გა­მო­ი­ფი­ნე­ბა აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბი, წიგ­ნე­ბი.

„ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2019-ის“ გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია „კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბა 2014 წლი­დან უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს რო­გო­რი­ცაა: ღვი­ნის კულ­ტუ­რა და ის­ტო­რია, ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ქვევ­რის ღვი­ნო, ღვი­ნის ტუ­რიზ­მი, ღვი­ნის მარ­კე­ტინ­გი და დე­გუს­ტა­ცი­ის ხე­ლოვ­ნე­ბა. „კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ სტენ­დზე სტუ­დენ­ტე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ ღვი­ნის სტუ­დენ­ტურ ხაზს, რო­მე­ლიც და­ყე­ნე­ბუ­ლია სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბა­ზა­ზე მა­რან „კოლხში“.

ფეს­ტი­ვა­ლის პროგ­რა­მა წელს გან­სა­კუთ­რე­ბით მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იქ­ნე­ბა. სპე­ცი­ა­ლუ­რად ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის­თვის და­იდ­გმე­ბა პერ­ფორ­მან­სე­ბი, ხალ­ხუ­რი ან­სამ­ბლე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კო­სე­ბის მიერ შეს­რულ­დე­ბა ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი, გა­ი­მარ­თე­ბა ელის ფე­ი­რინ­გის წიგ­ნის „ღვი­ნის სიყ­ვა­რუ­ლით“ წარ­დგე­ნა. გა­სუ­ლი წლე­ბის მსგავ­სად, დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბი იხი­ლა­ვენ დრა­მე­ბის, ოჩო­ფე­ხე­ბი­სა და ცე­ცხლის შოუს. ეს დღე ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის ნამ­დვილ დღე­სას­წა­უ­ლად იქ­ცე­ვა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმუ­ლი: https://www.facebook.com/events/1555639521245657/

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

„ქართული ღვინის ფესტივალი 2019“-ზე მონაწილეთა რეგისტრაცია გრძელდება

„ქართული ღვინის ფესტივალი 2019“-ზე მონაწილეთა რეგისტრაცია გრძელდება

მათთვის, ვისაც ქართული ღვინის უკეთ გაცნობა სურს, 12 ოქტომბერს 12:00-დან 19:00 საათამდე შარდენზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართება. ფესტივალში, რომელიც „პალიტრა მედიას“, მედიაპორტალი allwine.ge-სა და “მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით უკვე მესამედ იმართება მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც დიდ კომპანიებს, ასევე მცირე მარნებსა და სტარტაპებს.

მეღვინეებისა და მცირე მეწარმეების რეგისტრაცია 9 ოქტომბერს დასრულდება.

ღვინის დეგუსტაციისა და გამოფენა-გაყიდვის გარდა, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ღვინოსთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პროდუქცია: ყველი, ჩურჩხელა, ჩირი, თაფლი. სტუმრებს მათი დაგემოვნების საშუალებაც მიეცემათ. გამოიფინება აქსესუარები, ხელნაკეთი ნივთები, წიგნები.

„ქართული ღვინის ფესტივალი 2019-ის“ გენერალური სპონსორია „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მევენახეობა-მეღვინეობა 2014 წლიდან უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. პროგრამა ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა: ღვინის კულტურა და ისტორია, ღვინის წარმოების ტექნოლოგიები, ქვევრის ღვინო, ღვინის ტურიზმი, ღვინის მარკეტინგი და დეგუსტაციის ხელოვნება. „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ სტენდზე სტუდენტები წარმოადგენენ ღვინის სტუდენტურ ხაზს, რომელიც დაყენებულია საუნივერსიტეტო ბაზაზე მარან „კოლხში“.

ფესტივალის პროგრამა წელს განსაკუთრებით მრავალფეროვანი იქნება. სპეციალურად ქართული ღვინის ფესტივალისთვის დაიდგმება პერფორმანსები, ხალხური ანსამბლებისა და თანამედროვე მუსიკოსების მიერ შესრულდება ქართული სიმღერები, გაიმართება ელის ფეირინგის წიგნის „ღვინის სიყვარულით“ წარდგენა. გასული წლების მსგავსად, დამთვალიერებლები იხილავენ დრამების, ოჩოფეხებისა და ცეცხლის შოუს. ეს დღე ღვინის მოყვარულებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცევა.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/1555639521245657/

"შოუ ძალიან ძვირი დაჯდა... ბიზნესმენებმა, ბანკებმა დაფინანსებაზე უარი მითხრეს" - "მამულიჩა" ლელა წურწუმიას კონცერტის უცნობ დეტალებს ყვება

21 დეკემბერს ცნობილი DJ Bellaire ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგება

"გიორგი კიკნაძის კვარტეტი" საქართველოში paysage ჯაზ კონცერტების სერიას მართავს