პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

10

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 13:18-ზე, მთვარე ტყუპში იქნება 06:07-დან თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა. არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ. არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაია პატარაიას თათია სამხარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - "სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული..."
ბაია პატარაიას თათია სამხარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - "სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული..."

"არ­სე­ბობს კი­თხვე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ჯა­როდ და პი­რად სა­უბ­რებ­ში, არ უნდა და­ვუს­ვათ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბი­სა და შე­ვიწ­რო­ე­ბის მსხვერ­პლს" - ასე გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი თამ­თა თო­და­ძის სტუმ­რო­ბას ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვარ არხზე" ნიკა გვა­რა­მი­ას გა­და­ცე­მა­ში, რო­მელ­საც სკან­და­ლუ­რი გაგ­რძე­ლე­ბა მოჰ­ყვა.

მსხვერ­პლი ქალი, რო­მე­ლიც საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატ ილია ჯიშ­კა­რი­ანს ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ბაია პა­ტა­რა­ი­ას­თან და ად­ვო­კატ­თან ერ­თად, ნიკა გვა­რა­მი­ას ეთერ­ში სტუმ­რობ­და. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბის სცე­ნის აღ­წე­რი­სას, ერთ-ერთი კი­თხვა გვა­რა­მი­ას­გან ასე ჟღერ­და - "შარ­ვა­ლი გეც­ვა თუ კაბა?"

სწო­რედ ეს კი­თხვა გახ­და მი­ზე­ზი იმი­სა, რომ ქალ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი ბაია პა­ტა­რა­ი­ას და­უ­პი­რის­პირ­დნენ და მოს­თხო­ვეს პა­სუ­ხი იმა­ზე, თუ ეთერ­ში­ვე რა­ტომ არ გა­აპ­რო­ტეს­ტა გვა­რა­მი­ას მი­ზო­გე­ნუ­რი შე­კი­თხვა და უფრო მე­ტიც, რა­ტომ არ და­ტო­ვა მსხვერ­პლთან ერ­თად პირ­და­პი­რი ეთე­რი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბაია პა­ტა­რა­ი­ას ამ თე­მა­ზე ვრცე­ლი გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უხ­და, რაც ახა­ლი სკან­და­ლის მი­ზე­ზიც გახ­და.

აი, რა და­წე­რა პა­ტა­რა­ი­ამ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე:

"ეთერ­ზე მოკ­ლედ ვი­ტყვი. ვი­ცო­დით, რომ „ჰარ­დთო­ქი“ იქ­ნე­ბო­და, ვი­ცო­დით, რომ მო­ძა­ლა­დის ვერ­სი­ე­ბის გა­ქარ­წყლე­ბა მოგ­ვი­წევ­და, ვი­ცო­დით, რომ ბინ­ძურ არ­სე­ბულ და მო­მა­ვალ ბრალ­დე­ბებ­ზე პა­სუ­ხი უნდა გაგ­ვე­ცა. თამ­თა არის ძლი­ე­რი გოგო, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ბრძო­ლის სტრა­ტე­გი­ად არ­ჩია ტო­ტა­ლუ­რი ღი­ა­ო­ბა, ყვე­ლა მე­დი­ის და ეთე­რის გა­მო­ყე­ნე­ბა და არც ერთ კი­თხვა­ზე უკან არ­და­ხე­ვა და მან ეს შეძ­ლო.

ბრა­ვო! ამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში თამ­თა გა­ვი­ცა­ნი რო­გორც გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, შე­უ­პო­ვა­რი გოგო, რო­მელ­საც ბევრ რა­მე­ზე ნა­ფიქ­რი აქვს და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვს რა ბრძო­ლა­ში ჩა­ერ­თო, ვის წი­ნა­აღ­მდეგ და სა­კუ­თარ ერ­თა­დერთ ია­რა­ღად მი­აჩ­ნია სრუ­ლი გახ­სნი­ლო­ბა და სი­მარ­თლე. რო­გორც კი მო­ძა­ლა­დეს თავი და­აღ­წია, ეგ­რე­ვე და­ი­წყო ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და ყვე­ლა შე­საძ­ლო არ­გუ­მენ­ტის გა­აზ­რე­ბა. მას ჰყავს სრუ­ლი­ად არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი და მხარ­დამ­ჭერ­თა წრე, რაც ალ­ბათ არის მისი სიძ­ლი­ე­რის მთა­ვა­რი წყა­რო. ეს გოგო ჩემ­თვის სა­მა­გა­ლი­თოა! თამ­თა იბ­რძვის ასე და მე მის გვერ­დით ვარ.

