საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი
დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

ჩვენს გეგ­მებ­ში ტაქ­სით მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რის რე­გუ­ლი­რე­ბა არ შე­დის, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ვიცე-მერ­მა ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც ხმა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მე­რია ფა­სე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას ამ ეტაპ­ზე ვერ ხე­დავს.

„ფა­სე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას ამ ეტაპ­ზე ვერ ვხე­დავთ. ჩვენს გეგ­მებ­ში ფა­სე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა არ შე­დის. გვაქვს მე­სა­მე ეტა­პი, რო­მელ­საც უახ­ლო­ეს პე­რი­ო­ში და­ვა­ა­ნონ­სებთ და ამა­ზე ახლა არ ვი­სა­უბ­რებ“, - გა­ნა­ცხა­და ხმა­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის რე­კო­მენ­და­ცი­ას, გაზ­რდი­ლი ტა­რი­ფე­ბი­დან და გა­დატ­ვირ­თუ­ლი ტაქ­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­ი­ზარ­დოს გარ­და­მავ­ლი პე­რი­ო­დის ვადა, ხმა­ლა­ძე აცხა­დებს, რომ არც ამის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი და სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს.

„არ არის ამის სა­ფუძ­ვე­ლი და მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობს. 1-ელი ოქ­ტომ­ბერს შე­ვი­და ცვლი­ლე­ბე­ბი ტაქ­სის ბა­ზარ­ზე და ამან გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია ფა­სებ­თან მი­მარ­თე­ბით. მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში მოხ­და ეტა­პობ­რი­ვი და­რე­გუ­ლი­რე­ბა. დღეს დი­ლით გან­ცხა­დე­ბაც გა­ავ­რცე­ლა ერთ-ერ­თმა ტაქ­სის კომ­პა­ნი­ამ, რო­მე­ლიც მსხვი­ლი მიმ­წო­დე­ბე­ლია ამ ბა­ზარ­ზე და გან­მარ­ტეს, თუ რა დი­ნა­მი­კა არის. ზეგ იქ­ნე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ის მთავ­რო­ბის სხდო­მა და ფა­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­და­ქა­ლა­ქის მე­რიც გა­ა­კე­თებს გან­მარ­ტე­ბას.

მთა­ვა­რია ის, რომ დღეს საკ­მა­ოდ მზარ­დია ტაქ­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ბოლო სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 300 ერ­თე­უ­ლით გა­ი­ზარ­და A კა­ტე­გო­რი­ა­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის გამ­წევ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რაც არის საკ­მა­ოდ დიდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ერთ კონ­კრე­ტულ პე­რი­ოდ­ში. დი­ლით გვქონ­და და­ახ­ლო­ე­ბით 5500 მან­ქა­ნა და ახლა არის და­ახ­ლო­ე­ბით 5800-ზე მეტი მან­ქა­ნა ჩარ­თუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ხმა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის მე­რი­ამ ნე­ბარ­თვის მქო­ნე ტაქ­სე­ბის­თვის მა­ნა­თობ­ლე­ბის და­რი­გე­ბა და­ი­წყო. შარ­ტა­ვას N7-ში, მე­რი­ის შე­ნო­ბის მე­ო­რე სარ­თულ­ზე ტაქ­სის მძღო­ლე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სივ­რცეა მო­წყო­ბი­ლი, სა­დაც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მიერ შეს­ყი­დუ­ლი მა­ნა­თობ­ლე­ბი გა­ი­ცე­მა. თბი­ლი­სის მე­რი­ის ცნო­ბით, მა­ნა­თობ­ლე­ბი თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ამ 15 000 ერ­თე­უ­ლის ოდე­ნო­ბით შე­ის­ყი­და, მათ­გან 13 000 ერ­თე­უ­ლი არის სტან­დარ­ტუ­ლი ფორ­მის, ხოლო - 2000 ერ­თე­უ­ლი - პა­ნო­რა­მა სა­ხუ­რა­ვი­სათ­ვის. ტაქ­სის ნიშ­ნებს ორი რე­ჟი­მი აქვთ, რო­მე­ლიც ფე­რე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა - მწვა­ნე და წი­თე­ლი. მწვა­ნე ფერი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნა თა­ვი­სუ­ფა­ლია, ხოლო წი­თე­ლი მგზავრზე მი­უ­თი­თებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

ჩვენს გეგმებში ტაქსით მგზავრობის საფასურის რეგულირება არ შედის, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, მერია ფასების რეგულირების საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

„ფასების რეგულირების საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ. ჩვენს გეგმებში ფასების რეგულირება არ შედის. გვაქვს მესამე ეტაპი, რომელსაც უახლოეს პერიოში დავაანონსებთ და ამაზე ახლა არ ვისაუბრებ“, - განაცხადა ხმალაძემ.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციას, გაზრდილი ტარიფებიდან და გადატვირთული ტაქსებიდან გამომდინარე გაიზარდოს გარდამავლი პერიოდის ვადა, ხმალაძე აცხადებს, რომ არც ამის რეალური მიზეზი და საფუძველი არსებობს.

„არ არის ამის საფუძველი და მიზეზი არ არსებობს. 1-ელი ოქტომბერს შევიდა ცვლილებები ტაქსის ბაზარზე და ამან გარკვეული ცვლილებები გამოიწვია ფასებთან მიმართებით. მომდევნო დღეებში მოხდა ეტაპობრივი დარეგულირება. დღეს დილით განცხადებაც გაავრცელა ერთ-ერთმა ტაქსის კომპანიამ, რომელიც მსხვილი მიმწოდებელია ამ ბაზარზე და განმარტეს, თუ რა დინამიკა არის. ზეგ იქნება თბილისის მერიის მთავრობის სხდომა და ფასებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიც გააკეთებს განმარტებას.

მთავარია ის, რომ დღეს საკმაოდ მზარდია ტაქსების რაოდენობა. ბოლო სამი საათის განმავლობაში 300 ერთეულით გაიზარდა A კატეგორიაში მომსახურების გამწევთა რაოდენობა, რაც არის საკმაოდ დიდი მაჩვენებელი ერთ კონკრეტულ პერიოდში. დილით გვქონდა დაახლოებით 5500 მანქანა და ახლა არის დაახლოებით 5800-ზე მეტი მანქანა ჩართული“, - განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ ნებართვის მქონე ტაქსებისთვის მანათობლების დარიგება დაიწყო. შარტავას N7-ში, მერიის შენობის მეორე სართულზე ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური მომსახურების სივრცეა მოწყობილი, სადაც მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული მანათობლები გაიცემა. თბილისის მერიის ცნობით, მანათობლები თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 15 000 ერთეულის ოდენობით შეისყიდა, მათგან 13 000 ერთეული არის სტანდარტული ფორმის, ხოლო - 2000 ერთეული - პანორამა სახურავისათვის. ტაქსის ნიშნებს ორი რეჟიმი აქვთ, რომელიც ფერებით გამოიხატება - მწვანე და წითელი. მწვანე ფერი მიანიშნებს, რომ ავტომანქანა თავისუფალია, ხოლო წითელი მგზავრზე მიუთითებს.

ფინანსთა მინისტრი ლარის კურსზე - "ეს იმ მოლოდინებითაა გამოწვეული, რაც დაკავშირებულია რადიკალიზმთან და პოლიტიკურ დაძაბულობასთან"

3.2988-დან 3.3409-მდე - ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი გაუფასურდა

თბილისის სატრანსპორტო ქსელს 13 ახალი მარშუტი ემატება: 5 ავტობუსი და მიკროავტობუსების 8 ხაზი