კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე
სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

უცხო­ეთ­ში მუ­შა­ო­ბას ად­რეც მთა­ვა­ზობ­დნენ, მაგ­რამ ვერ ვი­ღებ­დი ქო­რე­ოგ­რა­ფო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას - სად მი­ემ­გზავ­რე­ბა სა­ლო­მე ჭა­ჭუა და რა გეგ­მე­ბი აქვს მო­ცეკ­ვა­ვეს

სა­ლო­მე ჭა­ჭუა ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მო­ცეკ­ვა­ვეა, რომ­ლის სა­ხელ­საც ქვეყ­ნის გა­რე­თაც იც­ნო­ბენ. ის ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სა­ქარ­თვე­ლო­ში „ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის“ მეშ­ვე­ო­ბით გა­იც­ნო. რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მო­ცეკ­ვა­ვე ცოტა ხან­ში სა­ქარ­თვე­ლოს დრო­ე­ბით და­ტო­ვებს და სა­მუ­შა­ოდ სა­ზღვარ­გა­რეთ წავა. უფრო დე­ტა­ლუ­რად ამის შე­სა­ხებ სა­ლო­მე Aambebi.ge-ს ესა­უბ­რა.

- სა­ლო­მე, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტო­ვებთ, რას უკავ­შირ­დე­ბა თქვე­ნი ქვეყ­ნი­დან წას­ვლა?

- სა­ქარ­თვე­ლო­დან ცოტა ხანი მივ­დი­ვარ, ლი­ბან­ში მი­მიწ­ვი­ეს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­ხუ­თე სე­ზონ­ზე, სა­დაც ქო­რე­ოგ­რა­ფად ვი­მუ­შა­ვებ. ამა­ვე დროს, რამ­დე­ნი­მე შო­უ­ში ვი­ცეკ­ვებ ჩემს მე­წყვი­ლეს­თან ერ­თად. ბრი­ტა­ნე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ იქ და სწო­რედ მათ­გან მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა.

- რო­გორ და­გი­კავ­შირ­დნენ?

- ბრი­ტა­ნე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ ლი­ბან­ში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ზე", მათ­თან ადრე მქონ­და გაგ­ზავ­ნი­ლი სივი, შემ­დეგ და­რენ ბე­ნე­ტი იყო ჩა­მო­სუ­ლი ჩვენ­თან და "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ჟი­უ­რი­ში იჯდა და სწო­რედ მათი მეშ­ვე­ო­ბით მოვ­ხვდი ლი­ბან­ში. მათ მოს­წონთ ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბა და ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. ისე­ვე რო­გორც ჩვე­ნი პრო­ექ­ტი, ბე­ი­რუ­თის სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუც სა­უ­კე­თე­სო "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" სი­ა­ში შე­დის.

გა­და­წყვე­ტი­ლი აქვთ, მე­ხუ­თე სე­ზო­ნი სა­უ­კე­თე­სო და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყოს.

- გარ­და იმი­სა, რომ უცხო­ეთ­ში მო­გი­წევს პრეს­ტი­ჟულ შო­უ­ზე მუ­შა­ო­ბა, კი­დევ რითი გახ­და ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა თქვენ­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი?

- ქო­რე­ოგ­რა­ფო­ბის გარ­და, ვი­ცეკ­ვებ შო­უ­ში. ასე­ვე ახალ გა­მოც­დი­ლე­ბას შე­ვი­ძენ, შევ­ცვლი ჩემს ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნას დრო­ე­ბით, ახალ გა­მოც­დი­ლე­ბას და ახალ ნაც­ნო­ბო­ბას შე­ვი­ძენ. ეს იქ­ნე­ბა ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვა. ად­რეც მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი უცხო­ე­თი­დან, მაგ­რამ ვერ ვი­ღებ­დი ამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რა­საც ქო­რე­ოგ­რა­ფო­ბა ჰქვია. ამ­დე­ნი შრო­მის და მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ კი, მი­ვი­ღე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუმს გა­ვა­კე­თებ, შემ­დეგ ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა.

- ლი­ბა­ნუ­რი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­აგ­რძე­ლებთ სა­ზღვარ­გა­რეთ მუ­შა­ო­ბას?

- ვნა­ხოთ, ყო­ველ­თვის არის შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თო. სა­ქარ­თვე­ლოს დიდი ხნით ნამ­დვი­ლად ვერ დავ­ტო­ვებ, რად­გან პატ­რი­ო­ტი ადა­მი­ა­ნი ვარ.

- რო­დის მი­ემ­გზავ­რე­ბით?

- 14 ოქ­ტომ­ბერს მი­ვემ­გზავ­რე­ბი.

- გა­მო­დის, ჩვენს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" არ იქ­ნე­ბი...

- ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს, რო­დის და­ი­წყე­ბა ჩვენ­თან "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი", თუ ახლა და­ი­წყო, ვერ ვიქ­ნე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

უცხოეთში მუშაობას ადრეც მთავაზობდნენ, მაგრამ ვერ ვიღებდი ქორეოგრაფობის პასუხისმგებლობას - სად მიემგზავრება სალომე ჭაჭუა და რა გეგმები აქვს მოცეკვავეს

სალომე ჭაჭუა ყველაზე პოპულარული ქართველი მოცეკვავეა, რომლის სახელსაც ქვეყნის გარეთაც იცნობენ. ის ფართო საზოგადოებამ საქართველოში „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეშვეობით გაიცნო. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მოცეკვავე ცოტა ხანში საქართველოს დროებით დატოვებს და სამუშაოდ საზღვარგარეთ წავა. უფრო დეტალურად ამის შესახებ სალომე Aambebi.ge-ს ესაუბრა.

- სალომე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ტოვებთ, რას უკავშირდება თქვენი ქვეყნიდან წასვლა?

- საქართველოდან ცოტა ხანი მივდივარ, ლიბანში მიმიწვიეს "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეხუთე სეზონზე, სადაც ქორეოგრაფად ვიმუშავებ. ამავე დროს, რამდენიმე შოუში ვიცეკვებ ჩემს მეწყვილესთან ერთად. ბრიტანელები მუშაობენ იქ და სწორედ მათგან მივიღე შემოთავაზება.

- როგორ დაგიკავშირდნენ?

- ბრიტანელები მუშაობენ ლიბანში "ცეკვავენ ვარსკვლავებზე", მათთან ადრე მქონდა გაგზავნილი სივი, შემდეგ დარენ ბენეტი იყო ჩამოსული ჩვენთან და "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურიში იჯდა და სწორედ მათი მეშვეობით მოვხვდი ლიბანში. მათ მოსწონთ ჩემი შემოქმედება და ეს ძალიან მახარებს. ისევე როგორც ჩვენი პროექტი, ბეირუთის სატელევიზიო შოუც საუკეთესო "ცეკვავენ ვარსკვლავების" სიაში შედის.

გადაწყვეტილი აქვთ, მეხუთე სეზონი საუკეთესო და განსაკუთრებული იყოს.

- გარდა იმისა, რომ უცხოეთში მოგიწევს პრესტიჟულ შოუზე მუშაობა, კიდევ რითი გახდა ეს შემოთავაზება თქვენთვის მიმზიდველი?

- ქორეოგრაფობის გარდა, ვიცეკვებ შოუში. ასევე ახალ გამოცდილებას შევიძენ, შევცვლი ჩემს ყოველდღიურ რუტინას დროებით, ახალ გამოცდილებას და ახალ ნაცნობობას შევიძენ. ეს იქნება ახალი გამოწვევა. ადრეც მქონდა შემოთავაზებები უცხოეთიდან, მაგრამ ვერ ვიღებდი ამხელა პასუხისმგებლობას, რასაც ქორეოგრაფობა ჰქვია. ამდენი შრომის და მუშაობის შემდეგ კი, მივიღე ეს გადაწყვეტილება და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებ, შემდეგ ვნახოთ რა იქნება.

- ლიბანური "ცეკვავენ ვარსკვლავების" დასრულების შემდეგ, საინტერესო შემოთავაზებების შემთხვევაში გააგრძელებთ საზღვარგარეთ მუშაობას?

- ვნახოთ, ყოველთვის არის შემოთავაზებები, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ სწორი არჩევანი გავაკეთო. საქართველოს დიდი ხნით ნამდვილად ვერ დავტოვებ, რადგან პატრიოტი ადამიანი ვარ.

- როდის მიემგზავრებით?

- 14 ოქტომბერს მივემგზავრები.

- გამოდის, ჩვენს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" არ იქნები...

- ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, როდის დაიწყება ჩვენთან "ცეკვავენ ვარსკვლავები", თუ ახლა დაიწყო, ვერ ვიქნები.

"ორსულობის მეექვსე თვეში კონკურსზე გასვლა მთავარ გამოწვევად იქცა" - ნატალია ქუთათელაძის მსოფლიო წარმატება

"მაწუხებს ბუბას ამბავი... ვაითუ, თავს მოგახვიონ რუსეთთან მეგობრობაც“ - კიკაბიძის მილოცვა და შირვინდტის იუმორისტული პასუხი

"აქ სრული განუკითხაობაა, სურსათის მაღაზიებშიც არავის უკეთია პირბადე, მათ შორის გამყიდველებსაც!" - რას წერს ბათუმში მყოფი ეკო ფანგანი?