ამ გა­და­ცე­მის და­წყე­ბამ­დე თამ­თამ მი­თხრა, კონ­კრე­ტუ­ლად რისი მო­ყო­ლა არ უნ­დო­და, რაც უმწვა­ვებ­და ტრამ­ვას, გა­ვაფრ­თხი­ლეთ ნიკა და მაქ­სი­მა­ლუ­რად გვერ­დი ავუ­ა­რეთ იმ სა­კითხს. მე ვი­ჯე­ქი მის წინ, გვქონ­და კონ­ტაქ­ტი მზე­რით და თუ თავს ცუ­დად იგ­რძნობ­და, უნდა ჩავ­რე­უ­ლი­ყა­ვი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად არც ერთი კი­თხვა არ აი­ცი­ლა, იყო მო­მენ­ტი, როცა მე და­ვი­ძა­ბე, ის კი არა. მოკ­ლედ, ეს უნი­კა­ლუ­რი გო­გოა და ირ­ჩევს ბრძო­ლის მე­თო­დად ამ ღი­ა­ო­ბას. ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ყვე­ლა მსხვერ­პლი უნდა გა­მოდ­გეს და სა­ჯა­როდ ყვე­ლა კი­თხვას გას­ცეს პა­სუ­ხი. არა. ყვე­ლა მსხვერ­პლმა თა­ვად უნდა აირ­ჩი­ოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სტრა­ტე­გია და ჩვენც ვურ­ჩევთ და და­ვეხ­მა­რე­ბით რო­გორც შევ­ძლებთ.

გუ­შინ­დე­ლი ეთე­რი ჰგავ­და სა­სა­მარ­თლო­ში ჯვა­რე­დინ და­კი­თხვას, სა­დაც გვა­რა­მია ეშ­მა­კის ად­ვო­კა­ტის როლ­ში გვევ­ლი­ნე­ბო­და. რა­ტომ დად­გა სა­ერ­თოდ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა? შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პი­რო­ბებ­ში ასეთ და­კი­თხვებს სა­სა­მარ­თლო­ში აწარ­მო­ებს ხოლ­მე დაც­ვა. მაგ­რამ ჩვენ არ ვი­ცით მი­ვაღ­წევთ თუ არა სა­სა­მარ­თლომ­დე. შავი პი­ა­რი და ჭო­რე­ბი თამ­თას წი­ნა­აღ­მდეგ იქო­ქე­ბა თა­ვი­სი სუ­სის ტრო­ლე­ბით. მე ვფიქ­რობ, რომ გუ­შინ ჩვენ უპი­რა­ტე­სო­ბა მო­ვი­პო­ვეთ ყვე­ლა ჭორ­ზე და ჩა­მოვ­შა­ლეთ მო­ძა­ლა­დის შე­კო­წი­წე­ბუ­ლი ვერ­სი­ე­ბი.

არის ეს ის გზა, რო­გო­რა­დაც მსგავ­სი საქ­მე­ე­ბი უნდა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს? არა, ცხა­დია, არა. ეს არის ძა­ლა­უფ­ლე­ბის სრუ­ლი ასი­მეტ­რი­ის პი­რო­ბებ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ბრძო­ლა სი­მარ­თლი­სათ­ვის, სა­დაც თამ­თამ გა­და­წყვი­ტა ყო­ფი­ლი­ყო სრუ­ლი­ად გამ­ჭირ­ვა­ლე და ის იგებს ამ სა­ინ­ფორ­მა­ციო ომს! დიდი გამ­ძლე და მა­მა­ცი ვინ­მეა, მა­ო­ცებს. პირ­ვე­ლად მაქვს შემ­თხვე­ვა იქეთ ვეხ­ვე­წე­ბო­დე და­ზა­რა­ლე­ბულს ტე­ლე­ფო­ნის გა­მორ­თვას, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის შემ­ცი­რე­ბას და ფბ-დან გა­მოს­ვლას, რო­გორც წესი მე ვე­მუ­და­რე­ბი ხოლ­მე, რომ რამე ინ­ტერ­ვიუ მის­ცენ თუნ­დაც სა­ხის და­ფარ­ვით.

