პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე
"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

ზარ­დი­აშ­ვი­ლის წას­ვლა-მოს­ვლა სა­ერ­თოდ არ არის სა­ინ­ტე­რე­სო. პრობ­ლე­მა ბევ­რად უფრო დი­დია, ვიდ­რე ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ზარ­დი­აშ­ვი­ლი, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლის მიერ დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტის და­ტო­ვე­ბას.

ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, „ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ეს არა მო­რა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი ტაქ­ტი­კა იყო - და­მა­ლო ვინ­მე დრო­ე­ბით იმი­ტომ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღო“.

“ზარ­დი­აშ­ვი­ლი აქამ­დე რომ იყო პარ­ლა­მენ­ტში, ჩემ­თვის ესეც პრობ­ლე­მა­ტუ­რი იყო. კონ­კრე­ტუ­ლად ვანო ზარ­დი­აშ­ვილს კი არ ვერ­ჩი, უბ­რა­ლოდ ის ელე­მენ­ტი, რა­საც გა­ნა­სა­ხი­ე­რებს ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლი ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლე­ში, არის ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი, რად­გან ის და არა მხო­ლოდ ის, ბევ­რი სხვაც, გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და იმ სის­ტე­მურ მან­კი­ე­რე­ბას, რო­მე­ლიც დღე­ვან­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ძა­ლი­ან კარ­გად აით­ვი­სა და და­ეყ­რდნო თა­ვის ქმე­დე­ბებ­ში. ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლი ასო­ცირ­დე­ბო­და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის მან­კი­ე­რე­ბას­თან და სა­ერ­თოდ პო­ლი­ტი­კუ­რი ქა­მე­ლე­ო­ნიზ­მის ფე­ნო­მენ­თან, რო­დე­საც პარ­ტი­ი­დან პარ­ტი­ა­ში გა­და­დი­ხარ, იმის მი­ხედ­ვით, თუ ვინ არის ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

რო­გორც ექ­სპერ­ტმა აღ­ნიშ­ნა, აქამ­დე თუ ვსა­უბ­რობ­დით „შერ­ჩე­ვით სა­მარ­თალ­ზე“, ახლა საქ­მე გვაქვს „შერ­ჩე­ვით მო­რალ­თან“.

„ფაქ­ტია, ეს არ იყო მო­რა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ჩვენ ამის პა­რა­ლე­ლუ­რად ვხე­დავთ ყოვ­ლად წარ­მო­უდ­გე­ნელ უტიფ­რო­ბას, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხმა­ლა­მო­ღე­ბუ­ლე­ბი იცა­ვენ საკ­რე­ბუ­ლოს მა­ჟო­რი­ტარ-დე­პუ­ტატს აშ­კა­რა ძა­ლა­დო­ბა­ზე, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ რიგ­ში დგე­ბი­ან ხა­ჭა­პურ­ზე სა­ლა­პა­რა­კოდ.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სარ­გე­ბე­ლი ისაა, რომ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ხდე­ბა ან­ტიგ­მი­რი, ის უნდა და­მა­ლო. მე არ მგო­ნია, რომ ზარ­დი­აშ­ვილს ძა­ლი­ან და­ჩაგ­რა­ვენ, უბ­რა­ლოდ მო­უ­ძებ­ნი­ან უფრო ისეთ ად­გილს, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ნაკ­ლე­ბად გა­ე­ჩხი­რე­ბა თვალ­ში. და­მერ­წმუ­ნეთ, არა­ნაკ­ლებ პო­ზი­ცი­ა­ზე ვი­ხი­ლავთ მას, უბ­რა­ლოდ ის სა­ჯა­რო სივ­რცი­დან გაქ­რე­ბა თო­რემ პო­ზი­ცია არ შემ­ცირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლი დე­პუ­ტა­ტის მან­დატს ტო­ვებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვად ავ­რცე­ლებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

ზარდიაშვილის წასვლა-მოსვლა საერთოდ არ არის საინტერესო. პრობლემა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ერთი კონკრეტული ზარდიაშვილი, - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვებას.

ხუხაშვილის განცხადებით, „ხელისუფლების მხრიდან ეს არა მორალური გადაწყვეტილება, არამედ პოლიტიკური ტაქტიკა იყო - დამალო ვინმე დროებით იმიტომ, რომ პოლიტიკური სარგებელი მიიღო“.

“ზარდიაშვილი აქამდე რომ იყო პარლამენტში, ჩემთვის ესეც პრობლემატური იყო. კონკრეტულად ვანო ზარდიაშვილს კი არ ვერჩი, უბრალოდ ის ელემენტი, რასაც განასახიერებს ვანო ზარდიაშვილი ქართულ სინამდვილეში, არის ყოვლად მიუღებელი, რადგან ის და არა მხოლოდ ის, ბევრი სხვაც, განასახიერებდა იმ სისტემურ მანკიერებას, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ ძალიან კარგად აითვისა და დაეყრდნო თავის ქმედებებში. ვანო ზარდიაშვილი ასოცირდებოდა მართლმსაჯულების სისტემის მანკიერებასთან და საერთოდ პოლიტიკური ქამელეონიზმის ფენომენთან, როდესაც პარტიიდან პარტიაში გადადიხარ, იმის მიხედვით, თუ ვინ არის ძალაუფლებაში“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, აქამდე თუ ვსაუბრობდით „შერჩევით სამართალზე“, ახლა საქმე გვაქვს „შერჩევით მორალთან“.

„ფაქტია, ეს არ იყო მორალური გადაწყვეტილება. ჩვენ ამის პარალელურად ვხედავთ ყოვლად წარმოუდგენელ უტიფრობას, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ხმალამოღებულები იცავენ საკრებულოს მაჟორიტარ-დეპუტატს აშკარა ძალადობაზე, მაგრამ სამაგიეროდ რიგში დგებიან ხაჭაპურზე სალაპარაკოდ.

ხელისუფლების სარგებელი ისაა, რომ როდესაც ადამიანი ხდება ანტიგმირი, ის უნდა დამალო. მე არ მგონია, რომ ზარდიაშვილს ძალიან დაჩაგრავენ, უბრალოდ მოუძებნიან უფრო ისეთ ადგილს, სადაც საზოგადოებას ნაკლებად გაეჩხირება თვალში. დამერწმუნეთ, არანაკლებ პოზიციაზე ვიხილავთ მას, უბრალოდ ის საჯარო სივრციდან გაქრება თორემ პოზიცია არ შემცირდება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავრცელებს.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"არ ვამბობ, რომ უშეცდომო ვართ, პირიქით, ჩვენც ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ არ დაგვიშვია დანაშაული" - პრემიერი

"არსებობს იგავი - "კუ და მორიელი", წყალზე კუს მორიელი გადაჰყავს და კბენს, ეკითხებიან, რატომ კბენს? - ასეთია მათი გვარი, ასეთია ამ პოლიტიკური ძალის გვარი" - კობახიძე "ნაცმოძრაობაზე"