სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის
აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

აზერ­ბა­ი­ჯან­ში ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­დამ­ჭერ­მა ეროვ­ნულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტუ­რიზ­მის საბ­ჭომ, დღეს თბი­ლი­სის შუ­ა­გულ­ში ვი­ზი­ტორ­თა ცენ­ტრი „Azerbaijan.Travel” გახ­სნა. გახ­სნის ცე­რე­მო­ნია, რო­მელ­საც ეს­წრე­ბოდ­ნენ ტუ­რიზ­მის სფე­როს ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მიზ­ნად ისა­ხავ­და ორ ქვე­ყა­ნას შო­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ცენ­ტრი წარ­მო­ად­გენს უნი­კა­ლურ კონ­ცეფ­ცი­ას, რა­მე­თუ ის ხალ­ხს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, გა­ეც­ნონ იმ მრა­ვალ­ფე­რო­ვან გა­მოც­დი­ლე­ბებს, რომ­ლებ­საც მათ სთა­ვა­ზობს აზერ­ბა­ი­ჯა­ნი. სა­ინ­ფორ­მა­ციო სტენ­დებ­თან ერ­თად, ცენ­ტრში გან­თავ­სდე­ბა ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო, რო­მე­ლიც ვი­ზი­ტო­რებს გა­აც­ნობს დე­ტა­ლებს ტუ­რებ­სა და მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ და მათ მის­ცემს აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­ჯავ­შნის სა­შუ­ა­ლე­ბას.

ვი­ზი­ტორ­თა ცენ­ტრი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მხა­რეს­თან, ერ­თად სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვილ­მა გახ­სნა.

„ჩვენს ქვეყ­ნებს აერ­თი­ა­ნებს ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც კარგ მე­ზობ­ლებ­სა და მე­გობ­რებს ერ­თმა­ნეთ­თან აახ­ლო­ვებს. დღეს დი­ლით ჩვენ შევ­ხვდით სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს, მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვილს. შეხ­ვედ­რა­ზე ჩვენ გან­ვი­ხი­ლეთ არა­ერ­თი სა­კი­თხი, მათ შო­რის ისე­თი რე­გი­ო­ნუ­ლი ტუ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ­ლე­ბიც მო­ი­ცავს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ისე აზერ­ბა­ი­ჯანს”,- გა­ნა­ცხა­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტუ­რიზ­მის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რემ ფუად ნა­ღი­ევ­მა.

რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტუ­რიზ­მის საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ფლო­რი­ან ზენგსტშ­მიდ­მა აღ­ნიშ­ნა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი მო­ხა­რუ­ლი იქ­ნე­ბი­ან, თუ ქარ­თველ სტუმ­რებს თა­ვის კულ­ტუ­რას გა­უ­ზი­ა­რე­ბენ.