პ.ს. რაც შე­ე­ხე­ბა შე­კი­თხვას "შარ­ვა­ლი გეც­ვა თუ კაბა?" არც ერთი წა­მით არ გვი­ფიქ­რია გა­და­ცე­მა­ში მსხდო­მებს, რომ გა­მომ­წვე­ო­ბას ამოწ­მებ­და ნიკა. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ახ­სნა კი­დეც, კა­ბა­ში უფრო ად­ვი­ლია გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ვიწ­რო ჯინ­სის შარ­ვალ­ში კი თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი და ა.შ. მე სა­ერ­თოდ მე­გო­ნა, რომ ტან­საც­მლის და­ზი­ა­ნე­ბა­ზე იქ­ნე­ბო­და შემ­დე­გი კი­თხვა, თუმ­ცა ვი­ნა­ი­დან შარ­ვა­ლი ამო­ი­რი­ცხა, შე­კი­თხვა აღარ გაგ­რძელ­და.

ტან­საც­მელ­ზე ბევ­რი ლე­გი­ტი­მუ­რი კი­თხვა ის­მე­ვა ხოლ­მე, რაც არ არის სა­ჭი­რო აუ­ცი­ლებ­ლად გუ­ლის­ხმობ­დეს "გა­მომ­წვე­ვო­ბის ხა­რისხს". მე ვსვამ ხოლ­მე ბევრ კი­თხვას ტან­საც­მელ­ზე. ტან­საც­მე­ლი არის ხში­რად ერთ-ერთი მთა­ვა­რი ნივთმტკი­ცე­ბა. თამ­თას კა­ბაც ამო­ღე­ბუ­ლია და ექ­სპერ­ტი­ზა­ზეა გა­დაგ­ზავ­ნი­ლი.

თუმ­ცა, ტან­საც­მელ­ზე ზო­გა­დად ქა­ლებს გვაქვს ცუდი გა­მოც­დი­ლე­ბა, რად­გან ხში­რად გა­მომ­წვევ ტან­საც­მელს ბრალ­დე­ბა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა და ვფიქ­რობ, ამას უკავ­შირ­დე­ბა ის მღელ­ვა­რე­ბა, რაც ამ შე­კი­თხვამ გა­მო­იწ­ვია. დას­კვნის სა­ხით - გა­და­ცე­მის ასე­თი ფორ­მა­ტი კომ­ფორ­ტუ­ლი არაა მსხვერ­პლი­სათ­ვის, ხოლო უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა სა­ერ­თოდ არარ­ე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი იყოს ასე­თი და­კი­თხვის ტი­პის "ჰარ­დთო­ქი". მაგ­რამ თამ­თა "ვან­დერ ვუ­მენს" ეს არ ეხე­ბა... თამ­თა თო­და­ძე, თუ რამე შევ­ცო­დე, შე­მინ­დე...“ - წერს ბაია პა­ტა­რა­ია.

ქალ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის სტა­ტუსს კვლავ კრი­ტი­კუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა კო­მენ­ტა­რებ­ში. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კვლავ მო­უ­წო­დებ­დნენ ბაია პა­ტა­რა­ი­ას, რომ მას რე­ა­გი­რე­ბა მა­შინ­ვე უნდა მო­ეხ­დი­ნა ნიკა გვა­რა­მი­ას უტაქ­ტო კი­თხვა­ზე:

სა­ლო­მე ასა­თი­ა­ნი (ჟურ­ნა­ლის­ტი): "ბაია, მთე­ლი პა­ტი­ვის­ცე­მით, კი­თხვა­ზე "რა გეც­ვა" ურე­აქ­ცი­ო­ბა და მით უმე­ტეს "ნივთმტკი­ცე­ბა­ზე" ლა­პა­რა­კი ახლა ძა­ლი­ან მძი­მე სა­ყუ­რე­ბე­ლია ჩემ­თვის. რო­გორც გუ­შინ­დე­ლი ეთე­რი, მთლი­ა­ნად. თა­ვი­სი "შენ ხომ არ გა­მო­იწ­ვიე" პა­თო­სით. სო­ლი­და­რო­ბა, ფე­მი­ნიზ­მი, ძა­ლა­დო­ბის­გან დაც­ვა მარ­ტო ლო­ზუნ­გე­ბი და სი­ტყვე­ბის რა­ხა­რუ­ხი არ არის. რე­ა­ლუ­რი, ცო­ცხა­ლი, ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ასე­თი "და­კი­თხვე­ბი" თუ არ შეგ­ვა­წუ­ხებს, ცოტა მა­ინც..."

