პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ
პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

რუს­თავ­ში 35 წლის მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, შუ­რის­ძი­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

"რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით მუმ­ლა­ძის მკვლე­ლო­ბა ეს­პა­ნეთ­ში და­ი­გეგ­მა. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოქ­მე­დი და ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი - მი­ხე­ილ ღუ­ბი­ა­ნური, და­ვით მი­რო­ტა­ძე და დიტო დუ­ღაშ­ვილი (რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბით მი­ეც­ნენ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში), ზა­ფხულ­ში ეს­პა­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­დაც ე.წ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებს შეხ­ვდნენ და სწო­რედ იქ და­ი­გეგ­მა და­ვით მუმ­ლა­ძის მკვლე­ლო­ბა.

"კუ­რი­ე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 35 წლის მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი, მის მიერ ე.წ "ქურ­დუ­ლი ობ­ში­ა­კის" მით­ვი­სე­ბა გახ­და. "კუ­რი­ე­რის" ჟურ­ნა­ლის­ტი წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ამ­ბობს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ეს­პა­ნეთ­ში მი­ი­ღეს დაკ­ვე­თა, რომ და­ვით მუმ­ლა­ძის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღეკ­ვე­თათ, რის შემ­დე­გაც მოხ­დე­ბო­და მისი ლიკ­ვი­და­ცია.

"რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ამა­ში თან­ხაც აი­ღეს - 12 000 ლარი.

შე­გახ­სე­ნებთ, 5 ოქ­ტომ­ბერს რუს­თავ­ში მტკვარ­მა მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი გა­მო­რი­ყა. რო­გორც გა­ირ­კვა ის 35 წლის და­ვით მუმ­ლა­ძე იყო.

მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე შსს-მ ხუთი პირი და­ა­კა­ვა, მათ შო­რის ორი მოქ­მე­დი და ერთი ყო­ფი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლია.

ერთი პირი და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი (1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი გ.ა.), ხოლო სა­მარ­თალ­მდაც­ვე­ლე­ბი ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბით მი­ეც­ნენ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში. კი­დევ ერთ და­კა­ვე­ბულს, 1989 წელს და­ბა­დე­ბულ გი­ორ­გი გე­თი­აშ­ვილს კი, რო­მე­ლიც მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცის მე­გო­ბა­რია, ბრა­ლად ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა ედე­ბა.

ამას­თან, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე, წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ჯ.-ს და­კა­ვე­ბის მიზ­ნით ტარ­დე­ბა აქ­ტი­უ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
0

ეს კაცთმოძულე ნაციონალები აქეთ რომ ედავებიან, არ ვიცი ვიტირო,თუ ვიცინო. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

რუსთავში 35 წლის მამაკაცის მკვლელობა, სავარაუდოდ, შურისძიებას უკავშირდება.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დავით მუმლაძის მკვლელობა ესპანეთში დაიგეგმა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მოქმედი და ყოფილი პოლიციელები - მიხეილ ღუბიანური, დავით მიროტაძე და დიტო დუღაშვილი (რომლებიც აღნიშნულ საქმეზე ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით მიეცნენ პასუხისგებაში), ზაფხულში ესპანეთში იმყოფებოდნენ, სადაც ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტებს შეხვდნენ და სწორედ იქ დაიგეგმა დავით მუმლაძის მკვლელობა.

"კურიერის" ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცის მკვლელობის სავარაუდო მიზეზი, მის მიერ ე.წ "ქურდული ობშიაკის" მითვისება გახდა. "კურიერის" ჟურნალისტი წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, სწორედ ესპანეთში მიიღეს დაკვეთა, რომ დავით მუმლაძისთვის თავისუფლება აღეკვეთათ, რის შემდეგაც მოხდებოდა მისი ლიკვიდაცია.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, პოლიციელებმა ამაში თანხაც აიღეს - 12 000 ლარი.

შეგახსენებთ, 5 ოქტომბერს რუსთავში მტკვარმა მოკლული მამაკაცის ცხედარი გამორიყა. როგორც გაირკვა ის 35 წლის დავით მუმლაძე იყო.

მამაკაცის მკვლელობის საქმეზე შსს-მ ხუთი პირი დააკავა, მათ შორის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცველია.

ერთი პირი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული (1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ა.), ხოლო სამართალმდაცველები ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით მიეცნენ პასუხისგებაში. კიდევ ერთ დაკავებულს, 1989 წელს დაბადებულ გიორგი გეთიაშვილს კი, რომელიც მოკლული მამაკაცის მეგობარია, ბრალად ცრუ ჩვენების მიცემა ედება.

ამასთან, განზრახ მკვლელობაში მონაწილე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ.-ს დაკავების მიზნით ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

"10 წლის გოგონამ თქვა, რომ ოჯახის ახლობელმა მამაკაცმა მის მიმართ სექსუალური სახის გარყვნილი ქმედება განახორციელა" - "იალქანი"

დაკავებულია "ყასაბიჩი", "ჩიჟიკა", "მღვდელოვიჩი"... -  შსს-მ "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის ბრალდებით 25 პირი დააკავა, 4-ს ბრალი წარედგინა, იძებნება 2 პირი

ქმრის მიერ მოკლული 33 წლის მარიამ წივწივაძის საქმე ოჯახმა სტრასბურგში მოიგო - "მან ტრაგედიამდე, სულ ცოტა,11-ჯერ მიმართა პოლიციას დახმარებისთვის"

×
Live: ეთერშია გადაცემა "პოლიტიკური სივრცე"