„ჩვენს ქვეყ­ნებს ერ­თმა­ნეთ­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აკავ­ში­რებს და „Azerbaijan.Travel”-ის გახ­სნით ჩვენ ვა­დას­ტუ­რებთ ჩვენს მხარ­და­ჭე­რას სა­ქარ­თვე­ლო­სა და მისი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მართ. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ბევ­რი კუ­თხით იდე­ა­ლუ­რი დეს­ტი­ნა­ცი­აა. ბაქო არის მდი­და­რი ქა­ლა­ქი თა­ნა­მედ­რო­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რით, შე­სა­ნიშ­ნა­ვი სატ­რან­სპორ­ტო სის­ტე­მე­ბი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით. აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი მო­ხა­რუ­ლი იქ­ნე­ბი­ან, ქარ­თველ სტუმ­რებს გა­უ­ზი­ა­რონ თა­ვი­სი კულ­ტუ­რა, სამ­ზა­რე­უ­ლო და ქვე­ყა­ნა”, - გა­ნა­ცხა­და ფლო­რი­ან ზენგსტშ­მიდ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ვი­ზი­ტორ­თა 22%-ს სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ. თბი­ლი­სი­დან პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი სარ­კი­ნიგ­ზო და საგ­ზაო მარ­შრუ­ტე­ბი­სა და უვი­ზო მი­მოს­ვლის კვა­ლო­ბა­ზე ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2020 წელს სა­ვა­რა­უ­დოდ, კი­დევ გა­იზ­რდე­ბა. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი შე­უ­ერ­თდე­ბა იმ სა­ხელ­მწი­ფო­თა სიას, სა­დაც ტუ­რიზმს მშპ-ში დიდი წილი უკა­ვია. არ­სე­ბუ­ლი პროგ­ნო­ზის თა­ნახ­მად, შემ­დე­გი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს წილი წე­ლი­წად­ში 6%-ს შე­ად­გენს, რი­თიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე ქვე­ყა­ნა­თა ოცე­ულ­ში შე­დის.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნულს წინ უძღვე­ბო­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტუ­რიზ­მის საბ­ჭოს მარ­კე­ტინ­გუ­ლი კამ­პა­ნია სა­ხე­ლად „შე­ხე­დეთ სხვა თვა­ლით“, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და­მა­ლუ­ლი მარ­გა­ლი­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნის წა­ხა­ლი­სე­ბას და 2023 წლის­თვის ტუ­რის­ტთა არ­სე­ბუ­ლი ნა­კა­დის გა­ორ­მა­გე­ბას.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მდე­ბა­რე­ობს აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და და­სავ­ლეთ აზი­ის გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე. მას გა­აჩ­ნია ცხრა კლი­მა­ტუ­რი ზონა, რის შე­დე­გა­დაც ის მოგ­ზა­უ­რებს მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მი­საწ­ვდომ ევ­რო­პულ გა­მოც­დი­ლე­ბას სთა­ვა­ზობს. და­წყე­ბუ­ლი ბა­ქოს თა­ნა­მედ­რო­ვე „ცე­ცხლო­ვა­ნი კოშ­კე­ბი­დან“ და დამ­თავ­რე­ბუ­ლი მისი ძვე­ლი ქა­ლა­ქით, რო­მე­ლიც შე­ტა­ნი­ლია იუ­ნეს­კო-ს სი­ა­ში, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი მიმ­ზიდ­ვე­ლია ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის - რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ტუ­რის­ტე­ბის­თვის, ისე ჯგუ­ფე­ბის­თვის. ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა და ენერ­გია გა­დამ­დე­ბია. მისი ბაზ­რე­ბი­თა და ჯაზ-კლუ­ბე­ბით, ბაქო წარ­მო­ად­გენს იდე­ა­ლურ დეს­ტი­ნა­ცი­ას რო­გორც უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის­თვის, ისე თაფ­ლო­ბის თვის გა­სა­ტა­რებ­ლად და და­ქორ­წი­ნე­ბის­თვის.

***

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტუ­რიზ­მის საბ­ჭოს შე­სა­ხებ: აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტუ­რიზ­მის საბ­ჭო არის ეროვ­ნუ­ლი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის ტუ­რიზ­მის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს. მისი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნე­ბია აზერ­ბა­ი­ჯან­ში ტუ­რიზ­მის ზრდის ხელ­შე­წყო­ბა და ქვეყ­ნის მდი­და­რი კულ­ტუ­რი­სა და უძ­ვე­ლე­სი მემ­კვიდ­რე­ო­ბის აღ­მო­ჩე­ნის წა­ხა­ლი­სე­ბა.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის გთხოვთ ეწ­ვი­ოთ შემ­დეგ ბმულს: http://azerbaijan.travel/en/home ან „ინ­სტაგ­რა­მის“ გვერდს: @ExperienceAzerbaijan.

სიმართლე.
0

მორიგი დივერსანტები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

აზერბაიჯანში ტურიზმის განვითარების მხარდამჭერმა ეროვნულმა ორგანიზაციამ, აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭომ, დღეს თბილისის შუაგულში ვიზიტორთა ცენტრი „Azerbaijan.Travel” გახსნა. გახსნის ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ ტურიზმის სფეროს ხელმძღვანელები და მედიის წარმომადგენლები, მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

აღნიშნული ცენტრი წარმოადგენს უნიკალურ კონცეფციას, რამეთუ ის ხალხს საშუალებას აძლევს, გაეცნონ იმ მრავალფეროვან გამოცდილებებს, რომლებსაც მათ სთავაზობს აზერბაიჯანი. საინფორმაციო სტენდებთან ერთად, ცენტრში განთავსდება ტურისტული სააგენტო, რომელიც ვიზიტორებს გააცნობს დეტალებს ტურებსა და მოგზაურობების შესახებ და მათ მისცემს აღნიშნული ღონისძიებების დაჯავშნის საშუალებას.