ირა სი­ლან­ტე­ვა (სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა მწვა­ნე­ე­ბი): "ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს იგი­ვე სტან­დარ­ტებ­ზე თუ წერ შენს წიგნ­ში რაც ეთერ­ში ჩა­ა­ტა­რეთ და რისი უფ­ლე­ბაც მი­ე­ცით გვა­რა­მი­ას. მხო­ლოდ ეს მა­ინ­ტე­რე­სებს. ნაც­ვლად იმი­სა, რომ აღი­ა­რო შეც­დო­მა იმ ცირ­კის გაპ­რა­ვე­ბას დებ. თვა­ლე­ბი­დან სის­ხლი მდის, აწი, ზუს­ტად ვიცი მსგავ­სი „ქე­ი­სი“ თუ მექ­ნე­ბა, არა­სო­დეს გა­მო­ვუშ­ვებ ბე­ნე­ფი­ცი­არს შენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და პი­რა­დად შენ­თან, იმი­ტომ რომ სე­რი­ო­ზუ­ლად მე­პა­რე­ბა ეჭვი, რომ რა­ი­მე­ნა­ი­რი სტან­დარ­ტი გაქვს მსხვერ­პლებ­თან მუ­შა­ო­ბის"

ნუკ­რი ტა­ბი­ძე (თა­ნას­წო­რო­ბის მოძ­რა­ო­ბა): "ბაია, მარ­ტი­ვად დგას სა­კი­თხი - მა­გა­რი ს....ა და ტუ­ტუ­ცო­ბა გა­ა­კე­თა გვა­რა­მი­ამ და თამ­თა რომ უძ­ლი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნია მარ­თლა და ამ წნე­ხის წი­ნა­შე არ გა­ტყდა, მარ­თლა სა­მა­გა­ლი­თოა, მარა ეგ არც გვა­რა­მი­ას გუ­ლი­სამ­რევ ქცე­ვას აპ­რა­ვებს და არც შენს სიბრმა­ვეს. არ­სად და­გე­კარ­გოს ეგ გვა­რა­მია! წარ­მა­ტე­ბე­ბი და გაძ­ლე­ბა მის­ცეს თამ­თას ყვე­ლა ფრონტზე! ცალ­კე ოც­ნე­ბა უნდა იგე­რი­ოს, ცალ­კე ხალ­ხი, ცალ­კე გვა­რა­მია და მისი უმე­ცა­რი გამპრა­ვებ­ლე­ბი! შენ კიდე შე­ჯერ­დი ვის მხა­რეს ხარ და რა გინ­და, იმი­ტომ რომ უკვე მარ­თლა არა­ფერ­ში ჯდე­ბა ეს თა­ვის მო­სუ­ლე­ლე­ბა, ვი­თომ გვა­რა­მია ეშ­მა­კის ად­ვო­კა­ტი იყო. მგო­ნი საკ­მა­რი­სი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა უნდა გქონ­დეს შენ მა­ინც რომ იცო­დე ჟურ­ნა­ლის­ტი რო­გორ უნდა იქ­ცე­ო­დეს ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლ ქალ­თან!"

თა­თია სამ­ხა­რა­ძე: "სამი წე­ლია პირ­ში წყა­ლი მაქვს და­გუ­ბე­ბუ­ლი. ვფიქ­რობ­დი უფრო მაღ­ლა უნდა დავ­მდგა­რი­ყა­ვი შენ­ზე, შენ არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე, შენ არა­ე­თი­კუ­რო­ბა­ზეც და ნი­ჰი­ლის­ტურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე იმ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის მი­მართ, რო­მელ­თა შო­რი­საც მეც ვი­ყა­ვი. ახლა ეს გაპ­რა­ვე­ბა რომ არ და­გე­დო, იქ­ნებ არც არა­სო­დეს მეთ­ქვა სა­ჯა­როდ, მაგ­რამ და აი, დად­გა დრო ხმა­მაღ­ლა ვთქვა - შენ და­ცულ ქალ­თა უფ­ლე­ბებს შე...ი ბაია პა­ტა­რა­ია!

