საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"
მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბან­ში ხან­ძარს 4 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი და 30 წლის ქალი ემსხვერ­პლა. ცე­ცხლი 4 სარ­თუ­ლი­ან კორ­პუს­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სახ­ლში გაჩ­ნდა და მთლი­ან კორ­პუსს მო­ე­დო.

ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­ძრის დროს ერთ-ერთ ოჯახ­ში 6 ბავ­შვი იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა ორმა თავს უშ­ვე­ლა. გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბის ასა­კი 1-დან 5 წლამ­დე იყო.

gazeta.ru-ს ცნო­ბით, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში იმ დრო­ის­თვის სულ 20-მდე ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ შო­რის - მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი.

"იმ ღა­მეს ექ­ვსი­ვე შვი­ლიშ­ვილს ბა­ბუ­ას­თან ეძი­ნა. ხან­ძრის გა­ჩე­ნი­სას, მო­ხუც­მა, რო­მე­ლიც ოჯახ­თან ერ­თად პირ­ველ სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­და, მო­ას­წრო ორი ბავ­შვის გა­მოყ­ვა­ნა, თუმ­ცა და­ნარ­ჩე­ნე­ბის გა­მო­საყ­ვა­ნად სახ­ლში ვე­ღარ შე­ვი­და, რად­გან ხან­ძა­რი უკვე მთელ სახ­ლს იყო მო­დე­ბუ­ლი. ჯერ­ჯე­რო­ბით და­უ­ზუს­ტე­ბე­ლია, რა ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­ღუ­პა იმა­ვე კორ­პუს­ში მცხოვ­რე­ბი 30 წლის ქალი, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ბი­ნა­ში მარ­ტო იყო. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისიც გა­ზის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად გა­ი­გუ­და.

ხან­ძრის მი­ზე­ზად რამ­დე­ნი­მე ვერ­სია სა­ხელ­დე­ბა. ერთ-ერ­თის თა­ნახ­მად, ცე­ცხლი მოკ­ლე ჩარ­თვამ გა­ა­ჩი­ნა, რად­გან და­ძი­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე ხნით ადრე, ერთ-ერ­თმა ოჯახ­მა დე­ნის გა­მათ­ბო­ბე­ლი ჩარ­თო, ძველ­მა ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბამ კი მას ვერ გა­უძ­ლო... მძი­ნა­რე ოჯახ­მა დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა ვერ მო­ას­წრო და სახ­ლი­დან გა­მოს­ვლას მა­შინ შე­ე­ცა­და, რო­დე­საც ცე­ცხლი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო..." - წერს გა­მო­ცე­მა.

სხვა ვერ­სი­ით, ხან­ძრის გა­ჩე­ნის მი­ზე­ზი გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბა იყო. ხან­ძა­რი ბავ­შვე­ბის დე­დის ქვე­შა­გებს გა­უჩ­ნდა, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ნას­ვა­მი იყო და ან­თე­ბუ­ლი სი­გა­რე­ტით ხელ­ში ჩა­ე­ძი­ნა ან მე­ზო­ბელ­თან გა­და­ვი­და. სი­გა­რე­ტი უკვე ქვე­შა­გებ­ში იყო ჩა­ვარ­დნი­ლი, თუმ­ცა მან ეს ვერ შე­ნიშ­ნა. ხან­ძრის შე­დე­გად არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბიც, მათ სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბათ და სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლი.

"მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი პირ­ველ სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­და... ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რია სი­ნამ­დვი­ლეს­თან ის ვერ­სია, თით­ქოს ცე­ცხლი ლე­იბს გა­უჩ­ნდა, ბავ­შვებ­მა მისი ჩაქ­რო­ბა სცა­დეს, ალ­ბათ ეგო­ნათ კი­დეც ჩამ­ქრა­ლი და და­ი­ძი­ნეს, მაგ­რამ ცე­ცხლი გაძ­ლი­ერ­და, მერე უკვე ყვე­ლა­ფე­რი გვი­ან იყო..." – აცხა­დებს ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი, რომ­ლის თქმი­თაც, ბაშ­ვე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად, უყუ­რა­დღე­ბოდ იყ­ვნენ დარ­ჩე­ნი­ლი, რად­გან დედა ან მე­ზო­ბელ­თან იყო გა­სუ­ლი ან ნას­ვამს ეძი­ნა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე ნას­ვა­მი იყო ბავ­შე­ბის ბა­ბუა. ბავ­შვებს მამა რამ­დე­ნი­მე ხნის წინ და­ე­ღუ­პათ...