ვიზიტორთა ცენტრი, აზერბაიჯანულ მხარესთან, ერთად საზეიმო ვითარებაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა.

„ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს ის ღირებულებები, რომლებიც კარგ მეზობლებსა და მეგობრებს ერთმანეთთან აახლოვებს. დღეს დილით ჩვენ შევხვდით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მარიამ ქვრივიშვილს. შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ არაერთი საკითხი, მათ შორის ისეთი რეგიონული ტურების ორგანიზების საჭიროება, რომლებიც მოიცავს როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანს”,- განაცხადა აზერბაიჯანის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ფუად ნაღიევმა.

როგორც აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს გენერალურმა დირექტორმა, ფლორიან ზენგსტშმიდმა აღნიშნა, აზერბაიჯანელები მოხარული იქნებიან, თუ ქართველ სტუმრებს თავის კულტურას გაუზიარებენ.

„ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს და „Azerbaijan.Travel”-ის გახსნით ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიმართ. აზერბაიჯანი ბევრი კუთხით იდეალური დესტინაციაა. ბაქო არის მდიდარი ქალაქი თანამედროვე ინფრასტრუქტურით, შესანიშნავი სატრანსპორტო სისტემებითა და გამოცდილებების მრავალფეროვნებით. აზერბაიჯანელები მოხარული იქნებიან, ქართველ სტუმრებს გაუზიარონ თავისი კულტურა, სამზარეულო და ქვეყანა”, - განაცხადა ფლორიან ზენგსტშმიდმა.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის ვიზიტორთა 22%-ს სწორედ საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ. თბილისიდან პირდაპირი ფრენების, გაუმჯობესებული სარკინიგზო და საგზაო მარშრუტებისა და უვიზო მიმოსვლის კვალობაზე ეს მაჩვენებელი 2020 წელს სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. აზერბაიჯანი შეუერთდება იმ სახელმწიფოთა სიას, სადაც ტურიზმს მშპ-ში დიდი წილი უკავია. არსებული პროგნოზის თანახმად, შემდეგი 10 წლის განმავლობაში ეს წილი წელიწადში 6%-ს შეადგენს, რითიც აზერბაიჯანი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყანათა ოცეულში შედის.

ყოველივე ზემოაღნიშნულს წინ უძღვებოდა აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს მარკეტინგული კამპანია სახელად „შეხედეთ სხვა თვალით“, რომელიც მიზნად ისახავს აზერბაიჯანის დამალული მარგალიტების აღმოჩენის წახალისებას და 2023 წლისთვის ტურისტთა არსებული ნაკადის გაორმაგებას.

აზერბაიჯანი მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გზაჯვარედინზე. მას გააჩნია ცხრა კლიმატური ზონა, რის შედეგადაც ის მოგზაურებს მთელი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომ ევროპულ გამოცდილებას სთავაზობს. დაწყებული ბაქოს თანამედროვე „ცეცხლოვანი კოშკებიდან“ და დამთავრებული მისი ძველი ქალაქით, რომელიც შეტანილია იუნესკო-ს სიაში, აზერბაიჯანის ღირსშესანიშნაობები მიმზიდველია ყველა ადამიანისთვის - როგორც ინდივიდუალური ტურისტებისთვის, ისე ჯგუფებისთვის. ქვეყნის ცხოვრება და ენერგია გადამდებია. მისი ბაზრებითა და ჯაზ-კლუბებით, ბაქო წარმოადგენს იდეალურ დესტინაციას როგორც უკვე ჩამოყალიბებული ოჯახებისთვის, ისე თაფლობის თვის გასატარებლად და დაქორწინებისთვის.

***

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს შესახებ: აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო არის ეროვნული პოპულარიზაციის ორგანო, რომელიც ექვემდებარება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს. მისი მთავარი ამოცანებია აზერბაიჯანში ტურიზმის ზრდის ხელშეწყობა და ქვეყნის მდიდარი კულტურისა და უძველესი მემკვიდრეობის აღმოჩენის წახალისება.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: http://azerbaijan.travel/en/home ან „ინსტაგრამის“ გვერდს: @ExperienceAzerbaijan.

„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების  განვითარებას

კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ "ენერჯი დიეტა” ხელს უწყობს წონაში კლებას

QEEBOO - სტეფანო ჯოვანიონის მიერ შექმნილი ახალი თაობის ბრენდი CASTELLO-ს ასორტიმენტში