ჩემი სათ­ქმე­ლი ვთქვი მე მა­შინ, როცა საქ­მე წა­ვი­ღე "სა­ფა­რი­დან" ბა­ი­ას აგ­დე­ბუ­ლი და ცი­ნი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო. საქ­მე­ზე კი­თხვით როცა ვწერ­დი, შენი თე­რა­პევ­ტი არ ვარო მპა­სუ­ხობ­და და სა­ბო­ლო­ოდ ერთი თვე იყო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ტა­ნი­ლი, არა­ვინ თავი არ შე­ი­წუ­ხა და არც კი გა­მა­გე­ბი­ნა ამის შე­სა­ხებ. შე­მიძ­ლია და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებ­ში შე­ვი­დე, მაგ­რამ მგო­ნი საკ­მა­რი­სი დავ­წე­რე უკვე" - და­წე­რა სამ­ხა­რა­ძემ პა­ტა­რა­ი­ას პოს­ტის კო­მენ­ტარ­ში.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი კი ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა თა­თია სამ­ხა­რა­ძის ბრალ­დე­ბებს: "ასეთ არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბა­ზე პა­სუ­ხი არ მაქვს. ყვე­ლამ თა­ვი­სი სი­მარ­თლით იცხოვ­როს, და დაე, ჩვენ­მა გა­კე­თე­ბულ­მა საქ­მე­ებ­მა ისა­უბ­რონ ჩვენ­სა­ვე ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე. არას­დროს ვი­ნა­ნებ იმ აუ­ა­რე­ბა ზღვა შრო­მას, რაც მე და ჩემ­მა არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თა­თი­ას საქ­მე­ში ჩავ­დეთ" - და­წე­რა პა­ტა­რა­ი­ამ.

აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს პირ­ვე­ლი არ­ხის გა­და­ცე­მა­ში "კვი­რის ინ­ტერ­ვიუ" სტუმ­რო­ბი­სას სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ნინო ლომ­ჯა­რი­აც შე­ე­ხო:

"ნიკა გვა­რა­მი­ას მიერ თამ­თა თო­და­ძის მი­მართ დას­მუ­ლი შე­კი­თხვა ნამ­დვი­ლად უად­გი­ლო და არა­ე­თი­კუ­რი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ი­ას, მას ალ­ბათ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია აქვს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ის თამ­თას ად­ვო­კა­ტია და ალ­ბათ, მისი კლი­ენ­ტის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოქ­მე­დებს ისე, რო­გორც სა­ჭი­როდ ჩათ­ვლის" - აღ­ნიშ­ნა ლომ­ჯა­რი­ამ და დას­ძი­ნა, რომ არ მოს­წონს, როცა ამ პრო­ცეს­ში ქალ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს უპი­რის­პირ­დე­ბი­ან.

"იმი­ტომ, რომ ჩვენ, ყვე­ლა­ნი მო­კავ­ში­რე­ე­ბი ვართ ამ პრო­ცეს­ში. ჩვენ, ყვე­ლას სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი გვაქვს. შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღაც რა­ღაც მეტს აკე­თებს, ვი­ღა­ცას რა­ღაც ეშ­ლე­ბა, მაგ­რამ და­პი­რის­პი­რე­ბა არ მგო­ნია, სწო­რი ფორ­მა იყოს“, - გა­ნა­ცხა­და სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა სა­კი­თხის შე­ფა­სე­ბი­სას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?
ავტორი:

ბაია პატარაიას თათია სამხარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - "სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული..."

ბაია პატარაიას თათია სამხარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - "სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული..."

"არსებობს კითხვები, რომლებიც საჯაროდ და პირად საუბრებში, არ უნდა დავუსვათ სექსუალური ძალადობისა და შევიწროების მსხვერპლს" - ასე გამოეხმაურნენ ინტერნეტმომხმარებლები თამთა თოდაძის სტუმრობას ტელეკომპანია "მთავარ არხზე" ნიკა გვარამიას გადაცემაში, რომელსაც სკანდალური გაგრძელება მოჰყვა.

მსხვერპლი ქალი, რომელიც საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ძალადობაში ადანაშაულებს, უფლებადამცველ ბაია პატარაიასთან და ადვოკატთან ერთად, ნიკა გვარამიას ეთერში სტუმრობდა. დაზარალებულის მხრიდან ძალადობის სცენის აღწერისას, ერთ-ერთი კითხვა გვარამიასგან ასე ჟღერდა - "შარვალი გეცვა თუ კაბა?"

