Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"
ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

5 ოქ­ტომ­ბერს, ვა­შინგტონ­ში ქარ­თველ­მა და ამე­რი­კელ­მა სტუმ­რებ­მა ქორ­წი­ლის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მო­ი­ყა­რეს თავი - აშშ-ს დე­და­ქა­ლაქ­ში "ამე­რი­კის ხმის" ჟურ­ნა­ლის­ტმა ია მე­ურ­მიშ­ვი­ლმა და ამე­რი­კელ­მა დიპ­ლო­მატ­მა კურტ ვოლ­კე­რმა იქორ­წი­ნეს.

წყვი­ლის ქორ­წი­ლის ფო­ტო­ე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე" წვე­უ­ლე­ბის სტუმ­რებ­მა გა­ავ­რცე­ლეს. ერ­თობ­ლი­ვი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა ია მე­ურ­მიშ­ვილ­მაც, რო­მელ­საც ასე­თი მი­ნა­წე­რი გა­უ­კე­თა:

"ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რომ ვი­პო­ვეთ ერ­თმა­ნე­თი და გაგ­ვი­მარ­თლა, რომ შეგ­ვიძ­ლია სიყ­ვა­რუ­ლის და ბედ­ნი­ე­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ერ­თმა­ნე­თის­თვის, ვიდ­რე სიკ­ვდი­ლი არ დაგ­ვა­შო­რებს!

ეს იყო სა­ო­ცა­რი სა­ღა­მო, ვგრძნობ­დით დიდ სიყ­ვა­რულ­სა და მხარ­და­ჭე­რას ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც აშშ-ს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქი­დან, კა­ნა­დი­დან, კურ­ტის მშობ­ლი­უ­რი ჰატ­ბო­რო­დან და და ჩემი სამ­შობ­ლო­დან, სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ" - და­წე­რა ჟურ­ნა­ლის­ტმა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

ქორ­წილს სა­ქარ­თვე­ლო­დან რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სტუმ­რი ეს­წრე­ბო­და, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და დიპ­ლო­მა­ტე­ბი.

სტუმ­რებს შო­რის იყ­ვნენ: თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და სა­ქარ­თვე­ლოს ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ბათუ ქუ­თე­ლია; სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტი და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი თენ­გიზ ფხა­ლა­ძე და სხვე­ბი.

კურტ ვოლ­კე­რი აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო უკ­რა­ი­ნა­ში და ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა ცოტა ხნის წინ და­ტო­ვა. ამას­თან, წლე­ბის წინ ის იყო NATO-ში აშშ-ს ელჩი.

ვოლ­კე­რი ცოტა ხნის წინ მა­კ­კე­ი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­და­ნაც გა­დად­გა. ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტის გვა­რი უკ­რა­ი­ნის სკან­დალ­ში ფი­გუ­რი­რებს. 9 ოქ­ტომ­ბერს ვოლ­კე­რი კონ­გრეს­ში მივა და ჩვე­ნე­ბას მის­ცემს.

ავტორი:

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

5 ოქტომბერს, ვაშინგტონში ქართველმა და ამერიკელმა სტუმრებმა ქორწილის ცერემონიაზე მოიყარეს თავი - აშშ-ს დედაქალაქში "ამერიკის ხმის" ჟურნალისტმა ია მეურმიშვილმა და ამერიკელმა დიპლომატმა კურტ ვოლკერმა იქორწინეს.

წყვილის ქორწილის ფოტოები "ფეისბუქზე" წვეულების სტუმრებმა გაავრცელეს. ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა ია მეურმიშვილმაც, რომელსაც ასეთი მინაწერი გაუკეთა:

"ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი და გაგვიმართლა, რომ შეგვიძლია სიყვარულის და ბედნიერების გაზიარება ერთმანეთისთვის, ვიდრე სიკვდილი არ დაგვაშორებს!

ეს იყო საოცარი საღამო, ვგრძნობდით დიდ სიყვარულსა და მხარდაჭერას ჩვენი მეგობრებისგან, რომლებიც აშშ-ს სხვადასხვა ქალაქიდან, კანადიდან, კურტის მშობლიური ჰატბოროდან და და ჩემი სამშობლოდან, საქართველოდან ჩამოვიდნენ" - დაწერა ჟურნალისტმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ქორწილს საქართველოდან რამდენიმე ათეული სტუმრი ესწრებოდა, მათ შორის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და დიპლომატები.

სტუმრებს შორის იყვნენ: თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია; საერთაშორისო საკითხების ექსპერტი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე და სხვები.

კურტ ვოლკერი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი იყო უკრაინაში და ეს თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა. ამასთან, წლების წინ ის იყო NATO-ში აშშ-ს ელჩი.

ვოლკერი ცოტა ხნის წინ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდანაც გადადგა. ამერიკელი დიპლომატის გვარი უკრაინის სკანდალში ფიგურირებს. 9 ოქტომბერს ვოლკერი კონგრესში მივა და ჩვენებას მისცემს.

იგეგმება თუ არა ახალი რეგულაციების დაწესება კორონავირუსის გავრცელების გამო?

თამარ გაბუნია: "ვფიქრობთ,  ამ თვის ბოლომდე გვექნება შესაძლებლობა "სინოფარმით“, "სინოვაკითა“ და "ფაიზერით“ მოვიცვათ მოსახლეობა"

არის თუ არა ეფექტიანი "ფაიზერის“ და "ასტრაზენეკას“ ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის "დელტა“ შტამის წინააღმდეგ? - რა აჩვენა კვლევამ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"