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ბაშ­ვე­ბის უყუ­რა­დღე­ბოდ და­ტო­ვე­ბის გამო ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი საკ­მა­ოდ ხში­რია, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბა არა­ნა­ირ მე­ქა­ნიზ­მებს არ ახორ­ცი­ე­ლებს.

ავტორი:

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

მოსკოვის გარეუბანში ხანძარს 4 მცირეწლოვანი ბავშვი და 30 წლის ქალი ემსხვერპლა. ცეცხლი 4 სართულიან კორპუსში მდებარე ერთ-ერთ სახლში გაჩნდა და მთლიან კორპუსს მოედო.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ხანძრის დროს ერთ-ერთ ოჯახში 6 ბავშვი იმყოფებოდა, თუმცა ორმა თავს უშველა. გარდაცვლილი ბავშვების ასაკი 1-დან 5 წლამდე იყო.

gazeta.ru-ს ცნობით, საცხოვრებელ კორპუსში იმ დროისთვის სულ 20-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის - მრავალშვილიანი ოჯახი.

"იმ ღამეს ექვსივე შვილიშვილს ბაბუასთან ეძინა. ხანძრის გაჩენისას, მოხუცმა, რომელიც ოჯახთან ერთად პირველ სართულზე ცხოვრობდა, მოასწრო ორი ბავშვის გამოყვანა, თუმცა დანარჩენების გამოსაყვანად სახლში ვეღარ შევიდა, რადგან ხანძარი უკვე მთელ სახლს იყო მოდებული. ჯერჯერობით დაუზუსტებელია, რა ვითარებაში დაიღუპა იმავე კორპუსში მცხოვრები 30 წლის ქალი, რომელიც სავარაუდოდ, ბინაში მარტო იყო. წინასწარი ინფორმაციით, ისიც გაზის აფეთქების შედეგად გაიგუდა.

ხანძრის მიზეზად რამდენიმე ვერსია სახელდება. ერთ-ერთის თანახმად, ცეცხლი მოკლე ჩართვამ გააჩინა, რადგან დაძინებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ერთ-ერთმა ოჯახმა დენის გამათბობელი ჩართო, ძველმა ელექტროგაყვანილობამ კი მას ვერ გაუძლო... მძინარე ოჯახმა დროული რეაგირება ვერ მოასწრო და სახლიდან გამოსვლას მაშინ შეეცადა, როდესაც ცეცხლი გავრცელებული იყო..." - წერს გამოცემა.

სხვა ვერსიით, ხანძრის გაჩენის მიზეზი გაუფრთხილებლობა იყო. ხანძარი ბავშვების დედის ქვეშაგებს გაუჩნდა, რომელიც სავარაუდოდ, ნასვამი იყო და ანთებული სიგარეტით ხელში ჩაეძინა ან მეზობელთან გადავიდა. სიგარეტი უკვე ქვეშაგებში იყო ჩავარდნილი, თუმცა მან ეს ვერ შენიშნა. ხანძრის შედეგად არიან დაშავებულებიც, მათ სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ და საავადმყოფოებში არიან მოთავსებული.

"მრავალშვილიანი ოჯახი პირველ სართულზე ცხოვრობდა... ყველაზე რეალურია სინამდვილესთან ის ვერსია, თითქოს ცეცხლი ლეიბს გაუჩნდა, ბავშვებმა მისი ჩაქრობა სცადეს, ალბათ ეგონათ კიდეც ჩამქრალი და დაიძინეს, მაგრამ ცეცხლი გაძლიერდა, მერე უკვე ყველაფერი გვიან იყო..." – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი, რომლის თქმითაც, ბაშვები პრაქტიკულად, უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული ან ნასვამს ეძინა. მისი ინფორმაციით, ასევე ნასვამი იყო ბავშების ბაბუა. ბავშვებს მამა რამდენიმე ხნის წინ დაეღუპათ...

რუსული მედიის ცნობით, ბაშვების უყურადღებოდ დატოვების გამო ტრაგიკული შემთხვევები საკმაოდ ხშირია, თუმცა სამართალდამცავი უწყება არანაირ მექანიზმებს არ ახორციელებს.

პროგრამიტს, რომელსაც 240 მილიონი დოლარის ბიტკოინები აქვს, ელექტრონული საფულის პაროლი დაავიწყდა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა

აშშ-ში სიკვდილით დასაჯეს ქალი, რომელმაც ორსული მოკლა... ექიმებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს - შემზარავი დანაშაულის დეტალები