სწორედ ეს კითხვა გახდა მიზეზი იმისა, რომ ქალთა უფლებადამცველები ბაია პატარაიას დაუპირისპირდნენ და მოსთხოვეს პასუხი იმაზე, თუ ეთერშივე რატომ არ გააპროტესტა გვარამიას მიზოგენური შეკითხვა და უფრო მეტიც, რატომ არ დატოვა მსხვერპლთან ერთად პირდაპირი ეთერი.

მოგვიანებით, ბაია პატარაიას ამ თემაზე ვრცელი განმარტების გაკეთება მოუხდა, რაც ახალი სკანდალის მიზეზიც გახდა.

აი, რა დაწერა პატარაიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე:

"ეთერზე მოკლედ ვიტყვი. ვიცოდით, რომ „ჰარდთოქი“ იქნებოდა, ვიცოდით, რომ მოძალადის ვერსიების გაქარწყლება მოგვიწევდა, ვიცოდით, რომ ბინძურ არსებულ და მომავალ ბრალდებებზე პასუხი უნდა გაგვეცა. თამთა არის ძლიერი გოგო, რომელმაც თავისი ბრძოლის სტრატეგიად არჩია ტოტალური ღიაობა, ყველა მედიის და ეთერის გამოყენება და არც ერთ კითხვაზე უკან არდახევა და მან ეს შეძლო.

ბრავო! ამ რამდენიმე დღეში თამთა გავიცანი როგორც განათლებული, შეუპოვარი გოგო, რომელსაც ბევრ რამეზე ნაფიქრი აქვს და გაცნობიერებული აქვს რა ბრძოლაში ჩაერთო, ვის წინააღმდეგ და საკუთარ ერთადერთ იარაღად მიაჩნია სრული გახსნილობა და სიმართლე. როგორც კი მოძალადეს თავი დააღწია, ეგრევე დაიწყო ყველა მტკიცებულების შეგროვება და ყველა შესაძლო არგუმენტის გააზრება. მას ჰყავს სრულიად არაჩვეულებრივი ოჯახი და მხარდამჭერთა წრე, რაც ალბათ არის მისი სიძლიერის მთავარი წყარო. ეს გოგო ჩემთვის სამაგალითოა! თამთა იბრძვის ასე და მე მის გვერდით ვარ.

ამ გადაცემის დაწყებამდე თამთამ მითხრა, კონკრეტულად რისი მოყოლა არ უნდოდა, რაც უმწვავებდა ტრამვას, გავაფრთხილეთ ნიკა და მაქსიმალურად გვერდი ავუარეთ იმ საკითხს. მე ვიჯექი მის წინ, გვქონდა კონტაქტი მზერით და თუ თავს ცუდად იგრძნობდა, უნდა ჩავრეულიყავი. აბსოლუტურად არც ერთი კითხვა არ აიცილა, იყო მომენტი, როცა მე დავიძაბე, ის კი არა. მოკლედ, ეს უნიკალური გოგოა და ირჩევს ბრძოლის მეთოდად ამ ღიაობას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მსხვერპლი უნდა გამოდგეს და საჯაროდ ყველა კითხვას გასცეს პასუხი. არა. ყველა მსხვერპლმა თავად უნდა აირჩიოს კომუნიკაციის სტრატეგია და ჩვენც ვურჩევთ და დავეხმარებით როგორც შევძლებთ.

გუშინდელი ეთერი ჰგავდა სასამართლოში ჯვარედინ დაკითხვას, სადაც გვარამია ეშმაკის ადვოკატის როლში გვევლინებოდა. რატომ დადგა საერთოდ ამის საჭიროება? შეჯიბრებითობის პირობებში ასეთ დაკითხვებს სასამართლოში აწარმოებს ხოლმე დაცვა. მაგრამ ჩვენ არ ვიცით მივაღწევთ თუ არა სასამართლომდე. შავი პიარი და ჭორები თამთას წინააღმდეგ იქოქება თავისი სუსის ტროლებით. მე ვფიქრობ, რომ გუშინ ჩვენ უპირატესობა მოვიპოვეთ ყველა ჭორზე და ჩამოვშალეთ მოძალადის შეკოწიწებული ვერსიები.

არის ეს ის გზა, როგორადაც მსგავსი საქმეები უნდა მიმდინარეობდეს? არა, ცხადია, არა. ეს არის ძალაუფლების სრული ასიმეტრიის პირობებში წარმოებული ბრძოლა სიმართლისათვის, სადაც თამთამ გადაწყვიტა ყოფილიყო სრულიად გამჭირვალე და ის იგებს ამ საინფორმაციო ომს! დიდი გამძლე და მამაცი ვინმეა, მაოცებს. პირველად მაქვს შემთხვევა იქეთ ვეხვეწებოდე დაზარალებულს ტელეფონის გამორთვას, ინტერვიუების შემცირებას და ფბ-დან გამოსვლას, როგორც წესი მე ვემუდარები ხოლმე, რომ რამე ინტერვიუ მისცენ თუნდაც სახის დაფარვით.

პ.ს. რაც შეეხება შეკითხვას "შარვალი გეცვა თუ კაბა?" არც ერთი წამით არ გვიფიქრია გადაცემაში მსხდომებს, რომ გამომწვეობას ამოწმებდა ნიკა. როგორც მოგვიანებით ახსნა კიდეც, კაბაში უფრო ადვილია გაუპატიურების განხორციელება, ვიწრო ჯინსის შარვალში კი თითქმის შეუძლებელი და ა.შ. მე საერთოდ მეგონა, რომ ტანსაცმლის დაზიანებაზე იქნებოდა შემდეგი კითხვა, თუმცა ვინაიდან შარვალი ამოირიცხა, შეკითხვა აღარ გაგრძელდა.

ტანსაცმელზე ბევრი ლეგიტიმური კითხვა ისმევა ხოლმე, რაც არ არის საჭირო აუცილებლად გულისხმობდეს "გამომწვევობის ხარისხს". მე ვსვამ ხოლმე ბევრ კითხვას ტანსაცმელზე. ტანსაცმელი არის ხშირად ერთ-ერთი მთავარი ნივთმტკიცება. თამთას კაბაც ამოღებულია და ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

თუმცა, ტანსაცმელზე ზოგადად ქალებს გვაქვს ცუდი გამოცდილება, რადგან ხშირად გამომწვევ ტანსაცმელს ბრალდება გაუპატიურება და ვფიქრობ, ამას უკავშირდება ის მღელვარება, რაც ამ შეკითხვამ გამოიწვია. დასკვნის სახით - გადაცემის ასეთი ფორმატი კომფორტული არაა მსხვერპლისათვის, ხოლო უმეტეს შემთხვევაში შესაძლოა საერთოდ არარეკომენდირებული იყოს ასეთი დაკითხვის ტიპის "ჰარდთოქი". მაგრამ თამთა "ვანდერ ვუმენს" ეს არ ეხება... თამთა თოდაძე, თუ რამე შევცოდე, შემინდე...“ - წერს ბაია პატარაია.

ქალთა უფლებადამცველის სტატუსს კვლავ კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა კომენტარებში. ინტერნეტმომხმარებლები კვლავ მოუწოდებდნენ ბაია პატარაიას, რომ მას რეაგირება მაშინვე უნდა მოეხდინა ნიკა გვარამიას უტაქტო კითხვაზე:

სალომე ასათიანი (ჟურნალისტი): "ბაია, მთელი პატივისცემით, კითხვაზე "რა გეცვა" ურეაქციობა და მით უმეტეს "ნივთმტკიცებაზე" ლაპარაკი ახლა ძალიან მძიმე საყურებელია ჩემთვის. როგორც გუშინდელი ეთერი, მთლიანად. თავისი "შენ ხომ არ გამოიწვიე" პათოსით. სოლიდარობა, ფემინიზმი, ძალადობისგან დაცვა მარტო ლოზუნგები და სიტყვების რახარუხი არ არის. რეალური, ცოცხალი, ტრავმირებული ადამიანების ასეთი "დაკითხვები" თუ არ შეგვაწუხებს, ცოტა მაინც..."

ირა სილანტევა (საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები): "ძალიან მაინტერესებს იგივე სტანდარტებზე თუ წერ შენს წიგნში რაც ეთერში ჩაატარეთ და რისი უფლებაც მიეცით გვარამიას. მხოლოდ ეს მაინტერესებს. ნაცვლად იმისა, რომ აღიარო შეცდომა იმ ცირკის გაპრავებას დებ. თვალებიდან სისხლი მდის, აწი, ზუსტად ვიცი მსგავსი „ქეისი“ თუ მექნება, არასოდეს გამოვუშვებ ბენეფიციარს შენს ორგანიზაციაში და პირადად შენთან, იმიტომ რომ სერიოზულად მეპარება ეჭვი, რომ რაიმენაირი სტანდარტი გაქვს მსხვერპლებთან მუშაობის"

ნუკრი ტაბიძე (თანასწორობის მოძრაობა): "ბაია, მარტივად დგას საკითხი - მაგარი ს....ა და ტუტუცობა გააკეთა გვარამიამ და თამთა რომ უძლიერესი ადამიანია მართლა და ამ წნეხის წინაშე არ გატყდა, მართლა სამაგალითოა, მარა ეგ არც გვარამიას გულისამრევ ქცევას აპრავებს და არც შენს სიბრმავეს. არსად დაგეკარგოს ეგ გვარამია! წარმატებები და გაძლება მისცეს თამთას ყველა ფრონტზე! ცალკე ოცნება უნდა იგერიოს, ცალკე ხალხი, ცალკე გვარამია და მისი უმეცარი გამპრავებლები! შენ კიდე შეჯერდი ვის მხარეს ხარ და რა გინდა, იმიტომ რომ უკვე მართლა არაფერში ჯდება ეს თავის მოსულელება, ვითომ გვარამია ეშმაკის ადვოკატი იყო. მგონი საკმარისი ცოდნა და გამოცდილება უნდა გქონდეს შენ მაინც რომ იცოდე ჟურნალისტი როგორ უნდა იქცეოდეს ძალადობის მსხვერპლ ქალთან!"

თათია სამხარაძე: "სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული. ვფიქრობდი უფრო მაღლა უნდა დავმდგარიყავი შენზე, შენ არაპროფესიონალიზმზე, შენ არაეთიკურობაზეც და ნიჰილისტურ დამოკიდებულებაზე იმ ბენეფიციარების მიმართ, რომელთა შორისაც მეც ვიყავი. ახლა ეს გაპრავება რომ არ დაგედო, იქნებ არც არასოდეს მეთქვა საჯაროდ, მაგრამ და აი, დადგა დრო ხმამაღლა ვთქვა - შენ დაცულ ქალთა უფლებებს შე...ი ბაია პატარაია!

ჩემი სათქმელი ვთქვი მე მაშინ, როცა საქმე წავიღე "საფარიდან" ბაიას აგდებული და ცინიკური დამოკიდებულების გამო. საქმეზე კითხვით როცა ვწერდი, შენი თერაპევტი არ ვარო მპასუხობდა და საბოლოოდ ერთი თვე იყო გადაწყვეტილება გამოტანილი, არავინ თავი არ შეიწუხა და არც კი გამაგებინა ამის შესახებ. შემიძლია დამატებით დეტალებში შევიდე, მაგრამ მგონი საკმარისი დავწერე უკვე" - დაწერა სამხარაძემ პატარაიას პოსტის კომენტარში.

უფლებადამცველი კი ასე გამოეხმაურა თათია სამხარაძის ბრალდებებს: "ასეთ არაადეკვატურობაზე პასუხი არ მაქვს. ყველამ თავისი სიმართლით იცხოვროს, და დაე, ჩვენმა გაკეთებულმა საქმეებმა ისაუბრონ ჩვენსავე ღირებულებებზე. არასდროს ვინანებ იმ აუარება ზღვა შრომას, რაც მე და ჩემმა არაჩვეულებრივმა თანამშრომლებმა თათიას საქმეში ჩავდეთ" - დაწერა პატარაიამ.

აღნიშნულ საკითხს პირველი არხის გადაცემაში "კვირის ინტერვიუ" სტუმრობისას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც შეეხო:

"ნიკა გვარამიას მიერ თამთა თოდაძის მიმართ დასმული შეკითხვა ნამდვილად უადგილო და არაეთიკური იყო. რაც შეეხება ბაიას, მას ალბათ საკუთარი პოზიცია აქვს. ამ შემთხვევაში, ის თამთას ადვოკატია და ალბათ, მისი კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის" - აღნიშნა ლომჯარიამ და დასძინა, რომ არ მოსწონს, როცა ამ პროცესში ქალთა უფლებადამცველები ერთმანეთს უპირისპირდებიან.

"იმიტომ, რომ ჩვენ, ყველანი მოკავშირეები ვართ ამ პროცესში. ჩვენ, ყველას საერთო ღირებულებები გვაქვს. შეიძლება, ვიღაც რაღაც მეტს აკეთებს, ვიღაცას რაღაც ეშლება, მაგრამ დაპირისპირება არ მგონია, სწორი ფორმა იყოს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა საკითხის შეფასებისას.